განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
140100118002377354
ინსტანცია
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002377354

საქმე №1ბ/558-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო---------------–---–ის,გამართლებულ: ნ----------------–---–ის

 

მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ------------------------–-----–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ----------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ--------------------------–----––- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ნ----------------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მამის - გ----------------–---–ის მიმართ. კერძოდ, ნ----------------–---–მა გ----------------–---–ს ხელი სამჯერ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით ნ----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ნ----------------–---–ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ნ----------------–---–ისათვის შერაცხული ბრალდება დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ მოწმეების გ---–--–----------–---–ის, ლ----------------–--–ის და ს-------–------–---–ის ჩვენებებით, აგრეთვე წერილობითი მტკიცებულებებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას, ვინაიდან საქმეში არსებული არაერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებითაა დადასტურებული, რომ ნ----------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას-გ----------------–---–ს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ----------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ნ----------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმის ჩვენებებს და აგრეთვე წერილობით მტკიცებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ნ----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ამასთან, პროკურორის გადაწყვეტილებით, ნ----------------–---–ი, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხა.

 

დაზარალებულ გ----------------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 12 თებერვალს, გვიან ღამით, გ------------------------–----–ში, მას შემდეგ, რაც მისი შვილი - ნ----------------–---–ი თბილისიდან სახლში დაბრუნდა, გ----------------–---–ს მასთან შელაპარაკება მოუვიდა. ამ დროს გ----------------–---–ი ალკოჰოლის მიღების გამო მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ნ----------------–---–ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მათ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, ის დაზიანებები კი, რომლებიც მას აღენიშნებოდა თავისა და სახის არეში, მიიღო კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ხეების გასხვლისას ხიდან ჩამოვარდნის შედეგად. გ----------------–---–მა კატეგორიულად გამორიცხა ბრალდების მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ ნ----------------–---–მა, 2018 წლის 13 თებერვალს, მას ხელი სამჯერ დაარტყა სახის არეში, ამიტომ იგი თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. გ----------------–---–ის განმარტებით, ნ-----------------–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მას ფიზიკური ტკივილი არ განუცდია.

 

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ნ----------------–---–ის მეუღლის - თ--------------–---–ის და ნ----------------–---–ის მამიდის - ნ--------------–---–ის ჩვენებებთან. მათ დაადსტურეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, ღამით, გ------------------------–----–ში, ნ----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ----------------–---–ი უმისამართოდ იგინებოდა, რის შემდეგაც დასაძინებლად ავიდა სახლის მეორე სართულზე. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ დარეკა გ----------------–---–მა სსიპ „112-ში“, რადგან როდესაც ნ----------------–---–ი თბილისიდან სახლში დაბრუნდა, მისი მხრიდან მამის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მათი განმარტებებით, 2018 წლის 12 თებერვალს, გ-----------------–---–ს, ჯერ კიდევ ნ-----------------–---–ის სახლში დაბრუნებამდე, სახისა და თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მან ერთი დღით ადრე, ხეების გასხვლისას მიიღო. თ--------------–---–ის განმარტებით, წინა დღეს, მან მამამთილს სახისა და თავის არეში მიღებული დაზიანებები წყლით თავად მოწმინდა და სწორედ ამ დროს შეიტყო, რომ გ----------------–---–ს აღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა წინა დღეს, ხეების გასხვლის დროს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–---------------–--------------–----------–------------------------------ დასკვნით და ექსპერტ პ-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, პირადი შემოწმების მომენტისათვის, გ----------------–---–ს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები ლოყაზე და შუბლის არეში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და განეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ შემოწმების მომენტისათვის გ----------------–---–ს რაიმე სხვა ჩივილები არ აღენიშნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხვისას, პოლიციის თანამშრომლებმა - ლ-----------------–--–---------–--–-----------–---–--------------–------–---–-----------------------–-–---–-- დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესაბამისობა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, თუმცა, იმის გამო, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ პირდაპირ მოწმეებს, ვერ შეძლეს ნ----------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება.

 

სასამართლო სხდომაზე, დაიკითხა ასევე დაცვის მხარის მოწმე, დაზარალებულ გ----------------–---–ის მეუღლე - ც-–------------ძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, გ------------------------–----–ში, ნ----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მან ასევე ვერ მიუთითა ნ----------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა - გ----------------–---–მა და პირდაპირმა მოწმეებმა - თ----- და ნ--------------–---–ებმა კატეგორიულად უარყვეს ნ----------------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი, რითაც გამორიცხეს ბრალდების მხარის ვერსია დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის შესაძლო განცდის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ სსიპ „112“-ზე გ----------------–---–ის მიერ განხორციელებული შეტყობინება, ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების - გ---–--–----------–---–ის და ლ----------------–--–ის გამოკითხვის ოქმები, რომელთა ერთობლიობითაც დადგენილია, რომ ნ----------------–---–ი დაკავებულ იქნა სსიპ „112“-ში შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ საათში, ნ----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მისი ავტორის პ-----------–--ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გ----------------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რადგან, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება ჰქონდა თუ არა ადგილი ნ----------------–---–ის მხრიდან ძალადობისა ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებით, აგრეთვე წერილობითი მტკიცებულებებით, დასტურდება ნ----------------–---–ის ბრალდება, ვინაიდან სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული გ----------------–---–ი, ასევე მოწმეები - თ----- და ნ--------------–---–ები არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, მათ კატეგორიულად უარყვეს ნ----------------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ნ----------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე.

 

მართალია, სსიპ „112“-ში მიღებული შეტყობინებით ირკვევა, რომ შესაძლოა ოჯახის წევრებს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტის ფაქტს, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მისი ავტორის, ექსპერტ პ-----------–--ის ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნ----------------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება კონკრეტული ფაქტები, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული დაზიანებების მიყენება და მიყენებულია თუ არა ეს დაზიანებები ნ----------------–---–ის მიერ. ამასთან, ყურადსაღებია დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ გ----------------–---–მა აღნიშნული დაზიანებები მიიღო წინა დღეს, ხეების გასხვლის დროს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ნ----------------–---–ის ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ნ----------------–---–ის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ნ----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია არაერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ----------------–---–ის მხრიდან, მამის - გ----------------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ნ----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია. გირაოს შემტანს - ზ---------------–---–------------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

ნ----------------–---–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი