განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-582-2017 წელი
№060100117002186787
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
6 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი – ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- შ---------ის,ადვოკატის – ნ----–- ქ------ს,მსჯავრდებულის – ა---------– მ--------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ა---------– მ--------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა---------– მ--------, დაბადებული 1-----–-–-------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ს-----------–---------------–--–---–---------------ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბ-რის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ა---------– მ--------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედე-გი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 07 ოქტომბერს დაახლოებით 17 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა----------– მ-------- მივიდა ქალაქ ს-----------–---------–--–---–---------------ში მდება-რე თავისივე საცხოვრებელ სახლში და ფინანსური პრობლემებით გაღიზიანებულმა დაიწყო ლანძღვა-გინება, რა დროსაც ხელით უბიძგა შვილიშვილს, 4 წლის ა-–---------- გ-------–--ს. მომხდარს შეესწრო და შვილიშვილს გამოესარჩლა ა---------– მ--------ს მე-უღლე - ფ------ გ--------, რის გამოც მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი. აღნიშნუ-ლით განაწყენებულმა ა---------– მ--------მ ფ------ გ--------ს არასრულწლოვანი შვილი-შვილების, 3 წლის გ--------- გ-------–--ს და 4 წლის ა-–---------- გ-------–--ს თანდას-წრებით, თავის არეში დაარტყა ხელი. ა---------– მ--------ს დარტყმის შედეგად ფ------ გ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------– მ--------მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრის შეცვლას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრო-მით, რასაც ასაბუთებს იმ მოტვირებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანა-შაულს, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს უმუშევარი მეუღლე, მოხუცი დედა და ორი მცირეწლოვანი, ობოლი შვილიშვილი, იგი შერიგებულია თავის მეუღლესთან. პირობითი მსჯავრის გამო ვერ მიდის თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გამოუჩნდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რითაც მისი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა სახელმწიფო ბრალმდებელმა ი-----–- შ---------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ა---------– მ--------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---------– მ--------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს უმუშევარი მეუღ-ლე, მოხუცი დედა და ორი მცირეწლოვანი, ობოლი შვილიშვილი, შერიგებულია დაზა-რალებულთან და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ა---------– მ--------ს დანიშნული პირობითი მსჯავრი შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2017 წლის 07 ოქტომბრიდან 2017 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და საბოლოოდ ა---------– მ--------ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ას ოცდახუთი) საათის ვადით.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა---------– მ--------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა---------– მ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ა---------– მ--------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს სასამართლო განხილ-ვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 07 ოქტომბრიდან 2017 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომის 5 საათი და საბოლოოდ ა---------– მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ას ოცდახუთი) საათის ვა-დით.
მსჯავრდებულ ა---------– მ--------ს მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელ-საც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ა---------– მ--------მ.
ა---------– მ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით და-დებული ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ქ. სამტრედიაში, წერეთლის ქუჩის №41-ში მდებარე (ზონა - ს--------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------), დ------–--- შ-----–--ს (პ/ნ. 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირე-ბულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili