განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე საქმე №1/ბ-290-2017 წელი
№820100116001537425
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
10 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა---- მ--------ს,ადვოკატის – გ------- დ---–-–---–ის,მსჯავრდებულის – ჯ---- ნ-----–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ჯ---- ნ-----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ჯ---- ნ-----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები თ--------–--------------------–----–-------–-ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონუ-ლი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თა-ვისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლე-ბის ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზა-დების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთ-მეული აქვს საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვა-ნელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
ჯ---- ნ-----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჯ---- ნ-----–--ემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,15843 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და შეინახა საკუთრებაში არსებულ „ოპე-ლის“ მარკის სახ. №------- ავტომანქანაში, რაც ამოღებული იქნა 2016 წლის 08 სექ-ტემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკისას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ---- ნ-----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა, რომლებიც ითხოვენ ჯ---- ნ-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ ჯ----- ნ-----–--ემ როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, მან ნარკოტიკული საშუალება ნებაყოფლობით წარუდგინა გამომძიებელს მისი ავტომანქანის ჩხრეკის დაწყებამდე. იგი ნასამართლო-ბის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, ყავს მეუღლე და ორი შვილი და ასაკოვანი, ავადმყოფი მამა.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ჯ---- ნ-----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და ითხოვენ ჯ---- ნ-----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ა---- მ--------ს, რომელიც გასაჩივრებულ გა-ნაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვ-ლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ჯ---- ნ-----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექ-ვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ჯ---- ნ-----–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 50-ე მუხლის გამოყენებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განა-ჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს, (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
დადგენილია, რომ ჯ---- ნ-----–--ე წასწრებულ იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რის გამოც სააპელაციო პალატა ჯ---- ნ-----–--ეს ვერ დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 50-ე მუხლის გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენი ჯ---- ნ-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ჯ---- ნ-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ---- ნ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მარ-თვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებ-ში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანე-ლობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ჯ---- ნ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2016 წლის 08 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ ჯ---- ნ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პა-ტიმრობა გაუქმებულია.
„ოპელის“ მარკის, სახ. №-------, ავტომანქანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიო-ნული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ ტერიტო-რიაზე, დაუბრუნდეს ჯ---- ნ-----–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – 0,15843 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენი-ლი წესით გასანადგურებლად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe