განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100115001079353
საქმე №1/ბ-549-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - დ----- ჭ------ის,ადვოკატების - მ--–---- ა----–--ის, ი-----–- ა--–--ის,გამართლებულების -გ------ ა----–--ის, რ---- ს---------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1. გ------ ხ---–----ს ძე ა----–--ის მიმართ - დაბადებული 0---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, მცხ. ხულო, სოფელი შ--------–-;
2. რ---- ა-–----------ს ძე ს---------ის მიმართ - დაბადებული 0---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ხულო, სოფელი დ-----–----–--ი;
აღწერილობითი ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ------ ა----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც აღნიშნული ნივთი (ფულადი თანხა) იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია;
1.2. რ---- ს---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც აღნიშნული ნივთი (ფულადი თანხა) იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,ხ---–----------–-–------------------–-----------“ დაფუძნებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 0--------–------ დადგენილების საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2----------- დადგენილების საფუძველზე თეატრს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სსიპ „ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------“. ხსენებული თეატრის დაფინანსების წყაროდ განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, შესაბამისად აღნიშნული თეატრი დაფუძნებიდან ფინანსდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
გ------ ა----–--ე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 7------------- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის მმართველის თანამდებობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1------------------ ბრძანების საფუძველზე კი გ------ ა----–--ე დაინიშნა სსიპ - ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს დირექტორის თანამდებობაზე.
რ---- ს---------ე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2011 წლის 2-----–--------- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 2---------------- ბრძანების საფუძველზე კი რ---- ს---------ე დაინიშნა სსიპ - ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 4 წლის ვადით.
თეატრის დირექტორი გ------ ა----–--ე და თეატრის სამხატვრო ხემძღვანელი რ---- ს---------ე წინასწარ შეთანხმდნენ, რომ შრომითი ხელშეკრულებები გაეფორმებინათ მათთვის სასურველ ისეთ პირებთან, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას არ შეასრულებდნენ, თუმცა მათზე მოხდებოდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაცემა. ამ მიზნით გააფორმეს შრომითი ხელშეკრულებები გ------ ა----–--ის მეზობელთან ე--- ა----–--ესთან, ასევე გ------ ა----–--ის შვილთან ნ---- ა----–--ესთან.
2012 წლის 3-------ს და 2014 წლის 0---------ს ხელშეკრულებების საფუძველზე ე--- ა----–--ე თეატრში დაინიშნა ჯერ კაპერდინერის, ხოლო შემდგომში მეორე კატეგორიის მსახიობის თანამდებობაზე. ხელშეკრულებებს ხელმოწერით ადასტურებს თეატრის მმართველი (შემდგომში თეატრის დირექტორი) გ------ ა----–--ე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - რ---- ს---------ე. სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის მმართველის გ------ ა----–--ის 2012 წლის 3-------ს N-- ბრძანების საფუძველზე ე--- ა----–--ე თეატრში დაინიშნა კაპერდინერის თანამდებობაზე. სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ის 2014 წლის 2-----------–----- ბრძანების საფუძველზე ე--- ა----–--ე თეატრში დაინიშნა მეორე კატეგორიის მსახიობის თანამდებობაზე. ე--- ა----–--ეზე ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების სახით გამყოფილი იქნა სულ 4750 ლარი. ე--- ა----–--ე ხ---–-----------------–------–-–------------------–---------ში საერთოდ არ ცხადდებოდა და შესაბამისად სამსახურეობრივი მოვალეობა არ შეუსრულებია.
2013 წლის 3--------------ს ხელშეკრულების საფუძველზე გ------ ა----–--ის შვილი - ნ---- ა----–--ე თეატრში დაინიშნა კაპერდინერის თანამდებობაზე. ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რ---- ს---------ე. სსიპ ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელძღვანელის რ---- ს---------ის 2013 წლის 3--------------ს N-- ბრძანების საფუძველზე ნ---- ა----–--ე თეატრში დაინიშნა კაპერდინერის თანამდებობაზე. ნ---- ა----–--ეზე ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი იქნა სულ 3900 ლარი. ასევე ნ---- ა----–--ემ როგორც ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომელმა 2015 წლის გაზაფხულზე სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიიღო დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 1000 ლარი. ნ---- ა----–--ე ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საერთოდ არ ცხადდებოდა და შესაბამისად სამსახურეობრივი მოვალეობა არ შეუსრულებია. თეატრის მმართველის (შემდგომში დირექტორის) გ------ ა----–--ის და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ის დანაშაულებრივი ქმედებებით 9 650 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას (ბიუჯეტს).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
გ------ ა----–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
რ---- ს---------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორი დ----- ჭ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი გ------ ა----–--ის და რ---- ს---------ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი; გ------ ა----–--ე და რ---- ს---------ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,გ’’ ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოთ სამართლიანი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, იგი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებიდან. სასამართლოს დასკვნა და შეფასებები არის აშარად არასწორი და არაობიექტური. ბრადლების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ------ ა----–--ე და რ---- ს---------ე, როგორც სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს ხელმძღვანელი პირები, ე--- ა----–--ის და ნ---- ა----–--ის თეატრში მიღების დროს მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ორივე მათგანმა იცოდა, რომ ე--- ა----–--ის და ნ---- ა----–--ის აღნიშნულ თეატრში სამუშაოდ მოწვევა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა და ისინი შრომით ფუნქციებს არ განახორციელებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, გამოსცეს შესაბამისი ბრძანებები, შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმეს მათ და 9 650 ლარი დაურიცხეს, მაშინ როცა გ------ ა----–--ე და რ---- ს---------ე ხედავდნენ, რომ ე--- ა----–--ე და ნ---- ა----–--ე შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნციებს არ ასრულებდნენ. ყოველივე აღნიშნულით სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს ხელმძღვანელმა პირებმა გაფლანგეს სახელმწიფოს კუთვნილი 9 650 ლარი.
გამართლებულ რ---- ს---------ის ადვოკატი ი-----–- ა--–--ე პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენი რ---- ს---------ის მიმართ.
სააპელაციომ პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორს დ----- ჭ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულებს რ---- ს---------ეს და გ------ ა----–--ეს, ასევე მათ ინტერესების დამცველ ადვოკატეს ი-----–- ა--–--ეს და მ--–---- ა----–--ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გამამართებელი გასაჩივრებლი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ------ ა----–--ის და რ---- ს---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 3------------------ ბრძანებით დამტკიცებული შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის შიდა აუდიტის 2014 წლის წლიური გეგმისა და მინისტრის 2014 წლის 2-----–--------- ბრძანების საფუძველზე განხორციელებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს შესაბამისობის/ფინანსური აუდიტი.
აუდიტორული შემოწმებით დადგინდა, რომ დაწესებულების წინაშე არსებობს გარკვეული რისკები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვას და ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისად წარმართვას.
შიდა აუდიტორული ანგარიშით (0--------------------- დადგენილია, რომ შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლისა და ანალიზის, მისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ასევე შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის შემოწმებისას დადგინდა, რომ დაწესებულების წინაშე არსებობს გარკვეული რისკები, ანუ ალბათობა ისეთი მოვლენის მოხდენისა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს დაწესებულების მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებაზე. თეატრის წინაშე არსებული რისკები ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვას და ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისად წარმართვას.
2015 წლის 29 აპრილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმი, ფ-----------------------, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის მიერ ჩატარებული იქნა სისხლის სამართლის N------------ საქმეზე საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზის დათვალიერება.
მოძიებული იქნა სსიპ ,,ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს’’ (ს/ნ 2--------) მიერ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი: 2012 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები; 2013 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.
დათვალიერების შემდეგ აღნიშნული დეკლარაციები ამობეჭდილი იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს. დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 29 აპრილს 14:00 საათზე და დასრულდა 2015 წლის 29 აპრილს 15:15 საათზე.
აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 1------------- ბრძანებით დადგენილია, რომ გ------ ა----–--ე დაინიშნა სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს დირექტორის თანამდებობაზე სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით; რ---- ს---------ე კი დასაქმებული იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს სამხატვრო ხელმძღვანელის რ. ს---------ის 2013 წლის 3--------------ს ბრძანებით №--- კაპერდინერის თანამდებობაზე დაინიშნა ნ---- ა----–--ე, 2014 წლის 28 თებერვლის ბრძანებით ამავე წლის 0---------დან შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა და მეორე კატეგორიის მსახიობის ვაკანსიაზე დაინიშნა ე--- ა----–--ე, თეატრის მმართველის გ------ ა----–--ის 2012 წლის 3-------ს ბრძანებით №-- კაპერდინერის თანამდებობაზე დაინიშნა ე--- ა----–--ე და 2012 წლის 01 მაისის ბრძანებით თეატრში კაპერდინერად დაინიშნა ნ----- ბ---–----ე ;
2015 წლის 08 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ფ-----------------------, თ----- ჩ-----ის (ხულოს თეატრის ბუღალტერი) მონაწილეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ნ----- დ---–--ის მიერ ჩატარებული იქნა თ----- ჩ-----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერება. დათვალიერებული იქნა: ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს 2013 წლის 3--------------ის N-- ბრძანება ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კაპერდინერის დანიშვნის შესახებ, ხ---–---------–-–------------------–----------ის 2012 წლის 3-------ს N-- ბრძანება ხ---–---------–-–------------------–---------ში კაპერდინერის დანიშვნის შესახებ, ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს 2014 წლის 2-----------–----- ბრძანება თეატრში მე-2 კატეგორიის მსახიობის ვაკანსიაზე ე--- ა----–--ის დანიშვნის შესახებ, ხ---–---------–-–------------------–----------ის 2012 წლის 0------------ ბრძანება სსიპ ხ---–---------–-–------------------–---------ში კაპერდინერის დანიშვნის შესახებ, აჭარის ა/რ განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1------------------ ბრძანება, ხ---–---------–-–------------------–----------ის 2012 წლის 2------------- ბრძანება სსიპ ხ---–---------–-–------------------–---------ში დასაქმებულ პერსონალზე 2012 წლის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ, ხ---–---------–-–------------------–----------ის 2013 წლის 0------------- ბრძანება სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის პერსონალის დანიშვნასთან დაკავშირებით, ხ---–---------–-–------------------–----------ის 2014 წლის 0------------- ბრძანება თეატრში პერსონალის დანიშვნის შესახებ, ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს 2015 წლის 0-------------------- ბრძანება სსიპ ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის პერსონალის დანიშვნის შესახებ, 2012 წლის ივნისიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდის თეატრის სახელფასო უწყისები, სს,, ლ-------------ის’’ საგადასახადო დავალებები, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის წერილები და 2012 წლის ივნისიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდის ხელფასის ჩარიცხვის უწყისები (სადაც დაფიქსირებულია თანამშრომელთა სახელები და გვარები, მათი ანგარიშის ნომრები და თანხები); დათვალიერებული დოკუმენტაცია სულ 235 ფურცლად ამოღებულ იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს. დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 08 მაისს 20:15 საათზე და დასრულდა 2015 წლის 08 მაისს 21:55 საათზე;
დათვალიერების ოქმით 11.05.2015წ. დადგენილია, რომ გამომძიებლის ნ. დ---–--ის და ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს ბუღალტერის თ----- ჩ-----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა თეატრის მუშა-მოსამნსახურეთა შრომის ანაზღაურების უწყისების, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის წერილების, საგადასახადო დავალებების და ხელფასის ჩარიცხვის დოკუმენტები; დათვალიერებული იქნა თეატრის მუშა მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების 2012 წლის ივნისის თვის უწყისი №-- სულ დარიცხული ხელფასი - 11980, საშემოსავლო გადასახადი - 1762, გასაცემი თანხა - 97828.2 ლარი; ხსენებულ უწყისში №-- პოზიციაში დაფიქსირებულია სახელი გვარი - ე--- ა----–--ე, დაკავებული თანამდებობა - კაპერდინერი, სულ დარიცხული ხელფასი 210 ლარის; საშემოსავლო გადასახადი - 42 ლარი; №-- პოზიციაზე დაფიქსირებულია: სახელი გვარი - ნ----- ბ---–----ე, დაკავებული თანამდებობა - კაპერდინერი, ძირითადი ხელფასი - 210 ლარი, საშვებულებო თანხა 210 პარი, - სულ დარიცხული თანხა 420 ლარი;
ასევე პარალელურად დათვალიერებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის 2012 წლის 2--------ს წერილი №---- და დოკუმენტები 02 ფურცლად სათაურით „ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხელფასის ჩარიცხვა - ივნისის თვის, სსიპ ხ---–----------–-–-------------------–------------“, სადაც ჩამოთვლილია თანამშრომელთა სახელები და გვარები, მათი ანგარიშის ნომრები და თანხები, რომელშიც დაფიქსირებული ჯამური თანხა შესაბამისობაშია თეატრის 2012 წლის ივნისის თვის №- უწყისში დაფიქსირებული გასაცემი თანხის ჯამურ თანხასთან და შეადგენს 9728.20 ლარს; აღნიშნულ დოკუმენტში რიგით 32 პოზიციაში დაფიქსირებულია თანამშრომლის სახელი და გვარი - ე--- ა----–--ე, ანგარიშის ნომერი - G---------------------; №32 პოზიციაში - ნ----- ბ---–----ე, ანგარიშის ნომერი G---------------------; ასევე დათვალიერებული იქნა სს “ლ-------------ის“ 2012 წლის 2-------------- და 2012 წლის 2-------------- საგადასახადო დავალებები;
ანალოგიურად დათვალიერებულია 2012 წლის ივლისის თვის №-, ამავე წლის აგვისტოს თვის №-- სექტემბრის თვის №-- ოქტომბრის თვის №--- ნოემბრის თვის №--, დეკემბრის თვის №-- უწყისები; 2013 წლის იანვარ-დეკემბრის თვის №1-№-- უწყისები, 2014 წლის იანვარ-დეკემბრის №1-№-- თვის უწყისები; ამავე დროს პარალელურად და დათვალიერებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დოკუმენტები და სს “ლ-------------ის“ საგადასახადო დავალებები - დაკავშირებული ხელფასის ჩარიცხვასთან;
თანამშრომელთა შორის 2012 წლის ივნისიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით და 2014 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ფიქსირდება - ე--- ა----–--ე, ანგარიშის ნომ---- - G---------------------;
2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით ფიქსირდება ნ----- ბ---–----ე, ანგარიშის ნომ---- G---------------------
2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით - ნ---- ა----–--ე, ანგარიშის ნომ---- - G---------------------;
დათვალიერებაში მონაწილე თ----- ჩ-----ის განმარტებით, სულ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან შრომის ანაზღაურების სახით ნ----- ბ---–----ის სახელფასო ანგარიშზე დარიცხულია 2893 ლარი; ე--- ა----–--ის სახელფასო საბარათე ანგარიშზე 3702.50 ლარი; ნ---- ა----–--ის სახელფასო საბარათე ანგარიშზე- 3389 ლარი;
დათვალიერების ოქმით 12.05.2015წ. დადგენილია, რომ გამომძიებლისა და ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს ბუღალტერის თ----- ჩ-----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შრომითი ხელშეკრულებები და საშტატო განრიგები, კერძოდ, 2012 წლის 1 მაისის ხელშეკრულება ნ----- ბ---–----ის კაპერდინერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ხელშეკრულება დადასტურებულია თეატრის დირექტორის გ------ ა----–--ის მიერ და ხელშეკრულება ხელმოწერილია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ის მიერ.
ასევე დათვალიერებული იქნა 2013 წლის 3--------------ს ხელშეკრულება ნ---- ა----–--ის კაპერდინერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ხელშეკრულება ხელმოწერილია სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ის მიერ.
ასევე დათვალიერებული იქნა 2012 წლის 3-------ს ხელშეკრულება ე--- ა----–--ის კაპერდინერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ხელშეკრულება ხელმოწერილია სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ის მიერ.
ასევე დათვალიერებული იქნა 2014 წლის 0---------ს ხელშეკრულება ე--- ა----–--ის მეორე კატეგორიის მსახიობად თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ხელშეკრულება ხელმოწერილია სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ის მიერ. დათვალიერებით ამოღებული იქნა დოკუმენტები და დაერთო საქმეს.
საშტატო განრიგებით და თანამდებობრივი განაკვეთებით დადგენილია, რომ 2012-2015 წლებში აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებულია ხ---–---------–-–------------------–----------ის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი განაკვეთები, მათ შორის კაპერდინერი ხელფასის განაკვეთი 2012 წელში თვეში 210 ლარი, 2013-2015 წლებში ხელფასის განაკვეთი 260 ლარი.
დათვალიერებით ოქმით 18.05.2015 წ. დადგენილია, რომ გამომძიებლისა და ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს დირექტორის გ------ ა----–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა 2011 წლის 3 იანვარს, 2013 წლის 13 ნოემბერს დამტკიცებული თეატრის შინაგანაწესები, თეატრის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების და სახელფასო უწყისების ასლები. დირექტორის გ------ ა----–--ის განმარტებით, ის თავის საქმიანობას ახორციელებდა თეატრის შინაგანაწესებით. ასევე დათავლიერებული იქნა 2015 წლის 21 იანვრის M-------- ბრძანების და ბრძანებასთან ერთად საავადმყოფო ფურცლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილების მიერ ნ---- ა----–--ეზე დეკრეტული შვებულების 1000 ლარის ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტები.
2015 წლის 19 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ფ---------------------, ნ---- ა----–--ის მონაწილეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ნ----- დ---–--ის მიერ ჩატარებული იქნა ნ---- ა----–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერება.
დათვალიერებული იქნა 2013 წლის პირველი ნოემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის და 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 19 მაისის ჩათვლით პერიოდის სს ,,ლ-------------ში’’ გახსნილი ანგარიშის ნომრით G--------------------- ამონაწერები.
დათვალიერებაში მონაწილე პირმა ნ---- ა----–--ემ განმარტა, რომ სს ,,ლ-------------ში’’ გახსნილი ანგარიში ნომრით G--------------------- მას ეკუთვნის.
დათვალიერებით ირკვევა, რომ ნ---- ა----–--ეს 2013 წლის 25 ნოემბერს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 221,40 ლარი; 2013 წლის 25 დეკემბერს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 231,40 ლარი; 2014 წლის 24 იანვარს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 25 თებერვალს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 25 მარტს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 24 აპრილს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 23 მაისს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 24 ივნისს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 24 ივლისს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 25 აგვისტოს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 25 სექტემბერს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 219,40 ლარი; 2014 წლის 22 ოქტომბერს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 25 ნოემბერს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 229,40 ლარი; 2014 წლის 25 დეკემბერს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 217,4 ლარი; 2014 წლის 31 დეკემბერს ხელფასის დანამატის სახით დარიცხული აქვს 205,40 ლარი. შესაბამისად, დათვალიერებით ირკვევა, რომ ნ---- ა----–--ეს სს ,,ლ-------------ში’’ გახსნილ ანგარიშზე G--------------------- 2013 წლის 25 ნოემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის და ხელფასის დანამატის სახით მთლიანობაში მიღებული აქვს 3389 ლარი.
დათვალიერებაში მონაწილე პირმა ნ---- ა----–--ემ განმარტა, რომ ხსენებული თანხა სულ 3389 ლარი მას კუთვნილ საბარათე ანგარიშზე G--------------------- ხელფასის და დანამატის სახით დაერიცხა, როგორც სსიპ ხ---–-----------------–-------–-–---------------ს თანამშრომელს. ნ---- ა----–--ემ განმარტა, რომ ხსენებული თანხა მხოლოდ მან მოიხმარა პირადი მიზნებისთვის დირექტორის გ------ ა----–--ისთვის ან სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ისთვის რაიმე არ მიუცია.
დათვალიერებით ირკვევა, რომ ნ---- ა----–--ეს სს ,,ლ-------------ში’’ გახსნილ ანგარიშზე ნომრით G--------------------- 2015 წლის 16 თებერვალს დარიცხული აქვს 1000 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
დათვალიერებაში მონაწილე პირმა ნ---- ა----–--ემ განმარტა, რომ 2015 წლის 16 თებერვალს მის საბარათე ანგარიშზე ნომრით G--------------------- 1000 ლარი დაერიცხა დეკრეტული შვებულების თანხა, რომელიც პირადად მოიხმარა. დათვალიერებაში მონაწილე პირმა ნ---- ა----–--ემ დათვალიერებისას განმარტა, რომ 2015 წლის 16 თებერვალს მის საბარათე ანგარიშზე დარიცხული 1000 ლარი პირადად მოიხმარა და ამ თანხიდან გ------ ა----–--ისთვის ან რ---- ს---------ისთვის რაიმე არ მიუცია.
დათვალიერებით ირკვევა, რომ ნ---- ა----–--ეს 2015 წლის 0----ისს სს,,ლ-------------ში’’ გახსნილ მის საბარათე ანგარიშზე ნომრით G--------------------- დარიცხული აქვს 360 ლარი დანიშნულებაში კი მითითებულია დაუბეგრავი მინიმუმიდან დაკავებული გადასახადი.
დათვალიერებაში მონაწილე პირმა ნ---- ა----–--ემ განმარტა, რომ 2015 წლის 17 მაისს მას ანგარიშზე დაერიცხა დაუბეგრავი მინიმუმიდან დაკავებული გადასახადი 360 ლარი, რომელიც მას დაექვითა ხელფასიდან 2014 წელს. მანვე განმარტა, რომ 2014 წელს თანამშრომლად რეგისტრირებული იყო მხოლოდ სსიპ ხ---–-----------------–------–-–------------------–---------ში.
დათვალიერების შემდეგ ნ---- ა----–--ის მიერ წარმოდგენილი სს,,ლ-------------ში’’ ანგარიშის G--------------------- ამონაწერები 05 ხუთ ფურცლად ამოღებული იქნა და დაერთო ამავე დათვალიერების ოქმს.
დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 19 მაისს 13:45 საათზე და დასრულდა 2015 წლის 19 მაისს 14:30 საათზე.
2015 წლის 19 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ფ---------------------, რ----- ბ---–----ის მონაწილეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ნ----- დ---–--ის მიერ ჩატარებული იქნა რ----- ბ---–----ის მიერ წარმოდგენილი სს ,,ლ-------------ის’’ ანგარიშის ამონაწერის დათვალიერება.
დათვალიერებული იქნა 2013 წლის 21 იანვრიდან 2013 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის სს ,,ლ-------------ში’’ გახსნილი ანგარიშის ნომრით G--------------------- ამონაწერი. დათვალიერებაში მონაწილე პირმა რ----- ბ---–----ემ განმარტა, რომ სს ,,ლ-------------ში’’ გახსნილი ანგარიში ნომრით G--------------------- ეკუთვნის მის შვილს ნ----- ბ---–----ეს.
დათვალიერებით ირკვევა, რომ ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2012 წლის 21 ივნისს დარიცხულია 321,80 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია, რომ 2012 წლის აპრილის თვის ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2012 წლის 23 ივლისს დარიცხულია 165,90 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2012 წლის 22 აგვისტოს დარიცხულია 165,90 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2012 წლის 24 სექტემბერს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2012 წლის 23 ოქტომბერს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2012 წლის 21 ნოემბერს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2012 წლის 21 დეკემბერს დარიცხულია 195,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია 2012 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2013 წლის 24 იანვარს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2013 წლის 22 თებერვალს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2013 წლის 27 მარტს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2013 წლის 24 აპრილს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2013 წლის 23 მაისს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია 2013 წლის მაისის თვის ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2013 წლის 25 ივნისს დარიცხულია 195,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა; ანგარიშის ნომერზე G--------------------- 2013 წლის 23 ივლისს დარიცხულია 205,40 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია ხელფასის ჩარიცხვა;
დათვალიერებაში მონაწილე პირმა რ----- ბ---–----ემ განმარტა, რომ ხსენებული თანხა სულ 2893 ლარი მის შვილს ნ----- ბ---–----ეს სს ,,ლ-------------ის’’ სახელფასო საბარათე ანგარიშზე G--------------------- ხელფასის სახით დაერიცხა როგორს სსიპ ხ---–-----------------–-------–-–---------------ს თანამშრომელს. რ----- ბ---–----ემ განმარტა, რომ ხსენებული თანხა ნ----- ბ---–----ემ გამოიტანა ანგარიშიდან (ბანკომატიდან) და მთლიანად მოიხმარა პირადი მიზნებისთვის. რ----- ბ---–----ემ განმარტა, რომ ამ თანხიდან სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს დირექტორის გ------ ა----–--ისთვის ან სამხატვრო ხელმძღვანელის რ---- ს---------ისთვის ნ----- ბ---–----ეს რაიმე თანხა არ მიუცია.
დათვალიერებაში მონაწილე პირა რ----- ბ---–----ემ განმარტა, რომ 2012 წლის მაისიდან 2013 წლის აგვისტომდე პერიოდში მისი შვილი ნ----- ბ---–----ე მხოლოდ ხ---–---------–-–------------------–---------ის თანამშრომლად იყო გაფორმებული. დათვალიერების დასრულების შემდგომ რ----- ბ---–----ის მიერ წარმოდგენილი სს ,,ლ-------------ში’’ გახსნილი ნ----- ბ---–----ის ანგარიშის G--------------------- ამონაწერი ერთ ფურცლად ამოღებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს. დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 19 მაისს 18:10 საათზე და დასრულდა 2015 წლის 19 მაისს 18:35 საათზე .
2015 წლის 20 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ნ----- ვ----ის მონაწილეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ნ----- დ---–--ის მიერ ჩატარებული იქნა ნ----- ვ----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერება.
დათვალიერებული იქნა 2012 წლის ივნისიდან - 2015 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ხულოს თეატრის მუშა მოსამსახურეთა ანაზღაურების ყოველთვიური უწყისები. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის 2012 წლის ივნისიდან - 2015 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ყოველთვიური წერილები სს ,,ლ-------------ს’’ ხულოს თეატრის თანამშრომლებისათვის თანხის ჩარიცხვის თაობაზე და 2012 წლის ივნისიდან 2015 წლის 01 იანვრამდე პერიოდში ხულოს თეატრის მუშა მოსამსახურეთა ხელფასის უწყისები, რომლებშიც დაფიქსირებულია თანამშრომელთა სახელები და გვარები, თანამშრომელთა ანგარიშის ნომრები და თანხები.
დათვალიერებაში მონაწილე პირის ნ----- ვ----ის განმარტებით დათვალიერებული 2012 წლის ივნისიდან - 2015 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ხულოს თეატრის მუშა მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური უწყისები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინა თეატრის დირექტორმა გ------ ა----–--ემ გამგეობის ბიუჯეტიდან სუფსიდიის მიღების მიზნით. ნ----- ვ----ის განმარტებით სწორედ მის წარმოდგენილი და დათვალიერებული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა 2012 წლის ივნისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ხულოს თეატრის თანამშრომლებისათვის ხელფასის დარიცხვა სს ,,ლ--------------ში’’ გახსნილ მათ სახელფასო ანგარიშებზე.
დათვალიერების დასრულების შემდეგ დათვალიერებული დოკუმენტაცია 155 ფურცლად ასლების სახით ამოღებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს. დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 20 მაისს 20:15 საათზე და დასრულდა 2015 წლის 20 მაისს 21:40 საათზე.
2006 წლის 4-------–-ს აჭარის ა/რ მთავრობის N-- დადგენილებით დადგენილია, რომ თეატრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა და კომერციული მიზნების გამოყენებით; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება თეატრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; ე) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების კრედიტები და შემოწირულობები; ვ) დამხმარე სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ზ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
ამავე დადგენილების თანახმად, თეატრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
2015 წლის 03 ივლისის დათვალიერებისოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ფ---------------------, რ---- ს---------ის მონაწილეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ნ----- დ---–--ის მიერ ჩატარებული იქნა რ---- ს---------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერება. დათვალიერებული იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2011 წლის 2-----–--------- ბრძანება რ---- ს---------ის სსიპ ,,ხ---–---------–-–-------------------–----------ის’’ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1------------ ბრძანება რ---- ს---------ის ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 2---------------- ბრძანება რ---- ს---------ის სსიპ ,,ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს’’ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
დათვალიერებაში მონაწილე პირის რ---- ს---------ის განმარტებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა სა სპორტის მინისტრის 2013 წლის 2---------------- ბრძანების საფუძველზე დღემდე მუშაობს სსიპ ,,ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს’’ სამხატვრო ხელმძღვანელად.
დათვალიერებული იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 07------------- ბრძანება გ------ ა----–--ის ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
დათვალიერებაში მონაწილე პირის რ---- ს---------ის განმარტებით სწორედ ხსენებული ბრძანების საფუძველზე გ------ ა----–--ე ხ---–---------–-–---------------ს მმართველად მუშაობდა 2013 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, 2013 წლის 12 სექტემბრის შემდგომ კი გ------ ა----–--ე ამავე თეატრის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
დათვალიერების დასრულების შემდეგ დათვალიერებული დოკუმენტები ასლების სახით სულ 05 ფურცლად დაერთო დათვალიერების ოქმს. დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 03 ივლისს 18:50 საათზე და დასრულდა 2015 წლის 03 ივლისს 19:05 საათზე.
2011 წლის 22 ივლისის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N--- ბრძანებით დადგენილია, რომ 2011 წლის 22 ივლისიდან რ---- ს---------ე დაინიშნა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მას დაევალა სსიპ ხ---–----------–-–------------------–-----------ს მმართველის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. რ---- ს---------ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის საშტატო განრიგის შესაბამისად.
2013 წლის 10 მაისის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N-- ბრძანებით დადგენილია, რომ რ---- ს---------ე გათავისუფლდა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. რ---- ს---------ე დაინიშნა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, ,,პროფესიული თეატრის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე.
2013 წლის 26 აგვისტოს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N-- ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 4 წლის ვადით დაინიშნა რ---- ს---------ე.
ამავე ბრძანების თანახმად, რ---- ს---------ე გათავისუფლდა სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
2007 წლის 7 მარტის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N-- ბრძანებით დადგენილია, 2007 წლის 7 მარტიდან გ------ ა----–--ე დაინიშნა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის მმართველის თანამდებობაზე. გ------ ა----–--ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა სსიპ ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის საშტატო განრიგის შესაბამისად.
მოწმე ე------ ა----–--ის განმარტებით ირკვევა, რომ ხულოს თეატრში მუშაობდა 1992 წლიდან 2012-2013 წლამდე მუსიკალური ნაწილის გამგედ. მის მოვალეობას წარმოადგენდა სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმება, გახმოვანება. მუშაობდა ყველა სამუშაო დღეს. იქ დასაქმებულ სამუშაო კოლექტივს თითქმის ყველას იცნობდა. ე--- ა----–--ეს ვერ იხსენებს. მას უფრო მეტი შეხება ჰქონდა იმათთან, ვინც სცენაზე თამაშობდა, ნ----- ბ---–----ეს ის ვერ იხსენებს. რაც შეეხება გ------ ა----–--ეს ის მისი ხელმძღვანელი იყო, ასევე იცნობს პიროვნულად მის შვილს ნ---- ა----–--ესაც, თუმცა ის სამუშაო პროცესში მისი კუთხიდან გამომდინარე არ უნახავს. 2010, 2011-2012 წლებში თეატრში კონკრეტულად არ ახსოვს რა ხდებოდა, რადგან დიდი დროა მას შემდეგ გასული, თუმცა სამუშაო პროცესი იყო. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყო პერიოდი, რომ თეატრის კოლექტივი არ დადიოდა თეატრში.
მოწმე ნ---- ქ---–----ის განმარტებით ირკვევა, რომ ის 1997 წლიდან ამ პერიოდამდე მუშაობს ხ---–---------–-–------------------–---------ში; თეატრში კაპერდინერის თანამდებობაზე მუშაობდა მ---- კ----ე, ხ------- ც-–--–--ე და მ------- ბ---–----ე. ნ---- ა----–--ე სამუშაო პროცესში არ ჰყავს ნანახი, ისე იცნობს, როგორც მმართველის ქალიშვილს და თეატრშიც ხშირად ჰყავს ნანახი. ე--- ა----–--ეს არ იცნობს და არ იცის ის თეატრში მუშაობდა თუ არა. სამუშაო კოლექტივს იცნობს, თათბირი ძირითადად ტარდება მსახიობებთან ერთად, თუმცა შესაძლოა თათბირს ყველა არ ესწრებოდეს. თანამშრომელთა დანიშვნა -არ დანიშვნა იყო დირექციის გადასაწყვეტი და იგი მათ არ ეხებოდათ. თათბირს მსახიობებს უტარებდა რ---- ს---------ე, იგი მათ აცნობდა დასახულ გეგმებს, ამ თათბირებს ტექნიკური პერსონალი ახლა არ ესწრება თუმცა იყო დრო, რომ ესწრებოდა. თანამშრომელთა და მსახიობების დაუდევრობის გამო სპექტაკლის ჩვენების ჩაშლას ან სეზონის გახსნის გადატანას ის კონკრეტულად ვერ იხსენებს.
მოწმე ნ----- ვ----ის განმარტებით ირკვევა, რომ 2013 წლამდე ის მუშაობდა სს ,,ლ-------------ის’’ ხულოს ფილიალში. ამ დროისათვის ხულოს მუნიციპალიტეტიდან შემოდიოდა სხვადასხვა ტიპის დაფინანსებები, მათ შესრულებაზე კი ისინი იყვნენ პასუხისმგებლები. ლ-------------ში შემოდიოდა შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ დამოწმებული უწყისები და ისინი ვალდებულები იყვნენ ჩაერიცხათ ეს უწყისები. დრამატული თეატრის შემთხვევაში გამგეობიდან მოდიოდა დამოწმებული უწყისები. ხულოს დრამატული თეატრიდან შემოდიოდა უწყისი, სადაც იყო მითითებული მიმღები პირის სახელი და გვარი, ანგარიშის ნომრები, მისაღები თანხები. ამ უწყისს თეატრიდან ადასტურებდა თეატრის ხელმძღვანელი შესაბამის ბუღალტერთან ერთად. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკეთებს წერილს, სადაც უთითებს მოთხოვნას შესაბამისი პერიოდის სუბსიდიის მოთხოვნაზე და ასევე წარმოადგენს დოკუმენტაციას, სახელფასო უწყისს, სადაც მითითებულია თანამშრომელთა პოზიცია, მათზე დარიცხული ხელფასი, დაქვითული საშემოსავლოს და პროფკავშირების მოსაკრებლების ჩვენებით, უწყისში მიეთითებოდა შესაბამისი სახელი და გვარები, საბანკო რეკვიზიტები, ანგარიშის ნომრები, ხელზე მისაღები თანხები ასევე საგადასახადო დავალება და შემდეგ ახდენდნენ თანხის გადარიცხვას.
მისი ბანკში მუშაობის დროს საგადახადო დავალებებს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტი და არა ხულოს დრამატული თეატრის ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტის გვერდის ავლით. წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებიდან გამომდინარე, დრამატული თეატრი წარუდგენდა საგადასახადო მოთხოვნას მუნიციპალიტეტს თანდართულ მასალებთან ერთად, ეს იქნებოდა კომუნალური გადასახადი. ორგანიზაცია წარმოადგენდა შესაბამის წერილს, საგადასახადო დავალებას, რომლის საფუძველზეც ისინი ადგენდნენ საგადასახადო მოთხოვნას ბანკში, დოკუმენტაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტი ადგენდა საგადასახადო დავალებას; ხულოს მუნიციპალიტეტიდან საგადახდო დავალებებს ხელს აწერს საფინანსო სამსახურის უფროსი და სახაზინო სამსახურის უფროსი. ბანკი ან მუნიციპალიტეტი არ აკონტროლებს ვინ იღებს ამ თანხას.
მოწმის განმარტებით, თეატრის თანამშრომელი ხელფასს იღებს შესაბამისი პლასტიკური ბარათებით გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვით. მათ ნაღდი ანგარიშსწორებით თანხა ამ დროისათვის ხელზე არ გაუციათ. მას დამტკიცებული ბიუჯეტის გადახარჯვის ფაქტი არ ახსენდება. დეკრეტული შვებულების თანხა რეგულირდება კანონმდებლობით, რომელსაც გასცემს სოციალური სააგენტო.
მოწმე თ----- ჩ-----ემ განმარტა, რომ ხ---–----------------–---------ში მუშაობს 1996 წლიდან. 2012, 2013-2014 წლებში თეატრში მუშაობდა ბუღალტრის თანამდებობაზე. ის იცნობს ამავე თეატრის სამუშაო კოლექტივს. იცის, რომ ნ---- ა----–--ე და ე--- ა----–--ე იყვნენ გაფორმებულები ხ---–----------------–---------ში და სახელფასო ბარათის საშუალებით ერიცხებოდათ ხელფასი. ე--- ა----–--ეს დარიცხული აქვს 4750 ლარი, ხოლო ნ---- ა----–--ეს 3900 ლარი და 1000 ლარი დეკრეტული შვებულება. ე--- ა----–--ე და ნ---- ა----–--ე ხ---–----------------–---------ში სამუშაო პროცესში არ უნახავს. სამსახურში უტარდებოდათ თათბირები, რომელსაც ნ---- ა----–--ე და ე--- ა----–--ე არ ესწრებოდნენ, ზოგადად თეატრში ისინი დადიოდნენ. მათთან გამოცხადების აღრიცხვიანობა არ ყოფილა. თანამშრომლის გაფორმება მასთან არ თანხმდებოდა, მას ევალებოდა ხელფასის დარიცხვა დამტკიცებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად. აღნიშნული თანხების ჩარიცხვა ხდებოდა ნ---- ა----–--ის და ე--- ა----–--ის ანგარიშებზე, არანაირი ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ ამ თანხების მითვისება ხდებოდა თუ არა გ------ ა----–--ის ან რ---- ს---------ის მიერ. სახელფასო ბარათს გასცემდა ბანკი. მის მიერ ხდებოდა ბანკისთვის იმ სიის გადაცემა ვინ იყვნენ თანამშრომლები და რამდენი თანხა უნდა გაცემულიყო მათზე. 2012, 2013-2014 წლებში სახელფასო ფონდში ყველაფერი ფონდის ფარგლებში იყო, გადახარჯვას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე გ------ თ----------–--ემ განმარტა, რომ ხ---–----------–-–-------------------–---------ში მუშაობს 1992 წლიდან მსახიობის თანამდებობაზე. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ე--- ა----–--ეს და ნ---- ა----–--ეს იცნობს, მაგრამ ისინი მისი იქ ყოფნის დროს არ მუშაობდნენ. მათ თეატრში უტარდებათ თათბირები, რომლებსაც ნ---- ა----–--ე და ე--- ა----–--ე არ ესწრებოდნენ. ხ---–----------------–---------ში ამჟამად არის 34 თანამშრომელი. 2014-2015 წლებში კი დაახლოებით 41 თანამშრომელი. აქვს რეპეტიციებიც და თამაშობს სპექტაკლსაც; რეპეტიციის გავლის დროს კაპერდინერი არ უნდა იყოს თეატრში. სპექტაკლის დაწყებამდე იმყოფება საგრიმიოროში, სპექტაკლის მსვლელობისას კულისებში ან საგრიმიოროში. ის არ აკონტროლებს დარბაზში ვინ არის და ვინ არა. იქ რომ ყოფილიყი ნ---- ა----–--ე ან ე--- ა----–--ე, - მათ ვერ დაინახავდა.
მოწმე რ-------- ხ------------ემ განმარტა, რომ ხ---–---------–-–------------------–---------ში მუშაობდა 2003 წლიდან 2014 წლის ბოლომდე მსახიობის პოზიციაზე. სამსახურიდან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ ვეღარ ახერხებდა სიარულს თეატრში. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ნ---- ა----–--ეს არ იცნობს, როგორც თანამშრომელს, იცნობს როგორც გ------ ა----–--ის შვილს, ხოლო ე--- ა----–--ეს საერთოდ ვერ იცნობს და არ იცის მუშაობდა თუ არა იქ. მათ თეატრში უტარდებათ თათბირები, რომლებსაც ნ---- ა----–--ე და ე--- ა----–--ე არ ესწრებოდნენ. კაპერდინერად თეატრში მუშაობდა მ----კო კ----ე, გ------ ც-–--–--ის შვილი ზუსტად არ ახსოვს. მის ფუნქციებში არ შედის ვინ უნდა დაინიშნოს ან არ დაინიშნოს კაპერდინერად. მან ბოლოს სპექტაკლი 2012 წელს ითამაშა.
მოწმე ხ------- ც-–--–--ემ განმარტა, რომ ხ---–---------–-–------------------–---------ში 2014-2015 წლებში მუშაობდა კაპერდინერის თანამდებობაზე, ევალებოდა კონცერტების ან სპექტაკლების ჩატარების დროს წესრიგის დაცვა, მასთან ერთად კაპერდინერად მუშაობდა კ----ე. ე--- ა----–--ეს არ იცნობს და არ მუშაობდა ის თეატრში, არც ნ---- ა----–--ე არ მუშაობდა.
მოწმე ჯ------- ც-–--–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ხ---–---------–-–------------------–---------ში 1998 წლიდან, ადრე მსახიობად, შემდეგ სადადგმო ნაწილის გამგედ. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ე--- ა----–--ე არ შეხვედრია. ნ---- ა----–--ე დადიოდა ხშირად მაგრამ სამუშაო პროცესში არ შეხვედრია, ის არის დირექტორის შვილი. კაპერდინერად მუშაობდა ხ------- ც-–--–--ე და მ---- კ----ე. ის ნ---- ა----–--ეს იცნობს, ე--- ა----–--ეს კი - არა. მის მოვალეობაში შედის სცენის ჩაცმულობა, მსახიობის ჩაცმულობა, დეკორაციის მასალის შემოტანა. როცა დაიწყება სპექტაკლზე მუშაობას მაშინ იწყებენ დეკორაციის შემოტანას. სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ის არის ისე, როგორც სხვა მაყურებელი. 2012 წლის ივნისიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე თეატრში რამდენი წარმოდგენა დაიდგა ზუსტად არ ახსოვს. იყო პერიოდი, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორი თვე არ დადიოდა თეატრში, 2010, 2011-2012 წლებში თეატრში სპექტაკლი არ იდგმებოდა, რადგან რემონტი იყო.
მოწმე ლ-–- ა----–--ემ განმარტა, რომ 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს ხ---–---------–-–------------------–---------ში, მსახიობად. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ე--- ა----–--ე იქ არ მუშაობდა მისი იქ ყოფნის პერიოდში, არც ნ---- ა----–--ე არ მუშაობდა. თეატრში კაპერდინერად მუშაობდა მ---- კ----ე, ხ------- ც-–--–--ე და ბ---–----ე მ-------. თუმცა სპექტაკლის მსვლელობისას ის იმყოფება სცენაზე, ხოლო სპეკტაკლის დაწყებამდე საგრიმიოროში. 2015 წლიდან დღემდე ნ---- ა----–--ე თეატრში არ უნახავს.
მოწმე ი-----–- ხ----–---–მა განმარტა, იცის, რომ საქმე მიმდინარეობს თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელთა ოდენობა ერთ შემთხვევაში არის 3900 ლარი, მეორე შემთხვევაში 4800 ლარამდე. როგორც გამოძიების მასალებიდან იცის, გაფორმებული იყვნენ პირები თანამდებობებზე, სადაც არ დადიოდნენ. ხულოს დრამატული სახელმწიფო თეატრის დაფინანსება ხდება ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს აღნიშნულს. ძირითადად დაფინანსება ხდება დირექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წლის დასაწყისში იგეგმება კონკრეტული თანხა და ყოველთვიურად უწყისების წარდგენის საფუძველზე მუნიციპალიტეტი გასცემს შესაბამის თანხას. უწყისში მითითებულია მიმდინარე ხარჯები, ასახულია სახელფასო თანხის ოდენობა, კომუნალური გადასახადები ან სხვა ტიპის გადასახადები. მისთვის, როგორც ცნობილია არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომ კონკრეტული თანხები, რაც მითითებულია დოკუმენტაციაში ისე გაიცემოდა, რომ აღნიშნული თანამშრომლები არ დადიოდნენ სამსახურში, ესენი იყვნენ ნ---- ა----–--ე და ე--- ა----–--ე. ხულოს დრამატული სახელმწიფოს თანხების მიზნობრივად პასუხისმგებელია ხულოს დრამატული სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი ის ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. მისთვის თანხების გაფლანგვაზე ცნობილი გახდა საგამოძიებო მასალებიდან. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით არანაირი შემოწმება არ ჩაუტარებია და ვერც ჩაატარებდა, რადგან ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მაკონტროლებელი ორგანო არ არის, ის უბრალოდ გასცემს თანხებს. მაკონტროლებელი ორგანო არის განათლების და კულტურის სამინისტრო. გამგეობის კომპეტენციაში არ შედის შეამოწმოს თანამშრომელი დადის თუ არ დადის. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა არ ახორციელებს ფინანსურ კონტროლირებას, შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გამოძიებიდან. გამოძიებიდან ჩათვალეს, რომ ისინი არიან დაზარალებულები. ხ---–----------------–---------ში რამდენი თანამშრომელია არ იცის. თანხები თანამშრომლებს პირად ანგარიშებზე ერიცხებოდათ. გამგეობაში რაიმე საჩივარი თანხების მითვისებასთან დაკავშირებით არ შესულა.
მოწმე ლ---- ა----–--ემ განმარტა , რომ მუშაობს ხულოს დრამატულ სახელმწიფო თეატრში მსახიობის თანამდებობაზე 2010 წლიდან. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. მისი იქ ყოფნის პერიოდში თეატრში ე--- ა----–--ე და ნ---- ა----–--ე არ მუშაობდნენ. სპექტაკლის მსვლელობისას ის იმყოფება თეატრში, სცენაზე და თუ არ თამაშობს პარტერში ანუ დარბაზში სადაც მაყურებელი ზის. რაც თეატრშია მხოლოდ სამ ან ოთხ სპეკტაკლში არ აქვს მიღებული მონაწილეობა. სპექტაკლის დაწყებამდე ის იმყოფება საგრიმიოროში. როცა თეატრში თანამშრომელი ინიშნება მასთან არ თანხმდება, ამის შესახებ თეატრის შესასვლელში სტენდზე ქვეყნდება. ნ---- ა----–--ე თეატრში ხშირად უნახავს. 2015 წლიდან დღემდე კი არ დაუნახავს.
მოწმე მ----- მ--–-----ემ განმარტა , რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობდა 1993 წლიდან 2014 წლამდე სცენის გამნათებლად. ის იცნობდა თეატრის სამუშაო კოლექტივს. დაახლოებით 42 მდე თანამშრომელი მუშაობდა. მისი იქ ყოფნის პერიოდში თეატრში ე--- ა----–--ე და ნ---- ა----–--ე არ მუშაობდნენ. თეატრში კაპერდინერად მუშაობდა ხ------- ც-–--–--ე, მ---- კ----ე, ისინი იყვნენ დარბაზში. თუმცა ის არ აკონტროლებდა რა ხდებოდა დარბაზში; ნ---- ა----–--ე მას თეატრში ჰყავს ნანახი.
მოწმე ი-----–- ჭ---------ემ განმარტა, რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობს 2009 წლის მაისიდან მარკეტინგის მენეჯერად, მის მოვალეობაში შედის ბათუმში ბანერის, აფიშის, მოსაწვევის გაკეთება და სხვა ტექნიკური საკითხები. ის იცნობდა თეატრის სამუშაო კოლექტივის უმრავლესობას. არ იცნობს ე--- ა----–--ეს, ნ---- ა----–--ეს კი იცნობს, ის არის დირექტორის შვილი. ნ---- ა----–--ე თეატრში მუშაობდა კაპერდინერად, სამუშაო პროცესში კი არ უნახავს.
მოწმე ვ-–- ბ---–----ემ განმარტა, რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობს 1992 წლიდან დღემდე. გარკვეული პერიოდი მსახიობად, ბატონი გ------ის მოსვლის შემდეგ გადაიყვანეს მეხანძრედ და დღემდე მუშაობს მეხანძრედ. ის არის დაცვის სამსახურში, მაგრამ მეხანძრის მოვალეობებიც აკისრია. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ე--- ა----–--ეს ვერ იცნობს, ნ---- ა----–--ეს იცნობს როგორც დირექტორის შვილს, როგორც თანამშრომელს არა, ის არ მუშაობდა თეატრში. მისი მეუღლე ლ--–- ბ---–----ე თეატრში მუშაობდა მსახიობის თანამდებობაზე 1996 წლიდან 2013-2014 წლამდე. ის გაათავისუფლეს, რადგან არ ჰქონდა დიპლომი. მან თავისი მეუღლისგან გაიგო, რომ ნ---- ა----–--ე იყო გაფორმებული თეატრში, კაპერდინერად. კაპერდინერი სპექტაკლის მსვლელობის დროს ყურადღებას აქცევს დარბაზში მყოფ მაყურებელს. როცა ბევრი ხალხი იყო მაშინ ეხმარებოდნენ კაპერდინერს დაცვის თანამშრომლები. თეატრის დაწყებიდან დასრულებამდე კაპერდინერი არის დარბაზში.
მოწმის განმარტებით მისმა მეუღლემ განთავისუფლების შემდეგ დაწერა საჩივარი; თვითონაც უკმაყოფილოა მეუღლის სამსახურიდან განთავისუფლებით. ის ნ---- ა----–--ეს პირადად იცნობს, მაგრამ მას არ უთქვამს თუ რა სტატუსით დადიოდა თეატრში.
მოწმე ა---- ბ---–----ემ განმარტა, რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობს 2009 წლიდან ადმინისტრატორად. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ე--- ა----–--ე არ მუშაობდა თეატრში. ნ---- ა----–--ეს იცნობს, ის არის მისი თანასოფლელი, დირექტორის გ------ ა----–--ის შვილი. დაუნახავს თეატრში, მაგრამ რა სტატუსით, არ უკითხავს; 2014-2015 წლებში ყველას იცნობს, დაახლოებით ორმოცამდე თანამშრომელი მუშაობდა. თანამდებობაზე ვინ ინიშნებდა და ვის ათავისუფლებდნენ მასთან არ ათანხმებდნენ. ნ---- ა----–--ე ხ---–----------------–---------ში უნახავს, მაგრამ რა სტატუსით არ უკითხია.
მოწმე რომან კოჩალიძემ განმარტა, რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობს 2000 წლიდან მეხანძრის შტატზე. ასევე მუშაობს დაცვის თანამშრომლადაც, ეხმარება კაპერდინერსაც. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ზუსტად არ იცის რამდენი ა----იანი მუშაობს. ე--- ა----–--ეს ვერ იცნობს, მას არ უმუშავია იქ. ნ---- ა----–--ეს იცნობს სახეზე, ის არის გ------ ა----–--ის შვილი, ნ---- ა----–--ე არ მუშაობდა თეატრში, ისე კი დადიოდა. თეატრში მოსვლის დროს დარბაზშიც შედიოდა და მამასთანაც.
მოწმე ა-–--- ჯ---------ემ განმარტა, რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობს 2013 წლის ზაფხულიდან, მის საქმიანობაში შედის მუსიკალური გახმოვანება. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ე--- ა----–--ე თეატრში არ მუშაობდა. ნ---- ა----–--ეც არ მუშაობდა. თეატრში არის პატარა კოლექტივი და თითოეული თანამშრომელს იცნობს. ნ---- ა----–--ე და ე--- ა----–--ე თათბირზე არ უნახავს და არც პირადად არ იცნობს. ის სამუშაოს ასრულებს სცენაზე რეპეტიციების დროს და კაბინაში სპექტაკლის დროს. მან ზუსტად არ იცის რამდენი თანამშრომელია თეატრში.
მოწმე ც----- ა----–--ემ განმარტა, რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობს 2003 წლიდან დღემდე გარდერობის გამგედ. კოლექტივს იცნობს. თეატრის ხელმძღვანელი არის გ------ ა----–--ე და რ---- ს---------ე. თათბირები უტარდებათ. ე--- ა----–--ეს, როგორც თანამშრომელს ვერ იცნობს. ნ---- ა----–--ეს იცნობს, მაგრამ ის არ მუშაობდა თეატრში. გარდერობის გამგე მუშაობს მსახიობებთან ჩაცმულობაზე. ეს ადგილი თეატრში განთავსებულია ცალკე, იქედან სცენა არ ჩანს. სპექტაკლის მსვლელობისას ის იმყოფება სცენის მიღმა.
მოწმე ჟ--–---- ქ-------ემ განმარტა, რომ ის ხ---–----------------–---------ში მუშაობს 2003 წლიდან დღემდე მსახიობის თანამდებობაზე. როცა დაუძახებენ უნდა ითამაშოს როლზე, უარი არ მიიღება. ის იცნობს თეატრის სამუშაო კოლექტივს. ე--- ა----–--ეს თეატრის თანამშრომლად ვერ იცნობს. ნ---- ა----–--ე თეატრში არ მუშაობდა, მაგრამ იცნობს. ის ბათუმიდან დადის ხ---–----------------–---------ში. მას როცა ეძახიან როლზე, მაშინ მიდის იქ და რჩება სხვა ოჯახში. წინა წელს დადგეს ოთხი სპექტაკლი და ოთხივე სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას. ერთ სპექტაკლზე საშუალოდ საჭიროა ერთი, ორი თვე მუშაობა. ზუსტად არ იცის რამდენი თანამშრომელი მუშაობს. როცა სპეკტაკლში არ მონაწილეობ, მაშინ ის იმყოფება დარბაზში. როცა სპექტაკლში მონაწილეობს მაშინ ის იმყოფება სცენაზე, საგრიმიოროში ან კულისებში. დარბაზში მაყურებლის შემოსვლის და დასხდომის პროცესს ვერ ადევნებს თვალს. თეატრში ნ---- ა----–--ე უნახავს მრავალჯერ.
მოწმე რ----- ბ---–----ემ განმარტა, რომ მუშაობს ხ---–----------------–---------ში მსახიობად; თითქმის ყველა სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული; როგორც იცის ნ----- ბ---–----ეს არ უმუშავია; გ------ ა----–--ის ქალიშვილს იცნობს, ნ---- ა----–--ეს; როგორც იცის მასაც არ უმუშავია თეატრში.
მოწმის სახით დაკითხვისას ე------ი ბ---–----ემ განმარტა, რომ ხულოს თეატრში მუშაობს მსახიობად 2003 წლიდან დღემდე; კაპერდინერის თანამდებობაზე მუშაობდა როგორც ახსოვს მ----კო კ----ე ხ------- ც-–--–--ე სხვა არ იცის; არ იცის თანამშრომლები იყვნენ თუ არა ე--- ა----–--ე და ნ----- ბ---–----ე, ნ---- ა----–--ეს იცნობს გაიგო რომ ის კაპერდინერად მუშაობდა; იცის რომ არის გ------ ა----–--ის შვილი; მას სამუშაო პროცესში არ დაუნახავს, რამდენიმეჯერ კი დაინახა თეატრში, მაგრამ სამუშაოდ იყო მოსული თუ ისე, არ იცის; სამუშაო პროცესში ვერც დაინახავდა, ამ დროს ის სცენაზე იდგა; მსახიობებს ნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელი; თანამშრომელთა რაოდენობაც გადმოცემით იცის, რომ არის 34, თავად არც აკონტროლებდა შტატებს და მომუშავეთა რიცხვს; არც ჩაშლილი სპექტაკლები ახსოვს უწესრიგობის გამო;
მოწმე ნ----- ჩ-----ემ განმარტა, რომ 2012 წლის დეკემბრამდე მუშაობდა მსახიობის თანამდებობაზე; გაუშვეს იმიტომ რომ განათლება არ ჰქონდა; ყავს ორი შვილი ცხოვრობს დედასთან და პრობლემები ჰქონდა, თხოვა, რომ დაცვაშიც იმუშავებდა და დაენიშნათ; მას იქ ნ---- ა----–--ე არ დაუნახავს მუშაობის პერიოდში; მას უხეშად მოექცნენ ხელმძღვანელები; ნ---- გაფორმებული იყო, მაგრამ მას მუშაობის პერიოდში არ დაუნახავს; გ------ ა----–--ესთან ამ თემაზეც ჰქონდა საუბარი; თხოვდა მის თანამშრომლებთან ერთად, რომ დანიშნული პირები, რომლებიც არ ასრულებდნენ სამუშაოს გაეშვათ და თავად შეასრულებდნენ, მაგრამ გ------ ა----–--ის პასუხი იყო, რომ მას ეს არ შეეძლო მათი დაბრუნება; ე--- ა----–--ეც არ იცის; მისი მუშაობის პერიოდში არ მუშაობდა; ნ---- ა----–--ე უნახავს თეატრში მოსული, ალბათ მამასთან სტუმრად; თუმცა სცენაზე ყოფნის დროს შეუძლებელია გააკონტროლო კაპერდინერის საქმიანობა; ზუსტად არ იცის რამდენ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა;
მოწმე გ-- მ--–--ემ განმარტა, რომ 1992 წლიდან მუშაობს, 2015 წლის 15 იანვარს დაასრულა მუშაობა; გაუფრთხილებლად მოხდა მისი გათავისუფლება რ---- ს---------ის მიერ; მოთხოვეს განათლების დამადასტურებელი დიპლომი; რ----ისთან ჰქონდა საუბარი და პასუხად მიიღო, რომ ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა, გ------ ა----–--ეც ვერ დაეხმარა; ითხოვდა, რომ არ გაეშვათ სამსახურიდან, თორემ არ დატოვებდა რეაგირების გარეშე მათ მოქმედებას, რადგან აღმოჩინა პირები ვინც არ დადიოდა თეატრში; მათ შორის ე--- კოჩალიძე და ნ---- ა----–--ე და აქედან გამომდინარე, თუ მის საქმეს არ მოაგვარებდნენ, ის დაიწყებდა დავას, რაზეც რ---- ს---------ის პასუხი იყო - სადაც უნდოდა იქ წასულიყო და დაეწერა საჩივარი; აღნიშნავს, რომ ის პარალელურად მუშაობდა კულტურის ცენტრში, თუმცა სპექტაკლები არ ჩაუშლია; აქედან გამომდინარე ის სულ თეატრში არ იყო, მაგრამ მაინც იქ ეს თანამშრომლები არ დაუნახავს;
მოწმე გ------ ბ---–----ემ განმარტა, რომ 1997 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა მსახიობად; წამოსვლისას ურთიერთობა ჰქონდა რ---- ს---------ესთან, ის აცხადებდა, რომ არაპროფესიონალებს უნდა დაეტოვებინათ თეატრი და 2015 წელში ხუთი პირი გაათავისუფლა, აღარ გაუფორმეს ხელშეკრულებები; გააფრთხილა, რომ ეს არ გაეკეთებინა, შემდეგ გაუგზავნა კაცი; სხვა შემთხვევაში არ გაჩერდებოდა და ყველაფერს გაარკვევდა ; არ მოუსმინეს და გადაადგმევინეს ეს ნაბიჯი, - გულისხმობს საჩივარს; ნ---- ა----–--ეს იცნობს, როგორც გ------ ა----–--ის შვილს; ე--- ა----–--ესთან შეხება რა ჰქონია და არც იცნობდა; გ------ ა----–--ესთან არ უსაუბრია, თუმცა შეატყობინა, მაგრამ არ დაუჯერეს;
მოწმე ლ--–- ბ---–----ემ განმარტა, რომ მისი თეატრიდან წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ არ ჰქონდა დიპლომი, იყო არაპროფესიონალი მსახიობი, რ---- ს---------ემ გაათავისუფლა იგი; ოჯახური პირობების გამო ვერ დადიოდა სისტემატიურად; მაგრამ ეს იყო ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე;
მოწმე შ----- თ----------–--ემ განმარტა, რომ სალიტერატურო ნაწილის გამგედ მუშაობდა თეატრში; წვდომა არა აქვს პირად საქმეებზე, არც ბრძანების წიგნზე;
მოწმე მ----კო კ----ემ განმარტა, რომ მუშაობს თეატრში 1992 წლიდან კაპერდინერის თანამდებობაზე, მუშაობდა ხ------- ც-–--–--ე და მ------- ბ---–----ე; ე--- ა----–--ეს არ იცნობს, ხოლო ნ---- ა----–--ეს იცნობს; ნ---- დაუნახავს, მაგრამ ის ასრულებდა თუ არა თავის საქმიანობას არ იცის;
მოწმის სახით დაკითხვისას ნ----- დ---–--ემ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ განხორციელებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: 2014 წლის დეკემბრის თვეში აჭარის და გურიის სამმართველოში აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან გადმოგზავნილი იქნა შიდა აუდიტის და ინსპექტირების დასკვნა, შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელიც შეეხებოდა ხ---–---------–-–------------------–---------ს. აღნიშნულ ანგარიშში ერთ-ერთ ფაქტად მითითებული იყო, რომ თეატრში გაფორმებული იყო რიგი თანამშრომლები, რომლებიც არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას; 2015 წლის თებერვალში შემოვიდა ასევე ხ---–---------–-–------------------–----------ის ყოფილი თანამშრომლების განცხადება, სადაც მიუთითებდნენ, რომ ხ---–---------–-–------------------–---------ში ხორციელდებოდა ხელმძღვანელი პირების ახლობლების დანიშვნა მოკლე ვადით დეკრეტული შვებულების აღების მიზნით. აღნიშნული გარემოების შესწავლის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე და საგამოძიებო სამსახურში 2015 წლის 28 აპრილს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული დაკითხული იქნა განცხადების ავტორები, რომლებმაც ჩვენებებშიც დაადასტურეს განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები; ეს პიროვნებები აღნიშნავდნენ ასევე რომ სრულიად უკანონოდ იქნენ დათხოვნილი სამსახურიდან.
მოწმის განმარტებით, მის მიერ ჩატარებული იქნა ასევე საგამოძიებო მოქმედება, დათვალიერდა ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა ,,ორაკლე’’, სადაც მოძიებული იქნა ხ---–---------–-–------------------–----------ის საშემოსავლო დეკლარაციები. აღნიშნულ დეკლარაციებს დანართად ახლავს იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც ხ---–---------–-–---------------დან იღებს შემოსავალს.
მოწმე ს------ წ---–---მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე იყო საგამოძიებო ჯგუფში, მის მიერ განხორციელებული იქნა რამოდენიმე საგამოძიებო მოქმედება, რომლის სისწორესაც ადასტურებს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ---- ს---------ის და გ------ ა----–--ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტებს მათი გაფლანგვაში უდანაშაულობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო პალატა განმარატავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლში გაერთიანებულია ორი დამოუკიდებელი დანაშაული მითვისება და გაფლანგვა, აღნიშნული დანაშაულებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. სუბიექტი ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალოების, სახელშეკრულებო ურთიერთობისას და ა.შ. მართლზომიერ მფლობელობაში იგულისხმება ის, რომ დამნაშავე სარგებლობს ისეთი უფლებით, რაც გამოიხატება ქონების მოვლა-პატრონობაში, დაცვაში, ისე, რომ ეს ფლობა დაკანონებულია და გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ხოლო გამგებლობა ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების თანახმად უფლება აქვს განაგოს ქონება, აწარმოოს, გაუკეთოს რეალიზაცია და თანხა განკარგოს ხელშეკრულების შესაბამისად. ასეთი ურთიერთობის დროს დამნაშავის მიერ ქონების უკანონოდ თავის კუთვნილებაში მოქცევას კანონმდებელმა მითვისება უწოდა. გაფლანგვა გულისხმობს დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არესებული ქონების გასაჩუქრებას ან მისი მეშვეობით ვალის გადახდას, გაფლანგვის სპეციფიკა იმაშია, რომ მითვისებისგან განსხვავებით, დამნაშავის მიერ ქონების მფლობელობასა და მის უკანონო განკარგვას შორის არ არსებობს დროის ინტერვალი.გაფლანგვა დამთავრებულად ითვლება სხვისი მოძრავი ნივთის უკანონო განკარგვის მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2012-2015 წლებში აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებულია ხ---–---------–-–------------------–----------ის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი განაკვეთები, მათ შორის კაპერდინერი ხელფასის განაკვეთი 2012 წელში თვეში 210 ლარი, 2013-2015 წლებში ხელფასის განაკვეთი 260 ლარი. დადგენილია, რომ სსიპ ხ---–-----------------–--------–-–------------------–------------ს სამხატვრო ხელმძღვანელის რ. ს---------ის 2013 წლის 3--------------ს ბრძანებით N-- კაპერდინერის თანამდებობაზე დაინიშნა ნ---- ა----–--ე, 2014 წლის 28 თებერვლის ბრძანებით ამავე წლის 0---------დან შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა და მეორე კატეგორიის მსახიობის ვაკანსიაზე დაინიშნა ე--- ა----–--ე, თეატრის მმართველის გ------ ა----–--ის 2012 წლის 3-------ს ბრძანებით N-- კაპერდინერის თანამდებობაზე დაინიშნა ე--- ა----–--ე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ე--- ა----–--ის სახელფასო საბარათე ანგარიშზე დარიცხულია 3702.50 ლარი; ნ---- ა----–--ის სახელფასო საბარათე ანგარიშზე - 3389 ლარი; ასევე საავადმყოფო ფურცლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილების მიერ ნ---- ა----–--ეზე დეკრეტული შვებულების სახით ჩარიცხულია 1000 ლარი;
საქმეში წარმოდეგნილი მტკიცებულებით ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 22 ივლისიდან რ---- ს---------ე დაინიშნა სსიპ ხ---–---------–-–------------------–----------ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2013 წლის 26 აგვისტოს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N-- ბრძანებით კი რ---- ს---------ე სსიპ ხ---–-----------------–-------–-–------------------–-----------ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა 4 წლის ვადით. 2007 წლის 7 მარტის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N-- ბრძანებით გ------ ა----–--ე დაინიშნა სსიპ ხ---–----------–-–------------------–-----------ს მმართველის თანამდებობაზე. შესაბამისად კონკრეტულ პირებზე ე--- ა----–--ისა და ნ---- ა----–--ის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია უფლებამოსილი პირების მიერ.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ---- ს---------ის და გ------ ა----–--ის მხრიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც აღნიშნული ნივთი (ფულადი თანხა) იმყოფებოდა მათ მართლზომიერ მფლობელობაში, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის გაფლანგვის შემადგენლობა.
რაც შეეხება საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ჟ. ქ-------ის, გ. თ----------–--ის, რ. ხ------------ის, ლ. ა----–--ის, მ. მ--–-----ის, ე. ბ---–----ის ჩვენებებს, აღნიშნულით დასტურდება, რომ ისინი დასაქმებულნი არიან მსახიობის თანამდებობაზე, ისინი იმყოფებიან ან საგრიმიოროში, ან სცენაზე, როცა თამაშობენ სპექტაკლს, კაპერდინერის მოვალეობას კი წარმოადგენს სპექტაკლის მიმდინარეობისას წესრიგის დაცვა; აღნიშნულ მოწმეთა განმარტებებით, ასრულებდნენ თუ არა თავიანთ მოვალეობას კაპერდინერის თანამდებობაზე დანიშნული პირები, ზუსტად ვერ დგინდება; მოწმეების: ვ.ბ---–----ის, ლ. ბ---–----ის, ნ. ჩ-----ის, გ. მ--–--ის, გ. ბ---–----ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ე--- ბ---–--ე არ ცხადდებოდა სამსახურში, ხოლო ნ---- ა----–--ე მოდიოდა, თუმცა მათ არ იციან ასრულებდა თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ე--- ა----–--ის და ნ---- ა----–--ის ჩვენებები პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა, მათ გამოკვლევაზე ბრალდების მხარის მიერ უარის თქმის გამო.
პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ თანამდებობაზე დანიშნული პირები ე. ა----–--ე და ნ. ა----–--ე არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------ ა----–--ისა და რ---- ს---------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი რ---- ს---------ის და გ------ ა----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გ------ ა----–--ისა და რ---- ს---------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლბით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორის დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენი რ---- ს---------ის და გ------ ა----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ------ ა----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”დ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;
გ------ ა----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ - ი----- ა----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, კ------------------–------------------------------------------------------–---------------------------------------–---------------------------------------------------------------) - 5 000 ლარის ღირებულების წილს.
რ---- ს---------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”დ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;
რ---- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ - თ----- ჩ-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ხულოს რაიონის სოფელ დ-----–---–--–----------------–-----------------------------–---–-------------------–----------------------------------------------------------------------) მდებარე უძრავი ქონების - 5000 (ხუთი ათასი ) ლარის ღირებულების წილს;
ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 08 მაისს თ----- ჩ-----ის მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტები (მათ შორის მუშა მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების უწყისები, წერილები, საგადასახადო დავალებები, ბრძანებები) რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 12 მაისს თ----- ჩ-----ის მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტები (მათ შორის შრომითი ხელშეკრულებები, საშტატო განრიგები) რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 18 მაისს გ------ ა----–--ის მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 19 მაისს ნ---- ა----–--ის მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტაცია, (საბანკო ამონაწერები), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 20 მაისს ნ----- ვ----ის მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტაცია, (მუშა მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების უწყისები, წერილები), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 23 მაისს ე--- ა----–--ის მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტაცია, (საბანკო ამონაწერები), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 03 ივლისს რ---- ს---------ის მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით;
გამართლებულებს გ------ ა----–--ეს და რ---- ს---------ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე