განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002599681
საქმე №1ბ/870-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ რ---------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---------–--------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: მ--------–----------–--–---–------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით რ---------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
რ---------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–--------------ს, დაახლოებით 23:30 საათზე, მ--------–--------------------–-–---–-----–-- შურისძიების ნიადაგზე, რ---------–---მა თავის არეში ნაჯახი ჩაარტყა ყოფილ მეუღლეს ხ--–-----------–---ას, რის შედეგად ეს უკანასკნელი წაიქცა. ამის შემდეგ, რ---------–---მა სახის, ზურგის, მუხლის და მარჯვენა ხელის არეში ფეხების დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა წაქცეულ ხ--–-----------–---აზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ---------–---მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-----------–---–---–მა, რომელთაც მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ რ---------–---ისათვის სასჯელის შემცირება.
აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა ბრალდებულის დაზარალებულთან შერიგების ფაქტი. დაზარალებულის პოზიციაა რ---------–---ის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება, ასევე რ---------–---მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ---------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. რ---------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა რ---------–---ის ნაწილობრივ აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ხ--–-----------–---ას ჩვენებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ხ--–-----------–---ა, რომლის ჩვენებითაც დგინდება რომ იყო აგვისტოს თვე, წელი არ ახსოვს, როდესაც დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, რომელიც მდებარეობს მ--------–--------------------–-–---–-----ში. სახლში მისულს მეუღლემ რ---------–---მა უკნიდან დაარტყა. რის შემდეგაც ხ--–-----------–---ამ დაუძახა მამას, ხოლო სანამ ხ--–---ას მამა მივიდა რ---------–---ი გაიქცა. ხ--–-----------–---ას განმარტებით მას რ------მა თავში ჩაარტყა ნაჯახი, ასევე წიხლი ჩაარტყა წელზე, რის გამოც იგი წაიქცა. სასწრაფოს მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და დილით დაბრუნდა სახლში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების დროს მიცმული ჩვენება. ხ--–---ა ი-----–----მ განმარტა, რომ თანახმაა რ---------–---ის მიმართ გამოყენებულ იქნას მსუბუქი სასჯელი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ე------------------------ დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ხ--–-----------–---ას 0--------- წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 04.08.2018 წელს დაუდგინდა: თხემის დაჟეჟილი ჭრილობა, ცხვირისა და მარჯვენა მუხლის მრვალობითი ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგბა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა: მოწმეების რ----–--------–--------------------------–---ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 4 აგვისტოს დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, 2018 წლის 4 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმით, ხ--–-----------–---ას სამედიცინო დოკუმენტაციით, 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა რ---------–---მა განმარტა, რომ ხ--–---ა ი-----–--ს ჩაარტყა ნაჯახი, თუმცა არ წაუქცევია.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, მსჯავრდებულ რ---------–---ისათვის სასჯელის შემცირების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ რ---------–---ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი რ---------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ---------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რ---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ---------–---ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 აგვისტოდან.
რ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ლურჯი ფერის კაბა დაუბრუნდეს დაზარალებულ- ხ--–-----------–---ას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი