განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002542928
საქმე №1ბ/530-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: ნი----–------–-ს
ადვოკატების: სო---------------–----------------–---ს
მსჯავრდებულის: ალ-----------–-–--–---–-ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნი----–------–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ალ----------------------–-–--–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------------------------------- დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით, ალ---------–-–--–---–ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ალ---------–-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ალ-----------–-–--–---–ს 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ალ---------–-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.
ალ-----------–-–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 ივნისს, ალ-----------–-–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ზუსტ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას „ჰეროინს“, კერძოდ: 2018 წლის 22 ივნისს 21.45-22.05 საათების შუალედში ქ------–--–------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა გამჭირვალე მინის ფლაკონი, მასში მოთავსებული ხსნარით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00299 გრამს.
გარდა აღნიშნულისა, ალ-----------–-–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის მაისში ალ-----------–-–--–---–-, როგორც სამშენებლო-სარემონტო კომპანიის შპს „ც-–--ს“ წარმომადგენელი, მა------------------ნ მისამართზე - ქ.-----–-----–-----------------------ის მოპირდაპირედ მე-2 სართულზე ბინა #3--ში მივიდა, რომელსაც დაპირდა, რომ მისი კომპანია 45 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულ ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფდა, რისთვისაც საჭირო იყო 20 270 ლარი. შეთავაზებულ წინადადებაზე ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2017 წლის 2 ივნისს ალ-----------–-–--–---–მა, როგორც ფიზიკურმა პირმა, მისი სახელით მა------------------ნ ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა, რაც მა--------------სთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
2017 წლის 4 ივნისს, ალ-----------–-–--–---–- მა--------------ს დაუკავშირდა და თავისი დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით ახალი ხელშეკრულების ნოტარიული წესით გაფორმება შესთავაზა, რისთვისაც დამატებით 900 ლარი მოსთხოვა. იმავე დღეს, ალ-----------–-–--–---–- მა------------------ნ ზემოხსენებულ მისამართზე კვლავ მივიდა და 2017 წლის 4 ივნისის თარიღით, შპს „ც-–--ს“ დირექტორის ლი-------–---–-ს სახელით მის მიერ წინასწარ ხელმოწერილ ყალბ ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, რომლის თანახმადაც თანხის 20 270 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო სამ ეტაპად, ხოლო შესასრულებელი სამუშაოებისათვის კი 21 695,51 ლარის ოდენობის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. ამასთან, ალ-----------–-–--–---–მა მა--------------ს განუმარტა, რომ თანხის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო სს „თ------------“ მის კუთვნილ ანგარიშზე G------------------------- მა--------------მ ყოველივე აღნიშნული ირწმუნა და 2017 წლის 7-8 ივნისს, ალ-----------–-–--–---–ს მითითებულ ანგარიშზე ჩაურიცხა 7435 ლარი, ხოლო 2017 წლის 7 აგვისტოს, დეიდის - ნან-----–------- მეშვეობით კვლავ ჩაურიცხა 7435 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ალ-----------–-–--–---–ს მხოლოდ 8179,87 ლარის ღირებულების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაო ჰქონდა შესრულებული, მა--------------ს არწმუნებდა, რომ მხოლოდ თანხის სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში უზრუნველყოფდა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებას. მა--------------მ ირწმუნა რა აღნიშნული, 2017 წლის 4 სექტემბერს, თანხის დარჩენილი ნაწილი - 5400 ლარი, კვლავ დეიდის - ნან-----–------- მეშვეობით ჩაურიცხა მითითებულ ანგარიშზე. ამის შემდგომ, ალ-----------–-–--–---–- მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, 2017 წლის 11 ოქტომბერს, მა--------------ს მოტყუებით კვლავ დამატებით 3000 ლარი ჩაარიცხინა.
ალ-----------–-–--–---–- 2017 წლის 8 ივნისიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, ქ.თ---–--–-------------------–------------------------------------–----------------–- 12 სხვადასხვა მისამართებზე განთავსებული სს „თ-------------ს“ ბანკომატებიდან, თაღლითურად დაეუფლა მა--------------ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 15.090 ლარს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, პირობა არ შეასრულა და მიიმალა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდებაში ალ-----------–-–--–---–-ს გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნების არსებობა და ბრალდებულის ქმედება წარმოადგნდა სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი----–------–--, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ალ-----------–-–--–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ალ-----------–-–--–---–-ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა მა--------------მ სამშენებლო კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოიძია საიტ „პ----–-------ზე“, რათა მყარი გარანტია ჰქონოდა მისი საცხოვრებელი ბინის რემონტის წარმოებასთან დაკავშირებით ცნობილი იყო ბრალდებულ ალ-----------–-–--–---–-სათვის და სწორედ ამიტომ გაეცნო მას სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლად. ალ-----------–-–--–---–- კარგად აცნობიერებდა, რომ თუ არ დააკმაყოფილებდა მა--------------ს მოთხოვნას, მას როგორც ფიზიკურ პირს ბინის რემონტს არ გააკეთებინებდა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2017 წლის 02 ივნისს, როდესაც ალ-----------–-–--–---–მა მა--------------ს ხელი მოაწერინა ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებაზე, ამ უკანასკნელმა კატეგორიულად მოსთხოვა რომ ფირმასთან სურდა ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ აქედან იწყება ალ-----------–-–--–---–-ს დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვა, როდესაც მა--------------ს ახალი ხელშეკრულების სანოტარო წესით შედგენისათვის დამატებით 900 ლარს სთხოვს. გაურკვეველია ბრალდებულს რა ნიშნით აქვს ჩათვლილი შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში 900 ლარი, როგორც ამას პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს. 2017 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების და 2017 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვებში ძირითადი შესასრულებელ სამუშაოებს შორის თანხის სხვაობამ 150 ლარი შეადგინა, რაც შეეხება გაუთვალისწინებელ და ზედნადებ ხარჯებს აქ გაცილებით მეტია სხვაობა და 900 ლარს სცილდება. ამდენად, ალ-----------–-–--–---–-ს მიზანს წარმოადგენდა მოტყუებით, შეცდომაში შეყვანის გზით დაზარალებულს ნებაყოფლობით გადაეცა მისთვის ფულადი თანხები. ის გარემოება, რომ ბრალდებულ ალ-----------–-–--–---–ს სარემონტო სამუშაოების შესრულება დაწყებული ჰქონდა არ გამორიცხავს მისი მხრიდან მა--------------ს კუთვნილი ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების განზრახვას, რაც განახორციელა კიდეც ეტაპობრივად. ვინაიდან დაზარალებული ბოლოს კიდევ ერთხელ ენდო ბრალდებულს და დამატებით 3000 ლარი ჩაურიცხა იმის გამო რომ ბრალდებულმა დაარწმუნა თითქოს მეტი მასალა დასჭირდა, არ ნიშნავს იმას, რომ ალ-----------–-–--–---–- კეთილსინდისიერი იყო დაზარალებულის მიმართ. დადგენილია, რომ ალ-----------–-–--–---–ს აგვისტოს თვის შემდეგ დაზარალებულის ბინაში სამუშაოები არ შეუსრულებია. რაც შეეხება ხელშეკრულებაზე ალ-----------–-–--–---–-ს მიერ ლი-------–---–-ს ნაცვლად ხელის მიწერას, აღნიშნული საკითხის შეფასებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა რომ ალ------------–-–--–---–ს ლი-------–---–-საგან ფაქტიურად არანაირი უფლებამოსილება აღარ გააჩნა, რაც დაადასტურეს სასამართლო განხილვისას ლი-------–---–მა და მისმა მეუღლემ გი---------------–---–-ა. ალ-----------–-–--–---–მა მა------------------ნ ხელშეკრულება გააფორმა ლი------–---–-ს სახელით მის მიერ ყალბად ხელმოწერის საფუძველზე. ასეთ ვითარებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ალ-----------–-–--–---–-ს მიზანს არ წარმოადგენდა დაზარალებულის შეცდომაში შეყვანა საფუძველს მოკლებულია, სუბიექტურია და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციებს, ვინაიდან ისინი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა--------------ს ჩვენებით, მოწმეების ნ-------–---------------–-------–-–---–-ს და თავად ბრალდებულ ალ-----------–-–--–---–-ს ჩვენებებით, ასევე ხელწერისა და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნებით, 2017 წლის 2 ივნისის და 4 ივნისის ხელშეკრულებებით და საქმის სხვა მასალებით, უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ალ-----------–-–--–---–მა სარემონტო სამუშაოების შესრულების დაპირების სანაცვლოდ მა--------------სგან ეტაპობრივად აიღო ფულადი თანხები 23270 ლარის ოდენობით, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არა დაუფლებული თანხის, არამედ მხოლოდ 9525,24 ლარის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავო გარემოებას წარმოადგენს არა გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, პალატამ უნდა იმსჯელოს - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღებისას, რის სანაცვლოდაც ალ-----------–-–--–---–ს გადაეცა დიდი ოდენობით ფულად თანხები, ჰქონდა თუ არა მას წინასწარ განზრახული, მა--------------ს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქმედებდა თუ არა ის დაზარალებულთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწიებით, შეიყვანა თუ არა დაზარალებული შეცდომაში.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალ-----------–-–--–---–-ს ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლება ექცევა როგორც სამოქალაქო სამართლებრივი, ასევე სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით დაცულ სფეროში. მათ შორის ზღვარის გავლებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ კუთხით, რომ არც უდანაშაულო პირის მსჯავრდება მოხდეს უსაფუძვლოდ და არც დამნაშავის ქმედებას არ მიეცეს იმგავრი არასწორი შეფასება, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიჩნეული იქნეს მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების დარღვევაში გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ საქციელად.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული ალ-----------–-–--–---–-ს მოქმედება დანაშაულებრივი განზრახვით და მოტყუების ხერხის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა სხვისი ქონება.
2019 წლის 2 იანვრის ექპერტიზის N5--------- დასკვნით, დგინდება, რომ დაზარალებულის კუთვნილ ბინაში შპს „ც-–--ს“ მიერ შესრულებულა 9525,24 ლარის ღირებულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ბრალდებული ალ-----------–-–---–---–ი მიუთითებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება მა--------------ს ბინაში სარემონტო სამუშაოები ეწარმოებინა სრულყოფილად; აღიარებს, რომ აღნიშნული ვალდებულება პირადი პრობლემების გამო ბოლომდე ვერ შეასრულა და არც შესაბამისი ზიანი აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის. მართალია პირის მხრიდან ვალდებულების გარკვეულწილად შესრულება უპირობოდ არ ნიშნავს, რომ იგი კეთილსინდისიერია, ვინაიდან ეს ხერხი შესაძლოა დაზარალებულის მოსატყუებლად და მისგან უფრო მეტი თანხის დასაუფლებლად იყოს გამოყენებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არც თავად დაზარალებულის ჩვენებიდან და არც საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ ალ----------–-–--–---–-ა მა------------------ნ ურთიერთობა დაიწყო მოტყუების საფუძველზე. მა-------------- აღნიშნავს, რომ მას თანხის შემდგომი ჩარიცხვებისას გაუჩნდა გარკვეული ეჭვები. თუმცა ის გარემოება, რომ მან თითოეულ ჯერზე სრულად გადაიხადა ალ-----------–-–--–---–-სგან მოთხოვნილი თანხები და ხელშეკულებით გათვალისწინებული ოდენობის გარდა დამატებით ჩარიცხვაც განახორციელა, მიანიშნებს, რომ დაზარალებული ალ-----------–-–--–---–-ს მუშაობით უკმაყოფილო არ იყო. ამასთან, დანაშაულის ჩადენის გაადვილების ერთ-ერთ ხერხად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოებაც, რომ აგვისტოს თვეში დაზარალებული წაიყვანეს კაფელ-მეტლახის შესარჩევად ელიავას ბაზრობაზე. როგორც მა--------------მ განაცხადა, ნამდვილად აპირებდნენ ხსნებული მასალების შეძანას, რაც ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ არ იყო მათთვის საჭირო რაოდენობა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ ბრალდებულმა თავდაპირველადვე შეცდომაში შეიყვანა დაზარალებული და ყალბი ხელშეკრულება გააფორმა მასთან, ვიანიდან ხელმოწერა განახორციელა ლი-------–---–-ს ნაცვლად, პალატა მიუთითებს, რომ როგორც 2016 წლის 28 მარტის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, შპს „ც-–--ს“ დირექტორია ლი-------–---–-, ხოლო მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი - ალ-----------–-–--–---–-. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ალ-----------–-–--–---–მა კომპანიის ხელმძღვანელობითი/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2018 წლის 21 თებერვალს და მოითხოვა დირექტორის პოზიციაზე ალ-----------–-–--–---–-ს დარეგისტირება ლი-------–---–-ს ნაცვლად. მართალია, მოწეები ლი-------–---–- და მისი მეუღლე გი---------------–---–ი ადასტურებენ, რომ შპს „ც-–--ში“ ყველანაირ სამუშაობს აწარმოებდა ალ-----------–-–--–---–- და ფირმის დაარსებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ისინი აღარ თანაშრომლობდნენ ბრალდებულთან, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად 2018 წლის თებერვლის თვემდე კომპანიის დირექტორი ოფიციალურად იყო ლი-------–---–-. ალ-----------–-–--–---–-ც ადასტურებს, რომ გი---------------–---–-ა გარკვეული პერიოდით ადრე სთხოვა დირექტორის პოზიციიდან გაეთავისუფლებინა ლი-------–---–-, თუმცა მან მხოლოდ 2018 წლის დასაწყისში, ტენდერში მონაწილეობისას მოიცალა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ამდენად, როდესაც 2017 წლის 4 ივლისს მა--------------მ მოსთხოვა ალ-----------–-–--–---–ს მასთან ხელშეკრულება გაეფორმებინა კომპანიის სახელით, სრულიად ლოგიკურია, რომ მასში კომპანიის წარმომადგენლად მითითებული იქნებოდა დირექტორი ლი-------–---–-.
ალ-----------–-–--–---–- ასევე არ უარყოფს იმ გარემეობას, რომ ლი-------–---–-ს გასწვრივ შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის მას, რაც დადასტურდა 2018 წლის 23 მაისის ხელწერის ექსპერტიზის N0-------- დასკვნითაც. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 10 მაისის მინდობილობით შპს „ც-–--ს“ დირექტორმა ლი-------–---–მა ალ-----------–-–---–---–ს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად მიანიჭა ხელისმოწერის უფლება ნებისმიერ დოკუმენტზე, ხელშეკრულებაზე, შეთანხმებაზე და მიანიჭა უფლებამოსილება შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მოცემული დავალების შესრულებასთან. აღნიშნული მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით. შესაბამისად ალ-----------–-–--–---–ი მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში. მის ქმედებაში არ იკვეთება დოკუმენტის გაყალბების ნიშნები და ამ გზით მა--------------ს ქონების მოტყუებით მიღების მიზანი.
აპელანტი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვის დასადასტურებლად უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ალ-----------–-–--–---–მა ახალი ხელშეკრულების სანოტარო წესით შედგენისათვის დამატებით 900 ლარი მოსთხოვა მა--------------ს, რომელიც ხარჯთაღრიცხვაში ვერ ექნებოდა შეტანილი ვინაიდან, 2017 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვებში ძირითადი შესასრულებელ სამუშაოებს შორის თანხის სხვაობამ 150 ლარი შეადგინა, რაც შეეხება გაუთვალისწინებელ და ზედნადებ ხარჯებს აქ გაცილებით მეტია სხვაობა და 900 ლარს სცილდება. ის გარემეობა, რომ 2017 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებაზე თანდართულ ხარჯთაღირცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯები შეადგენს 1326,48 ლარს, არ გულისხმობს, რომ იგი არ მოიცავს ალ-----------–-–--–---–-ს მიერ დასახელებულ სანოტარო მომსახურებისათვის განსაზღვრულ 900 ლარს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არც მა-------------- არ ადასტურებს და არც საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მან ცალკე, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხებისა და დამატებით ჩარიცხული 3000 ლარისაგან დამოუკიდებლად გადასაც 900 ლარი ბრალდებულს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ალ-----------–-–--–---–-ს ქმედებას, როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდეგნილ ბრალდებებში მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და აღნიშნავს, რომ აპელანტის პოზიცია ბრალდებულის თაღლითობის კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ ალ-----------–-–--–---–-სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნი----–------–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ალ---------–-–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ალ----------–-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. ალ---------–-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ალ-----------–-–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ლი-------–---–-ს ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ალ-----------–-–--–---–-ს ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შპს „მ-----------“ ინფორმაცია 1 CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ალ-–-–--–---–-ს პირადი ჩრეკისას ამოღებულ მინის ფლაკონში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება დალუქული სახით, რომელიც ინახება ქ.თბილისის შსს ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- ალ-–-–--–---–-ს პირადი ჩრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 110 ლარი, რომელიც ინახება ქ.თბილისის შსს ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი