განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2018
საქმის ნომერი
010100117002028968
ინსტანცია
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002028968

საქმე №1/ბ-198-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ კ------------- ა-------–--ის

მსჯავრდებულის _ ზ---- კ--------ის

ადვოკატის _ გ---- კ--–-------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ზ---- კ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- ქ.ქუთაისში, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), ცოლშვილიანის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–--------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---- კ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ---- კ--------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით _ 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 10 ივლისს, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის ს------–-------–-, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

ზემოაღნიშნული ქმედების გამო ზ---- კ--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

 

ბრალდებული ზ---- კ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ზ---- კ--------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული შეზღუდვების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ.

 

მსჯავრდებული ზ---- კ--------ე დაკავებული იქნა სასამართლოს სხდომის დარბაზში.

 

მსჯავრდებულ ზ---- კ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2017 წლის 10 ივლისიდან 2017 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 12 თებერვლიდან.

 

მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით რ------ თ------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ვ------------------------–--------–-----------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------), 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: 2017 წლის 09 ივლისს ზ---- კ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 09 (ცხრა) ცალი ტაბლეტი, რომლებიც შეიცავს 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ზ---- კ--------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ---- კ--------ემ, რომელმაც ითხოვა მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და მისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში ნასამართლევი არ არის, ჰყავს მე-2 ჯგუფის ინვალიდი მეუღლე და თავადაც არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, ხასიათდება დადებითად.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ---- კ--------ემ და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- კ--–-------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა კ------------- ა-------–--ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის: ბრალდებულ ზ---- კ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ გ-- შ----–-–---–ის, გ------- ლ--------------ის და მ------ გ--------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების №9----- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ---- კ--------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას, ზ---- კ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, სახეზეა დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც გამორიცხავს მითითებული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მითითებული პირობების ერთად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ---- კ--------ე წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, იგი დაკავებული იქნა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის არგუმენტებზე, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც ითხოვს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ზ---- კ--------ეს სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ამ გარემოებების გათვალისწინებით განესაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი ზ---- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ---- კ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

4.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზ---- კ--------ეს 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს ზ---- კ--------ის მიერ სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

5.მსჯავრდებულ ზ---- კ--------ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან _ 2018 წლის 12 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 10 ივლისიდან 2017 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.

 

6.მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, ვა-----------------------–--------–---------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------- ) რ------ თ------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ზ---- კ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 09 (ცხრა) ცალი ტაბლეტი, რომლებიც შეიცავს 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ზ---- კ--------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

8.ზ---- კ--------ისთვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/