განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100118002626615
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002626615

საქმე №1/ბ-753-2018 წ.

განაჩენი

საქართველოსსახელით

10 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლა-–- მსხილაძე

პროკურორის - ა----–--- წ---------ს,მსჯავრდებულის - ფ---- ო---–-- ო-–----ის,თარჯიმნის - თ----- შ-----–-ას,ადვოოკატის - ლ---- მ-----–---ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 17მ-----ს, თ--------------------–---- მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თურქეთის რესპუბლიკა, ქ------------–--–--------- N27, სახლი - 4-, რიგი - 5-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ზ----------–---- ქ. N1-----------

აღწერი-–--ბითი ნაწილი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ფ---- ო---–-- ო-–----მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასა-–-ს მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და საბრძოლო მასა-–-ს მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

ფ---- ო---–-- ო-–----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას - 40 (ორმოცი) ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კა-–-ბრის ვაზნებს, რომლების განკუთვნილია 5.45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74, AKC-74, AKC-7Y ავტომატისათვის და ПФК-74, ПФКС-74 ტყვიამფრქვევებისათვის და 1 (ერთი) ცალ ქარხნული წესით დამზადებულ Ф-1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. 2017 წლის 25 ნ--------ს, ქ. ქობულეთში, დ-------–-----–-- ქუჩა N4--ში მდებარე სახლის წინ, ფეხით სავალ ბილიკზე ჩატარებული ფ---- ო---–-- ო-–----ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული საბრძოლო მასალა.

ფ---- ო---–-- ო-–----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს - ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45 მმ კა-–-ბრის AK-74 მოდელის N------ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს მჭიდით, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და საბრძოლო მასალას - 18 (თვრამეტი) ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კა-–-ბრის ვაზნებს, რომლებიც განკუთვნილია 5.45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74, AKC-74, AKC-74Y ავტომატისათვის და РПК-74, РПКС-74 ტყვიამფრქვევებისათვის. 2017 წლის 25 ნ--------ს, ქ. ბათუმში, გ-------–---- ქუჩა N---- ში მდებარე ფ---- ო---–-- ო-–----ის დროებითი საცხოვრებელი ბინის (----- ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

ფ---- ო---–-- ო-–----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა: ქარხნული წესით დამზადებულ 5.45 მმ კა-–-ბრის AK-74 მოდელის N------- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45 მმ კა-–-ბრის AK-74 მოდელის ლულის კოლოფზე N------, ჩამკეტის ჩარჩოზე N------ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ქარხნული წესით დამზადებულ რუმინული წარმოების 7.62 მმ კა-–-ბრის AKM- მოდელის S----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და საბრძოლო მასალას - 115 (ას თხუთმეტი) ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის 5.45მმ კა-–-ბრის ვაზნებს, რომლებიც განკუთვნილია 5.45 მმ კალშნიკოვის კონსტრუქციის AK-74, AKC-74, AKC-74Y ავტომატებისათვის და РПК-74, РПК-74, РПКС-74 ტყვიამფრქვევებისათვის, 83 (ოთხმოცდასამი) ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კა-–-ბრის ვაზნებს, რომლებიც განკუთვნილია 7.62 მმ კა-–-ბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74, AKC-74, AKM-, AKMC, AKMY ავტომატებისათვის, კარაბინისათვის CKC, ხელის ტყვიამფრქვევებისათვისათვის РПД, РПК და 1 (ერთი) ცალ ქარხნული წესით დამზადებულ Ф-1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით. 2017 წლის 25 ნ--------ს, ქობულეთის რაიონის სოფელ კ-------ში, საავტომობი-–-- ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს, მდინარე კ----–------ მდგარი ფ-----------ს უკან, მიწაში ჩაფლული კასრიდან ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ფ---- ო---–-- ო-–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

ფ---- ო---–-- ო-–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ფ---- ო---–-- ო-–----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ფ---- ო---–-- ო-–----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ნოემბრიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ---- ო---–-- ო-–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ-----–---მ, რომელებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენინ არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო. სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო არა კანონით განსაზღვრული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას, არამედ საეჭვო, სავარაუდო, არასანდო და კანონის დარღვევით მოპოვებული დაუშვებელი მტკიცებულებები. ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ ჩატარებული გამოძიებისას არსებითად იქნა დარღვეული კონსტიტუციის და საპროცესო კანონის იმერატიული ნორმების მოთხოვნები. მსჯავრდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას დარღვეულია ყველა საპროცესო მოთხოვნა. მოწმეების ნ------ მ------–-–---–-სა, ა-–- ჩ---------ს და ე------ უ-----ის ჩვენებები არ არის სანდო და სარწმუნო. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, ისინი ცდი-–--ბენ გადაფარონ და კანონიერად წარმოადგინონ ფ. ო-–----ის პირადი ჩხრეკისა და დაკავებისას მათ მიერვე დაშვებული საპროცესო კანონის არსებითი დარღვევის ფაქტები. მსჯავრდებული დაკავების დღიდან კატეგორიულად უარყოფს საქმეზე მტკიცებულებების სახით ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებთან, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობი-–--ბებთან შემხებლობას, ბრალდების მხარის მიერ კი, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც დადასტურებდა ამ ნივთებთან ფ. ო-–----ის შემხებლობას. ბრალდების მხარის მიერ არ არის დადასტურებული თუ ვის ჰქონდა შემხებლობა და ვის ეკუთვნოდა მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელყუმბარასა და საბრძოლო მასალასთან. ასევე დაუდგენელია ე------ უ-----ის, ნ------ მ------–-–---–-სა და ა-–- ჩ---------საგან ამოღებული და საქმეზე მტკიცებულების სახით დართული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობი-–--ბა ეკუთვნოდა ფ. ო-–----ს, თუ იმ პირებს ვისგანაც ისინი იქნა ამოღებული. ბრალდების მხარის მიერ საქმეზე არ არის ჩატარებული უმთავრესი ექსპერტიზა იმის გასარკვევად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალაზე ვისი კვა-–- აღინიშნებოდა. ამ საკითხის გარკვევის გარეშე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, თუ კონკრეტულად ვის ჰქონდა ამ ნივთებთან შეხება. ამდენად სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო საეჭვო, სავარაუდო და დაუშვებელი მტკიცებულებები.

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტს - მსჯავრდებულ ფ---- ო---–-- ო-–----ის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ლ---- მ-----–---ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გ------–---- რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხული ე------ უ--------ს ჩვენების თანახმად, მას ქ. ბათუმში, გ-------–---- ქუჩაზე N----ში მდებარე სახლში, მეხუთე სართულზე აქვს ბინა N 4--, რომელიც 2017 წლის 4 ივნისს ფ---- ო-–----ს მიაქირავა 1 წლის ვადით. ქირის ფასი თვეში 250 დოლარს შეადგენდა და მდგმური თანხას ყოველი თვის 4 რიცხვში იხდიდა. მანამდე აზერბაიჯანელ მოქალაქეზე ჰქონდა ბინა გაქირავებული. სანამ ახალ მდგმურს შეუშვებდა, დაალაგა და გაწმინდა ბინა, შეამოწმა სახლში ყველაფერი. 2017 წლის 25 ნ--------ს იმყოფებოდა ზ----------–ი, რა დროსაც დაურეკეს პოლიციის თანამშრომლებმა და ბათუმში ჩასვლა სთხოვეს. ქალაქში, რომ ჩავიდა პოლიციელებმა სახლის მეორე გასაღების თაობაზე ჰკითხეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კარი უნდა ჩაემტვრიათ. პოლიციელებს განუცხადა, რომ თურქ ქალბატონზე ჰქონდა სახლი გაქირავებული, გააღო კარები და შევიდნენ ბინაში. ჩხრეკის დროს პოლიეთილენის პარკში დასკოჩილი ავტომატი და ვაზნები ამოიღეს.

მოწმის სახით დაკითხული ა-–- ჩ---------ს ჩვენების თანახმად, 4 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. ნ------ მ------–-–---–- არის მისი მეუღლე, რომელიც სტამბულში გაიცნო. იქ ფირმა ჰქონდა, მაგრამ საქართველოში დარჩენა არჩიეს. ერთი პერიოდი სოფელში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ქობულეთში, ა----–-----–-ს ქ. N4--ში ბინა დაიქირავეს. მეუღლემ ფირმა გახსნა, სადაც ტანსაცმლით ვაჭრობდა. თვითონ შიგადაშიგ სტამბულში დადიოდა. ასევე ჩადიოდა ბათუმში, სადაც თურქი ყასბებისაგან ხორცს ყიდულობდა. ზოგჯერ ინტერნეტ-კაფეში შედიოდა და ეცნობოდა ინტერნეტ მასალებს. ბათუმში, მ--------- ახლოს მდებარე თურქულ რესტორანში გაიცნო ფ---- ო---–-- ო-–----ი, რომელმაც მეგობრობა შესთავაზა და ტელეფონის ნომრები გაცვალეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფ----მ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ბათუმის ერთ- ერთ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. ფ----მ უთხრა, რომ მაღაზია დაკეტა და სხვადასხვა პროდუქტები ჰქონდა დარჩენილი და შენახვა უნდოდა. დახმარებაზე უარი უთხრა. ერთ დღეს ფ---- სტუმრად ჩავიდა მათთან ქობულეთში. ჩაი და-–-ეს. ფ----მ ტანსაცმელთან დაკავშირებით სტამბულში დახმარება შესთავაზათ, მაგრამ ფასებზე ვერ შეთანხმდნენ. 2017 წლის აგვისტოს თუ სექტემბრის თვეში ფ---- კვლავ მივიდა მათთან ოჯახში. მისი წასვლის შემდეგ, მეუღლემ აღელვებულმა უთხრა, რომ ფ----მ იარაღის შეძენაში დახმარება სთხოვა. ფ----ს ამაზე პასუხი მოსთხოვა და ბათუმში შეხვდა. მან განუცხადა, რომ იხუმრა. დაახლოებით მეთერთმეტე თვე იყო, რომ ფ---- კიდევ ერთხელ ჩავიდა მათთან და თან კასრი მიიტანა ტაქსით, რომელიც ერთი დღის მერე კვლავ წაიღო. დაახლოებით საათნახევრის-ორი საათის შემდეგ უკან დაბრუნდა და საპიკნიკოდ წასვლა შესთვაზათ მას და მის მეუღლეს. სოფელ კ-------ს მიმართულებით ტაქსით წავიდნენ. მანქანაში კასრი, ნახშირი, ხორცი და ,,მანგა-–-'' იდო. ადგილზე, რომ მივიდნენ მანქანის საბარგულიდან კასრი და სხვა ნივთები გადმოიღეს. იქვე პატარა მდინარე მიედინებოდა და საპიკნიკე ადგილი იყო. იმ ადგილისაკენ წავიდნენ. ფ---- კასრს მიათრევდა, თვითონ და მეუღლეს კი სხვა ნივთები მიჰქონდათ. საპიკნიკე ადგილთან, რომ მივიდნენ ფ----მ კასრს თავსახური მოხსნა და განაცხადა, რომ იარაღი იშოვა. კასრში იარაღი იდო, სამი-ოთხი დიდი შეფუთვა. ასევე სამი-ოთხი პატარა შეფუთვა, მაგრამ რა იყო არ იცის. კასრში იდო პატარა ბარი. ფ----ს უთხრა, რომ შარს გადაეყრებოდნენ, რაზეც მან უპასუხა, რომ თუ ამ საიდუმლოს არ შეინახვდნენ, მას და მის მეუღლეს პრობლემები შეექმნებოდათ. ორმოს ნაწილი, რომელიც მანამდე ამოთხრილი იყო ბარით ამოასუფთავეს. ფ----ს დაეხმარა და კასრი ორმოში ჩაფლეს. შემდეგ პარკი გადააფარეს, მიწა მიაყარეს და ზემოდან ფოთლები გადააყარეს. მერე საჭმელი ჭამეს, რის შემდეგ მეუღლემ ტაქსი გამოიძახა და წამოვიდნენ. ქობულეთის გასასვლელში არის ხიდი, სადაც ფ---- მანქანიდან ჩამოვიდა და ბათუმში წავიდა.

მოწმის სახით დაკითხული ნ------ მ------–-–---–-ს ჩვენების თანახმად, იგი არის ა-–- ჩ---------ს მეუღლე, რომელიც თურქეთში გაიცნო. მეუღლემ გააცნო ფ---- ო---–-- ო-–----ი, რომელიც მათთან სტუმრად დადიოდა ქობულეთში, ა----–-----–-ს ქუჩა N4--ში. ერთ-ერთი სტუმრობისას, ფ----მ იარაღის შეძენაში დახმარება სთხოვა, რაზეც უარი განუცხადა. 2017 წლის ნოემბრის თვის შუა რიცხვებში ფ---- კვლავ ესტუმრათ სახლში, პლასტმასის კასრი მიიტანა და შენახვა სთხოვათ. მეორე დღეს ფ---- კვლავ მივიდა ტაქსით და კასრი წაიღო. წაღებიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ დაბრუნდა და პიკნიკზე წასვლა შესთავაზათ. მანქანის საბარგულში, სადაც კასრი იდო, მწვადის შესაწვავი ,,მანგა-–-" ჩადეს. პროდუქტები ფ----ს ნაყიდი ჰქონდა. ტაქსით სოფელ კ-------საკენ წავიდნენ. იქ მდინარე ჩამოედინება და მაგიდა და ფ-----------ა გადახურული. რომ ავიდნენ ტაქსი უკან გამოუშვეს. ფ----მ კასრი თვითონ ჩაათრია დაღმართში. ,,მანგა-–-" და პროდუქტებიც ჩაიტანეს და მაგიდაზე დააწყვეს. ფ----მ კასრს თავსახური მოხსნა და თქვა, რომ ნახეთ თუ ვერ ვიშოვეო. კასრში 3 ცა-–- იარაღი, ყუმბარა და ტყვიები იყო. დაგვემუქრა ორივეს, რომ არაფერი გვეთქვა. ფ----ს ა-–- დაეხმარა და ჩაფლეს კასრი ორმოში. პიკნიკის შემდეგ, ტაქსის მძღოლს, ი-–-- შ-----ეს დაურეკა. მას არ ეცალა და სხვა ამოვიდა. ტაქსით უკან დაბრუნდნენ. ქობულეთში, რკინიგზის გადასასვლელთან ფ---- მანქანიდან ჩამოვიდა და ბათუმში წავიდა.

მოწმის სახით დაკითხული ი-–------- შ-----ის ჩვენების თანახმად, არის ტაქსის მძღოლი. მას დაურეკა ნ------ მ------–-–---–მა და უთხრა, რომ მეუღლესთან და სტუმართან ერთად იმყოფებოდა კ-------ში და იქნებ ჩამოეყვანა ქობულეთში. რადგან არ ეცალა, აღნიშნულის თაობაზე დაურეკა მ------ მ-------ეს.

მოწმის სახით დაკითხული მ------ მ-------ის ჩვენების თანახმად, ი-–------- შ-----ემ დაურეკა და უთხრა, რომ კ-------დან კლიენტი უნდა ჩამოეყვანა. იმ დროს იმყოფებოდა თბილისში და დაურეკა ზ---- ს---------ეს, რომელმაც თანხმობა განაცხადა.

მოწმის სახით დაკითხული ზ---- ს---------ის ჩვენების თანახმად, ჰყავს ,,ოპელ ასტრას'' მარკის ავტომანქანა. მას დაურეკა მ------ მ-------ემ და უთხრა, რომ კ-------დან ჩამოსაყვანი იყო კლიენტი ქობულეთში. ავიდა სოფელ კ-------ში, საიდანაც წამოიყვანა მამაკაცი და ორი ქალბატონი. ქობულეთი- ბათუმის ცენტრალურ გზაზე ერთი ქალბატონი ჩამოვიდა და გადავიდა ბათუმის მიმართულებით. დარჩენილი მგზავრები სახლში მიიყვანა. გადაუხადეს მგზავრობის საფასური - 10 ლარი, რის შემდეგ დაბრუნდა სამუშაო ადგილზე.

მოწმის სახით დაკითხული ა----------------–-–--------------------- უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ--–---- დ-------ის ჩვენების და მის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, რომ 2017 წლის 25 ნ--------ს, მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თურქეთის მოქალაქე, ფ---- ო---–-- ო-–----ი, დროებით მცხოვრები ქ.ბათუმში, ზ. გ-------–---- ქუჩა N--- ბინა 4---ში, უნდა იმყოფებოდეს ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს ქუჩა N4--ში დროებით მცხოვრებ ნ------ მ------–-–---–-ს და ა-–- ჩ---------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და თან უნდა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

მოწმის სახით დაკითხულ ა----------------–-–--------------------- უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ--–---- დ-------ის ჩვენების და მის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, 2017 წლის 25 ნ--------ს, მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თურქეთის მოქალაქე, ფ---- ო---–-- ო-–----ი, დროებით მცხოვრები ქ. ბათუმში, ზ----------–---- ქუჩა N--- ბინა 4---ში, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, უცნობ პირთათვის გადასაცემად, უნდა ინახავდეს ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

ფ---- ო---–-- ო-–----ის პირადი ჩხრეკის ოქმით და თანდართული ფოტო ცხრილით დასტურდება, რომ 2017 წლის წლის 25 ნ--------ს ქ. ქობულეთში, დ----- ა----–-----–-ს გამზირი N4--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ფეხით სავალ ბილიკზე, თურქეთის მოქალაქე, ფ---- ო---–-- ო-–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მომწვანო-მოყავისფრო ფერის ხელყუმბარის მსგავსი საგანი და 40 (ორმოცი) ცა-–- ავტომატის ვაზნის მსგავსი საგანი.

მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ა----------------–-–--------------------- ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ----- დ--------მ და ჩხრეკაში მონაწილე პირებმა - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ---- გ---------მ და ექსპერტმა - მ------ ს---------ემ სასამართლო სხდომაზე დადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რაც სრულად შეესაბამება პირადი ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას და ჩხრეკის ოქმში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებებს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ----- ბ-----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 25 ნ--------ს ქ. ქობულეთში, დ----- ა----–-----–-ს გამზირი N4-- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ფეხით სავალ ბილიკზე, ფ---- ო---–-- ო-–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 40 (ორმოცი) ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5.45მმ კა-–-ბრის ვაზნები, განკუთვნილი 5.45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი კონსტრუქციის ავტომატებისათვის: AK-74, AKC-‘’74, AKC-74Y’’ და ტყვიამფრქვევებისათვის - ,,РПК-74“, ,,РПКС-74“. ორმოცივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისთვის.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ა-–---- ჩ-----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული პიროტექნიკური ექსპერტიზის N---/ამ დასკვნის თანახმად, 2017 წლის 25 ნ--------ს ქ. ქობულეთში, დ----- ა----–-----–-ს გამზირი N4--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ფეხით სავალ ბილიკზე, ფ---- ო---–-- ო-–----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - ქარხნული წესით დამზადებული ,,Ф-1“ ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობი-–--ბას და საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად (ექსპერტმა ა-–---- ჩ-----ემ განაცხადა, რომ იმის გარკვევა საბრძოლოა თუ არა ხელყუმბარა ხდება გამოკვლევით, ხოლო ვარგისია თუ არა - ამისათვის მიდის პოლიგონზე და ახდენს მის აფეთქებას).

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 ნ--------ს, ქ. ბათუმში, ზ----------–---- ქუჩა N----ში მდებარე N4-- საცხოვრებელ ბინაში, ჩხრეკის დროს საძინებელ ოთახში მდებარე საწოლის ქვემოთ, იატაკზე დადებულ მდგომარეობაში ნახული და აღმოჩენილი იქნა პოლიეთილენის მუქი მონაცრისფრო ფერის პარკში შეფუთული და მასზე შემოხვეული წებოვანი ლენტით ერთი ფუთა, რომლის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ერთი მჭიდით, ხოლო მჭიდში მოთავსებული იყო თვრამეტი ცა-–- ვაზნა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი - საქართველოს შსს ა----------------–-–--------------------- ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, ო-–-- გ--------- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტები: კ------- დ----–-- და რ---–--- გ-------ე. მათ მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გადმოცემული ინფორმაცია, სრულად შეესაბამება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას და დადასტურებულია ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ რ----- ბ-----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 25 ნ--------ს, ქ. ბათუმში, ზ----------–---- ქუჩა N----ში მდებარე N4-- საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ერთი მჭიდით, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45 მმ კა-–-ბრის AK-74 მოდელის N------ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს მჭიდით, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო მჭიდში მოთავსებული თვრამეტი ცა-–- ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1794 წლის ნიმუშის 5.45 მმ კა-–-ბრის ვაზნები, განკუთვნილი 5.45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის - ,,AK-74’’, ,,AKC-74’’, ,,AKC-74Y’’ და ტყვიამფრქვევებისათვის ,,PПK-74’’, ,,PПKC-74’’. თვრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისთვის.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 ნ--------ს, მოწმე ნ------ მ------–-–---–მა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, სოფელ კ-------ში მიუთითა ის ადგილი, სადაც 2017 წლის ნოემბრის თვის შუა რიცხვებში ფ---- ო---–-- ო-–----მა მიწაში ჩამარხა ლურჯი ფერის კასრი, შავი თავსახურავით, რომელშიც მოთავსებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

ამოღების ოქმით და თანდართული ფოტო ცხრილით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 ნ--------ს, 19:27 სათიდან 20:15 საათამდე დროის შუალედში, სოფელ კ-------ში, საავტომობი-–-- ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს, მდინარე კ----–------ მდგარი ფ-----------ს უკან, ნ------ მ------–-–---–-ს მიერ მითითებული ადგილიდან მიწის ამოთხრის შედეგად, ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის პლასტმასის კასრი, შავი ფერის თავსახურავით. აღნიშნული კასრის გახსნისას აღმოჩენილ იქნა 3 ცა-–- ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, 1 ცა-–- ხელყუმბარის მსგავსი საგანი და 198 ცა-–- ვაზნის მსგავსი საგანი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი - ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, გ------- გ-------–--ე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები - მ------ ს---------ე და ბ----- ვ------–--ე. მათ მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გადმოცემული ინფორმაცია, სრულად შეესაბამება საგამოძიებო მოქმედების ოქმში ასახულ ინფორმაციას და დადასტურებულია ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ----- ბ-----ის ჩვენების და მის მიერ 2017 წლის 26 ნ--------ს გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, სოფელ კ-------ში ამოღებული: ქარხნული წესით დამზადებული 5.45 მმ კა-–-ბრის ,,AK-74’’ მოდელის N------- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ქარხნული წესით დამზადებული 5.45 მმ კა-–-ბრის ,,AK-74’’ მოდელის, ლულის კოლოფზე N------, ჩამკეტის ჩარჩოზე N------, ჩამკეტზე ნომერი არ იკითხება, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ქარხნული წესით დამზადებული რუმინული წარმოების 7.62 მმ კალიბრის ,,AKM’’- მოდელის NS----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

198 (ასოთხმოცდათვრამეტი) ცა-–- ვაზნიდან: 83 (ოთხმოცდასამი) ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კა-–-ბრის ვაზნები, განკუთვნილი 7.62 მმ კა-–-ბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის - ,,AK-47’’, ,,AKC-47’’, ,,AKM’’, ,,AKMC’’, ,,AKMCY’’, კარაბინისათვის ,,CKC’’, ხელის ტყვიამფრქვევისათვის ,,РПД’’ ,,РПК’’. ოთხმოცდასამივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისთვის.

115 (ას თხუთმეტი) ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კა-–-ბრის, განკუთვნილი 5.45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის - ,,AK-74’’, ,,AKC-74’’, ,,AKC-74Y’’ და ტყვიამფრქვევებისათვის ,,РПК-74’’ და ,,РПКС-74’’. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ა-–---- ჩ-----ის ჩვენების და მის მიერ 2017 წლის 26 ნ--------ს გაცემული პიროტექნიკური ექსპერტიზის N---/ამ დასკვნის თანახმად, სოფელ კ-------ში ამოღებული - ქარხნული წესით დამზადებული ,,Ф-1“ ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობი-–--ბას და საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

მართა-–-ა სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნის, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. დაცვის მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ფ---- ო---–-- ო-–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- მ-----–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ფ---- ო---–-- ო-–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ფ---- ო---–-- ო-–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ფ---- ო---–-- ო-–----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ფ---- ო---–-- ო-–----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ნოემბრიდან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ფ---- ო---–-- ო-–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცებები:

- ფ---- ო---–-- ო-–----ისაგან საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული - 40 (ორმოცი) ცა-–- ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კა-–-ბრის ვაზნები, რომლებიც განკუთვნილია 5,45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის “AK-74,”,,AKC-74,” ,,AKC-74Y” ავტომატებისათვის და ,,PПК-74”, ,,PПKC-74” ტყვიამფრქვევებისათვის, ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კა-–-ბრის „AK-74,” მოდელის N------- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი მჭიდით, 18 (თვრამეტი) ცა-–- ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5, 45 მმ კა-–-ბრის ვაზნები, რომლებიც განკუთვნილია 5,45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, „AKC-74“, „AKC-74Y“ ავტომატებისათვის და ,,PПК -74”, ,,PПKC-74” ტყვიამფრქვევებისათვის, ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კა-–-ბრის „AK-74“ მოდელის N------- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კა-–-ბრის „AK-74“ მოდელის ლულის კოლოფზე N------, ჩამკეტის ჩარჩოზე N------ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული რუმინული წარმოების 7,62 მმ კა-–-ბრის ,,AKM” მოდელის NS----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, საბრძოლო მასალა, კერძოდ, 115 (ას თხუთმეტი) ცა-–- ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კა-–-ბრის ვაზნები, რომლებიც განკუთვნილია 5,45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, „AKC-74,“ „AKC-74Y“ ავტომატებისათვის და “PПК -74”, ,,PПKC-74” ტყვიამფრქვევებისათვის, 83 (ოთხმოცდასამი) ცა-–- ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კა-–-ბრის ვაზნები, რომლებიც განკუთვნილია 7,62 მმ კა-–-ბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-47“, „AKC-47“, „AKM“, „AKMC“, „AKMCY“ ავტომატებისათვის, კარაბინისათვის ,,CKC” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის „РПД“, „РПК“, 1 ცა-–- ქარხნული წესით დამზადებული ხელის მსხვრევადი ყუმბარისათვის განკუთვნილი ფა-–-ა - გადაეცეს საქართველოს შსს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

- საწოლის გადასაფარებელი, ღია კრემისფერი ნაჭრის ჩანთა, შავი ფერის ნაჭრის სპორტული ჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად და ტყავის საფულე მასში არსებული ფულადი თანხით, კერძოდ, 34 ცა-–- 100 დოლარიანი კუპიურა, 2 ცა-–- 50 დოლარიანი კუპიურა, 8 ცა-–- 100 ლარიანი კუპიურა, 1 ცა-–- 50 ლარიანი კუპიურა, 1 ცა-–- 20 ლარიანი კუპიურა, 3 ცა-–- 5 ლარიანი კუპიურა და 2 ლარისა და 72 თეთრის ლითონის მონეტები, მთლიანობაში 3 500 აშშ დოლარი, 887 ლარი და 72 თეთრი, მეტრ-----ის პლასტიკური ბარათი, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

- 1 ცა-–- პლასტმასის კასრი, პოლიეთილენის პარკები, ტი-–--ს ნაჭრები და სახრახნი, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე