განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140310018002765619
საქმე №3ბ/547-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
4 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ლ---------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ----------------–--ე;
წარმომადგენელი - გ-------------–---–ი;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ი;
წარმომადგენელი - ლ---------–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით, ფ----------------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 770,02 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის 2----–-–----------------ის №---------------- გადაწყვეტილება.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 4 207,11 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის 2----–-–----------------ის №----------------- გადაწყვეტილება.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 1 344,27 მ2 სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის 2----–-–----------------ის №--------------07 გადაწყვეტილება.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 2 469,24 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის 2----–-–----------------ის №---------------- გადაწყვეტილება.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------ის №------- გადაწყვეტილება.
ფ----------------–--ის სარჩელი 2----–-–------------ის №------------- განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 770,02 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ფ----------------–--ის სარჩელი 2----–-–------------ის №------------- განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 4 207,11 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ფ----------------–--ის სარჩელი 2----–-–------------ის №------------- განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 1 344,27 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ფ----------------–--ის სარჩელი 2----–-–------------ის №------------- განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 2 469,24 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ----------------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–-------ს დაევალა: ა) ფ----------------–--ის მიერ 2----–-–------------ს წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში ფ-----------------–--ის სახელზე №---------------, №--------------- და №--------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციების გარდა, ირიცხება თუ არა სხვა უძრავი ქონება;
ბ) უფლების დამდგენ დოკუმენტში - გორის არქივის 2-----–-–-------------ის №-------- მიმართვით დადასტურებული 1-------- წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა პირადი ანგარიშებში მითითებული 0,50 ჰა მიწის ნაკვეთით ან მისი ნაწილით მოცულია თუ არა მითითებული სამი სისტემური რეგისტრაცია (არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა რეგისტრაცია); თუ არ არის სრულად მოცული ამ (ან სხვა) რეგისტრაციებით 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი, გაირკვეს, კონკრეტულად სად და რა კონფიგურაციით მდებარეობს უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი (ან მისი დარჩენილი ნაწილი), რათა ფ----------------–--ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ზუსტად და ნათლად დადგინდეს, რეგისტრაციას სისტემურ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა ექნება საფუძვლად თუ უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე მოხდება პირველადი რეგისტრაცია;
გ) ამ საკითხების გარკვევის შემდეგ დადგინდეს, რა ოდენობის ფართზე გააჩნია მართლზომიერი მფლობელობის უფლება ფ----------------–--ეს და რა ოდენობის ფართზე აქვს წარდგენილი განაცხადები საჯარო რეესტრში;
დ) შეისწავლოს და გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა - შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. გორის რაიონის სოფელ ზ----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირად ანგარიშებში ფ-----------------–--ის სახელზე ირიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი. მიწის გადასახადის გადამხდელთა წიგნები არ არის დამოწმებული საკრებულოს გამგებლის ხელმოწერით და ბეჭდით.
2.2.2. ნ------ის თემის საკრებულოს სოფელ ზ----------ის 1-------- წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებსა და გაყრილობის განაჩენებში ჩანაწერი ფ----------------–--ის კომლისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო სოფელ ზ----------ის მიწის განაწილების სიები და მიღება - ჩაბარების აქტები გორის ადგილობრივ არქივში დაცვაზე არ შესულა.
2.2.3. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–------------ის მიმართვის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში მცხოვრები ფ----------------–--ე ფაქტობრივი მდგომარეობით უვლის და განკარგავს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთებს სოფელ ზ----------ში. ამ ინფორმაციას ადასტურებს ნ------ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი იქ დაცული ორთორუქებისა და მეზობლების ხელმოწერილი აქტის მეშვეობით.
2.2.4. ფ----------------–--ემ 2----–-–------------ს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–-------ს და მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 770,02 მ2, 4 207,11 მ2, 1 344,27 მ2 და 2 469,24 მ2 ოთხი მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მიერ არქივიდან (ასევე სხვა ორგანოებიდან) გამოთხოვილი იქნა ფ----------------–--ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც გორის არქივის მიერ გადაგზავნილი იქნა 2----–-–------------ის №-------- მიმართვა.
2.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ნ------ის მ------–----------------------------ის 1------------ წლის მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, ეს ნაკვეთები წარმოადგენდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართებს.
2.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის მიერ ამ ოთხი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მასალები გადაგზავნილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში იმ მოტივით, რომ მოძიებული ინფორმაციით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
2.2.7. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებებით ფ----------------–--ეს უარი ეთქვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე 770,02 მ2, 4 207,11 მ2, 1 344,27 მ2 და 2 469,24 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) ოთხი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ეს ნაკვეთები არ არის მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე და არც შენობა - ნაგებობაა განთავსებული.
2.2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–--------ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით, ფ----------------–--ეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ხოლო შემდეგ საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მისი მართლზომიერი მფლობელობის შესახებ დოკუმენტი არქივში დაცული იყო საკრებულოს გამგებლის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე, და შესაბამისად, არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო ნივთებზე უფლების დამდგენ სრულყოფილ დოკუმენტს.
2.2.9. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ის 2----–-–----------------ამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" საარქივო სამმართველოში არ ინახება.
2.2.10. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი სისტემური რეგისტრაციების ამსახველი სიტუაციური ნახაზების მიხედვით, ფ----------------–--ის სახელზე №------------- და №------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციით ირიცხება მიწის ნაკვეთი (ყვითელი ფენა), რასაც ზუსტად ემთხვევა მის მიერ 2----–-–------------ს №------------- და №------------- სარეგისტრაციო განაცხადებზე წარდგენილი საკადასტრო აზოვითი ნახაზები (მწვანე ფენა).
2.2.11. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი სისტემური რეგისტრაციების ამსახველი სიტუაციური ნახაზის მიხედვით, ფ----------------–--ის სახელზე №------------- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციით ირიცხება მიწის ნაკვეთი (ყვითელი ფენა), რასაც არ ემთხვევა მის მიერ 2----–-–------------ს №------------- სარეგისტრაციო განაცხადებზე წარდგენილი საკადასტრო აზოვითი ნახაზი (მწვანე ფენა), და წარდგენილია სისტემური რეგისტრაციით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის (ყვითელი ფენა) საზღვრის მიღმა - სამხრეთით, სადაც სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია სრულიად სხვა პირის საკუთრების უფლება.
2.2.12. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი სისტემური რეგისტრაციების ამსახველი სიტუაციური ნახაზის მიხედვით, ფ----------------–--ის მიერ 2----–-–------------ს №------------- სარეგისტრაციო განაცხადებზე წარდგენილი საკადასტრო აზოვითი ნახაზის (მწვანე ფენა) ქვეშ სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია ასევე სრულიად სხვა პირის საკუთრების უფლება.
2.2.13. ფ----------------–--ის მიერ 2----–-–------------ს წარდგენილი განცხადებების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის მოთხოვნილია 8 790,64 მ2 ფართის რეგისტრაცია.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის მიერ არქივიდან გამოთხოვილი იქნა ფ----------------–--ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით ეცნობა, რომ გორის რაიონის სოფელ ზ----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირად ანგარიშებში ფ----------------–--ის სახელზე ირიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი. ამავე მიმართვაში მიეთითა, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა წიგნები არ არის დამოწმებული საკრებულოს გამგებლის ხელმოწერით და ბეჭდით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მოტივით საგადასახადო სიის (მიწის გადასახადის გადამხდელთა პირადი ანგარიშები) მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად არჩათვლა ეწინააღმდეგება მითითებული კანონით განსაზღვრული ურთიერთობებისა და რეგულაციის შინაარსს და წარმოადგენს საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას.
სასამართლომ განმარტა, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია) წარმოადგენს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რაც, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) იყო დამტკიცებული.
ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი საკრებულოს გამგებლის მიერ და არ არის დამოწმებული ბეჭდით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით არ შეიძლება, ამ დოკუმენტში ასახული ფიზიკურ პირის უფლებების დაუდასტურებლობის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი გახდეს, რამდენადაც სხვა მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ამ უფლებას, საქმეზე არ არსებობს.
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არა მიწების განაწილების სია, არამედ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაა (პირადი ანგარიშები), მაგრამ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, თავის მხრივ, ეფუძნებოდა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს - მიწების განაწილების სიას, რაც, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) იყო დამტკიცებული.
ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის არქივის მიერ მიწოდებული და საგადასახადო სიაში ასახული ინფორმაცია, კონკრეტულ შემთხვევაში, ეჭვს ქვეშ არ უნდა დამდგარიყო, მით უფრო, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------ის №----------- მიმართვის თანახმად, ფ-----------------–--ე სოფელ ზ----------ში ფაქტობრივი მდგომარეობით უვლის და განკარგავს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთებს, რასაც ადასტურებს ნ------ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი იქ დაცული ორთორუქებისა და მეზობლების ხელმოწერილი აქტის მეშვეობით.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, საჯარო რეესტრის სამსახურის პოზიცია მასზედ, რომ ფ----------------–--ეს არ გააჩნია მიწის ნაკვეთებზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და მართლზომიერ მფლობელად ვერ მიიჩნევა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თუნდაც გორის არქივის 2----–-–------------ის №------- და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–------------ის №---------- მიმართვები ერთობლიობაში ქმნიდა გორის რაიონის სოფელ ზ-----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირად ანგარიშების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში ფ-----------------–--ის სახელზე №-------------, №------------- და №------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციებით ირიცხება სამი მიწის ნაკვეთი (ყვითელი ფენა), რაც განხორციელებულია „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–------------------ ბრძანებულების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა რა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (პირადი ანგარიშები) და ფ-----------------–--ეს უარი ეთქვა რეგისტრაციებზე, სასამართლოს შეფასებით, საერთოდ არ გამოკვლეულა და დადგენილა, სისტემური რეგისტრაციით რა ოდენობის და რა ადგილზე ერიცხებოდა მას მიწის ნაკვეთები.
დადგენილია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში ფ-----------------–--ის სახელზე №-------------, №-------------- და №-------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციებით ირიცხება სამი მიწის ნაკვეთი. ასევე მას გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი - გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით დადასტურებული 1-------- წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა პირადი ანგარიშები 0,50 ჰა მიწის ნაკვეთზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველ რიგში, დასადგენია, მოცულია თუ არა მითითებული სამი სისტემური რეგისტრაციით (არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა რეგისტრაციით) უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი. შემდეგ, თუ არ არის სრულად მოცული ამ რეგისტრაციებით 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი, მაშინ გასარკვევია, კონკრეტულად სად და რა კონფიგურაციით მდებარეობს უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი (ან მისი დარჩენილი ნაწილი).
მარეგისტრირებელ ორგანოს ჯერ უფლების დამდგენ დოკუმენტად უნდა მიეჩნია გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით დადასტურებული 1-------- წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა პირადი ანგარიშები 0,50 ჰა მიწის ნაკვეთზე, ხოლო შემდეგ უნდა გამოეკვლია ფ----------------–--ის ზემოთ მითითებული საკუთრების უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) გეოგრაფიული მდებარეობა, უფლებამოსილი პირები და უფლებამოსილებათა ფარგლები, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა (მათ შორის სახელმწიფო) საკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა მის სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ, სასამართლოში წარმოდგენილი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში ფ-----------------–--ის სახელზე №-------------, №-------------- და №-------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციებით ირიცხება სამი მიწის ნაკვეთი, საიდანაც ორ ნაკვეთზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები ზუსტად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს, სასამართლო რეგისტრაციის პირდაპირი წესით დავალდებულებას თუნდაც ამ ორ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მაინც ვერ მოახდენს, რადგან უნდა გაირკვეს, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას სისტემურ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა ექნება საფუძვლად თუ უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე მოხდება პირველადი რეგისტრაცია (შესაძლოა, სისტემურ რეგისტრაციებში ასახული ინფორმაცია შეცვლილი იყოს და საჭიროებდეს აუცილებელ დაზუსტებას).
სასამართლომ მიუთითა, რომ ფ-----------------–--ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზები 8 790,64 მ2 მიწის ფართზე მაშინ, როდესაც უფლების დამდგენ დოკუმენტით მას საკუთრებაში ერიცხება 0,50 ჰა (5 000 მ2), რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ 0,5 პროცენტიან ზღვარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებების დადგენაც უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–-------ს.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული დოკუმენტი - გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით დადასტურებული 1-------- წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა პირადი ანგარიშები, ასევე სისტემური რეგისტრაციები სასამართლოს მოსაზრებით, საკმარისი იყო მისი მართლზომიერი მფლობელობისა და საკუთრების დასადასტურებლად, თუმცა გამოსაკვლევად მიიჩნია რა ოდენობის ფართსა და რა ადგილებზე გააჩნია მას მართლზომიერი მფლობელობისა თუ საკუთრების უფლება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების შედეგს და განმარტავს, რომ სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ გარემოებებზე: ფ----------------–--ემ (პირადი ნომერი------------) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შ------------–--------------–-------ში წარადგინა N------------, N------------, N------------ და N------------ სარეგისტრაციო განცხადებები და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში მდებარე, 770.02 კვ.მ, 4207.11 კვ.მ, 1344.27 კვ.მ და 2469.24 კვ.მ ფართობების სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებებზე დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმომადგენლის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შ------------–--------------–--------ის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში ფ---------–--–--------------–--ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლამდე მდგომარეობით. ასევე, ყველა სხვა სახის მიწის განაწილების სია, დოკუმენტაცია - მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი, გაყრილობის განაჩენი, საგადასახადო სია და სხვა.
აპელანტი მიუთითებს, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2----–-–------------ის No------- წერილის თანახმად, სოფელ ზ----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირად ანგარიშებში ფ---------–--–--------------–--ის სახელზე ირიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი, რომელიც წარმოადგენს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების კატეგორიას, თუმცა მიწის გადასახადის გადამხდელთა წიგნები არ არის დამოწმებული საკრებულოს გამგებლის ხელმოწერით და ბეჭდით. აპელანტი მიუთითებს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე ფ----------------–--ის მართლზომიერი მფლობელობის/საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ვერ იქნა მოძიებული.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დაინტერესებული პირის - ფ----------------–--ის სარეგისტრაციო წარმოებებზე არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამასთან, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო თანხმობა განცხადებების საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N------------, N------------, N------------ და N------------ სარეგისტრაციო განცხადებები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გადაგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N---, N---, N--- და N--- განკარგულებების თანახმად, ფ----------------–--ეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების აღიარებაზე. ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე არ დადგინდა საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირს უარი ეთქვა აღიარებაზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაინტერესებულ პირს განცხადებებით მოთხოვნილი ჰქონდა გაცილებით მეტი ფართობის რეგისტრაცია, ვიდრე ეს ზემოაღნიშნულ საგადასახადო სიაშია მითითებული. მისივე განმარტებით, N------------, N------------, N------------ და N------------ სარეგისტრაციო განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოძიებული დოკუმენტი - მიწის გადასახადის გადამხდელთა სია არ იყო შედგენილი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძოდ, იგი არ შეესაბამებოდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოებიდან მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადგინდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა) ან საკუთრების უფლება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ასევე არ იქნა წარდგენილი დაინტერესებული პირის მიერ, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა შუამდგომლობა და განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია 2----–-–------------ის N------------------------------------ მიმართვებით გადააგზავნა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიიჩნია სადავო საგადასახადო სია, რომელიც არ არის კანონის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი - არ გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი რეკვიზიტები, როგორიცაა გამგებლის ხელმოწერა და ბეჭედი და რომელთა გარეშეც იგი ვერ ჩაითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებულად.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის No327 ბრძანებულება, როდესაც მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------ში ფ----------------–--ის სახელზე 6------------------------------------------ საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციებით რეგისტრირებულია სამი მიწის ნაკვეთი (ყვითელი ფენა), ამასთან, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, როდესაც მიუთითა აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტზე. წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებული განმარტება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. იმ პირობებში, როდესაც ფ----------------–--ის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე, დაინტერესებულ პირს არ დაუდგინდა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, როგორ უნდა განეხორციელებინა მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აპელანტი ბუნდოვნად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას ე.წ. სისტემური რეგისტრაციების ამსახველ „ყვითელ ფენებთან" და „მწვანე ფერებთან“ დაკავშირებით და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ საკადასტრო კოდებზე არ არის გახსნილი სააღრიცხვო ბარათები, შესაბამისად, უძრავი ნივთი რეგისტრირებულად არ ითვლება, იგი მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ მონაცემს წარმოადგენს და არა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ე.წ. „ყვითელი ფენებით" დაცული მონაცემების კვლევის დავალება წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას სცდება.
აპელანტი, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ საკადასტრო კოდებთან მიმართებაში არ არის გახსნილი სააღრიცხვო ბარათები, რომლებზეც სასამართლოს შეეძლო მიეთითებინა სააგენტოსთვის დამატებით საქმის გარემოებების გამოკვლევა. მითითებული დასაბუთების გათვალისწინებით, აპელანტისთვის ბუნდოვანია, სასამართლომ თუ რატომ ჩათვალა ზემოაღნიშნული საგადასახადო სია უფლების დამდგენ დოკუმენტად და მასში მითითებულ 0.50 ჰა მიწის ნაკვეთზე დაადგინა ფ----------------–--ის საკუთრების უფლება, დამატებით რის საფუძველზე უნდა მოხდეს იმის კვლევა, მოცულია თუ არა ფ----------------–--ის სახელზე სისტემური რეგისტრაციებით რიცხული სამი მიწის ნაკვეთი საგადასახადო სიაში აღნიშნული 0.50 ჰა მიწის ნაკვეთით ან მისი ნაწილით, ხოლო თუ არ არის მოცული - სად და რა კონფიგურაციით მდებარეობს საგადასახადო სიით რიცხული 0.50 ჰა მიწის ნაკვეთი.
აპელანტი ასევე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციას ცდება სასამართლოს მითითება, მასზედ, რომ მოპასუხეს უნდა გამოეკვლია სად და რა კონფიგურაციით მდებარეობდა საგადასახადო სიაში მითითებული მიწის ნაკვეთები, იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ან/და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული არ ყოფილა საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტი ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მითითებას, რომ მოპასუხეს უნდა გამოეკვლია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და იყო თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში. წარმომადგენლის განმარტებით, მეზობლების დადასტურების შემთხვევაშიც მარეგისტრირებელი ორგანო ვერ მიიღებდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან იგი ვერ მოიაზრება როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი. ასევე, მარეგისტრირებელი ორგანო ვერ დაადგენს და მის კომპეტენციას ცდება მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ფლობის დადასტურება.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება, იყოს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მიერ არქივიდან გამოთხოვილი იქნა ფ----------------–--ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზედაც გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით ეცნობა, რომ გორის რაიონის სოფელ ზ----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირად ანგარიშებში ფ----------------–--ის სახელზე ირიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი. ამავე მიმართვაში მიეთითა, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა წიგნები არ არის დამოწმებული საკრებულოს გამგებლის ხელმოწერით და ბეჭდით.
პალატა მიუთითებს ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე რომლის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს; ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.
ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება იმ დოკუმენტებით, რომლებიც შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში.
პალატა განმარტავს, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია) წარმოადგენს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) იყო დამტკიცებული.
ამდენად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საგადასახადო სიის კონკრეტული მოტივით (მიწის გადასახადის გადამხდელთა პირადი ანგარიშები) მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად არჩათვლა ეწინააღმდეგება მითითებული კანონით განსაზღვრული ურთიერთობებისა და რეგულაციის შინაარსს და წარმოადგენს საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გორის რაიონის სოფელ ზ----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირადი ანგარიშები გორის არქივს გადაეცა თვით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, რაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცული იქნა არქივში. ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი საკრებულოს გამგებლის მიერ და არ არის დამოწმებული ბეჭდით, არ შეიძლება, ამ დოკუმენტში ასახული ფიზიკურ პირის უფლებების დაუდასტურებლობის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი გახდეს, რამდენადაც სხვა მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ამ უფლებას, საქმის ვერც პირველ ინსტანციაში განხილვის და ვერც სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე არ წარდგენილა.
პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე – თუ არ დგინდება სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიწების განაწილების სიის დამტკიცების ფაქტი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ ჩანაწერს, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არა მიწების განაწილების სია, არამედ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაა (პირადი ანგარიშები), მაგრამ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, თავის მხრივ, ეფუძნებოდა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს - მიწების განაწილების სიას, რაც, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) იყო დამტკიცებული.
აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ გორის არქივის მიერ მიწოდებული და საგადასახადო სიაში ასახული ინფორმაცია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ეჭვს ქვეშ არ უნდა დამდგარიყო, მით უფრო, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------ის №----------- მიმართვის თანახმად, ფ-----------------–--ე სოფელ ზ----------ში ფაქტობრივი მდგომარეობით უვლის და განკარგავს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთებს, რასაც ადასტურებს ნ------ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი იქ დაცული ორთორუქებისა და მეზობლების ხელმოწერილი აქტის მეშვეობით.
როგორც აღინიშნა, გორის რაიონის სოფელ ზ----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირად ანგარიშებში ფ----------------–--ის სახელზე ირიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი.
პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს, აპელანტის - სსიპ საჯარო რეესტრის სამსახურის იმ მოსაზრებას, რომ ფ----------------–--ეს არ გააჩნია მიწის ნაკვეთებზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და მართლზომიერ მფლობელად ვერ მიიჩნევა. პალატის მოსაზრებით, გორის არქივის 2----–-–------------ის №------- და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–------------ის №--------- მიმართვები ერთობლიობაში ქმნიდა გორის რაიონის სოფელ ზ----------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების პირად ანგარიშების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევის საკმარის საფუძველს. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში ფ-----------------–--ის სახელზე №-------------, №------------- და №------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციებით ირიცხება სამი მიწის ნაკვეთი (ყვითელი ფენა), რაც განხორციელებულია „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–------------------ ბრძანებულების საფუძველზე.
პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის თანახმად, „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–------------------ ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემები, ამ კანონის მიზნებისათვის, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, როგორც მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, და ამ კანონის მიზნებისათვის, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო მონაცემების, დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–------------------ ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები. კანონის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია ითვლება რეგისტრირებულ მონაცემად, რაშიც შესაძლოა, განხორციელდეს ცვლილებები. ამავე დროს, ეს მონაცემები შესაძლოა, გამოყენებული იქნეს, როგორც მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ არ იქნა რა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (პირადი ანგარიშები) და ფ-----------------–--ეს უარი ეთქვა რეგისტრაციებზე, საერთოდ არ გამოკვლეულა და დადგენილა, სისტემური რეგისტრაციით რა ოდენობის და რა ადგილზე ერიცხებოდა მას მიწის ნაკვეთები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფ----------------–--ეს მიმართული აქვს მეხუთე განაცხადითაც (№-------------), რომლითაც მოთხოვნილი აქვს სისტემური რეგისტრაციით მის სახელზე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა რეესტრის სამსახურის მიერ ეს განცხადებაც გადაგზავნილია გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენა - დაუდგენლობის მიზნით.
პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში ფ-----------------–--ის სახელზე №-------------, №-------------- და №-------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციებით ირიცხება სამი მიწის ნაკვეთი. ასევე მას გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი - გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით დადასტურებული 1-------- წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა პირადი ანგარიშები 0,50 ჰა მიწის ნაკვეთზე. პალატის მოსაზრებით, პირველ რიგში, დასადგენია, მოცულია თუ არა მითითებული სამი სისტემური რეგისტრაციით (არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა რეგისტრაციით) უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი; შემდეგ, თუ არ არის სრულად მოცული ამ რეგისტრაციებით 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი, მაშინ გასარკვევია, კონკრეტულად სად და რა კონფიგურაციით მდებარეობს უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი (ან მისი დარჩენილი ნაწილი).
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ჯერ უფლების დამდგენ დოკუმენტად უნდა მიეჩნია გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით დადასტურებული 1-------- წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა პირადი ანგარიშები 0,50 ჰა მიწის ნაკვეთზე, ხოლო შემდეგ უნდა გამოეკვლია ფ----------------–--ის ზემოთ მითითებული საკუთრების უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) გეოგრაფიული მდებარეობა, უფლებამოსილი პირები და უფლებამოსილებათა ფარგლები, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა (მათ შორის სახელმწიფო) საკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა მის სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა არ მომხდარა.
პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ გარემოებების დადგენას როგორც ფ----------------–--ის, ასევე სხვა პირთა მიმართებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარეც, რომ, როგორც აღინიშნა, ფ----------------–--ის მიერ 2----–-–------------ს სარეგისტრაციო განაცხადებებზე წარდგენილი საკადასტრო აზოვითი ნახაზები (მწვანე ფენა) 2 შემთხვევაში ემთხვევა თავის სახელზე სისტემური რეგისტრაციით განხორციელებულ მონაცემებს, ხოლო 2 შემთხვევაში - არა. ამასთანავე, როგორც დგინდება ფ----------------–--ის მიერ წარდგენილია მეხუთე განცხადებაც და მასზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.
პალატა დამატებით მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე რომლის თანახმად, მიწის საგადასახადო სია (ამ შემთხვევაში პირადი ანგარიშები) ქმნის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს სიაში მითითებული მიწის ადგილმდებარეობა, კოორდინატები, მოსაზღვრეები და ა. შ.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას კი პალატის მოსაზრებით ცალსახად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ ჩანაწერს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა - შეჯერების გარეშე, მოპასუხისათვის რეგისტრაციის დავალდებულება ან მასზე უარის თქმა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----------ში ფ-----------------–--ის სახელზე №------------, №-------------- და №-------------- საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციებით ირიცხება სამი მიწის ნაკვეთი, საიდანაც ორ ნაკვეთზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები ზუსტად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სასამართლო რეგისტრაციის პირდაპირი წესით დავალებას, თუნდაც ამ ორ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მაინც ვერ მოახდენს, რადგან უნდა გაირკვეს, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას სისტემურ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა დაედება საფუძვლად თუ უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე მოხდება პირველადი რეგისტრაცია (შესაძლოა, სისტემურ რეგისტრაციებში ასახული ინფორმაცია შეცვლილი იყოს და საჭიროებდეს აუცილებელ დაზუსტებას).
პალატა დამატებით მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის № 4 ბრძანებით) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტზე რომლის თანახმად, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა–მდე ან 50000 კვ.მ–მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა–ზე ან 50000 კვ.მ–ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფ-----------------–--ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზები 8 790,64 მ2 მიწის ფართზე მაშინ, როდესაც უფლების დამდგენ დოკუმენტით მას საკუთრებაში ერიცხება 0,50 ჰა (5 000 მ2), რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ 0,5 პროცენტიან ზღვარს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული გარემოებების დადგენაც უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შ------------–--------------–-------ს.
ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის შედეგს და იმ ჩანაწერს, რომ საჯარო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი აქტები რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული დოკუმენტი - გორის არქივის 2----–-–------------ის №-------- მიმართვით დადასტურებული 1---------- წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა პირადი ანგარიშები, ასევე სისტემური რეგისტრაციები საკმარისი იყო მისი მართლზომიერი მფლობელობისა და საკუთრების დასადასტურებლად, თუმცა გამოსაკვლევია, რა ოდენობის ფართსა და რა ადგილებზე გააჩნია მას მართლზომიერი მფლობელობისა თუ საკუთრების უფლება.
პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა