2. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, შენახვის, დაცვისა და გამოყენებისათვის.

3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.

4. ეროვნული საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეროვნული საარქივო ფონდის ის დოკუმენტები, რომლებიც არ აისახება აღნიშნულ ნუსხაში, ინახება მატერიალური და ელექტრონული მატარებლების სახით.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.1