განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2020
საქმის ნომერი
330310018002657632
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002657632

საქმე №3-ბ-1559-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

წარმომადგენელი - გ--------------------ე, ქ---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------ი

წარმომადგენელი - ნ------------–---–-----–---

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------ის 2018 წლის 29 ივნისის F----------- განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 04.07.2018წ., რეგისტრაციის N-----) მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2018 წლის 29 ივნისს ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------მა №F----------- განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 04.07.2018 წელი, რეგისტრაციის N-----) მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ-ცალკე), მკვლევარების რაოდენობა, რომლებსაც ეთქვათ უარი სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში (არქივის მითითებით და მკვლევარის მოქალაქეობის მითითებით); 2. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ-ცალკე) თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალი, რომლებზეც აღნიშნულმა მკვლევარებმა გააკეთეს განაცხადი არქივში მუშაობაზე; 3. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე მკვლევარისთვის უარის თქმის იურიდიული საფუძველი.

 

1.2.2. სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------ის 2018 წლის 29 ივნისის №F----------- განცხადებით მოთხოვილი ინფორმაცია არ გაუცია.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე კოდექსის 38-ე მუხლი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-40 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამდენად, როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის - ოფიციალური დოკუმენტის მიმართ.

 

1.3.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისთვის, 2018 წლის 29 ივნისის №F----------- განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 04.07.2018 წელი, რეგისტრაციის N-----) მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალებას.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების საკითხებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში საარქივო საქმეს მართავს და საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში – ეროვნული არქივი). მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შევსებას, დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), აღწერას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირებას და მის მუდმივ განახლებას, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციას და განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებისათვის სადაზღვევო ფონდის შექმნას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ეროვნული არქივი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემებს (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ეროვნულ არქივს აქვს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლება, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა. ამავე ნორმის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთანაც შეზღუდულია დაშვება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, პირს უფლება აქვს, ეროვნულ არქივს მოსთხოვოს, არ დაუშვას თავისი კუთვნილი დოკუმენტის გამოყენება ან საჯაროდ ჩვენება თავის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 75 წელს მისი შექმნიდან.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------მა №F----------- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ- ცალკე), მკვლევარების რაოდენობა, რომლებსაც ეთქვათ უარი სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში (არქივის მითითებით და მკვლევარის მოქალაქეობის მითითებით); 2. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ- ცალკე) თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალი, რომლებზეც აღნიშნულმა მკვლევარებმა გააკეთეს განაცხადი არქივში მუშაობაზე; 3. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე მკვლევარისთვის უარის თქმის იურიდიული საფუძველი.

 

დადგენილია ასევე, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივს, ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------ის 2018 წლის 29 ივნისის №F----------- განცხადებით მოთხოვილი ინფორმაცია არ გაუცია.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 5 მარტის N0--------- წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ რიგ შემთხვევები ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაინტერესებული პირის დაშვება იზღუდება დროებით, ხარვეზის გამოსწორებამდე (აღნიშნულს ეროვნული არქივი არ მიიჩნევს, როგორც მკვლევართა დარბაზში დაშვებაზე უარად). ამასთან, აღნიშნულ შემთხვევებში, თუკი განმცხადებელი ეროვნული არქივისგან მოითხოვს პასუხს წერილობითი ფორმით, მას მხოლოდ მაშინ ეგზავნება წერილობითი პასუხი, აღნიშნული შემთხვევები კი იმდენად მცირეა, რომ ისინი სრულად ვერ ასახავენ ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებული პირებისათვის ყოველდღიურად გაწეულ კონსულტაციის/კომუნიკაციის პროცესს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია სათანადო საჯარო ინფორმაცია ან ხელი მიუწვდება მასზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამარათლომ ყურადღება გაამახვილა, როგორც განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსზე, ასევე მოპასუხე მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციაზე, თუ რატომ არ გასცა ინფორმაცია. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თავისი შინაარსით, არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური მონაცემების შესახებ რაიმე სახის მონაცემებს, ვინაიდან განმცხადებელი ითხოვს მკვლევართა რაოდენობას, თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალს და უარის თქმის იურიდიულ საფუძველს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის აპელირება იმაზე, რომ მასთან დაცული ინფორმაცია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ შემთხვევებთან დაკავშირებით იმდენად მცირეა, რომ სრულად ვერ ასახავს ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებული პირებისათვის ყოველდღიურად გაწეულ კონსულტაციის /კომუნიკაციის პროცესს, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გასცეს ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნია კანონით დადგენილი წესით ან ხელი მიუწვდება მასზე.

 

1.3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, ა(ა)იპ ი---------–----------------–--------------------------------ის 2018 წლის 29 ივნისის №F----------- განცხადებით მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ი---------–----------------–----------------------------------ის 2018 წლის 29 ივნისის №F----------- განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია ეროვნულ არქივში არ არის შექმნილი, დამუშავებული და დაცული.

 

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაინტერესებული პირის დაშვება იზღუდება დროებით, ხარვეზის გამოსწორებამდე, რომელიც ხდება ზეპირი კომუნიკაციით, შესაბამისად, ა(ა)იპ ი---------–----------------–---------------------------------ის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმებით განცხადებების აღრიცხვა და დიფერენცირება არ ხორციელდება, ვინაიდან ეროვნული არქივი არ მიიჩნევს, რომ ასეთ დროს უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს დარბაზში დაშვებაზე. გამონაკლის შემთვევებზე, თუ განმცხადებელი ზეპირი კომუნიკაციისას ეროვნული არქივისგან მოითხოვს პასუხს წერილობითი ფორმით, მას მხოლოდ მაშინ გაეგზავნება წერილობითი პასუხი. აღნიშნული წერილობითი პასუხების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ისინი სრულად ვერ ასახავენ ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებული პირებისათვის ყოველდღიურად გაწეული კონსულტაციის/კომუნიკაციის პროცესს.

 

სასამართლოს მიერ კი გადაწყვეტილება ამ მნიშვნელოვანი გარემოების შეფასების გარეშე იქნა მიღებული.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-40 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

 

საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამდენად, როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის - ოფიციალური დოკუმენტის მიმართ.

 

,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების საკითხებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში საარქივო საქმეს მართავს და საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში – ეროვნული არქივი). მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შევსებას, დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), აღწერას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირებას და მის მუდმივ განახლებას, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციას და განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებისათვის სადაზღვევო ფონდის შექმნას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ეროვნული არქივი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემებს (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ეროვნულ არქივს აქვს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლება, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა.

 

,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა. ამავე ნორმის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთანაც შეზღუდულია დაშვება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, პირს უფლება აქვს, ეროვნულ არქივს მოსთხოვოს, არ დაუშვას თავისი კუთვნილი დოკუმენტის გამოყენება ან საჯაროდ ჩვენება თავის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 75 წელს მისი შექმნიდან.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ 2018 წლის 29 ივნისს ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------მა №F----------- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ- ცალკე), მკვლევარების რაოდენობა, რომლებსაც ეთქვათ უარი სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში (არქივის მითითებით და მკვლევარის მოქალაქეობის მითითებით); 2. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ- ცალკე) თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალი, რომლებზეც აღნიშნულმა მკვლევარებმა გააკეთეს განაცხადი არქივში მუშაობაზე; 3. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე მკვლევარისთვის უარის თქმის იურიდიული საფუძველი. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივს, ა(ა)იპ ი---------–---------------–--------------------------------ის 2018 წლის 29 ივნისის №F----------- განცხადებით მოთხოვილი ინფორმაცია არ გაუცია.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ ვინაიდან ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაინტერესებული პირის დაშვება იზღუდება დროებით, ხარვეზის გამოსწორებამდე, რომელიც ხდება ზეპირი კომუნიკაციით, შესაბამისად, ა(ა)იპ ი---------–----------------–---------------------------------ის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმებით განცხადებების აღრიცხვა და დიფერენცირება არ ხორციელდება, ვინაიდან ეროვნული არქივი არ მიიჩნევს, რომ ასეთ დროს უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს დარბაზში დაშვებაზე. გამონაკლის შემთვევებზე, თუ განმცხადებელი ზეპირი კომუნიკაციისას ეროვნული არქივისგან მოითხოვს პასუხს წერილობითი ფორმით, მას მხოლოდ მაშინ გაეგზავნება წერილობითი პასუხი. აღნიშნული წერილობითი პასუხების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ისინი სრულად ვერ ასახავენ ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებული პირებისათვის ყოველდღიურად გაწეული კონსულტაციის/კომუნიკაციის პროცესს და ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია სათანადო საჯარო ინფორმაცია ან ხელი მიუწვდება მასზე. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თავისი შინაარსით, არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური მონაცემების შესახებ რაიმე სახის მონაცემებს, ვინაიდან განმცხადებელი ითხოვს მკვლევართა რაოდენობას, თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალს და უარის თქმის იურიდიულ საფუძველს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის აპელირება იმაზე, რომ მასთან დაცული ინფორმაცია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ შემთხვევებთან დაკავშირებით იმდენად მცირეა, რომ სრულად ვერ ასახავს ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებული პირებისათვის ყოველდღიურად გაწეულ კონსულტაციის/კომუნიკაციის პროცესს, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გასცეს ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნია კანონით დადგენილი წესით ან ხელი მიუწვდება მასზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, ა(ა)იპ ი---------–---------------–---------------------------------ის 2018 წლის 29 ივნისის №F----------- განცხადებით მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემა

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი