განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.05.2019
საქმის ნომერი
330310117002084106
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები , ადმინისტრაციული
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310117002084106

საქმე №3ბ/746-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

 

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური,მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ა---------------–-,“ რ----- ზ----------

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2----–-–-----------ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა---------------–-“, რომლის დირექტორად და 50% წილის მფლობელად განისაზღვრა რ----- ზ----------, ხოლო 50% წილის მფლობელად ასევე დარეგისტრირდა ვ----– გ------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.18-19).

 

2.2. 2----–-–--------------ს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ა---------------–-ს“ დირექტორად დარეგისტრირდა ზ------ გ------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.20-22).

 

2.3. 2----–-–---------------ის შედარების აქტის თანახმად, შპს „ა---------------–-ს“ დაერიცხა ძირითადი გადასახადი 23868.3 ლარი, ჯარიმა 1018.95 ლარი და საურავი 7294.95 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი (ს.ფ.17).

 

2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №------- შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშვა შპს „ა---------------–-ს“ ქონებაზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2----–-–---------------–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №------- შეტყობინება (ს.ფ.23);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.24).

 

2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2----–-–-------------ის №------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „ა---------------–-ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2----–-–------------ის №------- ბრძანება (ს.ფ.25).

 

2.6. შპს „ა---------------–-ს“ დირექტორის 2----–-–---------------ს განცხადებით შპს „ა---------------–-ს“ არ გააჩნია ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ა---------------–-ს“ დირექტორის 2----–-–---------------ს განცხადება (ს.ფ.26-27).

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–--ის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს „ა---------------–-ს“ (ს/ნ----------) პარტნიორთა 100% თანხმობის გარეშე სასამართლოს დავის დასრულებამდე აეკრძალა საბანკო ანგარიშებიდან და სალაროდან ფულადი სახსრების განკარგვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფულადი სახსრები მიემართება ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე რაიმე სახის გარიგებების დადება, რომელიც უზრდის ან/და ახალ ვალდებულებებს აკისრებს საზოგადოებას.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა ვ----– გ------ის სარჩელი, გადაყენებულ იქნა დირექტორის თანამდებობიდან შპს „ა---------------–-ს“ დირექტორი რ----- ზ---------- და მის ნაცვლად დაინიშნა ზ------ გ------ე. 2----–-–--------------- აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დასარეგისტრირებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–--ის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.262-263);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.30-33);

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ.28-29).

 

2.8. 2----–-–------------ის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის თანახმად, რომელიც საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2----–-–-------------ს, შპს „ა---------------–-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა დღგ - 11738 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–------------ის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია (ს.ფ.35-42).

 

2.9. 2----–-–------------ის თვის გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, შპს „ა---------------–-ს“ ხელფასის სახით რ----- ზ----------ზე გაცემული აქვს 73560 ლარი, მათ შორის დაკავებული გადასახადია 14712 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაცია (ს.ფ.42-43);

- 2----–-–------------ის თვის „გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის“

დეკლარაცია (ს.ფ.44-48).

 

2.10. რ----- ზ----------ს 2----–-–-- ხელფასის სახით დარიცხული აქვს: დეკემბრის თვეში - 1250 ლარი, 2----–-–-- მარტში - 2500 ლარი, აპრილში 5500 ლარი, მაისში 6875 ლარი, ივნისში 5187.5 ლარი, ივლისში 4375 ლარი, აგვისტოში 5750 ლარი, სექტემბერში 4375 ლარი, ოქტომბერში 2000 ლარი, ნოემბერში 1375 ლარი, დეკემბერში 5315 ლარი, 2----–-–-- ივლისში 375 ლარი, სექტემბერში 437.5 ლარი, ოქტომბერში 2125 ლარი, ნოემბერში 1000 ლარი, დეკემბერში 3562.5 ლარი, 2----–-–-- იანვარში 1937.5 ლარი, თებერვალში 3125 ლარი, მარტში 1625 ლარი, აპრილში 2500 ლარი, მაისში 5000 ლარი, დეკემბერში 73560 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.226- 227).

 

2.11. 2----–-–-- სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების თანახმად, შპს „ა---------------–-ს“ არ უფიქსირდება ხელფასების გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-- ნოემბრის თვის გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია (ს.ფ.228-232);

- 2----–-–-- ოქტომბრის თვის გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია (ს.ფ.233-237);

- 2----–-–-- სექტემბრის თვის გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადების

დეკლარაცია (ს.ფ.238-242).

 

2.12. 2----–-–-- საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციის თანახმად, ერთობლივი შემოსავალი იყო 264405.85 ლარი, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები - 8114.01 ლარი, გამოქვითვები - 304136.51 ლარი. გამოქვითვის გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე 31616.65 ლარი. 2----–-–-- საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციის თანახმად, ერთობლივი შემოსავალი იყო 1582711.01 ლარი, გამოქვითვები 1683444.99 ლარი. გამოქვითვის გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე 26346.78 ლარი, წინა წლების ზარალი 31616.65 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-- საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაცია (ს.ფ.244-245);

- 2----–-–-- საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაცია (ს.ფ.246-247).

 

2.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის №------ წერილის თანახმად, რ----- ზ---------- რეგისტრირებულია შპს „---------–-------–----------“ კაპიტალში 21.5% წილის მესაკუთრედ, შპს „--------------------“ კაპიტალში 33% წილის მესაკუთრედ, შპს „-----------------–---“ კაპიტალში 5% წილის მესაკუთრედ, შპს „-------------------------------“ კაპიტალში 15% წილის მესაკუთრედ, შპს „------------------------–-------“ კაპიტალში 100% წილის მესაკუთრედ, შპს „-------------“ კაპიტალში 50% წილის მესაკუთრედ, შპს „ა---------------–-ს“ კაპიტალში 50% წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის №------ წერილი (ს.ფ.58-59).

 

2.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2----–-–---------------ის №-------------- წერილის მიხედვით, შპს „ა---------------–-ს“ სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის. რ----- ზ----------ს სახელზე, ასევე, არ არის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. მის სახელზე რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება - M---------------- სახელმწიფო ნომრით--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური

დეპარტამენტის 2----–-–---------------ის №-------------- წერილი

 

2.15. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის №------ წერილის თანახმად, შპს „ა---------------–-სა“ და რ----- ზ----------ს სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის №------ წერილი (ს.ფ.63).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. სასამართლომ საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის

საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულადშეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, გამოიყენება დირექტორის ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს შპს „ა---------------–-“ და რ----- ზ---------- ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. საგადასახადო ორგანო აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ა---------------–-ს“, როგორც სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტის მიზნები მისი ყოფილი დირექტორისა და პარტნიორისაგან არის უგულვებელყოფილი, კომპანიის ქონება (გაცემული ხელფასი) მის მიერ გაგებულია, როგორც მისი საკუთრება, ისევე როგორც თავად კომპანია. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია რა გარემოებიდან გამომდინარეობს 73560 ლარის ოდენობის ხელფასის გაცემა მაშინ, როცა საწარმო ვერ ფარავს კუთვნილ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

სასამართლო მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე

მუხლზე, რომლის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება მოიცავს პროფესიისა და საქმიანობის არჩევანს, იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს უარყოფას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვას, შრომითი უფლებების უზრუნველყოფას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას და უსაფრთხო, ჯანსაღ პირობებს. შესაბამისად, საზოგადოების დირექტორი, ასევე, სარგებლობს ზემოაღნიშნული სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნებით.

 

სასამართლომ მოიხმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2----–-–------------ის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის თანახმად, რომელიც საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2----–-–-------------ს, შპს „ა---------------–-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა დღგ - 11738 ლარის ოდენობით, ხოლო 2----–-–------------ის თვის გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, შპს „ა---------------–-ს“ ხელფასის სახით რ----- ზ----------ზე გაცემული აქვს 73560 ლარი, მათ შორის, დაკავეული გადასახადია 14712 ლარი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება საზოგადოებას წარმოეშვა 2----–-–-------------ს, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, რ----- ზ----------ს მიერ ხელფასის სახით თანხის აღება გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. კანონის ამგვარად გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებასა და პირის შრომით უფლებაში უხეშ ჩარევას. აღნიშნული გარემოება, დამოუკიდებლად, საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მიზნის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გარეშე, არ ქმნის საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველს.

 

რაც შეეხება დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევას, სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კრედიტორისადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის განხილვის საგანს და არ აქვს კავშირი ცრუმაგიერ მფლობელობასთან, რადგან, მართალია, ორივე შემთხვევაში წარმოიშვება მოთხოვნის უფლება არა უშუალოდ მოვალის, არამედ სხვა პირის მიმართ, თუმცაღა მოთხოვნის საფუძვლები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია და არ უნდა მოხდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამჭოლი პასუხისმგებლობის ცრუმაგიერ

მფლობელობასთან გაიგივება.

სასამართლომ დამატებით მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, თუმცაღა აღნიშნული საკითხის შესწავლა წარმოადგენს სამოქალაქო წესით განსახილველი დამოუკიდებელი მოთხოვნის საგანს.

 

სასამართლომ მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და განმარტა, რომ დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სცდება განსახილველი ადმინისტრაციული დავის ფარგლებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო და ფაქტობრივი საფუძვლებიდან და იგი ვერ დაეფუძნება სხვა საკანონმდებლო და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. შესაბამისად, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

 

აპელანტი საწარმოდან თანხის გატანას უკავშირებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებას, ხოლო პირთა გაუმიჯნაობის ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს კორპორატიული ფორმალობისა და ფიდუციური ვალდებულებების დარღვევაზე. შემოსავლების სამსახურის პოზიციით, დირექტორის/პარტნიორის მიერ შპს „ა---------------–-ს“ (ს/ნ----------), როგორც სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტის მიზნები უგულებელყოფილია და კომპანიის ქონება (გაცემული ხელფასი) მის მიერ გაგებულია, როგორც თავისი პირადი საკუთრება. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ დირექტორის მიერ ფიდუციური ვალდებულებების დარღვევა მხოლოდ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამწოლი პასუხისმგელობის დადგენის საფუძველია და რომ მას კავშირია არ აქვს ცრუმაგიერობის ინსტიტუტთან. შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Alter Ego-ს თეორიაში პირთა გაუმიჯნაობა სწორედაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის მმართველები ყურადღებას არ აქცევენ კორპორატიულ ფორმალობებს, საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი სამართალსუბიექტის, დამოუკიდებელი ინტერესების მქონე პირს, ამასთან, უგულებელყოფილია კომპანიის უფლებები და ვალდებულებები, ვინაიდან საზოგადოებას მისი დირექტორი/პარტნიორი მოიხმარს როგორც საკუთარს. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს რომ ფიდუციური ვალდებულებების დარღვევა სწორედაც რომ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პირთა გაუმიჯნაობის ერთ-ერთ ნიშნად.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს სსკ 246-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები ,რაც აუცილებელია პირთა ცრუმაგიერ პირებად ასაღიარებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებ არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება

4.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

4.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, აღნიშნულს.

 

დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა---------------–-“, რომლის დირექტორად და 50% წილის მფლობელად განისაზღვრა რ----- ზ----------, ხოლო 50% წილის მფლობელად ასევე დარეგისტრირდა ვ----– გ------ე. 2----–-–--------------ს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ა---------------–-ს“ დირექტორად დარეგისტრირდა ზ------ გ------ე. 2----–-–---------------ის შედარების აქტის თანახმად, შპს „ა---------------–-ს“ დაერიცხა ძირითადი გადასახადი 23868.3 ლარი, ჯარიმა 1018.95 ლარი და საურავი 7294.95 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №------- შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშვა შპს „ა---------------–-ს“ ქონებაზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2----–-–---------------–ს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–--ის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს „ა---------------–-ს“ (ს/ნ----------) პარტნიორთა 100% თანხმობის გარეშე სასამართლოს დავის დასრულებამდე აეკრძალა საბანკო ანგარიშებიდან და სალაროდან ფულადი სახსრების განკარგვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფულადი სახსრები მიემართება ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე რაიმე სახის გარიგებების დადება, რომელიც უზრდის ან/და ახალ ვალდებულებებს აკისრებს საზოგადოებას.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა ვ----– გ------ის სარჩელი, გადაყენებულ იქნა დირექტორის თანამდებობიდან შპს „ა---------------–-ს“ დირექტორი რ----- ზ---------- და მის ნაცვლად დაინიშნა ზ------ გ------ე. 2----–-–--------------- აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დასარეგისტრირებლად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს ,,ა---------------–-“ (ს/ნ----------), და რ----- ზ---------- (პირადი N------------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

4.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

4.5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით ვერ დგინდება მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი სხვა მოპასუხეთაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ ერთი მხარის განმარტება უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე