განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117001982209
საქმე №1ბ/80-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
19 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნ--ო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ------ გ---------–---ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ--–- ჯ----, (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, წ---–--------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წელი.
ადვოკატი: ტ------– კ------ე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--–- ჯ----მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო----- ხ----–--ემ და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა
გ--–- ჯ----მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლის“ შემცველი 20 აბი; დიდი ოდენობით 0,1436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენ დიოქსიმეტამფეტამინის შემცველი 3 აბი და ფხვნილი; დიდი ოდენობით 0,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი 6 აბი; პოლიეთილენის ნაჭერში 1 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით, 0,0026 გრამი ნარკოტიკული საშუალება „თებაინის“ შემცველი ნივთიერება; კუსტარული წესით დამზადებული მოთეთრო ფერის თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) პოლიეთილენის ნაჭრებში და თეთრ ქაღალდის ნაჭრებში 14(თოთხმეტ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,1921 გრამს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,172 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 აბი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა 2017 წლის 13 მაისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩა N---ში მდებარე შპს „მეგა პოლისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე თ-------- მ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი. მან მონაწილეობა მიიღო გ--–- ჯ----ს პირად ჩხრეკაში 2017 წლის 13 მაისს. იგი იყო დასავლეთ საქართველოში მივლინებით, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ. ზესტაფონის შესასვლელში შპს „მეგაპოლისთან“ უნდა ყოფილიყვნენ ა-–---- ქ------ა და გ--–- ჯ----, რომლებსაც პირადად და ასევე გ--–- ჯ----ს მართვის ქვეშ მყოფ „BMW X5“ მარკის ავტომანქანაში შესაძლოა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც შენიშნეს გაჩერებული ავტომანქანა, რომლის მახლობლად იყვნენ გ--–- ჯ---- და ა-–---- ქ------ა. გ--–- ჯ----მ, მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები და უნდა ჩაეტარებინათ მისი ჩხრეკა, შეეცადა გაქცევას და ნარკოტიკული საშუალების თავიდან მოშორებას. გაქცევის ფაქტი აღკვეთა გ------- ვ--–-------მა, რომელმაც გ--–- ჯ---- მიწაზე დააწვინა. მას შემდეგ, რაც გაქცევის საფრთხე განეიტრალდა, მან და გ------- ვ--–-------მა ჩაატარეს გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკა. გ--–- ჯ----ს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სავარაუდოდ „სუბოქსინის“, „მეთადონის“, „ექსტაზის“ და „ტრამადოლის“ აბები, სულ 49 აბი და მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ე.წ. „სირეცი“ და პირადი ნივთები, რაც ჯერ დაალაგეს ავტომანქანაზე, ხოლო შემდეგ დაილუქა ორ ერთნაირ კონვერტში. ერთ კონვერტში მოთავსდა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო მეორეში პირადი ნივთები. გ--–- ჯ----ს ჩხრეკას ესწრებოდა გამომძიებელი ი-----–- რ-----–---–ი. გ--–- ჯ---- ადგილზე დააკავეს. გ--–- ჯ----ს მოგვიანებით ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც მას დაუდგინდა თითქმის ყველა იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რაც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული. გ--–- ჯ----მ განმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა მას, რაც შენიშვნის სახით, მისივე ხელით მიეთითა ჩხრეკის ოქმში.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, რაც არ დაემთხვა ჩხრეკის ოქმში მითითებული აბების რაოდენობას, რის შემდეგ, ექსპერტიზაზე გაიგზავნა მეორე კონვერტი, რომელშიც იყო მოთავსებული გ--–- ჯ----ს პირადი ნივთები, რაშიც აღმოჩნდა კიდევ 12 აბი ნარკოტიკული საშუალება. მას მოუვიდა მექანიკური შეცდომა, როდესაც ნივთმტკიცებების დალუქვისას, 12 აბი ნარკოტიკული საშუალება მოათავსა გ--–- ჯ----ს პირადი ნივთების კონვერტში. ამოღებიდან ექსპერტიზაზე წარდგენამდე არც ერთი ნივთმტკიცების კონვერტი არ გახსნილა.
მოწმე გ------- ვ--–-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანაშრომელი. 2017 წლის 13 მაისს დასავლეთ საქართველოდან სამსახურებრივი მივლინებიდან ბრუნდებოდნენ თბილისში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ზესტაფონში, ავტოსადგურ მეგაპოლისში, ავტომანქანით უნდა ყოფილიყვნენ ა-–---- ქ------ა და გ--–- ჯ----, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. შემთხვევის ადგილთან მიახლოვებისას დაინახეს მითითებული ავტომანქანა. გ--–- ჯ---- და ა-–---- ქ------ა იყვნენ ა/მანქანის შორიახლოს. იგი თ-------- მ--------–---–თან და გამომძიებელ ი-----–- რ-----–---–თან ერთად მივიდა გ--–- ჯ----სთან, რომელსაც გამომძიებელმა განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციელები. გ--–- ჯ----მ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რაც მან აღკვეთა და დააწვინა იგი მიწაზე, რის შემდეგ შესთავაზეს წარმოედგინა თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, რაზეც უარი განაცხადა. მან და თ-------- მ--------–---–მა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც უშუალოდ ჩხრეკას ატარებდა თ-------- მ--------–---–ი, ის კი ზრუნავდა უსაფრთხოებაზე. გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, სულ 49 აბი, ასევე, როგორც ახსოვს მუქი ფერის და მოვარდისფრო მასები, ასევე მოვარდისფრო მასა და პირადი ნივთები, რაც დაილუქა სხვადასხვა კონვერტში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკის რამდენიმე აბი მოთავსდა იმ კონვერტში, სადაც გ--–- ჯ----ს პირადი ნივთები იყო მოთავსებული, რადგან კონვერტები იყო აბსოლუტურად იდენტური. ნივთმტკიცებები, რომელზეც იყო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა, მათ შორის გ--–- ჯ----ს ხელმოწერა, ექსპერტიზის ჩატარებამდე არ გახსნილა. როდესაც ექსპერტიზაზე აღმოჩნდა, რომ იმ კონვერტში, რომელსაც ეწერა ნარკოტიკი იყო აბების ნაკლებობა, ექსპერტიზაზე გაიგზავნა მეორე კონვერტი, რომელსაც ეწერა პირადი ნივთები, სადაც აღმოჩნდა დანაკლისი აბები. გ--–- ჯ----მ თავადვე განაცხადა, რომ მისგან ამოღებული ნივთები იყო ნარკოტიკული საშუალება, რაც უნდოდა პირადი მოხმარებისთვის, რაც ასევე თავისი ხელით მიაწერა ჩხრეკის ოქმზე. გ--–- ჯ---- ადგილზე დააკავეს. იგი გადაყვანილი იყო ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე, რა დროსაც დაუდგინდა არაერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
მოწმე ი-----–- რ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელი. 2017 წლის 13 მაისს დასავლეთ საქართველოდან სამსახურებრივი მივლინებიდან ბრუნდებოდნენ თბილისში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ზესტაფონში, ავტოსადგურ „მეგაპოლისში“, უნდა ყოფილიყვნენ გ--–- ჯ---- და ა-–---- ქ------ა, რომლებსაც თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. მათთვის ცნობილი იყო ავტომანქანა, რომლითაც ეს უკანასკნელები მოძრაობდნენ. შემთხვევის ადგილზე, მართლაც ნახეს ეს პირები, რომლებიც ავტომანქანიდან იყვნენ გადმოსული. ის, გ------- ვ--–-------თან და თ-------- მ--------–---–თან ერთად მივიდა გ--–- ჯ----სთან, რომელსაც განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები და უნდა ჩაეტარებინათ მისი ჩხრეკა, რა დროსაც გ--–- ჯ----მ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მისი მცდელობა აღკვეთა გ------- ვ--–-------მა, დააწვინა მიწაზე, რა დროსაც მიიღო მცირედი დაზიანებები, რაც აისახა მოგვიანებით დაკავების ოქმშიც. წარედგინა დადგენილება გადაუდებელი ჩხრეკის თაობაზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოიღეს პოლიეთილენის პარკში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები, რაც დაალაგეს პოლიციის ავტომანქანაზე, აღწერეს და დალუქეს. უშუალოდ ჩხრეკას ატარებდა თ-------- მ--------–---–ი, გ------- ვ--–-------ი ორიენტირებული იყო გ--–- ჯ----ს შეკავებაზე, იგი ადგენდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს. ასევე ამოღებული იქნა გ--–- ჯ----ს პირადი ნივთები. გ--–- ჯ----მ ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ ამოღებული ნივთიერებები იყო ნარკოტიკული საშუალებები. გ--–- ჯ----სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და პირადი ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე, თუმცა იდენტურ კონვერტებში, რა დროსაც შეცდომით რამდენიმე აბი ნარკოტიკი მოთავსდა პირად ნივთებთან ერთად. იგი ავსებდა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, ნივთმტკიცებების დასალუქ კონვერტებში ჩალაგებას ახორციელებდა თ-------- მ--------–---–ი. გ--–- ჯ---- ადგილზე დააკავეს. ქიმიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობა არ ემთხვეოდა ექსპერტიზაზე წარდგენილს, რის შემდეგ ექსპერტიზაზე გაუხსნელად გაიგზავნა გ--–- ჯ----ს პირადი ნივთების კონვერტი, სადაც აღმოჩნდა ნაკლული ნარკოტიკის აბები.
მოწმე გ------- ლ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, მათ შორის დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, რა დროსაც იხელმძღვანელა პირადი ჩხრეკის ოქმით. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ცდომილება ჩხრეკის შედეგად ამოღებულ და ექსპერტიზაზე წარდგენილ ნივთმტკიცებებს შორის. ჩხრეკაში მონაწილე პირებთან გასაუბრებს შემდეგ, გაირკვა, რომ ნივთმტკიცებების ნაწილი შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო პირად ნივთებთან ერთად, რაზეც ასევე დაინიშნა ექსპერტიზა.
მოწმე დ----- ა---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში. იყო სამსახურებრივი მივლინებით დასავლეთ საქართველოში, რა დროსაც მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ა-–---- ქ------ა და გ--–- ჯ---- იყვნენ ზესტაფონის რაიონში, „მეგაპოლისის“ ტერიტორიაზე ავტომანქანაში და თან უნდა ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები. შემთხვევის ადგილზე მართლაც შენიშნეს „BMW X5“ მარკის ავტომანქანა, ასევე გ--–- ჯ---- და ა-–---- ქ------ა. მან მონაწილეობა მიიღო ა-–---- ქ------ას პირად ჩხრეკაში და დაკავებაში. გ--–- ჯ----ს ჩხრეკა და დაკავება აწარმოეს გამომძიებელმა ი-----–- რ-----–---–მა, ასევე გ------- ვ--–-------მა და თ-------- მ--------–---–მა. ა-–---- ქ------ამაც და გ--–- ჯ----მაც ჩხრეკამდე გასწიეს წინააღმდეგობა. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზით გაირკვა, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებების რაოდენობა არ ემთხვეოდა ექსპერტიზაზე წარდგენილ ნივთიერებებს. მან გამოკითხა თ-------- მ--------–---–ი, ვინც უშუალოდ გაჩხრიკა გ--–- ჯ---- და გაჩნდა ვარაუდი, რომ ამოღებული ნივთიერებები შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო იმ კონვერტში, სადაც მოათავსეს გ--–- ჯ----ს პირადი ნივთები. მან დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა იმ კონვერტზე, რომელშიც იყო მოთავსებული გ--–- ჯ----ს პირადი ნივთები და სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო დანაკლისი ნარკოტიკული ნივთიერება. ნივთმტკიცების პაკეტი ექსპერტიზის ჩატარებამდე არ გახსნილა.
2017 წლის 13 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ.ზესტაფონში, ს----------–-----------, შპს „მეგაპოლისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის 13 მაისს 14:15-14:45 საათზე ჩატარდა გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მოთეთრო პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო: 4 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითო კონვალუტაზე 5 აბით, სულ 20 აბი, რომელსაც უკანა მხარეს აწერია „T-Doll“; 21 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითოეულში ერთი აბით, სულ 21 აბი; 6 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითოეულში ერთი აბით, სულ 6 აბი. 14 ცალი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, 1 ცალ ქაღალდში მოთავსებული მოვარდისფრო ნივთიერებები, კერძოდ 2 ცალზე გამოსახულია ადამიანის სახე, ხოლო 1 ცალი არის ოთხკუთხა. ამავე ქაღალდის ნაჭერში არის მოვარდისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება და ნატეხები. 1 ცალ პოლიეთილენის მოთეთრო და მუქი ფერის ნაჭრებში მოთავსებულია მუქი ფერის რბილი მასა და 2 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითოეულში ერთი აბით, სულ 2 აბი, რომელზეც იკითხება წარწერა „buprenorphine/naloxone“. ასევე ამოღებული იქნა პირადი ნივთები.
პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა შემდეგ ვითარებაში: როდესაც გ--–- ჯ----ს წარუდგნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, მისი პირადი ჩხრეკის თაობაზე, იგი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება და მოხდა გ--–- ჯ----ს მიწაზე დაწვენა.
ჩხრეკის ოქმზე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნის, შესწორების, დამატების ან განცხადების გრაფაში არის გ--–- ჯ----ს მინაწერი: „პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები რომელიც მეკუთვნის მე და მინდოდა პირადი მოხმარებისთვის“.
2017 წლის 15 მაისის საქართველოს შსს საექპსრეტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N9-------------- დასკვნით 2017 წლის 13 მაისს გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკისას მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში ნ---ხი და ამოღებული იქნა პოლიეთილენის მოთეთრო ფერის პარკი, რომელშიც მოთავსებულია:
4(ოთხი) ცალ ვერცხლისფერ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული მოწითალო - ვარდისფერი, მრგვალი ფორმის 20(ოცი) ცალი ტაბლეტი, ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, მეორე მხარეს წარწერით: „200“, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის საერთო რაოდენობა შეადგენს - 4 გრამს. (ერთი ტაბლეტი შეიცავს - 0,2 გრამს).
იასამნისფერი, ხუთკუთხედის ფორმის 2(ორი) ცალი ფიგურული ტაბლეტი, (ერთ მხარეს ადამიანის სახის გამოსახულებით), საერთო წონით - 0,6313გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 0,0454 გრამს.
მოვარდისფრო ერთი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 0,7927 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 0,0982 გრამს.
სულ ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4– მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონაა-0,1436 გრამი.
6(ექვს) ცალ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული თეთრი ფერის მრგვალი ფორმის 6 (ექვსი) ცალი ტაბლეტი ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, საერთო წონით - 2,7 გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველ ტაბლეტს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - მეთადონის (მარილი) წონაა -0,24 გრამი. (ერთი ტაბლეტი შეიცავს–0,04 გრამს).
9(ცხრა) ცალ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 9(ცხრა) ცალი ტაბლეტი ერთ მხარეს წარწერით “N8”, საერთო წონით - 3,6 გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,072 გრამი.
2(ორი) ცალ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 2(ორი) ცალი ტაბლეტი ერთ მხარეს წარწერით “N2”, საერთო წონით - 0,2 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,004 გრამი.
სულ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა–0,076გრამი.
მოთეთრო ფერის თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) პოლიეთილენის ნაჭრებში და თეთრ ქაღალდის ნაჭრებში 14(თოთხმეტი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 3,3265 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს, საერთო წონით-0,1921 გრამს.
თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) პოლიეთილენის ნაჭერში 1(ერთ) ცალად დაფასოებული ყავისფერი წებოვანი ნივთიერება, წონით - 0,5247 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი), წონით - 0,0064 გრამს; კოდეინს (მარილი), წონით - 0,0107 გრამს; თებაინს, წონით - 0,0026 გრამს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ს------- ც--------მ და ნ--ო ნ----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა და დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაზეც გაკეთებულია ჩანაწერი ექსპერტის დასკვნის აღწერილობით ნაწილში.
2017 წლის 16 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N9-------------- დასკვნით, გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული:
ვერცხლისფერი პოლიმერული მასალის, ფოლგიანი ქაღალდით გადაკრული კონვალუტის ფირფიტის 12 ცალ ნაჭერზე (წარწერებით შესაბამისად: „...oxone 8mg/2mg 608214“; „...oboxon... 8mg/2mg 514007“; „...one .../2mg 508412“) განთავსებული ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხედი ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო „N8” ამონატვიფრებით) 11 ცალი ტაბლეტი და ერთი ტაბლეტი ჩამონატეხთან ერთად, საერთო წონით - 4,8 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,096 გრამის ოდენობით.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ლ------ემ და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა და დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთმტკიცება, კვლევის გარეშე დაუბრუნდებოდა კანცელარიას. ლუქებზე იყო ხელმოწერები და თარიღი.
2017 წლის 13 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკვნით გ--–- ჯ----ს, 2017 წლის 13 მაისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებით ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: ოპიუმის ჯგუფის, ბუპრენორფინის, ტერტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარება.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი--- ფ------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა.
გ--–- ჯ----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი იყო ზესტაფონში ნათესავის დაკრძალვაზე, სადაც მას გაყვა ა-–---- ქ------აც. ზესტაფონში გაჩერდნენ საჭმელად, რა დროსაც მის წინ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მამაკაცი, რომელმაც უთხრა, არ განძრეულიყო და გაიქცა ა-–---- ქ------ასკენ, რომელიც ძირს დააგდეს და 16-მდე კაცი დაეხვია. მას ა/მანქანა ჰქონდა დაქოქოლი და შეეძლო წასვლა, მაგრამ არსად წასულა. მერე გადმოაგდეს ა/მანქანიდან, დააგდეს ძირს, თან ცემდნენ, თან ეძებდნენ „წამალი სად არისო“, რის შემდეგ გაიგო აგერ აგდიაო. ამოღებული ნივთები დააწყვეს მის ავტომანქანაზე, ის წაიყვანეს თბილისში. უთხრეს, რომ ა-–---- ქ------ამ აღიარა დანაშაული და დიდი სასჯელი ემუქრებოდა, გაეყოთ პასუხისმგებლობა და გირაოთი გათავისუფლდებოდა, რის გამოც მან აღიარა დანაშაული. ჩხრეკის ოქმზე მას ხელი თბილისში მოაწერინეს. მას ერჩივნა გირაოთი გამოსულიყო, როგორც დაპირდნენ, ვიდრე ა-–---- ქ------ა დაეკავებინათ. ა-–---- ქ------ამ მას დაურეკა ქსნის დაწესებულებიდან და უთხრა, რომ თუ სასამართლოში დაიბარებდნენ, ჩვენებას მისცემდა, გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მან დაადასტურა, რომ ყველა ის ნარკოტიკული საშუალება, რაც მას დაუდგინდა ნარკოლოგიური გამოკვლევით, მას ნამდვილად ჰქონდა მოხმარებული, რის შესახებ შესაძლოა სცოდნოდათ პოლიციელებს და ამის მიხედვით „ჩაედოთ“ მისთვის ნარკოტიკები.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--–- ჯ----ს გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი no.18996/06), განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გ--–- ჯ----ს პირად ჩხრეკაში, დაკავებაში და ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მოწმეების თ-------- მ--------–---–ის, გ------- ვ--–-------ის და ი-----–- რ-----–---–ის ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობები, ვინაიდან მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკისა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცების ამოღებასთან დაკავშირებით მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არ იძლევა ეჭვის შეტანის საფუძველს, კერძოდ, სამივე მოწმე ზუსტად აღწერს, ვინ რა ფუნქციას ასრულებდა საგამოძიებო მოქმედების დროს, ასევე ზუსტად უთითებენ საიდან იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სად მოხდა მათი აღწერა-დათვალიერება და სულ რამდენ კონვერტად დაილუქა ამოღებული ნივთები. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, საგამოძიებო მოქმედებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოწმეთა მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და შესაბამისად წარმოშობდა ეჭვს.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ--–- ჯ----ს ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდეს“ - „გაუფორმეს“, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იგი ცემეს, ასევე ახდენდნენ მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქედებას, რათა ა-–---- ქ------ასთვის მძიმე ბრალდების შესამსუბუქებლად, თავად დაებრალებინა დანაშაული, ვინაიდან:
პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ როდესაც გ--–- ჯ----ს წარუდგნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, მისი პირადი ჩხრეკის თაობაზე, იგი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება და მოხდა გ--–- ჯ----ს მიწაზე დაწვენა. შესაბამისად, გ--–- ჯ---- დაკავების ოქმში, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, მითითებულია, რომ გ--–- ჯ----ს შუბლის მარჯვენა ნაწილზე და მარჯვენა მუხლზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. სხვა რაიმე მტკიცებულება დაზიანების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
ჩხრეკის ოქმზე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნის, შესწორების, დამატების ან განცხადების გრაფაში არის გ--–- ჯ----ს მინაწერი: „პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები რომელიც მეკუთვნის მე და მინდოდა პირადი მოხმარებისთვის“. სხვა რაიმე შენიშვნა არსად დაფიქსირებული არაა.
გ--–- ჯ----ს ნარკოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა სწორედ იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, რომელიც მისგან იქნა ამოღებული. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის არგუმენტი, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იცოდნენ პირადი ჩხრეკისა და დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევით რა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაუდგინდებოდა გ--–- ჯ----ს და ამის მიხედვით „ჩაუდეს“ მას ნარკოტიკები.
ასევე არადამაჯერებელია, რომ გ--–- ჯ----მ ა-–---- ქ------ასთვის მძიმე ბრალდების შესამსუბუქებლად, თავად დაიბრალა დანაშაული, მაშინ როცა თავად გ--–- ჯ----ს ჩვენებით, ა-–---- ქ------ამ მას უარი უთხრა გამოკითხვაზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არ არის დეტალურად აღწერილი და არ ემთხვევა ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილ ნარკოტიკულ საშუალებებს, აღნიშნულს პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკის ოქმში ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები აღწერილია დეტალურად, კერძოდ, თუ რაში იყო მოთავსებული ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება, რამდენი იყო, რა მდგომარეობაში, რა ფორმით, რა ფერის და მათზე არსებული წარწერისა თუ გამოსახულების მითითებით. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ ზოგიერთ ნარკოტიკულ საშუალებაზე მითითებულია უფრო მეტი წარწერა, ვიდრე ჩხრეკის ოქმში ანდა ნარკოტიკული საშუალების ფერი სხვაა მითითებული, კერძოდ კი ჩხრეკის ოქმში მითითებულია მოვარდისფრო, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში კი იასამნისფერი, (გარდა იმისა, რომ ამ ფერების აღქმა ინდივიდუალურია) იგივე ნარკოტიკული საშუალების სხვა მახასიათებლები, მათ შორის ის რომ მათზე გამოსახულია ადამიანის სახე იდენტურია ჩხრეკის ოქმშიც და ექსპერტიზის დასკვნაშიც.
რაც შეეხება გ--–- ჯ----სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ნაწილის იმ ნივთმტკიცებათა პაკეტში აღმოჩენას, რომელშიც იყო მოთავსებული ამ უკანასკნელის პირადი ნივთები, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ--–- ჯ----ს პირად ჩხრეკაში მონაწილე მოწმეთა განმარტებები არის გონივრული და არ ბადებს ობიექტურ ეჭვს ნივთმტიცების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებზე კვლევის ჩამტერებელი ექსპერტები (ნ--- ლ------ემ და პ------ წ--–---–--ემ), რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და ასევე განმარტეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთმტკიცება, კვლევის გარეშე დაუბრუნდებოდა კანცელარიას. ლუქებზე იყო ხელმოწერები და თარიღი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნამდე, ნივთმტკიცებათა პაკეტი, რომელშიც იყო მოთავსებული გ--–- ჯ----ს პირადი ნივთები, ჯერ უნდა გაეხსნათ, ენახათ იყო თუ არა იქ ნარკოტიკული საშუალება და შემდეგ გადაეგზავნათ ექსპერტიზაზე, ვინაიდან სწორედ აღნიშნული ქმედების შემთხვევაში წარმოიშობოდა ეჭვი ნარკოტიკული საშუალების პაკეტში შემდგომში შესაძლო მოთავსებასთან დაკავშირებით.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (2017 წლის 5 აპრილის N2კ-50აპ-17) მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--–- ჯ----მ ჩაიდინა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–- ჯ----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ასევე ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათს და პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--–- ჯ----ს დაუნიშნა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
გ--–- ჯ----ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები კანონით დადგენილი ვადით.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებები: გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--–- ჯ----სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- ხ----–--ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--–- ჯ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
გ--–- ჯ----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 6 დეკემბრიდან. მას ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 13 მაისიდან 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: გ--–- ჯ----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/