განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
060100118002449290
ინსტანცია
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002449290

№1/ბ-416-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აგვისტო, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------ე ტ-----ის ძე ფ--------ის მიმართ დაბადებული: 1--- წლის 11 ი----ს, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი ვ---–--ე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

თ-------ე ფ--------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყო-–-- სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყო-–-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ოსრული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 2330 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში მდებარე ო-–--ი მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, თ-------ე ფ--------ეს საცხოვრებელი ადგილის არჩევასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა არასრულწლოვან მეუღლესთან ლ---- მ-------–---–თან და მის მშობლებთან. აღნიშნულით განაწყენებულმა თ-------ე ფ--------ემ საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელების თავის არეში დარტყმის გზით არასრულწლოვანი მეუღლის, ლ---- მ-------–---–ის თანდასწრებით ცემა ამ უკანასკნელის მშობლები ო-–-- მ-------–---–ი და ო-–--ი მ-------–---–ი, ასევე ხელის კვრის გზით წააქცია ო-–-- მ-------–---–ი და 17 წლის ორსული მეუღლე ლ---- მ-------–---–ი. თ-------ე ფ--------ის ქმედების შედეგად ლ---- მ-------–---–მა, ო-–-- მ-------–---–მა და ო-–--ი მ-------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 2330 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში მდებარე ო-–--ი მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, თ-------ე ფ--------ეს საცხოვრებელი ადგილის არჩევასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა არასრულწლოვან მეუღლესთან ლ---- მ-------–---–თან და მის მშობლებთან. აღნიშნულით განაწყენებულმა თ-------ე ფ--------ემ საცხოვრებელი სახლის ეზოში მარჯვენა მკლავის არეში ხელის ერთჯერადად დარტყმის გზით წააქცია მეუღლის და ლიანა სულაკაძე. თ-------ე ფ--------ის ქმედების შედეგად ლიანა სულაკაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით თ-------ე ფ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-------ე ფ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–ი შ---------ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ-------ე ფ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ-------ე ფ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა------------–-------------------------------–---------–----------------------------, ო-–--ი მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ლ---- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ხ------–----–----ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ თ-------ე ფ--------ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ თ-------ე ფ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–ი შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

თ-------ე ფ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

თ-------ე ფ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-------ე ფ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

თ-------ე ფ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქებულია.

თ-------ე ფ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2018 წლის 08 აპრილიდან 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით.

დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დარჩეს საქმეში, მისი შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე