განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
010100118002442656
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002442656

№1/ბ-446-2017 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - გ--–- თ----ის

ადვოკატის - პ---–- კ------ის მონაწილეობით

მსჯავრდებულ - მ-----–ი გ--------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----–ი შაქირის ასული გ--------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ-------–ე.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----–ი გ--------ემ გაიტაცა მისი ნათესავის მ------ა ს---------ის პირადობის მოწმობა, რომლის გამოყენებითად 2018 წლის 08 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ "სარფში" ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით მ-----–ი გ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

მ-----–ი გ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის გ--–- თ----ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ-----–ი გ--------ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ--–- თ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ მ-----–ი გ--------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ---–- კ------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ანუ მმართველობის წესი რომელიც არეგულირებს ოფიციალური დოკუმენტით, ბეჭდით, შტამპით ან ბლანკით სარგებლობას. აღნიშნული მუხლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, რაც გულისხმობს პირადი მითითებული დოკუმენტის უკანონოდ ამოღებას სხვისი მფლობელობიდან როგორც მისაკუთრების მიზნით, ისე მის გარეშე ნებისმიერი ხერხით.

მოცემულ შემთხვევაში კი მ------ა ს---------ემ პირადობის მოწმობა თვითონ გადასცა მ-----–ი გ--------ეს, რომელმაც იგი გამოიყენა საზღვრის გადასაკვეთად, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას პირადობის მოწმობა არ გაუტაცია მესაკუთრისაგან.

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მართლსაწინააღმდეგო დაუფლების გარეშე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სხვა პირთან აღმოჩენა, ან ამ პირის მიერ სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება ნებისმიერი მიზნით შესაძლოა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც არაგონივრული და სამართლებრივად გაუმართლებელია. გარდა ამისა უშუალო ობიექტი, რომელსაც ადგება ზიანი პირადობის მოწმობის გატაცებისას ეს არის თვით პირადობის მოწმობის მესაკუთრე. დაზარალდა თუ არა მ-----–ი გ--------ის მოქმედების შედეგად მ------ა ს---------ე ბრალდების მხარეს შეფასება არ მიუცია. მ------ა ს---------ის სტატუსი არის მოწმე და არა როგორც დაზარალებული.

განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მ-----–ი გ--------ის საქციელი არ უნდა ჩაითვალოს მართლსაწინაღმდეგო და ბრალეულ ქმედებად, რადგან თუ გავითვალისწინებთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რისი გაბათილებაც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო, მისი ქმედება ვერ იქნება შესაბამისობაში მ.გ--------ისათვის ბრალად წარდგენილი ნორმით განსაზღვრულ განმარტებასთან, რომლის მიხედვით ხსენებული დანაშაულის ჩადენის დროს სახეზე უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცება.

ამდენად, საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მ-----–ი გ--------ემ ჩაიდინა პირადობის მოწმობის გატაცება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----–ი გ--------ე საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

რაც შეეხება მ-----–ი გ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344 მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს, უდაოდ მიჩნეული, გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების ბარათი, ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ, მოწმეების მ------ა ს---------ის, ჟ----–------------------------------ მ-----–ი გ--------ის ჩვენებები, დათვალიერბის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის გ--–- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი მ-----–ი გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

მ-----–ი გ--------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

მ-----–ი გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მ-----–ი გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მ------ა ს---------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. მ-----–ი გ--------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე