განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.05.2019
საქმის ნომერი
330310118002638025
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/395-19

N330310118002638025

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - ვ--–--------------ძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ი“

წარმომადგენელი - კ-------------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება ,,ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ თავმჯდომარის შ--–-- გ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.1. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შ--–-- გ--–-–---–ის 2013წლის 19 ივნისის №A-------- განცხადება და შეთანხმდა, ქ.თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა №1---ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე შერეული ტიპის შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.

 

ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 06 აგვისტოს №8----- ბრძანებით გაიცა ქ.თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა №1--–ში, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №0---------------) შერეული ტიპის შენობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 08 აგვისტოდან 2014 წლის 08 იანვრის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 147-149).

 

1.2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ 2016 წლის 08 ნოემბერს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დარღვეულია 2013 წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით (ბრძანება №8-----, 06.08.2013წ. მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა) შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. კერძოდ, მითითების დანართის თანახმად, ორივე შენობის ფასადზე დამატებულია გამწოვები, გამათბობლები და გამათბობლის კარადები, კონდიციონერები, სატელიტური ანტენები, ზოგ ადგილას დამატებით მოწყობილია გისოსები, დაუსრულებელია ფასადის მოპირკეთება. ტერიტორიის კეთილმოწყობა არ შეესაბამება საპროექტო ნახაზს. ფასადებზე შეცვლილია კარ-ფანჯრების ნახატი. ზოგ აივანზე დამატებულია ხის ჟალუზები და ლითონის სვეტები. კორპუსი XI - სართული - 3.30 ნიშნულზე 10-1 მონაკვეთში მ-მ ღერძთან შექმნილია დონე იატაკ---ან აწევა 0.15მ. 10-10 და 7-7 ღერძებს შორის შემცირებულია მანძილი 0.20მ-ით, ხოლო 3-3 და 2-2 ღერძებს შორის გაზრდილია მანძილი 0.20მ-ით. 8-12 მონაკვეთში ე-ე ღერძზე მოწყობილია მონოლითური კედელი, ამავე მონაკვეთში ე-კ ღერძებს შორის გაუქმებულია ფართი 100მ2. ზ-ზ ღერძზე გაუქმებულია ერთი კოლონა, 2-2 ღერძზე ღიობებში მოსაწყობია მინაბლოკი, 4–4 ღერძზე სადარბაზოს გვერდით მოწყობილია ერთი კოლონა, ა-ა ღერძზე მონაცვლებულია ავტოსადგომში შესასვლელი კარი და დამატებულია ერთი ფრამუგა. 12-12 ღერძზე მონაცვლებულია ორი ფრამუგა. 2-2 ღერძზე შეცვლილია კედლის კონფიგურაცია, მ-მ ღერძზე კედელი გადაწეულია ლ-ლ ღერძისკენ 1.50 მ-ით, რის გამოც შემცირებულია ფართი 18მ2-ით. სარდაფში და პირველ სართულზე დამაკავშირებელ კიბეებზე შემცირებულია საფეხურების რაოდენობა. I სართულზე მ-მ ღერძზე 3-2 მონაკვეთში შეცვლილია კედლის კონფიგურაცია, მ-თ მონაკვეთში 2-1 ღერძებს შორის ავტოფარეხის ორი ღიობი შესავსებია კარით, ხოლო 1-1 ღერძზე მდებარე კედელში დამატებით მოწყობილია ღიობები. ბ-გ მონაკვეთში შენობის წინ შეცვლილია კიბის კონფიგურაცია, ასევე, კონფიგურაცია შეცვლილია 2-4 მონაკვეთში მდებარე კიბეზე, თ-თ ღერძზე მდებარე კედელი შეწეულია შიგნით, რის გამოც თაღში კოლონები გამოსულია სიბრტყიდან. ი-ი ღერძზე შეცვლილია სავენტილაციო შახტის ფორმა, ამავე ღერძზე გაუქმებულია სამი ფანჯრის და ერთი კარის ღიობი. 1-1 ღერძთან შემცირებულია ავტოფარეხის სიგრზე 1მ-ით. II სართულზე ი-ლ მონაკვეთში 10-10 ღერძთან კედელი გადაწეულია წინ, რის გამოც აივნის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. მ-ლ მონაკვეთში 3-3 ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივნის კუთხე. VII დან X სართულის ჩათვლით დამატებულია სახურავზე ამავალი კაპიტალური კიბეები, ხოლო ტექნიკური სართულები ღიობებით დაკავშირებულია სახურავებთან, აღნიშნული ტექნიკური სართულის სახურავები ნაცვლად კაპიტალურისა მოწყობილია მსუბუქი გადახურვით. IX სართულზე ზ-თ მონაკვეთში 10-7 ღერძებს შორის გაუქმებულია აივანი და კარის ღიობების ნაცვლად მოწყობილია ფანჯრები. X სართულზე ზ-ი მონაკვეთში შეცვლილია გადახურვის კონფიგურაცია. ლ-კ მონაკვეთში ლიფტის შახტის გვერდით დამატებულია კოლონა. ა-მ1 ფასადზე ±0.00 ნიშნულზე შემცირებულია ვიტრაჟის გაბარიტი, დ–ე მონაკვეთში შეცვლილია ვიტრაჟის ნახატი. +2.85 ნიშნულზე ა-ბ და თ-ი მონაკვეთებში კონსოლების ქვეშ მოწყობილია რიგელები. +9.45 ნიშნულის ზევით დ-ე მონაკვეთში აივნების ქვეშ, მოწყობილია რიგელები. +16.05 ნიშნულზე ბ-ბ ღერძთან გაზრდილია ვიტრაჟის სიმაღლე 0.40მ-ით. ფასადებზე აივნების ნაწილი ამოშენებულია, გაზრდილია გადახურვების რაოდენობა, დამატებულია ფილები და კედლები. მ-ა ფასადზე ლიფტის შახტებზე მოპირკეთებებს შორის არ ფიქსირდება სართულშუა გადახურვის ფილის სიბრტყეები. +2.85 ნიშნულზე მ-ლ და ბ-ა მონაკვეთებში კაპიტალურის ნაცვლად მოწყობილია ლითონის მოაჯირები. აღნიშნული ნიშნულიდან ზევით ლ-კ მონაკვეთში ვიტრაჟების თავზე მოწყობილია რიგელები, რის გამოც შემცირებულია ვიტრაჟების გაბარიტი. +19.35 ნიშნულზე კ-ი მონაკვეთში აივანი შემინულია. ლიფტის შახტების გვერდით შეცვლილია სადარბაზოს ცხაურების ნახატი და გაბარიტი. 2-12 ფასადზე შეცვლილია +22.65, +25.95 და +29.25 ნიშნულებზე ფანჯრების გაბარიტი და ნახატი. +19.35 ნიშნულზე 4-4 ღერძთან ფასადის სიბრტყიდან გამოსულია კოლონის გვერდები. 10-3 ფასადზე +2.85 ნიშნულზე შეცვლილია ვიტრაჟების მდებარეობა და გაბარტი, 3-3 ღერძთან +12.75 დან +22.65 ნიშნულის ჩათვლით გაუქმებულია ვიტრაჟები. 10-10 ღერძის მარცხნივ გადახურვის ნაწილი ნაცვლად ჰორიზონტალურისა მოწყობილია დახრილი ფორმის. +29.25 ნიშნულზე 5-3 მონაკვეთში ვიტრაჟის ნაცვლად მოწყობილია კარი. კორპუსი VI სართული ფასადი 15-26 ღერძებში: 15-16 მონაკვეთში გაუქმებულია ორი ღიობი. სადარბაზოში შესასვლელებთან გაზრდილია კიბის გაბარიტი სიგრძეში. +3.30 ნიშნულის ქვემოთ ზოგიერთ მონაკვეთში დამატებულია რიგელები. +13.20 ნიშნულზე 16-17 მონაკვეთში გაზრდილია ცხაურის სიმაღლე. ფასადი 26-15 ღერძებში: -0.90 ნიშნულზე 25-22, 20-18 და 16-15 მონაკვეთებში კონსოლების ძირი შესავსებია, დამატებულია ღიობები. +0.00 ნიშნულზე 17-15 მონაკვეთში კაპიტალური მოაჯირის ნაცვლად მოწყობილია ლითონის მოაჯირი. 22-21 მონაკვეთში გაუქმებულია აივანი და კარ-ფანჯრის ნაცვლად მოწყობილია ფანჯარა. 26-25 მონაკვეთში გარე შემავსებელი კედლები და ფანჯარა მოსაწყობია. +3.30 დან +9.90 ნიშნულის ჩათვლით გაზრდილია აივნების გაბარიტი სიგრძეში. +6.60 ნიშნულზე 23-23 ღერძთან მოაჯირზე დამატებულია მინა. 18-17 მონაკვეთში აივნის ნაწილი ამოშენებულია კაპიტალური კედლით და მოწყობილი ფანჯარა. 17-16 მონაკვეთში აივნის ღიობი გაზრდილია. +9.90 ნიშნულზე 26-25 მონაკვეთში ღიობში მოსაწყობია კარი. 17-17 ღერძზე კოლონას მონაცვლებული აქვს ადგილი. ფასადი ე1-ა1 ღერძებში: +0.00 და +13.20 ნიშნულებზე დ1-გ1 მონაკვეთში ორ ფანჯარას მონაცვლებული აქვს ადგილი. +13.20 ნიშნულზე კედელზე ასახულია ფილის და კოლონების ფრაგმენტი. დ1-დ1 ღერძთან გაზრდილია ხის ჟალუზის სიმაღლე. ე1-ე1 ღერძთან არ არის მოწყობილი ხის ჟალუზი. ე1-დ1 მონაკვეთში -330 ნიშნულზე გაზრდილია ღიობის სიმაღლე. ფასადი ა1-ე1 ღერძებში: -0.90 ნიშნულზე ა1-გ1 მონაკვეთში კედელი გაზრდილია სიგრძეში და სიმაღლეში. შენობის შიგნით -3.30 ნიშნულზე, 19-18 მონაკვეთში გაზრდილია ღიობის სიგანე 25-26 მონაკვეთში გაუქმებულია ორი კოლონა, ხოლო 26-26 და ე1-ე1 ღერძების კვეთაზე ერთი კოლონა დამატებულია. ე1-დ1 მონაკვეთში არ არის მოწყობილი დაბალი კედლები და შეცვლილია პანდუსის ფორმა. კოლონების გადმოსვლა კედლის სიბრტყიდან არ ემთხვევა საპროექტოს. ±0.00 ნიშნულზე 16-18 მონაკვეთში ორ სადარბაზოში კიბეები შებრუნებულია. სადარბაზოებში შეცვლილია კიბის საფეხურები, აღნიშნული კიბეების ქვეშ მოწყობილია ლითონის შველერები და საფეხურები ანაკრებია. ზოგიერთ მონაკვეთში დამატებულია კოლონა. პროექტში არ არის ნაჩვენები რიგელები. სახურავზე ზოგ მონაკვეთში დამატებულია პარაპეტი, ბ-ბ და დ-დ ღერძებში სადარბაზოებთან გაუქმებულია პარაპეტის ფრაგმენტი. დამატებულია სავინტილაციო შახტები და ორი სამერცხლე, აღნიშნულის წინ არ არის მოწყობილი მოაჯირები. საპროექტო ტერიტორიაზე შენობის უკანა მხარეს ასევე გვერდით ნაწილები გაცდენილია საკადასტრო წითელ ხაზს, საკადასტრო საზღვრებს ცდება ასევე ღობის და კიბის ნაწილი.

 

ამავე მითითებით მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა (ტომი 1, ს.ფ. 164-1168).

 

1.2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 06 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 08 ნოემბრის №0----- მითითების პირობები (ტომი 1, ს.ფ. 162-163).

 

1.2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 03 აპრილს მიღებული იქნა №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ი’’ დაჯარიმდა 4000 (ოთხი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (ტომი 1, ს.ფ. 106-110).

 

1.2.5. 2017 წლის 21 აპრილს, ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ თავმჯდომარემ შ--–-- გ--–-–---–მა №19-------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ თავმჯდომარის შ--–-- გ--–-–---–ის 2017 წლის 21 აპრილის №19-------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №0----- დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 222-231, 234-237).

 

1.2.6. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,კ---ის’’ და შპს ,,კ--- არქიტექტურის’’ 2012 წლის 08ივნისის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიამ ბოდიში მოუხადა ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ ბინათმესაკუთრეებს შექმნილი კრიზისის გამო და აიღო ვალდებულება, რომ ოქტომბრის ბოლოს დამთავრდებოდა სამშენებლო სამუშაოები და სახლი ჩაბარდებოდა ექსპლუატაციაში (ტომი 1, ს.ფ. 23).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03აპრილის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება ,,ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ თავმჯდომარის შ--–-- გ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,–ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ 2016 წლის 08 ნოემბერს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დარღვეულია 2013 წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით (ბრძანება №8-----, 06.08.2013წ. მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა) შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამავე მითითებით მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 06 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 08 ნოემბრის №0----- მითითების პირობები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45.1 მუხლის ,,ა.გ’’ ქვეპუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 4000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 03 აპრილს მიღებული იქნა №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ი’’ დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის.

 

1.3.4. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით(53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებითაც დადგენილია ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძვლები, ასევე ბრალეულობის მნიშვნელობა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის(ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

 

სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო(თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო(თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

 

სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკ---ებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის №ბს-391-386(3კ-12) გადაწყვეტილება).

 

1.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’. აღნიშნული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნსტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე, ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით –პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ,,ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შ--–-- გ--–-–---–ის 2013 წლის 19 ივნისის №A-------- განცხადება და შეთანხმდა, ქ.თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა №1---ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე შერეული ტიპის შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო ამავე სამსახურის 2013 წლის 06აგვისტოს №8----- ბრძანებით გაიცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შერეული ტიპის შენობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2013 წლის 08აგვისტოდან 2014 წლის 08 იანვრის ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,კ---ის’’ და შპს ,,კ--- არქიტექტურის’’ 2012 წლის 08 ივნისის წერილით ასევე ირკვევა, რომ კომპანიამ ბოდიში მოუხადა ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ ბინათმესაკუთრეებს შექმნილი კრიზისის გამო და აიღო ვალდებულება, რომ ოქტომბრის ბოლოს დამთავრდებოდა სამშენებლო სამუშაოები და სახლი ჩაბარდებოდა ექსპლუატაციაში. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ ბინათმესაკუთრეებმა არაერთი განცხადებით მიმართეს შპს,,კ---ს’’ და მოსთხოვეს მშენებლობის დასრულება და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, თუმცა აღნიშნული კორპუსი დღეის მდგომარეობითაც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, რასაც არცერთი მხარე არ ხდის სადავოდ. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის მტკიცებულებათა შეპირისპირებით არ გამოუკვლევია ის გარემოება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მხრიდან სახეზე იყო თუ არა ბრალეული ქმედება, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რამეთუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ. დასახელებული გარემოებები საერთო ჯამში ადასტურებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად. შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამართალდარღვევა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ჯერ კიდევ 2013 წელს, რის გამოც გასულია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სამართალდარღვევათა შესახებ მარეგულირებელი უფრო ზოგადი ნორმებით,- სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან, მართალია, ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა №1---ში მშენებარე ობიექტის ადგილზე შემოწმების შედეგად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 13 აგვისტოს ცნობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 203-205) დადგენილი სამართალდარღვევების ნაწილი ასახულია ამავე სამსახურის 2016 წლის 08 ნოემბრის №0----- მითითების დანართში, თუმცა სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი არსით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამრღვევს ეკისრება დარღვევების გამოსწორების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა იგი ჩადენილი და გასულია თუ არა პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

1.3.6. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017წლის 03 აპრილის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

1.3.7. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ,,ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ თავმჯდომარის შ--–-- გ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, შესაბამისად გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით არასწორად შეაფასა საქმის გარემეოებები და სამართლებრივი მოცემულობა. "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45.1 მუხლის "ა" პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას. ამ ნორმის გამოყენებისათვის წინაპირობის სახით უნდა არსებობდეს მშენებლობის ნებართვა (რაც სახეზეა, კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის ბრძანება (შერეული ტიპის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი), 2013 წლის 6 აგვისტოს N8----- ბრძანება, რომლითაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) და სანებართვო პირობების დარღვევა (აღნიშნული არაპრობლემურია, ვინაიდან სადავო დადგენილებაში მითითებულ დარღვევებს არ უარყოფს სამართალდამრღვევი, ამასთან, სასამართლო აღნიშნულს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს). საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს მითითებული, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს დავა სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მათ შორის არის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, რომელშიც განმარტებულია, რომ: "სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას". სასამართლოს მსჯელობა სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სასამართლო გამოუკვლევლად მიიჩნევს ამ საკითხს, ამასთან ზედაპირულად აფასებს მხოლოდ მას, რაც იმთავითვე დაუშვებელია.

 

"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის 15.6 მუხლის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს. მუნიციპალური ინსპექცია დადგენილად მიიჩნევს, რომ დამკვეთს წარმოადგენდა ამხანაგობა "ს----------–--ს ფ-------ი", რაც ასევე დასტურდება არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 06 აგვისტოს N8----- ბრძანებით. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „კ---ი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა "ს----------–-- ფ-------ის" დავალებით. საყურადღებოა, რომ "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დარღვევის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება. დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. 78-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე. მოყვანილი ნომებიდან გამომდინარე, დამკვეთზე პასუხისმგებლობის გავრცელება კანონიერია. ამასთან, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთი არის ამხანაგობა "ს----------–--ს ფ-------ი" და სანებართვო პირობები დარღვეულია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის Nბს-215-213 (კ-12) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს". საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. დასახელებული ნორმის დისპოზიციიდან და სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სამსახურმა სწორად გამოიკვლია და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, სასამართლო უთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ეს მხოლოდ ტექსტუალური მითითებაა, რომელიც იმთავითვე არ არის გაჯერებული სათანადო არგუმენტებით.

 

აპელანტის მოსაზრებით, მართალია, საქალაქო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებით გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა გავრცელებულიყო დამკვეთზე, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, ვისზეც შეიძლება გავრცელდეს პასუხისმგებლობა და მათ შორის არის დამკვეთი. ამასთან, N57 დადგენილების არაერთი ნორმა ითვალისწინებს დამკვეთის ვალდებულებას სანებართვო პირობების დაცვაზე, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის ამხანაგობა "ს----------–--ს ფ-------ის" მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის N3/5921-18 გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გასაჩივრებულ ნაწილში.

 

აპელანტის განმარტებით, დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის N8----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შ--–-- გ--–-–---–ის განცხადება და შეთანხმდა ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა N1---ში მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო ამავე სამსახურის 2018 წლის 16 აგვისტოს N8----- ბრძანებით, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ასევე უდავო გარემოებაა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ის“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2016 წლის 08 ნოემბერს N0----- მითითების შედგენით, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქ. N1---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის N8----- ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოება. კერძოდ, მითითების დანართის თანახმად, ორივე შენობის ფასადზე დამატებულია გამწოვები, გამათბობლები და გამათბობლის კარადები, კონდიციონერები, სატელიტური ანტენები, ზოგ ადგილას დამატებით მოწყობილია გისოსები, დაუსრულებელია ფასადის მოპირკეთება. ტერიტორიის კეთილმოწყობა არ შეესაბამება საპროექტოს. ფასადებზე შეცვლილია კარ-ფანჯრების ვიზუალი, ზოგ აივანზე დამატებულია ხის ჟალუზები და ლითონის სვეტები. აღნიშნული მითითებით, ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ს“, როგორც სამართალდამრღვევს, დაევალა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში საპროექტო ობიექტის შეთანხმებულ კორექტირებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 06 დეკემბერს შეადგინა N0----- შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა 2016 წლის 18 ნოემბრის N60----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 06 თებერვლის N4---------- ბრძანებით ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ის“ მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 (ორი) თვით და განისაზღვრა 2017 წლის 06 თებერვლიდან 2017 წლის 06 აპრილის ჩათვლით. უდავო გარემოება, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 13 აპრილის N0----- დადგენილებით ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ი“ დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქ. N1---ში მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის N8----- ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. N57 დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ის სანებართვო პირობები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აკისრია დამკვეთს IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად მიჩნეულია სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამასთან, ზემოხსენებული დადგენილება იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშენებლობის მწარმოებელი პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს N57 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით.

 

აპელანტის განმარტებით, სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ” ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეოთხე კლასის შენობა ნაგებობისათვის - 4 000 ლარით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, ჩადენილი სამართალდარღვევის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემდეგი კუმულატიური პირობების არსებობა, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს სათანადო წესით გაცემული სამშენებლო დოკუმენტაცია, განხორციელებული სამუშაოებით ადგილი უნდა ჰქონდეს ამ სამშენებლო დოკუმენტაციის დარღვევას, სამართალდარღვევის ობიექტი უნდა მდებარეობდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე და განეკუთვნებოდეს IV კლასის შენობა-ნაგებობას. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქ. N1---ში მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის N8----- ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. ამასთან, თავად მოსარჩელეც არ უარყოფს ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 8 ნოემბრის N60----- მითითების დანართით გათვალისწინებული დარღვევების არსებობას, რაც დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 21 აპრილს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით.

 

აპელანტის განმარტებით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ N57 დადგენილების 62-ე მუხლით გათვალისწინებულია მშენებლობის პროცესში განხორციელებული ისეთი სახის ცვლილებები, რომელთა არსებობა არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან N57 დადგენილების 62-ე მუხლი არ მოიცავს სადავო დადგენილებით გათვალისწინებულ დარღვევებს, სახეზეა არქიტექტურული პროექტის ისეთი სახის ცვლილება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება სამშენებლო დოკუმენტის დასაშვებ ცვლილებად და შესაბამისად, არსებობდა სამართალდამრღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს სამართალდარღვევის სუბიექტის სათანადოობის საკითხს და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი მტკიცებულებების შეპირისპირებით არ გამოუკვლევია, ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის” მხრიდან სახეზე იყო თუ არა ბრალეული ქმედება და იყო თუ არა შესაძლებელი გამოკვეთილიყო სამუშაოების შემსრულებლის - შპს „კ---ის“ პასუხისმგებლობა, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რამეთუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ. აპელანტი არ ეთანხმება სამართლოს ამგვარ შეფასებას და განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ პუნქტის მიხედვით, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 06 აგვისტოს N8----- ბრძანების თანახმად, რომლითაც გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, დამკვეთს წარმოადგენდა ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ი“, ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა N1---ში მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შპს „კ---ი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ის“ დავალებით. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთს წარმოადგენს ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ი“, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები განახორციელა საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებების შეტანის გარეშე, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რის გამოც, არსებობდა ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ისთვის“, როგორც დამკვეთისათვის, მითითებული მუხლის შესაბამისად, 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების წინაპირობები, სადავო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმ საფუძლით, რომ არ არის განსაზღვრული სამართალდარღვევის სათანადო სუბიექტი, უკანონოა, სასამართლოს იმ შემთხვევაში შეუძლია სადავო აქტის ბათილად ცნობა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, თუ შეუძლებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ნორმის სწორად განმარტების საჭიროება, რომელიც მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადენს. აღნიშნულის დასადასტურებლად, აპელანტი მიუთითებს სუს 14.07.2015წ. Nბს-311-307 განჩინებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. რაც შეეხება დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას, აღნიშნული ასევე არ ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებს, აღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასება თავად სასამართლომ უნდა მოახდინოს". ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეერია ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.06.2013წ. Nბს-215-213 (კ-12) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს". აღნიშნულის შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებით, მართალია, გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა, კერძოდ მასში მითითებულია, რომ პასუხსიმგებლობა არ უნდა გავრცელებულიყო დამკვეთზე, რაც ვერ იქნება გაზიარებული, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, ვისზეც შეიძლება გავრცელდეს პასუხისმგებლობა და მათ შორის არის დამკვეთი. ამასთან, N57 დადგენილების არაერთი ნორმა ითვალისწინებს დამკვეთის ვალდებულებას სანებართვო პირობების დაცვაზე, რომელიც ვერ უზრუნველყო ამხანაგობა "ს----------–--ს ფ-------მა".

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც არასწორია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმა ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს, რაც უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანია ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, მტკიცების ტვირთი გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს რომ მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტებით მისი კანონიერი ინტერესისა თუ უფლების შეზღუდვის ფაქტს, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე მსჯელობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობა „ს----------–--ს ფ-------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე კოდექსის 25.9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების შესახებ. 45.1 მუხლის ,,ა.გ’’ ქვეპუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 4000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ 08.11.2016წ. შეადგინა მითითება №0-----, რომლის თანახმად, დარღვეულია 26.07.2013წ. №8----- ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მხარეს დაევალა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 06.12.2016წ. შედგენილი №0----- შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ამხანაგობამ ,,ს----------–--ს ფ-------ი“, არ შეასრულა 08.11.2016წ. №0----- მითითების პირობები, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.04.2017წ. №0----- დადგენილებით ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ი’’ დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით, პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული დადგენილების 78.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე, ხოლო ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის), ამასთანავე, სახეზე უნდა იყოს ბრალი - მოსარჩელის დამოკ---ებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.07.2013წ. №8----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შ--–-- გ--–-–---–ის 19.06.2013წ. განცხადება და შეთანხმდა ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა №1---ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შერეული ტიპის შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამავე სამსახურის 06.08.2013წ. №8----- ბრძანებით კი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2013 წლის 08 აგვისტოდან 2014 წლის 08 იანვრის ჩათვლით. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,კ---ის’’ და შპს ,,კ--- არქიტექტურის’’ 08.06.2012წ. წერილით დგინდება, რომ კომპანიამ ბოდიში მოუხადა ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ ბინათმესაკუთრეებს, შექმნილი კრიზისის გამო, აიღო ვალდებულება, რომ ოქტომბრის ბოლოს დამთავრდებოდა სამშენებლო სამუშაოები და სახლი ჩაბარდებოდა ექსპლუატაციაში. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ ბინათმესაკუთრეებმა არაერთი განცხადებით მიმართეს შპს ,,კ---ს’’, მოითხოვეს მშენებლობის დასრულება და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, თუმცა აღნიშნული კორპუსი დღეის მდგომარეობითაც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, რასაც არცერთი მხარე არ ხდის სადავოდ.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის მტკიცებულებათა შეპირისპირებით არ გამოუკვლევია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მხრიდან სახეზე იყო თუ არა ბრალეული ქმედება, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას საქმის მასალები არ გამოიკვლია სრულყოფილად, შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან, მართალია, ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქუჩა №1---ში მშენებარე ობიექტის ადგილზე შემოწმების შედეგად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 13 აგვისტოს ცნობით დადგენილი სამართალდარღვევების ნაწილი ასახულია ამავე სამსახურის 2016 წლის 08 ნოემბრის №0----- მითითების დანართში, თუმცა სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი არსით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამრღვევს ეკისრება დარღვევების გამოსწორების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა იგი ჩადენილი და გასულია თუ არა პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა, ვერ იქონიებს, საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.04.2017წ. N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამხანაგობა ,,ს----------–--ს ფ-------ის’’ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ვინაიდან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მითუფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მირანდა ერემაძე