1. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც კანონითა და მართლშეგნებით ხელმძღვანელობს, მტკიცებულებას აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება საქმის ყველა გარემოების ერთობლივ, ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.

2. მტკიცებულე
ბის შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025