გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2-19წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - ა-–-----------------–---–ი
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმომადგენელი - ლ-–---------–---
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ამ დადგენილების საფუძველზე 2----–-–--------------------–-----–----------------- სააღსრულებო ფურცელი(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-19).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------–------- ბრძანება ,,ა-–-----------------–---–ის და მისი წარმომადგენლის, თ---------–----ას ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’ იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა ა-–-----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-19)
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–---------------------------------------- დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით დაჯარიმდა 10 0-- ლარით, ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახ.საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების), მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურების, ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით დაევალა ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახ.საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების), მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა - ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირით დემონტაჟი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ 2-17წლის 21 ნოემბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, 2-17 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელეს წერილობით ეცნობა აღნიშნულ საჩივარზე დანიშნული ზეპირი მოსმენის თაობაზე, 2-17 წლის 30 ნოემბერს ასევე ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის წინადადება ,,გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ საქმეზე №----------------, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ მათ წარმოებაშია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–-------------------–-----–----------------- სააღსრულებო ფურცელი 2----–-–------------------------------- დადგენილების იძულებითი აღსრულების შესახებ დემონტაჟის ნაწილში. შესაბამისად, 2-17 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელის მიერ განცხადება იქნა შეტანილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცლის შეჩერების მოთხოვნით, ხოლო 2-17 წლის 06 დეკემბერს დაზუსტებული საჩივარი იქნა შეტანილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2---–-–------------------------------------------–--------------------------------------–-----------–-–-- ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2----–-–-------------------------------------------–-------------–-----–-------------–----------–-------------------------------–----------–----–-------------------------------–-----------–-----------------------–-–----------------------------------------------------–---–--–-------–-------–--–--------------–----–------------–-----------–----–--------------------------–-–---------------–-------–--------------------–----–-------------------–----------–----–---------------–--------–---------–----------–----–---------------------–-–----------------–-----------------------------–----------------–----–--------------------------–------–--–--------
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები(გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 2----–-–-----------–----–-----–------ საკუთრების უფლების მოწმობით დგინდება, რომ ა-–-----------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ნ--–--------------------------------------------------------------–---------------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი.
საქმეში წარმოდგენილი 2-14 წლის 04 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2-08 წლის 7 აპრილის №--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ქ.თბილისში, ე-–----------–-----–-------------–- მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობით 4--.0- კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 12, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------- 2-08 წლის 23 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა-–-----------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-08 წლის 7 აპრილის №--- საკუთრების უფლების მოწმობა(იხ. ტომი I, ს.ფ. 73)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------(იხ. ტომი I, ს.ფ.71)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2-10 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ნ--–---------–-–-----------------–-------–-------------------------------------- მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1------ კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 12, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------- 2-10 წლის 02დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 138)
3.1.3. 2-16 წლის 12 დეკემბერს, ა-–-----------------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებულ, ქ.თბილისში, ე-–----------–-----–-------------–- მდებარე 4------------ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-17 წლის 23 იანვრის №-------------- და 28 მარტის №-------------- წერილებით ირკვევა, რომ ა-–-----------------–---–ის 2-16წლის 12 დეკემბრის №--------- განცხადება მიღებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–-----------------–---–ის 2-16 წლის 12 დეკემბრის №--------- განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 75)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-17 წლის 23 იანვრის №-------------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 76)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-17 წლის 28 მარტის №-------------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 77)
3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა-–-----------------–---–ის მიმართ 2-17 წლის 22 აგვისტოს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ე----–-----–--------------- მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №----------------- ა-–-----------------–---–ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია (განთავსებულია) მავთულბადის ღობე, ლითონის ჭიშკარი, ლითონის კონსტრუქციის ბაქანი, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობელი, სამაცივრე დანადგარები, ხის დროებითი ნაგებობა, შენობა-ნაგებობა, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირით. ამავე მითითებით მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა აღნიშნული ობიექტის დემონტაჟი. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 2-(ოცი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2-17 წლის 22 აგვისტოს მითითება №------(იხ. ტომი 1, ს.ფ.169-170)
3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2-17 წლის 18 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ა-–-----------------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2-17 წლის 22 აგვისტოს №------ მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2-17 წლის 18 სექტემბრის შემოწმების აქტი №------(იხ. ტომი 1, ს.ფ.180-181)
3.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–--------------------------–-------------- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა-–-----------------–---–ი დაჯარიმდა 1----0(ათიათასი) ლარით, ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ა-–-----------------–---–ს დაევალა ქ.თბილისში, ე----–-----–--------------- მიმდებარედ (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის დემონტაჟი.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–---------------------------–------------------–-----–--------სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2----–-–---------------------------------------- დადგენილებაში დარღვევა: ,,ხის ღობით ნაგებობის“ ნაცვლად მიეთითა ,,ხის დროებითი ნაგებობა’’. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ დადგენილება №–----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ძალაშია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ დადგენილებასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–---------------------------–----------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 2--22)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–----------------------------–-----–----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(იხ. ტომი I, ს.ფ. 45-46)
3.1.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------ დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–--------------------–------------------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ა-–-----------------–---–ს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაევალა, ქ.თბილისში, ე----–-----–-------------------------(სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურების ლითონის მოაჯირით დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–----------------------------------------------–-----------–--–-(იხ. ტომი 1, ს.ფ. 130-131)
3.1.8. 2017წლის 21 ნოემბერს, ა-–-----------------–---–მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილების ბათილად ცნობა, ხოლო 2-18 წლის 29 იანვარს ა-–-----------------–---–ის წარმომადგენელმა თ---------–----ამ №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------–----- დადგენილების ბათილად ცნობა, თუმცა 2-17 წლის 06 დეკემბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორებმა დააზუსტეს მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------------------- დადგენილების ბათილად ცნობა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–---------------------------------- სააღსრულებო ფურცლის გაცემით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების უკანონოდ აღიარება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------------–------- ბრძანებით ა-–-----------------–---–ის 2-17 წლის 21 ნოემბრის №----------------- და მისი წარმომადგენლის თ---------–----ას 2-18 წლის 29 იანვრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------ დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ა-–-----------------–---–ს დაევალა ქ.თბილისში, ე----–-----–--------------- მიმდებარედ (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე), განთავსებული ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლისა და სამაცივრე დანადგარების დემონტაჟი და უკანონოდ იქნა აღიარებული აღნიშნული ნაწილის აღსასრულებლად მიქცევის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–---------------------------------- სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ქმედება. ამავე ბრძანებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებულ ნაწილში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2-17 წლის 3 ნოემბრის №------ დადგენილება დანარჩენ ნაწილში და კანონიერად იქნა აღიარებული ა-–-----------------–---–ისათვის ქ.თბილისში, ე-----–-----–--------------- მიმდებარედ (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის (ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის და ლითონის მოაჯირიანი კაპიტალური საფეხურების დემონტაჟის დავალების ნაწილში მისი აღსასრულებლად მიქცევის მიზნით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2---–-–---------------------------------- სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ქმედება. ასევე, ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------–----- დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–-----------------–---–ის 2017 წლის 21 ნოემბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 23-28)
- ა-–-----------------–---–ის წარმომადგენლის თ---------–----ას 2018წლის 29 იანვრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 47-52)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------------–------- ბრძანება ,,ა-–-----------------–---–ის და მისი წარმომადგენლის, თ---------–----ას ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 78-92)
3.1.9. საქმეში წარმოდგენილია მოწმეების: ელ-–----------–----------------–-------------------------------------–---- 2016 წლის 28 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლის თანახმადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ა-–-----------------–---–ი 1982 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 1---კვ.მეტრი მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ------–--------–-----------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ე-–-–----------–----------------–----------------------------------–---- 2-16წლის 28 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები(იხ. ტომი 1, ს.ფ. 65-70)
3.1.10. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისი, ნ--–-----------------------------------–-----------------------------------–------ს(სულ 40 მოქალაქე) 2-19 წლის 07 აპრილის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ა-–-----------------–---–ი აღნიშნული კორპუსის უკან ფლობს 1--- კვ.მეტრამდე მიწის ნაკვეთს 1982 წლიდან, სადაც დარგული აქვს მრავალწლიანი ნარგავები და უვლის 35წელიწადზე მეტია. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნულ ნაკვეთზე არ არის არავითარი კაპიტალური შენობა. ა-–-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალწლიანი ნარგავების არსებობა დასტურდება ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვისა და ფერმერთა სწავლება-კონსულტირების ცენტრის 2-07წლის 14 ივლისის №---–-----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის, ნ--–-----------------------------------–-----------------------------------–------ს(სულ 40 მოქალაქე) 2-19 წლის 07 აპრილის ერთობლივი განცხადება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 139-141)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვისა და ფერმერთა სწავლება-კონსულტირების ცენტრის 2-07წლის 14 ივლისის №26 წერილი(იხ. ტომი 2, ს.ფ. 142)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–-----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–-----------------–---–ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ხოლო გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------------–------- ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა ა-–-----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი(ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------------------- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(გასაჩივრებულ ნაწილში) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2---–-–---------------–------- ბრძანება ,,ა-–-----------------–---–ის და მისი წარმომადგენლის, თ---------–----ას ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(გასაჩივრებულ ნაწილში), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------- სააღსრულებო ფურცელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს და მასზე ცალკე, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე მსჯელობას სასამართლო ვერ იქონიებს, თუმცა ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტებთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,–ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა-–-----------------–---–ის მიმართ 2-17წლის 22 აგვისტოს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ე----–-----–--------------- მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №----------------- ა-–-----------------–---–ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია(განთავსებულია) მავთულბადის ღობე, ლითონის ჭიშკარი, ლითონის კონსტრუქციის ბაქანი, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობელი, სამაცივრე დანადგარები, ხის დროებითი ნაგებობა, შენობა-ნაგებობა, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირით. ამავე მითითებით მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა აღნიშნული ობიექტის დემონტაჟი. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 2-(ოცი) კალენდარული დღის ვადა.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მთითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2-17 წლის 18 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ა-–-----------------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2-17 წლის 22 აგვისტოს №------ მითითების პირობები.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 1----0 ლარით.
მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები(მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა.შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–--------------------------–-------------- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა-–-----------------–---–ი დაჯარიმდა 1---------------- ლარით, ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ა-–-----------------–---–ს დაევალა ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის დემონტაჟი. ამასთან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------–----- დადგენილებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2-17წლის 3 ნოემბრის №---------------------- დადგენილებაში დარღვევა: ,,ხის ღობით ნაგებობის“ ნაცვლად მიეთითა ,,ხის დროებითი ნაგებობა’’. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ დადგენილება №–----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ძალაშია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ დადგენილებასთან ერთად.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------ დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–--------------------–------------------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ა-–-----------------–---–ს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაევალა, ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------- (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერის, მაგიდის, სკამების) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლის, სამაცივრე დანადგარების, ხის ღობის ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურების ლითონის მოაჯირით დემონტაჟი.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ვინაიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------------–------- ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–----------------------------------–--- იმ ნაწილში, რომლითაც ა-–-----------------–---–ს დაევალა ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე), განთავსებული ლითონის კონსტრუქციის ბაქნის, მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლისა და სამაცივრე დანადგარების დემონტაჟი და უკანონოდ იქნა აღიარებული აღნიშნული ნაწილის აღსასრულებლად მიქცევის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–---------------------------------- სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ქმედება, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებულ ნაწილში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა,- მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------ დადგენილება, ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში).
6.4. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);
ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე;
გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;
დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
სასამართლო აქვე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 2- მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; ამავე პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება ასევე საჩრდილობელი, ხოლო ,,ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი.
დასახელებული დადგენილების 66.1. მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით(53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე)მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებითაც დადგენილია ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძვლები, ასევე ბრალეულობის მნიშვნელობა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ
ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო(თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო(თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო(თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა(კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი(მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2-12წლის 15 ნოემბრის №ბს-391-386(3კ-12) გადაწყვეტილება).
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ა-–-----------------–---–ის მიერ ჩადენილი(სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 2----–-–-----------–----–-----–------ საკუთრების უფლების მოწმობით ა-–-----------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქ------–--–------–-------------------------------------- მიმდებარედ არსებული 4--კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი. ამასთან, 2-16 წლის 12დეკემბერს ა-–-----------------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებულ, ქ.თბილისში, ე-–----------–-----–-------------–- მდებარე 4-- კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამავე კომისიის 2-17 წლის 23 იანვრის №-------------- და 28მარტის №-------------- წერილებით კი ირკვევა, რომ ა-–-----------------–---–ის 2-16წლის 12 დეკემბრის №--------- განცხადება მიღებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოში დავა მიმდინარეობს ასევე ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გარემოებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კვლევის საგანი არ ყოფილა, რასაც შესაძლოა შეეცვალა საქმის ვითარება იმ კუთხით, რომ საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში საქმე გვექნებოდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე ობიექტებთან, ხოლო ლეგალიზების შემთხვევაში, აღარ დადგებოდა დღის წესრიგში უკანონო მშენებლობის საკითხი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ 2-16 წლის 28 ივლისს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც მოწმეები: ელიშუქი აბულაძე, ზურაბ ლაბარტყავა და რამაზ თავართქილაძე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ა-–-----------------–---–ი 1982 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 1---კვ.მეტრი მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ------–--------–----------------------------------------------------------- საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისი, ნ--–-----------------------------------–-----------------------------------–------ს(ორმოცი მოქალაქე) 2-19წლის 07აპრილის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ა-–-----------------–---–ი აღნიშნული კორპუსის უკან ფლობს 1---კვ.მეტრამდე მიწის ნაკვეთს 1982 წლიდან, სადაც დარგული აქვს მრავალწლიანი ნარგავები და უვლის 35წელიწადზე მეტია. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნულ ნაკვეთზე არ არის არავითარი კაპიტალური შენობა. ა-–-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალწლიანი ნარგავების არსებობა დასტურდება ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვისა და ფერმერთა სწავლება-კონსულტირების ცენტრის 2-07წლის 14 ივლისის №---–-----–---. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კვლევი საგანი არ ყოფილა თუ როდის განხორციელდა სადავო ობიექტების მშენებლობა და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა საერთოდ თუნდაც წერილობითი დასტურის მოპოვების ვალდებულებას. დასახელებული გარემოებები საერთო ჯამში ადასტურებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად. შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება, ადგილზე დათვალიერება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ა-–-----------------–---–ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–---------------------------–----------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–-----------------–---–ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.8. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------------–------- ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა ა-–-----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი(კერძოდ-ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში), მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–---------------------------–----------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში) 2---–-–---------------–------- ბრძანების კანონშეუსაბამობა გასაჩივრებულ ნაწილში სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე - 10- ლარს.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 30-(სამასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ა-–-----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, მოსარჩელე- ა-–-----------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 10-(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო დარჩენილი 2-0(ორასი) ლარი კი უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–-----------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------–------- ბრძანება იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა ა-–-----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი(ქ.თბილისში, ე----–-----–------------------------------კერძოდ,-სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში).
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(კერძოდ-ქ.თბილისში, ე----–-----–--------------- მიმდებარედ (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №------------------აკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ(ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის(ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში).
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–-----------------–---–ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, მოსარჩელე- ა-–-----------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10-(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. ა-–-----------------–---–ს--------------------------------, 2-19 წლის 25 მარტს №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 30-(სამასი) ლარიდან, უკან დაბრუნდეს 2-0(ორასი) ლარი(მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები(თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 30-773150; მიმღების ბანკი/ხაზინა- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი