გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7652-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------);
წარმომადგენელი: თო-------------------ე;
მოპასუხე: შპს ,,ს------------“ (ს/ნ 2--------);
წარმომადგენელი: თ------–---------;
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აუნაზღაურდეს მოსარჩელე ე------ პ------ს მოპასუხის უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი 1536 ლარის ოდენობით, კერძოდ: ჯარიმების N3--------; N3--------; N3--------; N3--------; N3--------; N3--------; N3-------- და N3-------- ჩაუბარებლად, მათზე საურავების დარიცხვისა და იძულებით აღსასრულებლად მიქცევით მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს „სი-ტი პარკს“ მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული 500 ლარის ანაზღაურება (ჯამში 650 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს ,,ს-------------ს” წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 02.02.2016 წლის 11:30 საათზე, შედგა შპს ,,ს-------------ს" საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი A-----; მოდელი C-------; ქუჩა: რუსთაველის გამზირი 33; დარღვევა: საფასურის გადაახდის გარეშე დგომა, ასკ-ის 125 (2) პუნქტი 1. შენიშვნა: პარკირების ადგილზე 12 სთ-ზე მეტი დროით საფასურის გადახდის გარეშე დგომა ექვემდებარება ევაკუაციას; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.1.2. ,,-----------–-------------ს" უკუგზვნილის თანახმად, შპს ,,ს-------------ს" 02.02.2016წ. საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- - მოსარჩელე ე------ პ------ს (პ/ნ 6----------) ჩაბარდა 14.05.2016 წელს მისამართზე- ქ. თ---–-------------------------------- ჩაბარების ინფორმაცია: გზავნილი ჩაიბარა ე------ პ------მ (პ/ნ 6----------) თვითონ. ხელმოწერილია. ე. პ------.
3.1.3. შპს „ს-------------ს“ 14.06.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.1.4. შპს „ს-------------ს“ 2016 წლის 28 ივლისს სააღსრულებო ფურცელი გაიცა შპს „ს-------------ს“ 02.02.2016 წლის საჯარიმო-ქვითარი-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3---------ის და 14.06.2016 წლის N3-------- დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 04.08.2016 წლის A16---------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია NA1------- სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ. ეცნობა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს-------------ს" 02.02.2016 წლის N3-------- საჯარიმო ქვითარი -
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. (იხ. ს.ფ. 105; ტ-I);
- ,,-----------–-------------ს" უკუგზვნილი (იხ. ს.ფ. 108; ტ-I);
- 14.06. 2016 წლის დადგენილება N3--------.(იხ. ს.ფ. 109-110; ტ-I );
- სააღსრულებო ფურცელი. (იხ. ს.ფ. 115; ტ-I );
- შეტყობინება N A16---------- . (იხ. ს. ფ. 44-48; ტ-I )
3.2.1. 06.02. 2016 წელს 22:28 საათზე, შედგა შპს ,,ს-------------ს" საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი A-----; მოდელი C-------; ქუჩა: აბანოს ქუჩა 2; დარღვევა: საფასურის გადაახდის გარეშე დგომა, ასკ-ის 125 (2) პუნქტი 1. შენიშვნა: პარკირების ადგილზე 12 სთ-ზე მეტი დროით საფასურის გადახდის გარეშე დგომა ექვემდებარება ევაკუაციას; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.2.2. ,,-----------–-------------ს" უკუგზვნილის თანახმად, შპს ,,ს-------------ს" 02.02.2016წ. საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- - მოსარჩელე ე------ პ------ს (პ/ნ 6----------) ჩაბარდა 14.05.2016 წელს მისამართზე- ქ. თ---–-------------------------------- ჩაბარების ინფორმაცია: გზავნილი ჩაიბარა ე------ პ------მ (პ/ნ 6----------) თვითონ. ხელმოწერილია. ე. პ------.
3.2.3. შპს „ს-------------ს“ 14.06.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.2.4 შპს „ს-------------ს“ 2016 წლის 28 ივლისის სააღსრულებო ფურცელი გაიცა შპს „ს-------------ს“ 06.02.2016 წლის საჯარიმო-ქვითარი-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- -ის და 14.06.2016 წლის3-------- დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 13.08. 2016 წლის A16---------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია NA1------- სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს------------ს" 06.02.2016 წლის საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- (იხ. ს.ფ. 106; ტ-I );
-,,-----------–-------------ს" უკუგზვნილი (იხ. ს.ფ. 108; ტ-I);
- 14.06.2016 წლის დადგენილება N3-------- (იხ. ს.ფ. 111-112; ტ-I);
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 116; ტ-I);
- შეტყობინება A16---------- (იხ. ს.ფ. 39-43; ტ-I );
3.3.1. 16.02.2016 წლის 16:47 საათზე შედგა შპს ,,ს-------------ს" საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი A-----; მოდელი C-------; ქუჩა: მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია ; დარღვევა: საფასურის გადაახდის გარეშე დგომა, ასკ-ის 125 (2) პუნქტი 1. შენიშვნა: პარკირების ადგილზე 12 სთ-ზე მეტი დროით საფასურის გადახდის გარეშე დგომა ექვემდებარება ევაკუაციას; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.3.2. ,,-----------–-------------ს" უკუგზვნილის თანახმად, შპს ,,ს-------------ს" 16..02.2016წ. საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- - მოსარჩელე ე------ პ------ს (პ/ნ 6----------) ჩაბარდა 14.05.2016 წელს მისამართზე- ქ. თბილისი, ბ--------------------------. ჩაბარების ინფორმაცია: გზავნილი ჩაიბარა ე------ პ------მ (პ/ნ 6----------) თვითონ. ხელმოწერილია. ე. პ------.
3.3.3. შპს „ს-------------ს“ 14.06.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.3.4. შპს „ს------------ს“ 2016 წლის 29 ივლისის ააღსრულებო ფურცელი გაიცა შპს „ს-------------ს“ 16.02.2016 წლის საჯარიმო-ქვითარი-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3---------ის და შპს „ს-------------ს“ 14.06.2016 წლის N3-------- დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 აგვისტოს A1--------009 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია NA1------- სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს-------------ს" 16.02.2016 წლის საჯარიმო ქვითარი -ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- (იხ. ს.ფ. 107; ტ-I );
,,-----------–-------------ს" უკუგზვნილი (იხ. ს.ფ. 108; ტ-I);
- 14.06. 2016 წლის N3-------- დადგენილება (იხ. ს.ფ. 113-114; ტ-I);
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 117; ტ-I);
- შეტყობინება N A1--------009 (იხ. ს.ფ. 34-38; ტ-I) ).
3.4.1. 09.03.2016 წლის 10:59 საათზე, შედგა შპს ,,ს-------------ს" საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი P------; მოდელი LEXUS; ქუჩა: ვ-–----–----–------------; დარღვევა: საფასურის გადაახდის გარეშე დგომა, ასკ-ის 125 (2) პუნქტი 1. შენიშვნა: პარკირების ადგილზე 12 სთ-ზე მეტი დროით საფასურის გადახდის გარეშე დგომა ექვემდებარება ევაკუაციას; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.4.2. შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინების ბარათის საფოსტო გზავნილის ცაბარების შესახებ" საჯარიმო ქვითარი N3--------, 10.06.2016 წელს ჩაბარდა ადრესატ ე------ პ------ს მეუღლეს, თ--------------- (პ/ნ 6----------), მისამართზე, ქ. თბილისი, ბ---------------------------- ხელმოწერილია თ-------------ე.
3.4.3. შპს „ს-------------ს“ 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.4.4. 2016 წლის 15 აგვისტოს გაიცა შპს „ს-------------ს“ სააღსრულებო ფურცელი, შპს „ს-------------ს“ 09.03. 2016 წლის საჯარიმო ქვითარის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- -ის და შპს „ს-------------ს“ 12.07.2016 წლის N3--------, დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 აგვისტოს A16-------005 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია NA16------ სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს------------ს" 09.03.2016 წლის N3-------- საჯარიმო ქვითარი -
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (იხ. ს.ფ. 94; ტ-I);
- შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინება (იხ. ს.ფ. 96; ტ-I);
- 12.07.2016 წლის დადგენილება N3-------- (იხ. ს.ფ. 97-98; ტ-I );
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 101; ტ-I);
- შეტყობინება N A16-------005 (იხ. ს.ფ. 52-54; ტ-I).
3.5.1. 2016 წლის 11 მარტს 21:48 საათზე, შედგა შპს ,,ს------------ს" საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი A-----; მოდელი C-------; ქუჩა: აბანოს ქ.1; დარღვევა: ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასკ-ის 125 პუნქტი 8. შენიშვნა: გზის სავალ ნაწილზე პარკირება; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.5.2. შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინების ბარათის საფოსტო გზავნილის ცაბარების შესახებ" საჯარიმო ქვითარი N3--------, 10.06.2016 წელს ჩაბარდა ადრესატ ე------ პ------ს მეუღლეს, თ--------------- (პ/ნ 6----------), მისამართზე, ქ. თბილისი, ბ---------------------------- ხელმოწერილია თ-------------ე.
3.5.3. შპს „ს-------------ს“ 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.5.4. 2016 წლის 15 აგვისტოს გაიცა შპს „ს-------------ს“ სააღსრულებო ფურცელი, შპს „ს-------------ს“ 11.03.2016 წლის საჯარიმო ქვითარის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, -ის და შპს „ს-------------ს“ 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.5.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 აგვისტოს A1--------005 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია NA1------- სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს------------ს" 2016 წლის 11 მარტის N3--------, საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (იხ. ს.ფ. 118; ტ-I );
- შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინება (იხ. ს.ფ. 121; ტ-I);
- შპს „ს------------ს“ გენერალური მენეჯერის 12.07.2016 წლის
N3-------- დადგენილება (იხ. 122-123; ტ-I );
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 128; ტ-I );
-შეტყობინება N A1--------005 (იხ. ს.ფ. 49-51; ტ-I);
3.6.1. 2016 წლის 16 მარტს 10:59 საათზე, შედგა შპს ,,ს-------------ს" საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი P------; მოდელი LEXUS; ქუჩა: ბ-----------; დარღვევა: საფასურის გადაახდის გარეშე დგომა, ასკ-ის 125 (2) პუნქტი 1. შენიშვნა: პარკირების ადგილზე 12 სთ-ზე მეტი დროით საფასურის გადახდის გარეშე დგომა ექვემდებარება ევაკუაციას; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.6.2. შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინების ბარათის საფოსტო გზავნილის ცაბარების შესახებ" საჯარიმო ქვითარი N3--------, 10.06.2016 წელს ჩაბარდა ადრესატ ე------ პ------ს მეუღლეს, თ--------------- (პ/ნ 6----------), მისამართზე, ქ. თბილისი, ბ---------------------------- ხელმოწერილია თ-------------ე.
3.6.3. შპს „ს-------------ს“ 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.6.4. 2016 წლის 18 აგვისტოს გაიცა შპს „ს-------------ს“ სააღსრულებო ფურცელი 16.03.2016 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3---------ის და 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.6.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 24 აგვისტოს A1--------008 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA1------- სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს------------ს" 16.032016 წლის საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი N3-------- (იხ. ს.ფ. 95; ტ-I);
- შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინება (იხ. ს.ფ. 96; ტ-I);
- 12.07. 2016 წლის დადგენილება N3--------. (იხ. ს.ფ. 99-100; ტ-I );
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 102; ტ-I);
- შეტყობინება გ N A16083518-008 (იხ. ს.ფ. 24-28; ტ-II);
3.7..1. 2016 წლის 20 მარტს 11:50 საათზე, შედგა შპს ,,ს-------------ს" საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი A-----; მოდელი C-------; ქუჩა: ბ------------------; დარღვევა: საფასურის გადაახდის გარეშე დგომა, ასკ-ის 125 (2) პუნქტი 1. შენიშვნა: პარკირების ადგილზე 12 სთ-ზე მეტი დროით საფასურის გადახდის გარეშე დგომა ექვემდებარება ევაკუაციას; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.7.2. შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინების ბარათის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ" 20.03.2016 წლის საჯარიმო ქვითარი N3-------- 10.06.2016 წელს ჩაბარდა ადრესატ ე------ პ------ს მეუღლეს, თ--------------- (პ/ნ 6----------), მისამართზე, ქ. თბილისი, ბ---------------------------- ხელმოწერილია თ-------------ე.
3.7.3. შპს „ს-------------ს“ 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.7.4. 2016 წლის 22 აგვისტოს გაიცა შპს „ს-------------ს“ სააღსრულებო ფურცელი 20.03.2016 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3---------ის და 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.7.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 29 აგვისტოს A1--------010 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA1------- სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს------------ს" 20.03.2016 წლის 20 მარტის საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------. (იხ. ს.ფ. 119; ტ-I));
- შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინება (იხ. ს.ფ. 121; ტ-I);
- 12.07. 2016 წლის დადგენილება N3-------- (იხ. ს.ფ. 124-125; ტ-I);
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 130; ტ-I);
-შეტყობინება N A1--------010 (იხ. ს.ფ. 29-33; ტ-II);
3.8.1. 2016 წლის 25 მარტს 15:43პს შედგა ,,ს-------------ს" საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------, რომლის თანახმად, მანქანის ნომერი A-----; მოდელი C-------; ქუჩა: კ---------------; დარღვევა: საფასურის გადაახდის გარეშე დგომა, ასკ-ის 125 (2) პუნქტი 1. შენიშვნა: პარკირების ადგილზე 12 სთ-ზე მეტი დროით საფასურის გადახდის გარეშე დგომა ექვემდებარება ევაკუაციას; ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი.
3.8.2. შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინების ბარათის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ" 20.03.2016 წლის საჯარიმო ქვითარი N3--------10.06.2016 წელს ჩაბარდა ადრესატ ე------ პ------ს მეუღლეს, თ--------------- (პ/ნ 6----------), მისამართზე, ქ. თბილისი, ბ---------------------------- ხელმოწერილია თ-------------ე.
3.8.3. შპს „ს-------------ს“ 12.07.2016 წლის N3-------- დადგენილების (საურავის დარიცხვის შესახებ) თანახმად, პ------ ე------ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290.1. მუხლი.
3.8.4. 2016 წლის 22 აგვისტოს გაიცა შპს „ს-------------ს“ სააღსრულებო ფურცელი 20.03.2016 წლის N3-------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი -ის და 12.07.2016 წლის N3--------დადგენილების საფუძველზე. კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალე: ე------ პ------ (პ/ნ 6----------, ქ. თბილისი, ბა------------------------); ამოსაღები თანხა -160 ლარი.
3.8.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 25 აგვისტოს A1--------007 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - თანახმად, მოვალე ე------ პ------ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA1------- სააღსრულებო საქმე შპს „სითი პარკის“ მიერ გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის ან/და საურავის სახით 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს------------ს" 25.03.2016 წლის საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N3--------. (იხ. ს.ფ. 120; ტ-I );
- შპს ,,ქ--------------------------ს" შეტყობინება (იხ. ს.ფ. 121; ტ-I);
- 12.07. 2016 წლის დადგენილება N3--------. (იხ. ს.ფ. 126-127;ტ-I );
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 131; ტ-I );
-შეტყობინება N A1--------007 (იხ. ს.ფ. 34-38; ტ-II).
3.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა ე------ პ------ს საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საურავის დარიცხვის შესახებ 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, 2016 წლის 14 ივნისის №3--------, №3--------, №3--------, 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, №3-------- დადგენილებების გაუქმება და გადახდილი ფულადი თანხის დაბრუნება.
3.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის დადგენილებით (საქმე N4------17) ე------ პ------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საჩივრის მოთხოვნა: საურავის დარიცხვის შესახებ 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, 2016 წლის 14 ივნისის №3--------, №3--------, №3--------, 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, №3-------- დადგენილებების გაუქმება და გადახდილი ფულადი თანხის დაბრუნება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორისთვის ცნობილი იყო საჯარიმო ქვითრების არსებობის თაობაზე და არ არსებობდა შპს ,,ს------------ს“ მიერ საურავის დარიცხვის შესახებ 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, 2016 წლის 14 ივნისის №3--------, №3--------, №3-------- და 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, №3-------- დადგენილებების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის დადგენილება (საქმე N4------17) (იხ. ს.ფ. 110-119; ტ-II).
3.11. საქმეში წარმოდგენილი 8 (რვა) საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ე------ პ------ს მიერ მთლიანად გადახდილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ზემოთ მითითებული შეტყობინენებით (სულ 8 შეტყობინება) მოთხოვნილი თანხები 16.08.2016 წელს და 02.09.2016 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო დავალებები (იხ.ს.ფ. 16-23; ტ-II)
სამოტივაციო ნაწილი;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებათა მოსმენის, წარმოდგენილი სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე------ პ------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
6.2. სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მითითებულ კონსტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №23/630 ,,საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის."
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
ამავე საქმეზე (Nბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) , საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
6.4. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამ კოდექსის 208.1. მუხლის 2017 წლის 01 ივლისამდე მო1მედი რედაქციის თანახმად, 1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი; ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის შენიშვნის 42 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ?? ???????? 290-? ?????? ??????? ??????? განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.8. ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს: 1) პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა): 2) წარმოშობილი ზიანი; 3) მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
6.9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე მუხლის შენიშვნის 12 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევს საჯარიმო ქვითრის ასლი შესაძლოა ჩაბარდეს პირადად.
ამავე მუხლის შენიშვნის 14 პუნქტით, საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამდენად, კანონმდებელი საჯარიმო ქვითრის ჩაბარების მიზნებისათვის ასევე ითვალისწინებს საჯარიმო ქვითრის ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები რომელიმე სხვა სრულწლოვანი ოჯახის წევრზე ჩაბარების შესაძლებლობას.
6.10. სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
ამასთან, ზიანის მიყენებისა და მისი ანაზღაურების საფუძვლების არსებობის შემოწმებისათვის, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს, დადგინდეს მოპასუხის მიერ მასზედ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხასიათი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა თუ არა მასზედ კანონით დაკისრებული ვალდებულებები და აღნიშნულმა დარღვევამ შედეგობრივად გამოიწვია თუ არა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
6.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის დადგენილებით (საქმე N4------17), დასტურდება, რომ მოსარჩელე ე------ პ------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შპს ,,ს-------------ს" 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, 2016 წლის 14 ივნისის №3--------, №3--------, №3--------, 2016 წლის 12 ივლისის №3--------, №3--------, №3-------- დადგენილებები საურავის დარიცხვის შესახებ, დატოვებული იქნა უცვლელად, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მათი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. შესაბამისად, ითვლება, რომ მითითებული დადგენილებების საფუძველზე, საურავის დარიცხვა და მოსარჩელის მიერ საურავის გადახდა არის კანონშესაბამისი. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი (დარიცხული საურავის გადახდა).
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე ე------ პ------ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.
ზმრიგად, მოსარჩელე ე------ პ------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს ახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 24-ე; 261.3. 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ე------ პ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივaნი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე ლეილა მამულაშვილი