განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002061763 (3ბ/458-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მ--------------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ-----------–--–---–-
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ-----------–--–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (J------) სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და დაეკისრა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დ-----------–--–---–-ს მიერ ანაზღაურებული 112-ის ევაკუატორის სერვისის ღირებულების დაბრუნება 78 (სამოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა შეადგინა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nელ3-----, სადაც მიეთითა: სამართალდამრღვევი: კ----–--–---–--------- პ/ნ 0----------); ავტოსატრანსპორტო საშუალება: J------ / AL6------; სამართალდარღვევა: 12.08.2017 12:51, ა.ს.კ. 125-8-0, ,,დგომა აკრძალულია’’ ნიშნის დაუცველობა „გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის დაუცველობა. 12.08.2017წ. პატაკი ვაკე-საბურთალო, დიღმის საჯარიმო. ჯარიმა 10 ლარი. ჩამორთმეული დოკუმენტები: ავტომობილი.
2.2. საქმეში წარმოდგენილი შსს საპატრულო პლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ასეულის საბურთალოს მიმართულების პატრულ-ინსპექტორის რ------------ის პატაკის თანახმად, ამავე დეპატრამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შემდგომი რეაგირების მიზნით ეცნობა, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს 12-13 სთ-ზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ქ.თბილისში, პ------ ქუჩა N4-ში, მის მიერ გამოვლენილ იქნა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გაჩერებული მ----------ს მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით J------. ვინაიდან სახეზე იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ, დგომა-გაჩერება აკრძალვის ნიშნის არდამორჩილება და ადგილი ჰქონდა 125-ე მუხლის შენიშვნის I ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე მოპსუხე მხარის მიერ წარდგენილი იქნა 2017 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული რეაგირების ოქმი, შედგენილი ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის I ასეულის საბურთალოს მიმართულების პატრულ-ინსპექტორი რ------------ის მიერ. ოქმში მითითებულია: ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა: მ----------; სახელმწიფო რეგისტრაციის N J------; სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ადგილი: პ------ ქუჩა N 4-ის მიმდებარედ; სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა ევაკუატორით, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე.
2.4. მოწმე ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის I ასეულის საბურთალოს მიმართულების პატრულ-ინსპექტორმა რ------------ემ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. აგრეთვე განმარტა, რომ დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო მოედანზე ევაკუატორით გადაყვანა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ავტომანქანა გაჩერებული იყო იმ ზონაში, სადაც არ იყო პარკირების ადგილი, იგი ხელს უშლიდა პ------ N6-ის მიმდებარედ გადაკეტვის შიგნით მდგარ დიდ სატვირთო ავტომანქანებს გადაკეტვიდან შემოსვლაში. მ----------ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო რეგისტრაციის NJ------ გაჩერებული იყო დგომა-გაჩერების წესების დარღვევით და აფერხებდა აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან მოძრაობა იყო მხოლოდ ცალმხრივად. იგი გადაყვანილი იქნა 112-ის ევაკუატორის დახმარებით საჯარიმო ავტოსადგომზე, ვინაიდან ადგილზე ვერ მოხერხდა ავტომანქანის მძღოლის მოძიება.
2.5. საქმეში წარმოდგენილი „ლ-------- ბანკის’’ 2017 წლის 12 აგვისტოს N9------- გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელე დ-----------–--–---–-ს მიერ გადახდილია 78.00 ლარი - 112-ის ევაკუატორების მომსახურეების სერვისი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
2.7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
2.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. იმავე კოდექსის 24.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. იმავე კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
2.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
2.10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1. მუხლით, თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა - განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. იმავე კოდექსის 237-ე მუხლით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში. იმავე კოდექსის 125.8. მუხლის თანახმად,, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომააკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. მითითებული ნორმის ,,შენიშვნის’’ პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
2.11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა 10 ლარი) შეფარდების კანონიერებას. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ გახორციელებული მოქმედების - მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სსიპ 112-ის სპეციალურად დაცული (საჯარიმო) ავტოსადგომზე გადაყვანის უკანონოდ ცნობასა და მის მიერ ანაზღაურებული 112-ის ევაკუატორის სერვისის ღირებულების დაბრუნებას 78 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში იგი იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალებასთან და უარი არ განუცხადებია ავტომობილის აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. აგრეთვე განმარტა, რომ მან ევაკუატორის მძღოლთან ერთად იმგზავრა საჯარიმო მოედნამდე.
2.12. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სადავო შემთხვევის ამსახველი სამხარეო ვიდეო კამერის ან ბორტ კამერის ჩანაწერი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არ არის დაცული. ამასთან, მათთან დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად წარუდგინეს სასამართლოს.
2.13. საქალაქო სასამართლომ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით ყურადღება მიაქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის სტრუქტურას, რომელშიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ან თვლების ბლოკირების შესაძლებლობა წარმოდგენილია არა ნორმის სტრუქტურაში, არამედ გატანილია ნორმის გარეთ, შენიშვნის სახით და შესაბამისად, წარმოადგენს დამატებით სახდელს, ამ ნორმის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ნორმის ჩამოყალიბებისა და მისი სტრუქტურის განსაზღვრის პროცესში, შენიშვნა, როგორც წესი, გამოიყენება იმ პირობებში, როდესაც ჩნდება ინფორმაციის გაზრდის ან შევიწროვების აუცილებლობა, დგინდება გამონაკლისი საერთო წესიდან, ნორმა ან ის სუბიექტები, რომლებზეც ეს ნორმა ვრცელდება საჭიროებენ დაკონკრეტებას ან ხდება იმ პირობების დაზუსტება, რა პირობებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული ნორმის გამოყენება. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ,,შენიშვნა’’ ითავსებს ნორმის დაზუსტება-დაკონკრეტების ფუნქციას, თუმცა ნორმაშეფარდებითი საქმიანობის პროცესში სწორედ მასში ასახული რეგულაციები საჭიროებს განსაკუთრებულ განმარტებას და ქმნის კონკრეტული სიტუაციისადმი ამ ნორმის გამოყენებადობის განსაზღვრის აუცილებლობას. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დაკისრებული სახდელი შესაბამისობაში იყოს ჩადენილ ქმედებასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლის დარღვევისათვის ძირითადი სახდელის სახით დადგენილია ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ამასთან, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე თავისი შინაარსით წარმოადგენს დამატებით სახდელის სახეს, რამდენადაც აღნიშნულით იზღუდება საკუთრების უფლება და მისი აღდგენა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის პირობებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში ძირითადი სახდელის სახით ჯარიმის (10 ლარი) შეფარდება არ იწვევს იმავდროულად, ავტომატურ რეჟიმში, ამავე ნორმის პირველი შენიშვნით გათვალისწინებული დამატებითი სახდელის (სატრანსპორტო საშუალებას გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით განხორციელება) გამოყენების ვალდებულებას.
2.14. საქალაქო სასამართლომ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2014წ. განჩინების (საქმე N3ბ/563-14) განმარტებაზე, კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ანუ ფაქტობრივად მიტოვებულად მიჩნევის შესაძლებლობას ქმნის 12 საათიანი დგომის პერიოდის ამოწურვა’’, იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ნორმის განმარტების საჭიროება და ჩათვალა, რომ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი არ არის აშკარად და ცალსახად ჩამოყალიბებული, არ ვლინდება პირდაპირი და უშუალო ბმა ნორმის ცალკეულ ნაწილებსა და ამავე მუხლის პირველ შენიშვნას შორის, რა მიზნითაც საჭიროა ნორმაში ჩადებული აზრის სამართლებრივი დატვირთვის გამოვლენა. ნორმის ცალკეული ნაწილების იზოლირებული განმარტება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა არსებული პრობლემის დაძლევის შესაძლებლობას, რა მიზნითაც საჭიროა ,,პირველი შენიშვნის’’ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის სრულ შინაარსთან’’. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში, ამ ნორმის პირველი შენიშვნის მოქმედი რედაქციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, ამასთანავე, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან/და იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან, მაგრამ უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, არ წარმოადგენს ამ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე უპირობოდ გადაყვანის საფუძველს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მიჩნეულ უნდა იქნეს კანონშეუსაბამოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირღვევა საგზაო მოძრაობის წესი, კერძოდ: არ არის დაცული ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნა’’ და ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება - მოძრაობას, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი იმყოფება ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან და უარს არ აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. ამრიგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8.მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ,,დგომა’’ - გაჩერების’’ წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ავტომატურად არ იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.
2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში ნორმა უნდა შეფასდეს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრისას ძირითადი და დამატებითი სახდელების სახით მკაცრი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, რაშიც მოიაზრება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა და შესაბამისი სახდელის დაკისრება, საჭიროა იმის დადასტურება, რომ ამ ტიპის ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი. ამდენად, ნორმის შინაარსის განმარტებისას უნდა დადგინდეს ის ურთიერთშეფარდება, რომელიც, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და, მეორეს მხრივ, ცალკეული ინდივიდის უფლებებს. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანის შესაძლებლობა უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან კონკრეტული პირის ინტერესს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის ავტომატურად გამოყენება იმავე მუხლის მე-8 ნაწილით ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში არ შეესაბამება ნორმის ნამდვილ შინაარსს. შენიშვნის გამოყენების წინაპირობას კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მესამე პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, ანუ როცა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრება ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზანს - საჭირო შედეგის მიღწევას. მითითებული შენიშვნით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე დასაშვებია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი დამრღვევის ქმედება იწვევს მოძრაობის შეფერხებას, საავარიო ვითარების შექმნას, სხვათა ქონების დაზიანებას, რამდენადაც ავტომანქანის ევაკუირება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს - სხვათა უფლებების დაცვას და მოძრაობის შეფერხების აღმოფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს (პატრულ-ინსპექტორის) მიერ განხორციელებული ქმედება გამოიწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების არამართლზომიერ შეზღუდვას, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საკანონმდებლო აქტით ცალსახად არ არის განსაზღვრული კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციის გამოყენება და იმავდროულად ავტომანქანის სადგომზე გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამრღვევის ქმედებას მოჰყვა სხვათა უფლებების შელახვა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის ყველა ნაწილის დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლის მიდგომა ვერ იქნება ერთგვაროვანი. ნორმის გამოყენებისა და განმარტების პროცესში ყოველთვის ხდება ნორმის გონივრული შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობა, რაშიც არ ჯდება ისეთი შემთხვევა, როდესაც ქმედებისათვის, რომელიც კანონმდებლის მიერ დაწესებული 10 ლარიანი სანქციიდან გამომდინარე, ფაქტობრივად მიჩნეულია მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად, დამატებითი სახდელის სახით გამოიყენება იმ ტიპის ღონისძიება, რომელიც მრავალჯერად აღემატება ძირითად სანქციას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნორმა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, პასუხიმგებლობის მკაცრი ღონისძიების გამოყენების პროცესში, რაშიც მოიაზრება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა და შესაბამისი თანხების დაკისრება, საჭიროა იმის დადასტურება, რომ ამ ტიპის ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი. ნორმის ნამდვილი შინაარსის განმარტებისას უნდა დადგინდეს ის ურთიერთშეფარდება, რომელიც, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და, მეორე მხრივ, ცალკეული ინდივიდის უფლებებს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში მოსარჩელე არ იმყოფებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ან/და უარი განაცხადა სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა კანონსაწინააღმდეგოა და სცილდება მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, მოსარჩელის დ-----------–--–---–-ს სარჩელი მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოქალაქე დ-----------–--–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, კერძოდ ,,დგომა აკრძალულია’’ ნიშნის მოქმედების ზონაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება. შესაბამისად, მის მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების შედეგად მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე, შესაბამისად უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევას წარმოადგენს დგომა/გაჩერების წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას და ა/მანქანის გადაყვანის წესსა და საფუძვლებს განსაზღვრავს ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლით, მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ეს გარემოებები, დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, მოწმის ჩვენებით, ახსნა-განმარტებით და ა.შ. ამავე კოდექსის 237-ე მუხლით, მტკიცებულებათა შეფასება უნდა მოხდეს, საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა მტკიცებულებათა ერთობლიობაში.
3.3. აპელანტის განმარტებით, დადასტურებული გარემოებაა, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისში პ------ ქუჩაზე მიმდინარეობდა გზის სარემონტო სამუშაოები. საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ აღნიშნულ გზაზე, რამოდენიმე თვის განმავლობაში (მათ შორის აგვისტოს თვეში) შეზღუდული იყო საგზაო მოძრაობა, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის რეაბილიტაცია და ხდებოდა გზის ინფრასტრუქტურის სრულად შეცვლა. 2017 წლის 12 აგვისტოს შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მიმართა ,,--–-----------ის’’ უბნის უფროსმა. აღნიშნული კომპანია ახორციელებდა პ------ ქუჩაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოებს, მიწისქვეშა გაყვანილობის გამოცვლასა და ასფალტის საფარის განახლებას. პ------ ქუჩაზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევით იდგა სატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომერი: ჯ-------), რომელიც აფერხებდა მოძრაობას. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდნენ დიდი ზომის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით და დგომა-გაჩერების წესების დარღვევით მდგომი სატრანსპორტო საშუალება ხელს უშლიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას გამოსვლაში. (იხ. მტკიცებულება - "რეაგირების ოქმი"). საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებს ადგილზე არ დახვდათ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, შესაბამისად კანონის სრული დაცით გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე. ამდენად აპელანტის განმარტებით, დადასტურებული გარემოებაა, რომ მოქალაქეს კანონდარღვევით ჰყავდა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება, ამავდროულად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოქალაქის მიერ მოხდა ,,საგზაო მოძრაობის წესების’’ დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების კანონდარღვევით გაჩერებაში, სატრანსპორტო საშუალების მიტოვებაში და აღნიშნულ გზაზე მომუშავე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის შეფერხებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადწყვეტილება და უარი ეთქვას მოქალაქე დ-----------–--–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა შეადგინა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nელ3-----, სადაც მიეთითა: სამართალდამრღვევი: კ----–--–---–--------- პ/ნ 0----------); ავტოსატრანსპორტო საშუალება: J------ / AL6------; სამართალდარღვევა: 12.08.2017 12:51, ა.ს.კ. 125-8-0, ,,დგომა აკრძალულია’’ ნიშნის დაუცველობა „გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის დაუცველობა. 12.08.2017წ. პატაკი ვაკე-საბურთალო, დიღმის საჯარიმო. ჯარიმა 10 ლარი. ჩამორთმეული დოკუმენტები: ავტომობილი.
4.3. საქმეში წარმოდგენილი შსს საპატრულო პლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ასეულის საბურთალოს მიმართულების პატრულ-ინსპექტორის რ------------ის პატაკის თანახმად, ამავე დეპატრამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შემდგომი რეაგირების მიზნით ეცნობა, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს 12-13 სთ-ზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ქ.თბილისში, პ------ ქუჩა N4-ში, მის მიერ გამოვლენილ იქნა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გაჩერებული მ----------ს მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით J------. ვინაიდან სახეზე იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ, დგომა-გაჩერება აკრძალვის ნიშნის არდამორჩილება და ადგილი ჰქონდა 125-ე მუხლის შენიშვნის I ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე.
4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე მოპსუხე მხარის მიერ წარდგენილი იქნა 2017 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული რეაგირების ოქმი, შედგენილი ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის I ასეულის საბურთალოს მიმართულების პატრულ-ინსპექტორი რ------------ის მიერ. ოქმში მითითებულია: ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა: მ----------; სახელმწიფო რეგისტრაციის N J------; სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ადგილი: პ------ ქუჩა N 4-ის მიმდებარედ; სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა ევაკუატორით, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე.
4.5. მოწმე ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის I ასეულის საბურთალოს მიმართულების პატრულ-ინსპექტორმა რ------------ემ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. აგრეთვე განმარტა, რომ დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო მოედანზე ევაკუატორით გადაყვანა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ავტომანქანა გაჩერებული იყო იმ ზონაში, სადაც არ იყო პარკირების ადგილი, იგი ხელს უშლიდა პ------ N6-ის მიმდებარედ გადაკეტვის შიგნით მდგარ დიდ სატვირთო ავტომანქანებს გადაკეტვიდან შემოსვლაში. მ----------ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო რეგისტრაციის NJ------ გაჩერებული იყო დგომა-გაჩერების წესების დარღვევით და აფერხებდა აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან მოძრაობა იყო მხოლოდ ცალმხრივად. იგი გადაყვანილი იქნა 112-ის ევაკუატორის დახმარებით საჯარიმო ავტოსადგომზე, ვინაიდან ადგილზე ვერ მოხერხდა ავტომანქანის მძღოლის მოძიება.
4.6. საქმეში წარმოდგენილი „ლ-------- ბანკის’’ 2017 წლის 12 აგვისტოს N9------- გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელე დ-----------–--–---–-ს მიერ გადახდილია 78.00 ლარი - 112-ის ევაკუატორების მომსახურეების სერვისი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. იმავე კოდექსის 24.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. იმავე კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1. მუხლით თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. იმავე კოდექსის 237-ე მუხლით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში. იმავე კოდექსის 125.8. მუხლის თანახმად,, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომააკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. მითითებული ნორმის ,,შენიშვნის’’ პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
4.12. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა 10 ლარი) შეფარდების კანონიერებას. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ გახორციელებული მოქმედების - მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სსიპ 112-ის სპეციალურად დაცული (საჯარიმო) ავტოსადგომზე გადაყვანის უკანონოდ ცნობასა და მის მიერ ანაზღაურებული 112-ის ევაკუატორის სერვისის ღირებულების დაბრუნებას 78 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში იგი იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალებასთან და უარი არ განუცხადებია ავტომობილის აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. აგრეთვე განმარტა, რომ მან ევაკუატორის მძღოლთან ერთად იმგზავრა საჯარიმო მოედნამდე. საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სადავო შემთხვევის ამსახველი სამხარეო ვიდეო კამერის ან ბორტ კამერის ჩანაწერი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არ არის დაცული. ამასთან, მათთან დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად წარუდგინეს სასამართლოს.
4.13. საქალაქო სასამართლომ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით ყურადღება მართებულად მიაქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის სტრუქტურას, რომელშიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ან თვლების ბლოკირების შესაძლებლობა წარმოდგენილია არა ნორმის სტრუქტურაში, არამედ გატანილია ნორმის გარეთ, შენიშვნის სახით და შესაბამისად, წარმოადგენს დამატებით სახდელს, ამ ნორმის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ნორმის ჩამოყალიბებისა და მისი სტრუქტურის განსაზღვრის პროცესში, შენიშვნა, როგორც წესი, გამოიყენება იმ პირობებში, როდესაც ჩნდება ინფორმაციის გაზრდის ან შევიწროვების აუცილებლობა, დგინდება გამონაკლისი საერთო წესიდან, ნორმა ან ის სუბიექტები, რომლებზეც ეს ნორმა ვრცელდება საჭიროებენ დაკონკრეტებას ან ხდება იმ პირობების დაზუსტება, რა პირობებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული ნორმის გამოყენება. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ,,შენიშვნა’’ ითავსებს ნორმის დაზუსტება-დაკონკრეტების ფუნქციას, თუმცა ნორმაშეფარდებითი საქმიანობის პროცესში სწორედ მასში ასახული რეგულაციები საჭიროებს განსაკუთრებულ განმარტებას და ქმნის კონკრეტული სიტუაციისადმი ამ ნორმის გამოყენებადობის განსაზღვრის აუცილებლობას. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დაკისრებული სახდელი შესაბამისობაში იყოს ჩადენილ ქმედებასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლის დარღვევისათვის ძირითადი სახდელის სახით დადგენილია ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ამასთან, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე თავისი შინაარსით წარმოადგენს დამატებით სახდელის სახეს, რამდენადაც აღნიშნულით იზღუდება საკუთრების უფლება და მისი აღდგენა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის პირობებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში ძირითადი სახდელის სახით ჯარიმის (10 ლარი) შეფარდება არ იწვევს იმავდროულად, ავტომატურ რეჟიმში, ამავე ნორმის პირველი შენიშვნით გათვალისწინებული დამატებითი სახდელის (სატრანსპორტო საშუალებას გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით განხორციელება) გამოყენების ვალდებულებას.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2014წ. განჩინების (საქმე N3ბ/563-14) განმარტებაზე, კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ანუ ფაქტობრივად მიტოვებულად მიჩნევის შესაძლებლობას ქმნის 12 საათიანი დგომის პერიოდის ამოწურვა’’, იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ნორმის განმარტების საჭიროება და ჩათვალა, რომ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი არ არის აშკარად და ცალსახად ჩამოყალიბებული, არ ვლინდება პირდაპირი და უშუალო ბმა ნორმის ცალკეულ ნაწილებსა და ამავე მუხლის პირველ შენიშვნას შორის, რა მიზნითაც საჭიროა ნორმაში ჩადებული აზრის სამართლებრივი დატვირთვის გამოვლენა. ნორმის ცალკეული ნაწილების იზოლირებული განმარტება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა არსებული პრობლემის დაძლევის შესაძლებლობას, რა მიზნითაც საჭიროა ,,პირველი შენიშვნის’’ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის სრულ შინაარსთან’’. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში, ამ ნორმის პირველი შენიშვნის მოქმედი რედაქციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, ამასთანავე, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან/და იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან, მაგრამ უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. მოცემულ საქმეზეც სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, არ წარმოადგენს ამ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე უპირობოდ გადაყვანის საფუძველს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მიჩნეულ უნდა იქნეს კანონშეუსაბამოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირღვევა საგზაო მოძრაობის წესი, კერძოდ: არ არის დაცული ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნა’’ და ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება - მოძრაობას, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი იმყოფება ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან და უარს არ აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. ამრიგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8.მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ,,დგომა’’ - გაჩერების’’ წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ავტომატურად არ იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში ნორმა უნდა შეფასდეს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრისას ძირითადი და დამატებითი სახდელების სახით მკაცრი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, რაშიც მოიაზრება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა და შესაბამისი სახდელის დაკისრება, საჭიროა იმის დადასტურება, რომ ამ ტიპის ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი. ამდენად, ნორმის შინაარსის განმარტებისას უნდა დადგინდეს ის ურთიერთშეფარდება, რომელიც, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და, მეორეს მხრივ, ცალკეული ინდივიდის უფლებებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანის შესაძლებლობა უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან კონკრეტული პირის ინტერესს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის ავტომატურად გამოყენება იმავე მუხლის მე-8 ნაწილით ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში არ შეესაბამება ნორმის ნამდვილ შინაარსს. შენიშვნის გამოყენების წინაპირობას კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მესამე პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, ანუ როცა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრება ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზანს - საჭირო შედეგის მიღწევას. მითითებული შენიშვნით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე დასაშვებია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი დამრღვევის ქმედება იწვევს მოძრაობის შეფერხებას, საავარიო ვითარების შექმნას, სხვათა ქონების დაზიანებას, რამდენადაც ავტომანქანის ევაკუირება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს - სხვათა უფლებების დაცვას და მოძრაობის შეფერხების აღმოფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს (პატრულ-ინსპექტორის) მიერ განხორციელებული ქმედება გამოიწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების არამართლზომიერ შეზღუდვას, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საკანონმდებლო აქტით ცალსახად არ არის განსაზღვრული კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციის გამოყენება და იმავდროულად ავტომანქანის სადგომზე გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამრღვევის ქმედებას მოჰყვა სხვათა უფლებების შელახვა. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის ყველა ნაწილის დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლის მიდგომა ვერ იქნება ერთგვაროვანი. ნორმის გამოყენებისა და განმარტების პროცესში ყოველთვის ხდება ნორმის გონივრული შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობა, რაშიც არ ჯდება ისეთი შემთხვევა, როდესაც ქმედებისათვის, რომელიც კანონმდებლის მიერ დაწესებული 10 ლარიანი სანქციიდან გამომდინარე, ფაქტობრივად მიჩნეულია მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად, დამატებითი სახდელის სახით გამოიყენება იმ ტიპის ღონისძიება, რომელიც მრავალჯერად აღემატება ძირითად სანქციას. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, ნორმა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, პასუხიმგებლობის მკაცრი ღონისძიების გამოყენების პროცესში, რაშიც მოიაზრება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა და შესაბამისი თანხების დაკისრება, საჭიროა იმის დადასტურება, რომ ამ ტიპის ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი. ნორმის ნამდვილი შინაარსის განმარტებისას უნდა დადგინდეს ის ურთიერთშეფარდება, რომელიც, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და, მეორე მხრივ, ცალკეული ინდივიდის უფლებებს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში მოსარჩელე არ იმყოფებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ან/და უარი განაცხადა სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა კანონსაწინააღმდეგოა და სცილდება მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე