გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2018
საქმის ნომერი
010310116001617037
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310116001617037

№3-870/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - მა----ა ხარ---ი

წარმომადგენელი - რე---- ფუ--------ე

მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თე----------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მა----ა ხარ---მა სარჩელით მომართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

ბათილად გამოცხადდეს მისი მიღების დღიდან, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №03-02/57 დადგენილება - სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მა----ა ხარ---ის დაჯარიმების შესახებ;

ბათილად გამოცხადდეს მისი მიღების დღიდან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №01-06/1109 ბრძანება და შეწყდეს მოსარჩელის მიმართ წარმოებული სამართალდარღვევის საქმე.

ბათილად გამოცხადდეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითება.

ასევე, ბათილად გამოცხადდეს - ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 05 სექტემბერს მიღებული №57 შემოწმების აქტი.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

მოსარჩელის მამისეული ოჯახი ცხოვრობს ქალაქ ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირი №744-ში, ოჯახის უფროსია მამა - შა---ო ხარ---ი. ოჯახის თანასაკუთრებაა ა----–-----–-ს გამზირი №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 2001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამ სახლში სარემონტო სამუშაოები და რეკონსტრუქცია განხორციელებულია 2000 წლამდე, სახლი კი იურიდიულად გაფორმებულია ხათ---ა ხარ---სა და მის ბიძაშვილებზე, გი-----ი და მა----- ხარ---ზე.

სახლი აგებულია 1955-1960 წლებში და ნაწილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა განხორციელდა 2000 წლამდე პერიოდში, უშუალოდ მოსარჩელის მშობლებისა და გი-----ი და მა----- ხარ---ის ბაბუა-ბებიას მიერ. მა----ა ხარ---მა საკუთრების უფლება მოიპოვა 1990 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და იმ დროისათვის საცხოვრებელი სახლი და ამჟამად სადაოდ გამხდარი ფართიც დე-ფაქტოდ არსებობდა.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო სარეკონსტრუქციო სამუშაოები მა----ა ხარ---ს არ უწარმოებია; არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება და არც შეიძლება არსებობდეს, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ აწარმოვა სახლის რეკონსტრუქცია, რის გამოც მხოლოდ მის მიმართ სანქციის გამოყენება დაუშვებელია და უკანონო. სახლი 4 პირის თანასაკუთრებაა და რაც მთავარია, ეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნაწარმოებია 2000 წლამდე პერიოდში მოსარჩელის მამისა და ბიძის მიერ; მოსარჩელეს ამჟამად სადავოდ გამხდარ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან მა----ა ხარ---ს რაიმე შეხება არ ჰქონია. მოსარჩელე პირადად პასუხს აგებს მხოლოდ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე; ამიტომაც მისი დაჯარიმება არასწორია.

მა----ა ხარ---ი გათხოვილია და დე-ფაქტოდ არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროს იგი ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელი მას ვერ დაეკისრება;

ასევე შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ სადავო სამუშაოები იურიდიულად წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის შიდა სამუშაოებს, ამით არ შეცვლილა სახლის კონფიგურაცია, არ გაზრდილა პარამეტრები და ა.შ. ზედამხდველობის სამსახურში წარდგენილია განცხადება, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მეზობლებს რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, ამ სადავო სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 12 სექტემბერს მიიღო №03-02/57 დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მა----ა ხარ---ი დაჯარიმდა 2000 ლარით; ეს დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რომლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №01-06/1109 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

2016 წლის 12 სექტემბრის №03-02/57 დადგენილება დაჯარიმების თაობაზე, თავისი შინაარსიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება კანონს. ამ დადგენილების მიღების დროს საერთოდ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისად მოსარჩელე არ ყოფილა მიწვეული სადაო საკითხების განხილვის დროს. მოსარჩელეს არ ჩაბარებია რაიმე სახის შეტყობინება, „მითითება“, ანდა ოქმი, რომლის მიხედვით ინფორმირებული იქნებოდა დარღვევად მიჩნეული ქმედების თაობაზე. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო სრულიად უკანონო დადგენილება;

განსახილველ საქმეზე მოპასუხემ ამ ნორმის მოთხოვნაც უგულებელყო და არ მოიწვია და არ დაკითხა მოწმეები ან სპეციალისტები, არ გამოიძახა ექსპერტები და შესაბამისად მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად უკანონო ადმინისტრაციული აქტი.

იმდენად, რამდენადაც მოსარჩელს შეხება არ აქვს სადავო სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და იგი გათავისუფლდეს უკანონოდ დარიცხული ჯარიმისაგან.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩივრით მიმართა მა----ა ხარ---მა და მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის N№03-02/57 დადგენილების ბათილად ცნობა.

მა----ა ხარ---ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მა----ა ხარ---მა და მანანა მიქელაძემ. 2016 წლის 13 ოქტომბრის ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის (სხდომის ოქმი №1) გამართვის შემდეგ, წარდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა- განმარტების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების განმახორციელებელი პირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----ა ხარ---ის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

2016 წლის 18 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევა და მა----ა ხარ---ს მიეცა N№03-07/41 მითითება, ა----–-----–-ს გამზირის №744-ში საცხოვრებელი სახლის ნებართვის გარეშე რეკონსტრუქციისათვის. იგი გაფრთხილდა, რომ უმოკლეს ვადაში წარედგინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაცია და ამისათვის განესაზღვრა დრო, 2016 წლის 31 აგვისტომდე.

2016 წლის 5 სექტემბერს ზედამხედველობის სამსახურის №57 შემოწმების აქტით დადგინდა რომ, მხარემ არ შეასრულა მითითება, მან ვერ წარადგინა მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

აღნიშნულის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ზეპირი მოსმენით განხილული იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე, რომლის ფარგლებშიც გამოცემული იქნა დადგენილება, სამშენებლო სამართალდაღვევისათვის მა----ა ხარ---ის დაჯარიმების შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე მა----ა ხარ---ის თანასაკუთრებაში სხვა დანარჩენ სამ პირთან (გი-----ი, მა----- და ხათ---ა ხარ---ები) ირიცხება ქ--–----------–---ში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე 2001 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, 279,70 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 20.42.02.103.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2014 წლის 1-ლი დეკემბრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს მა----ა ხარ---ის სახელზე შედგენილი №03-07/41 მითითებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აწარმოა სახლის თანამესაკუთრემ, მა----ა ხარ---მა, სათანადო ნებართვის გარეშე, რომელსაც დაევალა, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა და ამისათვის განესაზღვრა დრო, 2016 წლის 31 აგვისტომდე.

ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მა----ა ხარ---ის მიერ, 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, მა----ა ხარ---მა ვერ წარადგინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითება;

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №57 შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა 03-02/57 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ“, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის და 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მა----ა ხარ---ი დაჯარიმდა 2000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის 03-02/57 დადგენილება;

 

3.1.4. მა----ა ხარ---მა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის 03-02/57 დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქ--–----------–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მა----ა ხარ---ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2016 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მა----ა ხარ---მა და მანანა მიქელაძემ (ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე უძრავი ნივთის არასრულწლოვანი თანამესაკუთრეების, გი-----ი და მა----- ხარ---ების კანონიერი წარმომადგენელი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №01-06/1109 ბრძანებით მა----ა ხარ---ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21.10. №01-06/1109 ბრძანება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა არა მა----ა ხარ---მა, არამედ სხვა პირმა.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითებაში, რომლითაც გამოვლენილი დარღვევების ნებაყოფლობითი გამოსწორებისათვის მა----ა ხარ---ს განესაზღვრა დრო 31 აგვისტომდე, აღნიშნულია, რომ სწორედ ის აწარმოებდა უნებართვოდ, სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

მა----ა ხარ---ის საჩივართან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 13 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმის თანახმად, განხილვაში მონაწილეობდა მა----ა ხარ---ი, რომელსაც არ უარუყვია სახლის რეკონსტრუქციის ფაქტი, მას ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის 03-02/57 დადგენილება იმ მხრივ მიაჩნდა უკანონოდ, რომ სახლს ოთხი თანამესაკუთრე ჰყავდა, ხოლო დაჯარიმების დადგენილება მხოლოდ მის მიმართ იყო მიღებული.

მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე უძრავი ნივთის ორი თანამესაკუთრე, გი-----ი და მა----- ხარ---ები არიან არასრულწლოვანი პირები და სწორედ მათმა კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ), მანანა მიქელაძემ აცნობა ზედამხედველობის სამსახურს, საერთო საკუთრების სახლზე განხორციელებული უნებართვო რეკონსტრუქციის თაობაზე. მანანა მიქელაძის მიერ ამის შესახებ დადასტურებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 13 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმშიც. ამდენად, უძრავი ნივთის ამ თანამესაკუთრეთა (გი-----ი და მა----- ხარ---ები) მიერ მშენებლობის განხორციელება გამორიცხულია.

მხარეების მიერ დადასტურებული იქნა ის გარემოებაც, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე უძრავი ნივთის მეოთხე თანამესაკუთრე, მოსარჩელის და, ხათ---ა ხარ---ი ბოლო რამოდენიმე წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მშენებლობა მის მიერ ვერ განხორციელდებოდა.

სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მუშაკმა, და---- ცეცხლაძემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 2 აგვისტოს მანანა მიქელაძის განცხადებით გახდა ზედამხედველობის სამსახურისათვის და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ და ადგილზე გასვლისას მათ მიერ დაფიქსირებული იქნა დაუსრულებელი მშენებლობა, კერძოდ, სახლის მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენება, სადაც ამოყვანილი იყო ახალი კედლები და გაკეთებული იყო იატაკის ახალი დასხმა. ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა დაადგინეს, რომ სამართალდარღვევის სუბიექტს წარმოადგენდა სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, მა----ა ხარ---ი.

საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე, დასტურდება, რომ მიშენების სამუშაოები ახალ ნაწარმოებია და დასრულებული არ არის.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

ამავე კოდექსის 237-ე მუხლით კი განსაზღვრულია, რომ ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლე----ე მათ ერთობლიობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სწორად იქნა დადგენილი, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ბრალეულ პირს და შესაბამისად, პასუხისმგებლობის სუბიექტს ნელი ცივაძე წარმოადგენდა.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არა----არ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული უნებართვო მშენებლობა, კერძოდ, სახლზე დამატებითი ფართის მიშენება განახორციელა მოსარჩელე მა----ა ხარ---მა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითება;

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №57 შემოწმების აქტი;

- სამართალდარღვევის საქმის წარმოების მოსმენის 2016 წლის 13 ოქტომბრის ოქმი;

- ფოტოსურათი;

- მოწმე დ. ცეცხლაძის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მა----ა ხარ---ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს~ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მა----ა ხარ---ის თანასაკუთრებაში სხვა დანარჩენ სამ პირთან (არასრულწლოვანი გი-----ი და მა----- ხარ---ები და ხათ---ა ხარ---ი) ირიცხება ქ--–----------–---ში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე 2001 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, 279,70 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 20.42.02.103.

 

2016 წლის 2 აგვისტოს ქ--–----------–---ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართა არასრულწლოვანი გი-----ი და მა----- ხარ---ების კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ, მანანა მიქელაძემ და აცნობა იმის თობაზე, რომ ქ--–----------–---ში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე თანასაკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე მიმდინარეობდა უნებართვო მშენებლობა, დამატებითი ფართის მიშენება.

ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე გასვლით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ--–----------–---ში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე სახლზე მისი ერთ-ერთი თანამესაკუთრე, მა----ა ხარ---ი განახორციელებდა უკანონო რეკონსტრუქციას, კერძოდ, დამატებითი ფართის მიშენებას სათანადო ნებართვის გარეშე.

აღნიშნულის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს მა----ა ხარ---ის სახელზე შესდგა №03-07/41 მითითება, რომელსაც დაევალა, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა და ამისათვის განესაზღვრა კონკრეტული დრო, 2016 წლის 31 აგვისტომდე.

ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მა----ა ხარ---ის მიერ, 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, მა----ა ხარ---მა ვერ წარადგინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა 03-02/57 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ“, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის და 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მა----ა ხარ---ი დაჯარიმდა 2000 ლარით.

 

6.3. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა არა მა----ა ხარ---მა, არამედ სხვა პირმა.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითებაში, რომლითაც გამოვლენილი დარღვევების ნებაყოფლობითი გამოსწორებისათვის მა----ა ხარ---ს განესაზღვრა დრო 31 აგვისტომდე, აღნიშნულია, რომ სწორედ ის აწარმოებდა უნებართვოდ, სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

მა----ა ხარ---ის საჩივართან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 13 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმის თანახმად, განხილვაში მონაწილეობდა მა----ა ხარ---ი, რომელსაც არ უარუყვია სახლის რეკონსტრუქციის ფაქტი, მას ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის 03-02/57 დადგენილება იმ მხრივ მიაჩნდა უკანონოდ, რომ სახლს ოთხი თანამესაკუთრე ჰყავდა, ხოლო დაჯარიმების დადგენილება მხოლოდ მის მიმართ იყო მიღებული.

 

მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე უძრავი ნივთის ორი თანამესაკუთრე, გი-----ი და მა----- ხარ---ები არიან არასრულწლოვანი პირები და სწორედ მათმა კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ), მანანა მიქელაძემ აცნობა ზედამხედველობის სამსახურს, საერთო საკუთრების სახლზე განხორციელებული უნებართვო რეკონსტრუქციის თაობაზე. მანანა მიქელაძის მიერ ამის შესახებ დადასტურებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 13 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმშიც. ამდენად, უძრავი ნივთის ამ თანამესაკუთრეთა (გი-----ი და მა----- ხარ---ები) მიერ მშენებლობის განხორციელება გამორიცხულია.

მხარეების მიერ დადასტურებული იქნა ის გარემოებაც, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე უძრავი ნივთის მეოთხე თანამესაკუთრე, მოსარჩელის და, ხათ---ა ხარ---ი ბოლო რამოდენიმე წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მშენებლობა მის მიერ ვერ განხორციელდებოდა.

სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მუშაკმა, და---- ცეცხლაძემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 2 აგვისტოს მანანა მიქელაძის განცხადებით გახდა ზედამხედველობის სამსახურისათვის და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ და ადგილზე გასვლისას მათ მიერ დაფიქსირებული იქნა დაუსრულებელი მშენებლობა, კერძოდ, სახლის მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენება, სადაც ამოყვანილი იყო ახალი კედლები და გაკეთებული იყო იატაკის ახალი დასხმა. ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა დაადგინეს, რომ სამართალდარღვევის სუბიექტს წარმოადგენდა სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, მა----ა ხარ---ი.

საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე, დასტურდება, რომ მიშენების სამუშაოები ახალ ნაწარმოებია და დასრულებული არ არის.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული უნებართვო მშენებლობა, კერძოდ, სახლზე დამატებითი ფართის მიშენება, რომლის ფართობიც აღემატებოდა 1 კვ.მ.-ს., განახორციელა მოსარჩელე მა----ა ხარ---მა.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;

ამავე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება აღჭურვა, ხოლო შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მა----ა ხარ---ს მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აწარმოა ქ. ქობულეთში, და---- ა----–-----–-ს გამზირის №744-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამხურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №57 შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითების პირობები მა----ა ხარ---ის მიერ შესრულებული არ იყო, კერძოდ, დაწესებულ ვადაში მას ზედამხედველობის სამსახურისთვის არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ მა----ა ხარ---ის მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგანაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.5. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამავე კანონის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო მრინა ხარ---ი დაეჯარიმებინა 2000 ლარით.

მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს მა----ა ხარ---ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

6.6. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №03-02/57 დადგენილება - სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მა----ა ხარ---ის დაჯარიმების შესახებ და ადმინისტარციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №01-06/1109 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №03-07/41 მითითებასა და ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 05 სექტემბერს მიღებული №57 შემოწმების აქტს, რომელთა ბათილად ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე, სასამართლო განმარტავს, რომ ისინი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს არ წარმოადგენს, არამედ ისინი განიხილება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განხორციელებული მოქმედებები (ე.წ. რეალაქტები).

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა. განსახილველ შემთხვევაში მა----ა ხარ---ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მა----ა ხარ---ის დაჯარიმების თაობაზე, 2016 წლის 12 სექტემბრის №03-02/57 დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა მა----ა ხარ---ის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი მა----ა ხარ---ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №03-02/57 დადგენილება - სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მა----ა ხარ---ის დაჯარიმების შესახებ და ადმინისტარციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №01-06/1109 ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე მა----ა ხარ---ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა----ა ხარ---ის სარჩელი სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე