განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002151023
საქმე №3ბ/1090-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - შპს ,,ყ--------------------–--ი’’;
წარმომადგენელი - გ--- ღ-----–---–ი, ა-- შ------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
წარმომადგენელი- ი-----–- გ---------–--ე;
მესამე პირი- შპს ,,ჯ--------- ს--------------ი’’;
წარმომადგენელი - გ---–---- კ-----ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ. 158-167).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, ბ--------ს ქუჩა N---თ------–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0----------------------) შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ სახელზე დარეგისტრირდა 2015 წლის 20 აგვისტოდან.
2.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ივნისს, შპს ,,ყ--------------------–--ის” წარმომადგენლის მიერ შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა------, რომლის თა--ხმად ქ. თბილისში, ბ--------ს ქუჩა N-- (ვ---) მისამართზე დაფიქსირდა მრიცხველი M----
N---------- (ჩვ.4129მ3), რომლიდა--ც მოიხმარდნენ გაზს, თუმცა მრიცველი არ ფიქსირდებოდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, მრიცხველი ჩაიხსნა და გაიგზავნა ლაბორატორიაში შესამოწმებლად.
2.1.3. 2017 წლის 15 ივნისს, ადმინისტრაციული ოქმის განხივის შედეგად, შპს ,,ყ--------------------–--ის” უფლებამოსილმა პირმა N0----- დადგენილებით შპს ,,ჯ--------- ს-------------ი“ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
2.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,ყ--------------------–--მა” შპს ,,ჯ--------- ს-------------ი“ დაარეგისტრირა დროებით აბონენტად (N------) და გაუფორმებელი მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (4129მ3) დაარიცხა გაზის ღირებულება 3096,75 ლარი.
2.1.5. 2017 წლის 26 ივნისს, შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ დირექტორმა ვ-----–- ს------მ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას და მოითხოვა შპს ,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 15 ივნისის N0----- გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმება, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს განცხადებით დამატებით მოითხოვა შპს ,,ყ--------------------–--ის” მიერ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხისა და საურავის დარიცხვის გაუქმება.
2.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N7--- გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ დირექტორის ვ-----–- ს------ს განცხადებები დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 15 ივნისის ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ N0----- დადგენილება და უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული N------ აბონენტზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად 3096,75 ლარისა და ამ დავალიანების საფუძველზე განხორციელებული საურავის დარიცხვა; შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა N------ აბონენტზე უსაფუძვლოდ მიჩეული დარიცხვის გაუქმება და ცვლილების შეტა-- აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თა--ხმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის და--წესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ გა--ცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’ არეგულირებს ურთიერთობებს გა--წილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამა--წილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, გა--წილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-9 მუხლით რეგლამენტირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები, რომლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ გა--წილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთა--ვე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ბუნებრივი გაზის გამა--წილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ამავე პუნქტის ,,ა’’- ,,დ’’ ქვეპუნქტებით დადგენილია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესი.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან გა--წილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან გა--წილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ა--ლიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მომხმარებელს, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლისათვის გადახდის, ა--ზღაურების ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება მის მიერ ბუნებრივი გაზის გამა--წილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები, აღნიშნული კი შეიძლება დადგინდეს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, რომლითაც დადასტურდება მომხმარებლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მისი ბრალეულობა მის ჩადენაში და იგი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები’’, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული საკითხები. მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელსაც საჩივრის განხილვისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
2.2.2 განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ყ--------------------–--ი” სადავოდ ხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N7--- გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა შპს ,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 15 ივნისის ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ” N0----- დადგენილება და უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული N------ აბონენტზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად 3096,75 ლარისა და ამ დავალიანების საფუძველზე განხორციელებული საურავის დარიცხვა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თა--ხმად, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თა--მდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის თა--ხმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თა--მდებობის პირნი; ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან გა--წილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან გა--წილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით - გამოიწვევს გაფრთხილებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თა--ხმად, ორგანო (თა--მდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხა--გური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედა--ყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმის ა--ლიზი ცხადყოფს, რომ პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში, რაც უნდა დადასტურდეს სათა--დო მტკიცებულებებით, ხოლო თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებად მოცემულია ზემოაღნიშნული კოდექსის 236-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თა--მდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლის თა--ხმად, ორგანო (თა--მდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის კანონიერი გადაწყევტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას და საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას. ამასთან, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისათვის აუცილებელია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს პირის ბრალეულობას ჩადენილ სამართალდარღვევაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ყ--------------------–--ის” მიერ, 2017 წლის 5 ივნისს, შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა----- ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ბ--------ს ქუჩა N---ში მდებარე ფართში დამონტაჟებული გაუფორმებელი მრიცხველი, რომელზეც, დადგენილია, რომ ბუნებრივი გაზის და--დგარები არ იყო დაერთებული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თა--ხმად, შპს
,,ჯ--------- ს-------------ი“ ქ. თბილისი, ბ--------ს ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: 0----------------------) მესაკუთრეა 2015 წლის 20 აგვისტოდან. შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ დირექტორი საჩივარში მიუთითებდა, რომ 2017 წლის მაისამდე აღნიშნული ფართი ძირითადად იყო დაკეტილი და მას გაუფორმებელ მრიცხველთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინაიდან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ბუნებრივი აირის მოხმარების საჭიროება არ არსებობდა და მხოლოდ წყალი და ელექტროენერგია მოიხმარებოდა. აღნიშნულს კი ადასტურებდა კომისიაში წარდგენილი აბონენტის ელექტროენერგიის აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათით, რომლის თა--ხმად, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის მაისამდე, ზემოხსენებულ მისამართზე ელექტროენერგიის ხარჯი ძირითადად ნულოვანი იყო. ამასთან, შპს ,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 5 ივნისის ,,ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ“ Nა----- აქტის თა--ხმად, ქსელზე და--დგარები არ იყო დაერთებული.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მსჯელობა მართებულად მიიჩნია, კერძოდ, შპს ,,ყ--------------------–--ის” უფლებამოსილმა პირმა ისე გამოიტა-- შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე დადგენილება, რომ არ გამოუკვლევია იყო თუ არა იგი სამართალდარღვევის ჩამდენი და როდის მოხდა სამართალდარღვევის ფაქტი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა სამართალდამრღვევისა და სამართალდარღვევის ჩადენის დროის დადგენის გარეშე ვერ ადასტურებს შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ ბრალეულობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში.
სასამართლომ გაიზიარა სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება შპს ,,ჯ--------- ს----------------ს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და, შესაბამისად, არ არსებობდა კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული დარიცხვის პროცედურების გამოყენების საფუძველი, რის გამოც უსაფუძვლო იყო ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისათვის განხორციელებული 3096,75 ლარისა და ამ დავალიანების საფუძველზე განხორციელებული საურავის დარიცხვაც.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის №7--- გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, ბ--------ს ქუჩა N---თ------–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: 0----------------------) შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ სახელზე დარეგისტრირდა 2015 წლის 20 აგვისტოდან.
4.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ივნისს, შპს ,,ყ--------------------–--ის” წარმომადგენლის მიერ შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა------, რომლის თა--ხმად ქ. თბილისში, ბ--------ს ქუჩა N-- (ვ---) მისამართზე დაფიქსირდა მრიცხველი M----
N---------- (ჩვ.4129მ3), რომლიდა--ც მოიხმარდნენ გაზს, თუმცა მრიცველი არ ფიქსირდებოდა შპს ,,ყ--------------------–--ის“ მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, მრიცხველი ჩაიხსნა და გაიგზავნა ლაბორატორიაში შესამოწმებლად.
4.1.3. 2017 წლის 15 ივნისს, ადმინისტრაციული ოქმის განხივის შედეგად, შპს ,,ყ--------------------–--ის” უფლებამოსილმა პირმა N0----- დადგენილებით შპს ,,ჯ--------- ს-------------ი“ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
4.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,ყ--------------------–--მა” შპს ,,ჯ--------- ს-------------ი“ დაარეგისტრირა დროებით აბონენტად (N------) და გაუფორმებელი მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (4129მ3) დაარიცხა გაზის ღირებულება 3096,75 ლარი.
4.1.5. 2017 წლის 26 ივნისს, შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ დირექტორმა ვ-----–- ს------მ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას და მოითხოვა შპს ,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 15 ივნისის N0----- გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმება, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს განცხადებით დამატებით მოითხოვა შპს ,,ყ--------------------–--ის” მიერ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხისა და საურავის დარიცხვის გაუქმება.
4.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N7--- გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ დირექტორის ვ-----–- ს------ს განცხადებები დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს ,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 15 ივნისის ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ N0----- დადგენილება და უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული N------ აბონენტზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად 3096,75 ლარისა და ამ დავალიანების საფუძველზე განხორციელებული საურავის დარიცხვა; შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა N------ აბონენტზე უსაფუძვლოდ მიჩეული დარიცხვის გაუქმება და ცვლილების შეტა-- აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას სასამართლოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან საქმის გარემოებების არასრულყოფილი შესწავლის თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის #7--- გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის გარემოებები, რომელიც სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი.
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სადავო აქტის შინაარსის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება-შეჯერების საფუძველზე.
პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის შეფასებას ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თა--ხმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის და--წესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ გა--ცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’ არეგულირებს ურთიერთობებს გა--წილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამა--წილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, გა--წილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-9 მუხლზე, რომლის თა--ხმად რეგლამენტირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები, რომლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ გა--წილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთა--ვე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ბუნებრივი გაზის გამა--წილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ამავე პუნქტის ,,ა’’- ,,დ’’ ქვეპუნქტებით დადგენილია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესი.
პალატა მიიჩნევს, რომ არსებითად სწორად მოიხმო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან გა--წილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან გა--წილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ა--ლიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მომხმარებელს, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლისათვის გადახდის, ა--ზღაურების ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება მის მიერ ბუნებრივი გაზის გამა--წილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები, აღნიშნული კი შეიძლება დადგინდეს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, რომლითაც დადასტურდება მომხმარებლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მისი ბრალეულობა მის ჩადენაში და იგი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები’’, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული საკითხები. მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელსაც საჩივრის განხილვისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,ყ--------------------–--ი” სადავოდ ხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N7--- გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა შპს ,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 15 ივნისის ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ” N0----- დადგენილება და უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული N------ აბონენტზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად 3096,75 ლარისა და ამ დავალიანების საფუძველზე განხორციელებული საურავის დარიცხვა.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის შინაარს, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თა--მდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის თა--ხმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თა--მდებობის პირნი; ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან გა--წილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან გა--წილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით - გამოიწვევს გაფრთხილებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თა--ხმად, ორგანო (თა--მდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხა--გური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედა--ყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმის ა--ლიზი ცხადყოფს, რომ პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში, რაც უნდა დადასტურდეს სათა--დო მტკიცებულებებით, ხოლო თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებად მოცემულია ზემოაღნიშნული კოდექსის 236-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თა--მდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
ამასთან, საყურადღებოა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლის ჩა--წერი, კერძოდ, ორგანო (თა--მდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის კანონიერი გადაწყევტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას და საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას. ამასთან, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისათვის აუცილებელია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს პირის ბრალეულობას ჩადენილ სამართალდარღვევაში.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ყ--------------------–--ის” მიერ, 2017 წლის 5 ივნისს, შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა----- ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ბ--------ს ქუჩა N---ში მდებარე ფართში დამონტაჟებული გაუფორმებელი მრიცხველი, რომელზეც, დადგენილია, რომ ბუნებრივი გაზის და--დგარები არ იყო დაერთებული.
საქმის მასალებით უდავოა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თა--ხმად, შპს ,,ჯ--------- ს-------------ი“ ქ. თბილისი, ბ--------ს ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: 0----------------------) მესაკუთრეა 2015 წლის 20 აგვისტოდან. შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ დირექტორი საჩივარში მიუთითებდა, რომ 2017 წლის მაისამდე აღნიშნული ფართი ძირითადად იყო დაკეტილი და მას გაუფორმებელ მრიცხველთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინაიდან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ბუნებრივი აირის მოხმარების საჭიროება არ არსებობდა და მხოლოდ წყალი და ელექტროენერგია მოიხმარებოდა. აღნიშნულს კი ადასტურებდა კომისიაში წარდგენილი აბონენტის ელექტროენერგიის აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათით, რომლის თა--ხმად, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის მაისამდე, ზემოხსენებულ მისამართზე ელექტროენერგიის ხარჯი ძირითადად ნულოვანი იყო. ამასთან, შპს ,,ყ--------------------–--ის” 2017 წლის 5 ივნისის ,,ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ“ Nა----- აქტის თა--ხმად, ქსელზე და--დგარები არ იყო დაერთებული.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მსჯელობას მართებულად მიიჩნევს, კერძოდ, შპს ,,ყ--------------------–--ის” უფლებამოსილმა პირმა ისე გამოიტა-- შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე დადგენილება, რომ არ გამოუკვლევია იყო თუ არა იგი სამართალდარღვევის ჩამდენი და როდის მოხდა სამართალდარღვევის ფაქტი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა სამართალდამრღვევისა და სამართალდარღვევის ჩადენის დროის დადგენის გარეშე ვერ ადასტურებს შპს ,,ჯ--------- ს-------------ის“ ბრალეულობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის 2017 წლის 21 სექმემბრის 7--- გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ა--ლიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. სსსკ–ის 53–ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო აპელანტს, შპს ,,ყ--------------------–--ს’’ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ყ--------------------–--ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. შპს „ყ----------------------–--ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე