განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310118002313468
საქმე N3ბ/1823-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - ლ-–---------–---;
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ს--–----------------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,ბ-–-- ლ------ი“;
წარმომადგენელი - თ------–--–--–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ-–-- ლ------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება ,,შპს ,,ბ-–-- ლ------ის'' დირექტორის თ------–--–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
2.2.1. 2016 წლის 05 დეკემბერს, ერთი მხრივ ი------------–-----ს (შემდგომში წოდებული ,,მეიჯარედ“) და მეორე მხრივ თ------–--–--–---–ს, როგორც შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორს (შემდგომში წოდებული ,,მოიჯარედ“) შორის დაიდო კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მეიჯარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს დროებით სარგებლობაში მისი კუთვნილი ფართი, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, დ-----------–-----–----------------------------------ში კომერციული საქმიანობის (კაფე-ბარის და/ან სხვა საქმიანობის) განსახორციელებლად, ხოლო მოიჯარე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა იმ ვადაში და იმ ოდენობით, რაც მითითებულია ამ ხელშეკრულების პუნქტი 2.2 და 2.3-ში (ხელშეკრულების 1.1პუნქტი). ხელშეკრულების 1.2 პუნქტით, საიჯარო ქონების მახასიათებლებია: ს------------–----------------–----------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------–--------------------------------–---------------------------------------–---------------- (ს.ფ. 39-44).
2.2.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე, კერძოდ-განთავსებულია: სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ზემოთხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი და განთავსების ადგილიდან გატანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი)კალენდარული დღე (ს.ფ. 102-103).
2.2.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, შპს ,,ბ-–-- ლ------მა“ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ. 21-22).
2.2.4. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს N0----- ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ განხილული იქნა მითითება N0----- 09.08.2017წ. (შემდგენი - ა.გ-------) და შემოწმების აქტი N0----- 14.08.2017წ. (შემდგენი - გ.ნ-----) შედგენილი შპს ,,ბ-–-- ლ------ის“(ობიექტის მისამართი: ქ.თბილისი, დ.ა----–-----–------------------) მიმართ. სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორი მოქალაქე თ------–--–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მითითების და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარემ განაცხადა, რომ სამართალდარღვევა დღეის მდგომარეობით გამოსწორებულია და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა (ს.ფ. 106).
2.2.5. სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 31 აგვისტოს N--- მოხსენებითი ბარათით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს №0----- შემოწმების აქტით დაფიქსირდა სამსახურის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ობიექტის განმეორებითი გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიერ ქ.თბილისში, დ-------------–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ კვლავ უნებართვოდ არის განთავსებული ღია სეზონური კაფე (მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები) და ეთხოვა აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს (ს.ფ. 101).
2.2.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც შპს ,,ბ-–-- ლ------ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის უნებართვოდ მოწყობისთვის, კერძოდ, სკამების, მაგიდების, ქოლგების და საყვავილეების განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით შპს ,,ბ-–-- ლ------ს“ დაევალა ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის (განთავსებული სკამების, მაგიდების, ქოლგების და საყვავილეების) დემონტაჟი (ს.ფ. 18-20).
2.2.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორის თ------–--–--–---–ის მიერ 2017 წლის 17 სექტემბერს N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანებით შპს,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორის თ------–--–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №0----- დადგენილება (ს.ფ. 24-26, 30-38).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19.15 მუხლზე, რომლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე, კერძოდ განთავსებულია: სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ზემოთხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი და განთავსების ადგილიდან გატანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი) კალენდარული დღე.
სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის პოზიციაზე, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ღია სეზონური კაფე (განთავსებულია სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებულ ობიექტების ნუსხაში არ არის გათვალისწინებული, იგი საერთოდ არ წარმოადგენს მშენებლობას, არ ესაჭიროება ნებართვა და არ ექცევა იმ ნორმატიული აქტების რეგულირების სფეროში, რომლითაც იხელმძღვანელა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა შემდეგი:
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე დადგენილების 3.15 მუხლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 4.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა)ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ)რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ)დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-17 მუხლით განსაზღვრულია დროებითი შენობებისა და ნაგებობების განთავსების წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით განსაზღვრული ვადით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი(დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესაბამისად განსაზღვრული მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადა განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასაზოგადოებრივ, კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსებული დროებითი შენობა და ნაგებობა, გარდა ამ დადგენილებით I კლასს დაქვემდებარებული მახასიათებლების მქონე შენობისა და ნაგებობისა, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას დადგენილების შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 05 დეკემბერს, ერთი მხრივ ი------------–-----ს (შემდგომში წოდებული ,,მეიჯარედ“) და მეორე მხრივ თ------–--–--–---–ს, როგორც შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორს(შემდგომში წოდებული ,,მოიჯარედ“) შორის დაიდო კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მეიჯარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს დროებით სარგებლობაში მისი კუთვნილი ფართი, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, დ-----------–-----–-----------------------------------ში კომერციული საქმიანობის(კაფე-ბარის და/ან სხვა საქმიანობის) განსახორციელებლად, ხოლო მოიჯარე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა იმ ვადაში და იმ ოდენობით, რაც მითითებულია ამ ხელშეკრულების პუნქტი 2.2 და 2.3-ში (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი). ხელშეკრულების 1.2 პუნქტით, საიჯარო ქონების მახასიათებლებია: ს------------–----------------–----------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------–--------------------------------–---------------------------------------------–----------------.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე, კერძოდ- განთავსებულია: სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ზემოთხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი და განთავსების ადგილიდან გატანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3(სამი)კალენდარული დღე.
სასამართლომ აქვე მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა(გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამავე დადგენილებით განსაზღვრულია ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც განეკუთვნება I კლასს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები, პირობები და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი, ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ზემოაღნიშნული დადგენილებით I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა მშენებლობა დასაშვებია ნებართვის გარეშე, მაგრამ ამავე დადგენილებას გააჩნია დათქმა იმის შესახებ, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს იმას, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელმა პირმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს და აცნობოს მის მიერ განზრახული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ, რომელზეც ნებართვის გამცემი ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ მიერ ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის(მაგიდა, სკამები, ქოლგები, საყვავილეები) მოწყობას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობით დასტური, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა განმარტებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ არ გააჩნია, ხოლო ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის 10-ე ნაწილის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №0----- შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, შპს ,,ბ-–-- ლ------მა“ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა)დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ)საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ)პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა. ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამის დადგენილებას იღებს შემოწმების აქტის საფუძველზე. ამასთან, კანონმდებლობა განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს, მათ შორის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც დარღვევა გამოსწორდა და მითითება შესრულდა.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც შპს ,,ბ-–-- ლ------ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის უნებართვოდ მოწყობისთვის, კერძოდ- სკამების, მაგიდების, ქოლგები და საყვავილეების განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით შპს ,,ბ-–-- ლ------ს“ დაევალა ქ.თბილისში, დ-------------–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის(განთავსებული სკამების, მაგიდების, ქოლგების და საყვავილეების) დემონტაჟი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება საქმეში წარმოდგენილ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილ №0----- მითითებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე, კერძოდ, განთავსებულია: სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები და დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ზემოთხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი და განთავსების ადგილიდან გატანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი) კალენდარული დღე; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგენილ №0----- შემოწმების აქტზე, რომლითაც დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, შპს,,ბ-–-- ლ------მა“ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები და ასევე ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს N0----- ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ განხილული იქნა მითითება N0----- 09.08.2017წ.(შემდგენი - ა.გ-------) და შემოწმების აქტი N0----- 14.08.2017წ.(შემდგენი- გ.ნ-----) შედგენილი შპს ,,ბ-–-- ლ------ის“(ობიექტის მისამართი: ქ.თბილისი, დ.ა----–-----–------------------) მიმართ. სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორი მოქალაქე თ------–--–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მითითების და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარემ განაცხადა, რომ სამართალდარღვევა დღეის მდგომარეობით გამოსწორებულია და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გარემოებები მოწმობს იმას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილი N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ მიერ შესრულდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მოსარჩელე მხარის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებასთან, მნიშვნელოვანია განიმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებითაც დადგენილია ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძვლები, ასევე ბრალეულობის მნიშვნელობა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. აღნიშნული კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. 236-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის(ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო(თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო(თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილი N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე. კერძოდ, განთავსებულია: სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები და დარღვევის გამოსწორების მიზნით მხარეს დაევალა ზემოთხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი და განთავსების ადგილიდან გატანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი) კალენდარული დღე,- შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ მიერ შესრულებული იქნა თუ არა დადგენილ ვადაში, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილი N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები, შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ მიერ შესრულებულ იქნა დადგენილ ვადაში, რაც დასტურდება როგორც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგენილი №0----- შემოწმების აქტით, რომლითაც დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, შპს,,ბ-–-- ლ------მა“ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები, ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს N0----- ოქმით, რომლითაც ირკვევა, რომ განხილული იქნა მითითება N0----- 09.08.2017წ.(შემდგენი - ა.გ-------) და შემოწმების აქტი N0----- 14.08.2017წ.(შემდგენი - გ.ნ-----) შედგენილი შპს ,,ბ-–-- ლ------ის“(ობიექტის მისამართი: ქ.თბილისი, დ.ა----–-----–------------------) მიმართ. სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორი მოქალაქე თ------–--–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მითითების და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარემ განაცხადა, რომ სამართალდარღვევა დღეის მდგომარეობით გამოსწორებულია და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
რაც შეეხება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 31 აგვისტოს N--- მოხსენებით ბარათს, რომლითაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს №0----- შემოწმების აქტით დაფიქსირდა სამსახურის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ობიექტის განმეორებითი გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიერ ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ კვლავ უნებართვოდ არის განთავსებული ღია სეზონური კაფე(მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები) და ეთხოვა აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს,- სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული იმის სამართლებრივ საფუძვლად, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ დაჯარიმების და მისთვის ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის (განთავსებული სკამების, მაგიდების, ქოლგების და საყვავილეების) დემონტაჟის დავალების თაობაზე, რამეთუ როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017წლის 09 აგვისტოს შედგენილ მითითებაში გათვალისწინებული პირობები შესრულა, რაც დასტურდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგენილი შემოწმების აქტით და 2017 წლის 22 აგვისტოს ზეპირი მოსმენის ოქმით, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ მიერ კვლავ იქნა განმეორებით ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა(აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე და აცხადებს, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს დღის საათებში ახორციელებდნენ კაფეში დასუფთავების სამუშაოებს და ინვენტარი გარეთ ჰქონდათ გამოტანილი 1 საათით და კარებთან იყო დალაგებული),- ასეთ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებული იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება კვლავ წარემართა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაეწყო დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შეედგინა შემოწმების აქტი, სადაც აისახებოდა მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ- მითითება შესრულდა, მითითება არ შესრულდა, თუ მითითება არადროულად სრულდება და მხოლოდ ამის შემდგომ შემოწმების აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ ასევე მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილ იქნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება ,,შპს ,,ბ-–-- ლ------ის'' დირექტორის თ------–--–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მიიღო იმდენად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. შესაბამისად, სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
აპელანტმა საქმეში არსებული გარემოებების საფუძველზე, მიუთითა შემდეგ დადგენილ გარემოებებზე:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შპს „ბ-–-- ლ------ის“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2017 წლის 9 აგვისტოს N0----- მითითების შედგენით, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, დ-------------–-----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ღია სეზონური კაფის, კერძოდ: სკამების, მაგიდების, ქოლგებისა და საყვავილეების მოწყობა. ზემოხსენებული მითითებით შპს „ბ-–-- ლ------ს“, როგორც სამართალდამრღვევს, აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში მოეხდინა უნებართვო სამშენებლო სამუშოების დემონტაჟი და მათი განთავსების ადგილიდან გატანა ან წარედგინა მითითებით განსაზღვრული კონსტრუქციების კანონიერად განთავსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს N0----- შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს N0----- მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 31 აგვისტოს N--- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს N0----- შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად ისევ გამოვლინდა ქ. თბილისში, დ-------------–--------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ ღია სეზონური კაფის (მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები) უნებართვოდ განთავსების ფაქტი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N0----- დადგენილების საფუძველზე შპს „ბ-–-- ლ------ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, დ-------------–--------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ღია სეზონური კაფის (მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები) მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით შპს „ბ-–-- ლ------ს“ დაევალა უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის დემონტაჟი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 31 აგვისტოს N0----- დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 1 სექტემბერს გამოსცა N------/ს.ფ–446–17 სააღსრულებო ფურცელი.
ქ. თბილისში, დ-------------–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ არსებული ტერიტორია, სადაც მოწყობილია ღია სეზონური კაფე, წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში კი, ამგვარ საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის დადასტურება. ამდენად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება.
აპელანტი მიუთთებს საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ფოტოსურათებზე და მათზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების გამოცემის დროისათვის ქ. თბილისში, დ-------------–--------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია ღია სეზონური კაფე (მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები), რომელსაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სჭირდებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური. გამომდინარე იქიდან, რომ საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული ღია სეზონური კაფის კანონიერად მოწყობის დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, აღნიშნული ცალსახად და ნათლად მიუთითებს ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
მოსარჩელე მიუთითებდა (და სასამართლოს მხრიდანაც პროცედურული დარღვევის ნაწილში გაზიარებულია მისი პოზიცია) იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ, რაც შედგა შემოწმების აქტი და შესრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს N°0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები, აღნიშნული სამსახური ვალდებული იყო, დადგენილების გამოცემით შეეწყვიტა შპს „ბ-–-- ლ------ის“ მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმისწარმოება, ხოლო ახალი სამართალდარღვევის ფაქტზე დაეწყო ხელახალი წარმოება ახალი მითითების გაცემით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ ხსენებული მოსაზრება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღება უკავშირდება შემოწმების აქტის შედგენას და სამართალდარღვევის ობიექტის თაობაზე აღნიშნულ შემოწმების აქტში მითითების პირობებთან მიმართებით ასახულ ფაქტობრივ მდგომარეობას. ამასთან, კანონი უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ზღუდავს შესაბამისი ვადით სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. კერძოდ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ დადგენილება შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში უნდა მიიღოს. ამდენად, დადგენილების გამოსაცემად კანონით განსაზღვრული ვადის ათვლა სწორედ შემოწმების აქტის შედგენის მომენტიდან იწყება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების სამართლებრივი ბედი დამოკიდებულია იმ ფაქტობრივ მდგომაროებაზე, რომელიც ამ დადგენილების გამოცემის დროისათვის არსებობს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ შესაძლებელია შემოწმების აქტში დადგინდეს მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, თუმცა, აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტას, რამდენადაც საქმისწარმოების შეწყვეტა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროებს დადგენილების მიღებას. იმ პირობებში კი, როდესაც შემოწმების აქტის შედგენის მომენტისთვის სამართალდარღვევა გამოსწორებულია, მაგრამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (დადგენილების) მიღებამდე აღნიშნული დარღვევა იმავე სახით, ისევ არსებობს, სახეზეა დამრღვევი სუბიექტისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ, მართალია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს N0----- შემოწმების აქტის შედგენის მომენტში ამავე სამსახურის 9 აგვისტოს N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები ღია კაფის დემონტაჟთან დაკავშირებით შესრულებული იყო, თუმცა ვინაიდან შპს „ბ-–-- ლ------ის“ მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტამდე, ანუ დადგენილების გამოცემის დროისათვის, კერძოდ, 2017 წლის 31 აგვისტოსთვის საჩივრის ავტორის მიერ ისევ მოეწყო სამართალდარღვევის ობიექტად მიჩნეული ღია კაფე, სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის მოტივით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ საფუძვლიანად მოხდა შპს „ბ-–-- ლ------ისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება.
3.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სამართალდამრღვევმა განახორციელა პირველი კლასის მშენებლობა, რისთვისაც სჭირდებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან დასტური, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებლი ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღება უკავშირდება შემოწმების აქტის შედგენას და სამართალდარღვევის ობიექტის აღნიშნულ შემოწმების აქტში მითითების პირობებთან მიმართებით ასახულ ფაქტობრივ მდგომარეობას. შესაძლებელია შემოწმების აქტში დადგინდეს მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტას, რამდენადაც საქმისწარმოების შეწყვეტა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროებს დადგენილების მიღებას. ამასთან, როდესაც შემოწმების აქტის შედგენის მომენტისათვის სამართალდარღვევა გამოსწორებულია, მაგრამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული სახით ისევ არსებობს, სახეზეა დამრღვევი სუბიექტისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს მითითებისა და შემოწმების აქტის შედგენა ერთიდაიგივე საქმეზე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მიზნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. 2016 წლის 05 დეკემბერს, ერთი მხრივ ი------------–-----ს (შემდგომში წოდებული ,,მეიჯარედ“) და მეორე მხრივ თ------–--–--–---–ს, როგორც შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორს (შემდგომში წოდებული ,,მოიჯარედ“) შორის დაიდო კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მეიჯარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს დროებით სარგებლობაში მისი კუთვნილი ფართი, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, დ-----------–-----–----------------------------------ში კომერციული საქმიანობის (კაფე-ბარის და/ან სხვა საქმიანობის) განსახორციელებლად, ხოლო მოიჯარე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა იმ ვადაში და იმ ოდენობით, რაც მითითებულია ამ ხელშეკრულების პუნქტი 2.2 და 2.3-ში (ხელშეკრულების 1.1პუნქტი). ხელშეკრულების 1.2 პუნქტით, საიჯარო ქონების მახასიათებლებია: ს------------–----------------–----------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------–--------------------------------–---------------------------------------–----------------.
4.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგა მითითება №0-----, სადაც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე, კერძოდ-განთავსებულია: სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ზემოთხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი და განთავსების ადგილიდან გატანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი)კალენდარული დღე.
4.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგა შემოწმების აქტი №0----- შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, შპს ,,ბ-–-- ლ------მა“ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.
4.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს N0----- ოქმით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა შპს ,,ბ-–-- ლ------ის“მიმართ შედგენილი N0----- 09.08.2017წ. მითითება და N0----- 14.08.2017წ. შემოწმების აქტი. სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორი მოქალაქე თ------–--–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მითითების და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარემ განაცხადა, რომ სამართალდარღვევა დღეის მდგომარეობით გამოსწორებულია და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
4.1.5. სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 31 აგვისტოს N--- მოხსენებითი ბარათით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს №0----- შემოწმების აქტით დაფიქსირდა სამსახურის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ობიექტის განმეორებითი გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიერ ქ.თბილისში, დ-------------–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ კვლავ უნებართვოდ არის განთავსებული ღია სეზონური კაფე (მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები) და ეთხოვა აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს.
4.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც შპს ,,ბ-–-- ლ------ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის უნებართვოდ მოწყობისთვის, კერძოდ, სკამების, მაგიდების, ქოლგების და საყვავილეების განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით შპს ,,ბ-–-- ლ------ს“ დაევალა ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის (განთავსებული სკამების, მაგიდების, ქოლგების და საყვავილეების) დემონტაჟი.
4.1.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორის თ------–--–--–---–ის მიერ 2017 წლის 17 სექტემბერს N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანებით შპს,,ბ-–-- ლ------ის“ დირექტორის თ------–--–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №0----- დადგენილება.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიერ განხორციელებული სამშენებლო გადაცდომა აღმოიფხვრა თუ არა კანონით დადგენილი წესით, კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა 2017 წლის 09 აგვისტოს №0----- მითითების შესრულებას.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგა №0----- მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე. კერძოდ, განთავსებულია: სკამები, მაგიდები, ქოლგები, საყვავილეები. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ზემოთხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი და განთავსების ადგილიდან გატანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი)კალენდარული დღე.
ამდენად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლინდა კომპანიის მიერ ჩადენილი სამშენებლო შეუსაბამობა, რომლის აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შპს ,,ბ-–-- ლ------ის’’ მიერ ქ.თბილისში, დ.ა----–-----–-------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის (მაგიდა, სკამები, ქოლგები, საყვავილეები) მოწყობას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობით დასტური, რაც კომპანიას არ გააჩნდა. აღნიშნული კი მიუთითებდა უნებართვო მშენებლობაზე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს სამშენებლო საქმიანობის განხორციელებას სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით (1.,,თ“ მუხლი). ხსნებული ნორამტიული აქტი განმარტავს მითითების ცნებას და მის დანიშნულებას. კერძოდ, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (15.,,ღ“ მუხლი). მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია (19.15 მუხლი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული მითითების მიზანს წარმოადგენს განხორციელებული სამშენებლო გადაცდომის აღმოფხვრა და მისი პრევენცია. აქვე პალატა განმარტავს, რომ გადაცდომის აღმოფხვრა არ გულისხმობს მხოლოდ მითითებით დადგენილი ვალდებულების შესრულებას ფორმალურად, დროის მცირე შუალედით, არამედ მის გათვალისწინებას და მსგავს გადაცდომათა პრევენციას.
განსახილევლი დავისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის განმავლობაში. კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითების გამოცემით, შემდგომ ამავე წარმოების ფარგლებში ფაქტობრივ გარემოებათა შემოწმების შედეგებზე დგება შემოწმების აქტი და აღნიშნული პერიოდიდან 2 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფინალს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ზოგადი პრინციპები კი ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის და მათ შორის აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოთათვის მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის 96-ე მუხლი ადგენს ვალდებულებას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლა-გამოკვლევაზე. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამცემული გადაწყვეტილება დამყარებუი იყოს მხოლოდ ფორმალურ გარემოებებზე, საკითხის გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს არსებითი გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული მითითება მართალია შესრულდა შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიერ, თუმცა ვიდრე მოცემულ სამშენებლო გადაცდომაზე ადმინისტაციული წარმოება დასრულდებოდა და მიღებულ იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიის მხრიდან კვლავ ადგილი ჰქონდა იგივე სახის გადაცდომას - მან კვლავაც შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა ღია კაფის მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე. პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიერ მითითებით დადგენილი ვალდებულების ერთჯერადად შესრულებას ვერ მიიჩნევს სამშენებლო გადაცდომის აღმოფხვრად. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმისა და თვით მითითების გამოცემის მიზანი - სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრა და მისი პრევენცია. მითითების მხოლოდ ფორმალური კუთხით, ერთჯერადად, დროის მცირე პერიოდით, შესრულება არ ემსახურება ხსენებულ მიზანს, შესაბამისად ამგვარი ქმედება ვერ ჩაითვლება მითითების შესრულებად. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში, ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ შედარების აქტით დაფიქსირდა დარღვევის აღმოფხვრა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იგივე დარღვევის დაფიქსირების პირობებში, გადაწყვეტილება მიიღოს არსებული ფატობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ განმეორებით გამოვლენილ იქნა ახალი სამართალდარღვევა და მასზედ უნდა შემდგარიყო ახალი მითითება. მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 09 აგვისტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება არ ყოფილა დასრულებული, გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქსირებული გადაცდომა სწორად იქნა შეფასებული მითითებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობად და არ არსებობდა ახალი მითითების გამოცემის კანონისმიერი საფუძვლები.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესაბამისობაშია მისი გამოცემის დროს არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან, რაც მათ კანონიერებას განაპირობებს.
ზემოღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს და შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის მერიის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა მოსარჩელეს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,ბ-–-- ლ------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა