განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100116002499668
საქმე N 1/ბ-207-17წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის _ დ----- ც-------ის
მსჯავრდებულის _ ნ-------- დ------------ის
ადვოკატების - გ------ი დ---–-–---–ის და მ--–---- ს--–----ას მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--------ი ბ------ს ძე დ------------ის მიმართ (--------------, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, დრ. უმუშევრის, მცხოვრების: ქ. ქუთაისი, ვ-–------–----–----------ში);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ნ--------ი დ------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ძალადობის მუქარით;
- განზრახ მკვლელობის მცდელობა;
- მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
- სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ნ--------ი დ------------ე შვილების სანახავად სტუმრად მივიდა ყოფილი მეუღლის ხ------- შ--–--------ის ოჯახში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში. ოჯახის წევრებთან საუბრობდა, როცა მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, გავიდა გარეთ და მოაჯახუნა სახლის კარები. მისი კუთვნილი SUBARU FORESTER მოდელის ავტომანქანით, მაღალი სიჩქარით დატოვა სახლის მიმდებარე ტერიტორია. გაემართა მეზობლად მცხოვრები ჯ------ მ------–---–ის სახლისაკენ, სადაც მკვეთრად დაამუხრუჭა. ისე, რომ განაწყენების საფუძველი არ ჰქონია, მან დაიწყო გინება და მის მფლობელობაში არსებული, სამსახურებრივი საშტატო H-- მოდელის, №------- ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა. ამის შემდეგ მანქანითვე გამობრუნდა უკან და მივიდა იქვე მცხოვრები გ---- ჭ--–---–ის საცხოვრებელ სახლთან. გარეთ გამოიყვანა იგი. გინებით, სალანძღავი სიტყვებით და იარაღის დემონსტრირებით სთხოვდა მიეთითებინა „ბაჭიას“, იგივე ნ-----–---- ბ--------ის საცხოვრებელ სახლზე, რათა ეს უკანასკნელი მოეკლა. ამავდროულად მან რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში. გ---- ჭ--–---–ი ცდილობდა მის დაწყნარებას, თუმცა ამაოდ. იარაღის სროლებმა და ნ--------ი დ------------ის ჩხუბმა შეაშფოთა გ---- ჭ--–---–ის მოხუცებული დედა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ხმაურზე გაეღვიძათ მეზობლებს და ვითარებაში გასარკვევად საცხოვრებელი სახლებიდან გამოვიდნენ. ნ--------ი დ------------ის მიერ ატეხილი დებოში დაახლოებით საათნახევარი გრძელდებოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღის მრავლობითი გასროლით და ხანგრძლივი ლანძღვა-გინებით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.
სს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ--------ი დ------------ემ პირადი მოტივით განიზრახა მის მეზობლად მარტო მცხოვრები მ------ ს---–--ის მოკვლა. ამ განზრახვით 2016 წლის 05 მაისს დაახლოებით 18:30 საათზე მივიდა მ------ ს---–--ის საცხოვრებელ სახლთან - მისამართზე ქუთაისი, ვ-–----–----–---------. მან იცოდა მ------ ს---–--ის საძინებელი ოთახის მდებარეობა და დარწმუნებულმა, რომ განზრახვას მოიყვანდა სისრულეში, მის მფლობელობაში არსებული, სამსახურებრივი საშტატო H-- მოდელის, №------ ცეცხლსასროლი იარაღით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა საძინებლის, ხოლო 5-ჯერ შესასვლელის მიმართულებით. ნ--------ი დ------------ეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიები გარდა მ------ ს---–--ის სიცოცხლის მოსპობისა, ასევე დააზიანებდა სახლის ინვენტარს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ავეჯს და სურდა ეს შედეგი.
გასროლებს შედეგად მოჰყვა მ------ ს---–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარ-ფანჯრის, კარ-ფანჯრის მინების, საძინებლის კედლების, ბეტონის მოაჯირის, ჰოლის ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის, ბიაზის, კარადის, ფარდების, გადასაფარებლის და ხალათების დაზიანება, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მესაკუთრეს. ნ--------ი დ------------ე შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მომხდარიდან რამდენიმე ხანში მ------ ს---–--ისათვის ცნობილი გახდა, რომ მასზედ თავდასხმის მცდელობა განახორციელა ნ--------ი დ------------ემ, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა მისი დის მეუღლეს ა---------– ბ----------ეს. თავის მხრივ ამ უკანასკნელმა დახმარების მიზნით დარეკა გადაუდებელი დახმარების ოპერ----ული მართვის ცენტრის ნომერ 112-ზე და აცნობა მომხდარი დანაშაულის შესახებ. შეტყობინებიდან ოთხ წუთში, 19:05 საათზე ა---------– ბ----------ეს მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- დაუკავშირდა ნ--------ი დ------------ე მობილური ტელეფონის ნომრით 5-----------. საუბრისას მან გამოხატა გაბრაზება ა---------– ბ----------ის მიერ 112-ის ხაზზე დარეკვასთან დაკავშირებით და დაემუქრა მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.
ნ--------ი დ------------ემ გაიგო, რომ მის ქმედებას მ------ ს---–--ის სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლ-- და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ისევ მიბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისულები. გინების და მოკვლის მუქარით გაემართა მ------ ს---–--ისაკენ. მოიყვანა სასროლო მდგომრეობაში ცეცხლსასროლი იარაღი და მოკვლის მიზნით სამჯერ დამიზნებით ესროლა. ნ--------ი დ------------ემ მ------ ს---–--ის მოკვლის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან გასროლილი ტყვიები აცდა ამ უკანასკნელს, ხოლო იქ მდგომმა პირებმა იგი განაიარაღეს და განარიდეს ადგილს.
შემთხვევის ადგილის დატოვებისას ნ--------ი დ------------ემ კვლავ მიმართა მ------ ს---–--ესა და ა---------– ბ----------ეს პირადი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით. მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--------ი დ------------ეს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით ნ--------ი დ------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ--------ი დ------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით - 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01(ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - 07 (შვიდი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--------ი დ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 07 (შვიდი) წლითა და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 06 მაისიდან.
3. სააპელაციო საჩივრები არსი და მოტივები:
3.1 აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ნ----- კ-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენში, კერძოდ: ნ-------- დ------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილთ და დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი, ასევე ნ-------- დ------------ეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,108-ე მუხლით განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელები, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს მიაჩნია რომ გასაჩივრებული განაჩენი ნ--------ი დ------------ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში არ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. ასევე განაჩენი უსამართლოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,108-ე მუხლებით დანიშნული სასჯელის ნაწილში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ--------ი დ------------ის მიერ ჩადენილი ქმედება მოიცავს ხულიგნობის ყველა ნიშანს, კერძოდ, ამ უკანანსკნელმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ქმედება ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობის მუქარით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად ნ--------ი დ------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება.
ამასთან, ნ--------ი დ------------ის მხრიდან ჩადენილი ქმედებების ხასიათის, სიმრავლის, საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულის ჩასადენად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მხედველობაში მიღებით ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის მეტისმეტად ლოიალური და სააპელაციო სასამართლომ იგი უნდა დაამძიმოს. ცვლილება უნდა შევიდეს ქუთასის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 თებერვლის განაჩენში ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19, 108-ე მუხლებით დანიშნულ სასჯელების ნაწილში და ისინი უნდა გამკაცრდეს.
3.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ნ-------- დ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ------ი დ---–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენში და ნ-------- დ------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში ნ-------- დ------------ის ბრალეულობა. მსჯავრდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ მას მ------ ს---–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მისი მიზანი იყო შეეშინებია მ. ს---–--ე მისი ოჯახის დანგრევისათვის, რის გამოც გასროლები აწარმოა მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, შემდეგ გაიგო, რომ დაზიანებული იყო მ. ს---–--ის საძინებელი ოთახიც და შესასვლელი კარები. მას გასროლები მ------ს მიმართულებით არ განუხორციელებია, არამედ გაისროლა ჰაერში. დაზარალებულების მ------ ს---–--ის და ა---------– ბ----------ის ჩვენებებში კი ფიქსირდება მთელი რიგი წინააღმდეგობები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დ----- ც-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ნ-------- დ------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, გ------ი დ---–-–---–ს და მ--–---- ს--–----ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- დ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმე ნ------- შ--–--------ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქ-------ში, ნ-------- დ------------ე არის მისი ყოფილი სიძე, შვილის ხ------- შ--–--------ის ყოფილი ქმარი და მასთან აქვს ცუდი ურთიერთობა. მისი შვილი ხ------- შ--–--------ე და ნ-------- დ------------ე დაქორწინებული იყვნენ 17 წელი, მაგრამ მათ შორის იყო კონფლიქტი, ვინაიდან ნ-------- დ------------ე სულ ეჭვიანობდა მასზე, რის გამოც მისი შვილი ხშირად მიდიოდა ნ------- შ--–--------ესთან, ხოლო შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. 2015 წლის 25 დეკემბერს, ხ------- შ--–--------ე წამოსული იყო სახლიდან ნ------- შ--–--------ესთან და ისინი სახლში იმყოფებოდნენ. ღამით, ვინაიდან ხ------- შ--–--------ე ავად იყო, ეძინა, ხოლო თვითონ სახლში მარტო იყო და ტელევიზორს უყურებდა, როდესაც მათთან მივიდა მისი ყოფილი სიძე, რომელსაც მან ჰკითხა ,,თუ რა უნდოდა იქ’’, რაზედაც ნ--------ის მისთვის არაფერი უთქვამს. ნ--------მა მოიკითხა თუ სად იყვნენ ბავშვები - მ------ი და გ------ი, რაზედაც მან უპასუხა, რომ ისინი იყვნენ მ----–--- ჭ--–---სთან. მოწმის განმარტებით, მ----–--- ჭ--–--- არის მისი რძალი, რომელიც მის ძმიშვილთან ერთად ცხოვრობს იმავე სახლში, რადგან საზიარო სახლ--, თუმცა სახლში შესასვლელი ცალცალკე აქვთ, ხოლო ეზო საერთოა და იქ იყვნენ ბავშვები გადასულები. აღნიშნულის შემდეგ, ნ-------- დ------------ე გავიდა გვერდით ოთახში მ----–--- ჭ--–---სთან, ამ დროს ხ------- შ--–--------ეს არ გაუღვიძია, ხოლო მან გააგრძელა ტელევიზორის ყურება. მიუხედავად იმისა, რომ ნ--------ი გავიდა გვერდით ოთახში, მას რაიმე საუბარი არ გაუგია. მან როგორც შემდეგ ნ----- ბ------–---ისაგან გაიგო, ნ-------- დ------------ე იქ გაჩერდა 20-25 წუთი, უსაუბრია და შემდეგ გავიდა გარეთ, ისე რომ მისთვის რაიმე არ უწყენინებიათ; ამ დროს მანაც გაიგონა ხმა, რომ ეს უკანასკნელი გავიდა გარეთ, ჭიშკარი მიიჯახუნა, ჩაჯდა ავტომანქანაში და ადგილიდან მოწყვიტა ავტომანქანა, მაგრამ მას არ დაუნახავს ნ--------ი დ------------ის გასვლა მ----–--- ჭ--–--ის საცხოვრებელი სახლიდან, მისი ავტომანქანაში ჩაჯდომა და წასვლა, მხოლოდ ხმა გაიგონა.
აღნიშნულიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დაახლოებით ორ-სამ წუთში, მან გაიგონა ბევრი გასროლის ხმა მისი მეზობლის ჯ------ მ------–---–ის სახლთან, საიდანაც შემდეგ წამოვიდა და ავტომანქანა გააჩერა ნ------- შ--–--------ის მეზობლის - მამა გ------ის, იგივე გ---- ჭ--–---–ის ჭიშკართან. ის თავისი სახლის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, რომ ნ-------- დ------------ე ავიდა მამაოს სახლის აივანზე და შევიდა სახლში. მან შემდეგ გაიგო, რომ ,,მამაო გამოუთრევია’’ გარეთ და ეჩხუბებოდა, იქაც ისროლა. მამაოს სახლი მათი სახლიდან დაშორებულ-- დაახლოებით 30-40 ნაბიჯით; ამ მომენტში ხ------- შ--–--------ე გაღვიძებული იყო და უნდოდა გადასულიყო, რომ სხვისთვის ნ-------- დ------------ეს შეურაცხყოფა არ მიეყენებია, მაგრამ ნ------- შ--–--------ის შვილიშვილმა გ------იმ არ მისცა დედამისს უფლება წასულიყო და თვითონ წავიდა იმ მიზეზით, რომ მას არაფერს უზამდა, ხოლო თვითონ შევიდნენ სახლში და ჩაკეტეს კარები, ვინაიდან შეეშინდათ. შემდეგ იყო ჩხუბი, რის გამოც ხ------- შ--–--------ემ დარეკა ნ-------- დ------------ის სამსახურში, მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება, შემდეგ დარეკეს საპატრულო პოლიციაში და როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მამა გ------ის ჭიშკართან, მათაც არაფერი რეაგირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შემდეგ, ნ-------- დ------------ე გ------ისთან ერთად წამოვიდა მათი სახლისაკენ, რის გამოც მათ ჩააქვრეს სინათლე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ--------ის გ------ისთვის მოუთხოვია წყალი, როდესაც გაუტანა გ------იმ წყალი, მან დალ-- და ჭიქა მიახეთქა კარებზე, შემდეგ ის ლანძღავდა მის შვილს, ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. მოწმის განმარტებით, ჯ------ მ------–---–ი მათგან ცხოვრობს დაახლოებით 100 მეტრში; ის მანქანის წასვლის შემდეგ, როდესაც გაიგონა სროლის ხმა, მალევე გამოვიდა გარეთ, მაგრამ მისივე განმარტებით, მას გასროლები არ დაუნახავს; ასევე მისი განმარტებით, ალბათ მამაოსთან სროლები იყო მაშინ, როდესაც ნ--------ი შევიდა სახლში და გამოიყვანა მამაო, თუმცა ის არ უყურებდა ამას, მან გაიგონა შვიდი-რვა გასროლა, ის ასევე ლანძღავდა მამაოს; ეს ინციდენტი დაახლოებით ხუთი წუთი გრძელდებოდა; მან არ იცის, ნ-------- დ------------ეს მათთან სახლში ყოფნის დროს თან ჰქონდა თუ არა იარაღი.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არ დაუნახავს თუ ვინ გაისროლა; მას ასევე არ დაუნახავს, რომ ნ-------- დ------------ემ მანქანა გააჩერა მამაოს სახლის წინ და შევიდა მის ეზოში, რადგან სიბნელე იყო, დაინახა მხოლოდ, რომ აივანზე ავიდა, რადგან იქ სინათლე იყო; მას ასევე არ დაუნახავს მამაოს სახლიდან გამოყვანა და ვინ გააკეთა გასროლები მამაოს სახლში; ამ სიტუაციის დროს, გარეთ მეზობლები არ გამოსულან, მას არავინ დაუნახავს; მან არ იცის ნ--------ის და მამაოს საუბრის კონკრეტული შინაარსი, იცის, რომ ილანძღებოდა; ის აცხადებს, რომ მას ადრეც გაუგონია იარაღის გასროლის ხმა, რადგან იქ დარბაზებია, ქორწილებია და იქედან ისმის ხან იარაღის და ხან ,,ბომბაჩკების’’ ხმა, რის გამოც მას შეუძლ-- თქვას, რომ იმ დღეს იყო იარაღიდან გასროლების ხმა; მას ასევე იმ ღამეს არ უნახავს მამა გ------ი და არ იცის თუ რა უნდოდა ნ--------ს მამაოსთან.
მოწმე მ----–--- ჭ--–--ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქ-------ში, ნ-------- დ------------ე არის მისი ოჯახის სიძე, კერძოდ, მულის შვილის - ხ------- შ--–--------ის ქმარი და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. მ----–--- ჭ--–--- მის შვილთან ერთად ცხოვრობს მულთან და მულის შვილებთან ერთად ერთ სახლში, გაყოფილი აქვთ სახლი და სახლში ცალცალკე შესასვლელი აქვთ, მაგრამ ეზო და ჭიშკარი ერთი აქვთ. 2015 წლის 25 დეკემბერს, საღამოს, ის სახლში იმყოფებოდა, უკან იყო გასული და როდესაც დაბრუნდა, მას სახლში დახვდა ნ-------- დ------------ე, რომელთანაც იმყოფებოდა ბავშვებიც და ის ჩვეულებრივ მდგომარეობაში, კარგ ხასიათზე იყო და ისინი ერთმანეთს, როგორც ყოველთვის კარგად შეხვდნენ. მას ეცვა ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ამ დროს ოთახში ასევე იმყოფებოდა მისი რძალი ნ----- ბ------–---ი. დაახლოებით 5-10 წუთი ისაუბრეს და ის შემდეგ ისევ გავიდა უკან, ხოლო როდესაც დაბრუნდა, ნ--------ი აღარ დახვდა. გავიდა ეზოში და ელოდებოდა, რომ შესაძლებელი იყო კიდევ მისულიყო, მაგრამ აღარ დაბრუნდა და ისიც დაახლოებით ორ-სამ წუთში შებრუნდა სახლში.
ნ--------ის წასვლის შემდეგ, მან გაიგონა სროლების ხმა, მაგრამ მან არ იცის საიდან მოდიოდა, სროლები მალევე შეწყდა. ამის შემდეგ მას გასროლის ხმა არ გაუგონია. ამ დროს მას არაფერი არ მოუმოქმედებია, სახლში იმყოფებოდა და გარეთ არ გამოსულა, მაგრამ სინათლე მაინც ჩააქრო, რადგან შეეშინდა, რომ სახლში არ შესულიყო ნ--------ი. ამ დროს სახლში იმყოფებოდა ყველა, ნ------- შ--–--------ის შვილი, შვილიშვილი, თვითონ და მისი რძალიც. შემდეგ კი მან აანთო სინათლე და ჩვეულებრივად იყო. ის სახლიდან არ გამოსულა.
მოწმის განმარტებით, შემდეგ ნ--------ი მისული იყო მეზობელთან - გ---- ჭ--–---–თან, სადაც კამათი იყო და გ---- ჭ--–---–მა ერთი უთხრა ნ--------ს, რომ დაწყნარებულიყო, თუმცა მისივე განმარტებით, მას არ გაუგონია ნ--------ი რას ამბობდა; აღნიშნულის შემდეგ ნ--------მა რა მოიმოქმედა, მან არ იცის, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ ნ--------ი არც მათ სახლში და არც მათ ეზოში არ შესულა; ხმაურის დროს ვინმე მეზობელი არ გამოსულა, შემდეგ გაიგო, რომ იქ მისული იყო გვერდითა მეზობელი რ----- კ------–---–ი; მათ სახლსა და გ---- ჭ--–---–ის სახლს შორის დაახლოებით 20-30 მეტრია. აგრეთვე მოწმის განმარტებით, მან გაიგონა გასროლების ხმა, მაგრამ მას არ დაუნახავს და არ იცის ვინ ისროლა, სად და რა მიმართულებით; როგორც მას უთხრეს ნ--------მა ისროლა.
მოწმე ნ----- ბ------–---ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქ-------ში, მეუღლესთან - მ-----– კ------–---–თან, დედამთილთან - მ----–--- ჭ--–---სთან, მეუღლის მამიდასთან - ნ------- შ--–--------ესთან და მამიდაშვილთან ხ------- შ--–--------ესთან ერთად. ნ-------- დ------------ე არის მისი ქმრის მამიდაშვილის - ხ------- შ--–--------ის მეუღლე და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. ხ------- შ--–--------ე დაახლოებით ერთი წელ--, რაც დაშორდა მის მეუღლეს. 2015 წლის 25 დეკემბერს, ნ----- ბ------–---ი იმყოფებოდა სახლში მ------ დ------------ესთან და გ------ი დ------------ესთან ერთად, ასევე დედამთილთან - მ----–--- ჭ--–---სთან ერთად, რომელიც უკან იყო გასული, როდესაც მათთან მივიდა ნ-------- დ------------ე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ძალ--ნ მშვიდად იყო. ნ-------- დ------------ე ბავშვებს ესაუბრებოდა; მას სთხოვა ყავის მოდუღება, როდესაც ის გავიდა ყავის მოსადუღებლად და დაბრუნდა უკან ოთახში, სადაც ნ--------ი იყო ბავშვებთან ერთად, ეს უკანასკნელი მოულოდნელად წამოდგა, ეტყობოდა განერვიულდა რაღაცაზე და წავიდა, მას გაჰყვა მისი შვილი გ------ი, შემდეგ კი გავიდა თვითონ ნ----- ბ------–---იც და მას სთხოვა ფრთხილად წასულიყო სახლში. ამ დროს ნ--------ს მათ მიმართ რაიმე აგრესია არ გამოუხატავს. ნ--------ი ჩაჯდა ავტომანქანაში და ჩქარა წავიდა მათი სახლიდან მარჯვნივ, ხოლო ის და გ------ი სახლში შემობრუნდნენ.
აღნიშნულიდან ცოტა ხანში, მათ გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა, მერე ნ--------მა ისევ გაიარა მათთან, როგორც ახსოვს, რაზედაც ისინი განერვიულდნენ, გ------ი გადავიდა ქუჩაში, ხ------- შ--–--------ემ რამდენიმეჯერ დარეკა საპატრულო პოლიციაში და იქ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.
მოწმის განმარტებით, ის ქუჩაში არ გადასულა და არ დაუნახავს რა ხდებოდა, სახლში იმყოფებოდა და ეზოდან ესმოდა მხოლოდ ხმები, შემდეგ სახლში შევიდა გ------ი და თქვა, რომ ნ--------ი წავიდაო; აღნიშნულის შემდეგ, ის და ხ------- შ--–--------ე გადავიდნენ მეზობელთან - მამაოსთან, რომ დედამისის მდგომარეობა გაეგოთ, რადგან მოხუცებულ-- და იმათ ახლოს ჭიშკართან ან ეზოში ხდებოდა ყველაფერი, ასევე მისი ხმაც ისმოდა. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, როგორც შემდეგ გაიგო, სახლში იმყოფებოდა ხ------- შ--–--------ე, რომელსაც ეძინა და მოგვიანებით გამოვიდა, ასევე სახლში იყო ნ------- შ--–--------ეც და ნ----- ბ------–---ის ბიძაშვილი ს------- ბ------–---ი, რომელიც მეორე სართულზე იყო იმ დროს; მან არ იცის თუ რაზე განერვიულდა ნ--------ი; მას ზუსტად არ ახსოვს რა ეცვა მას, ახსოვს რომ ეცვა ქურთუკი, რადგან ზამთარი იყო; მას ნ--------ისთვის იარაღი არ შეუმჩნევია; მათ გვერდით, მარჯვნივ ცხოვრობს ერთი მეზობელი, მის წინ ცხოვრობს მოძღვარი - მამა გ------ი, იგივე გ---- ჭ--–---–ი, დაახლოებით ორას ნაბიჯში და გვერდით კიდევ კ------–---–ების ოჯახი, ხოლო იმათ იქეთ უკვე არის ტყე და შემდეგ ვინ ცხოვრობს, მან არ იცის.
მოწმის განმარტებით, მან როგორც მიამსგავსა, სავარაუდოდ გასროლის ხმა იყო, იმდენად მიჯრით იყო სროლა, მაგრამ ზუსტად ვერ იტყვის სროლა იყო თუ რა; მან გაიგონა ზედიზედ რამდენიმე გასროლა, არანაკლებ ხუთისა და გასროლებს შორის შუალედი არ იყო, გასროლების ხმა მოდიოდა სოფლის მარჯვენა მხრიდან, ტყიდან; უკან მობრუნებისას ნ-------- დ------------ემ ჩვეულებრივ ჩაიარა მათ სახლთან და წავიდა მარცხენა მხარეს; მას ესმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა, რომელიც ისმოდა კ------–---–ის და გ---- ჭ--–---–ის ოჯახთან ახლოს, ზუსტად არ იცის, მათგან ის მხოლოდ ნ--------ის და მოძღვრის ხმას არჩევდა, თუმცა ზუსტად არ იცის; ესმოდა ყვირილის, გინების და დაწყნარების ხმა, ნ--------ის გინების ხმა ისმოდა და მამაო აწყნარებდა, თუმცა მისივე განმარტებით, კონკრეტულად პიროვნების მიმართ გინება არ იყო, უბრალოდ იგინებოდა და ვერ იტყვის ვის აგინებდა, რაიმე სიტყვებს ვერ არჩევდა; ამ დროს ის აივანზე იყო გამოსული, შემდეგ კი ისინი სახლში იმყოფებოდნენ და განერვიულებულები იყვნენ; მათგან მხოლოდ გ------ი დ------------ე იყო გადასული ქუჩაში და მისი გადასვლიდან ნ--------ი მალევე წავიდა; მას შემდეგ მას რაიმე არ გაუგია; ეს ყველაფერი დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა; ამ დროს თუ რა რეაქცია ჰქონდა მეზობლებს, მან არ იცის, რადგან არავინ არ დაუნახავს და არც არავინ არ გადასულა მათთან; მას რაიმე იარაღის მასრა ან გულა არ უპოვნია; როგორც მან იცის, როდესაც ის და ხ------- შ--–--------ე დაკითხვაზე მიიყვანეს, ხ-------ს ჰქონდა მასრები, თუმცა მან არ იცის თუ სად ნახა ამ უკანასკნელმა.
მოწმე ს------- ბ------–---ის ჩვენების თანახმად, ის იცნობს ნ-------- დ------------ეს, ვინაიდან სულ ორჯერ ჰყავს ნანახი წყალტუბოს რაიონის სოფ. ქ-------ში, მისი ბიძაშვილის ოჯახში სტუმრად ყოფნის დროს. 2015 წლის 25 დეკემბერს, ის იმყოფებოდა მის ბიძაშვილთან ნ----- ბ------–---თან სოფ. ქ-------ში, სადაც საღამოს საათებში, დაახლოებით ათი საათისთვის მათთან სტუმრად მივიდა ნ-------- დ------------ე, რომელიც მისვლის დროს ვინმეს მიმართ რაიმე აგრესიას არ გამოხატავდა, მშვიდად იყო. რაღაც პერიოდებში ის ოთახში არ იმყოფებოდა და ზუსტად არ იცის რა ხდებოდა. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ ნ----- ბ------–---ი, მ------ და გ------ი დ------------ეები და მ----–--- ჭ--–---, სახლის მეორე ნაწილში კი იყვნენ ხ------- შ--–--------ე და ნ------- შ--–--------ე. დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერდა ნ--------ი მათთან და ბავშვებს ესაუბრებოდა. ამ დროს ნ--------ი ჩვეულებრივად იყო ჩაცმული, ზამთრისათვის შესაფერისად და ეცვა ქურთუკიც. ის მეორე ოთახში იმყოფებოდა, როდესაც ნ--------ი გავიდა გარეთ და წავიდა ავტომანქანით სახლიდან მარჯვენა მხარეს. შემდეგ მათ გაიგონეს თხუთმეტი ან უფრო მეტი გასროლის ხმა, მაგრამ მან არ იცის თუ საიდან მოდიოდა აღნიშნული ხმა; აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში კიდევ იყო ისევ, უფრო ახლოდან გასროლის ხმა, დაახლოებით ათამდე, ისევ მარჯვენა მხრიდან, ასევე ისმოდა ყვირილის ხმა; როგორც ის მიხვდა, ნ--------ი დ------------ის ყვირილის ხმა იყო, რაც მოდიოდა დაახლოებით მამა გ------ის სახლის მხრიდან, თუმცა ის სიტყვებს ვერ არჩევდა; ასევე ისმოდა ქალის კივილის ხმაც, მაგრამ ვერ გაიგონა კონკრეტულად რას ყვიროდა და ვინაიდან იქ მამაოს დედა ცხოვრობდა, მან ჩათვალა, რომ იყო მამაოს დედა.
აღნიშნულის შემდეგ, ნ--------ი შესული იყო ისევ მათთან ეზოში და ხმამაღლა იძახდა სიტყვებს, იგინებოდა ხ------- შ--–--------ის მიმართ და რამდენიმე წუთში დატოვა ისევ ეზო, თუმცა მისივე განმარტებით, ნ--------ი რომ შევიდა ეზოში, არ დაუნახავს, ასევე არ იცის მუქარა იყო თუ რა მისი მხრიდან; სახლიდან ჭიშკრამდე დაახლოებით ათი მეტრია და ფანჯრიდან ჩანს ჭიშკარი. ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება ნაკლებიც; ამ დროს ოჯახის წევრები აღელვებულები იყვნენ, ხოლო მეზობლებმა გაიგეს თუ არა, მან არ იცის; მან არ იცის გასროლების დროს ვინმე ოჯახიდან გადავიდა თუ არა ქუჩაში, თვითონ ოთახში იმყოფებოდა; მან არ იცის თუ ვინ გამოიძახა პოლიცია, მაგრამ იქ მოგვიანებით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ნ--------ი მანამდე მათთან იყო სახლში, მან მიამსგავსა, რომ იყო ნ--------ის ყვირილის ხმა; მას პირადად ვინმე არ დაუნახავს ამ ფაქტის დროს და არც იარაღი არ შეუმჩნევია ნ--------ისათვის; არც მისი ავტომანქანა არ დაუნახავს და არც ის იცის მანქანით იყო მისული თუ არა; მან არ იცის თუ რისთვის იყო ნ--------ი შესული მამა გ------ისთან, რომლის სახლიც მათგან დაახლოებით 40 მეტრშია; მას არ დაუნახავს მამაოს სახლთან ხდებოდა თუ არა გასროლები და მამაო ვინმეს ელაპარაკებოდა; ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ ყვირილის ხმა მამაოს სახლიდან მიდიოდა; მას არასადროს არ ჰქონია ცეცხლსასროლ იარაღთან შეხება, მაგრამ მიამსგავსა იარაღის გასროლის ხმას.
მოწმე რ----- კ------–---–ის ჩვენების თანახმად, ის იცნობს ნ-------- დ------------ეს, ვინაიდან არის მისი მეზობლის სიძე და მასთან აქვს კარგი ურთიერობა. ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქ-------ში და დაახლოებით მისგან 100 მეტრში ცხოვრობს გ---- ჭ--–---–ი და ხ------- შ--–--------ე. 2015 წლის დეკემბრის თვეში, დაახლოებით ღამის 22-23 საათი იქნებოდა, როდესაც ის, დედამისი და მისი მეუღლე ლ-- კ------–---–ი სახლში იმყოფებოდნენ და მას ქუჩიდან შემოესმა ხმამაღალი ხმა, თუმცა რა შინაარსის საუბარი იყო, ვერ გაარჩია; ის ნასვამ მდგომარეობაში იყო, ადგა, ჩაიცვა და გავიდა გარეთ, გზა როდესაც გადაჭრა, დაინახა ნ--------ი დ------------ე, რომელიც გამოდიოდა მამაოს ეზოდან და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მან ამ უკანასკნელს ჰკითხა - თუ რა ხდებოდა და მანაც უპასუხა, რომ არაფერი არ იყო. მათ ორი წუთი დაჰყვეს იქ, მოიკითხეს ერთმანეთი, მეტი არაფერი არ იყო, სადაც ასევე შემდეგ მივიდა პოლიციის ავტომანქანა, რა დროსაც მან უკვე დატოვა იქაურობა და ნ--------ი ესაუბრებოდა პოლიციის თანამშრომლებს, მაგრამ მან არ იცის თუ რა თემაზე, რადგან წამოვიდა. მან თავიდან ვერ გაარკვია, ვისი ხმა იყო, ხოლო როდესაც გავიდა გარეთ, იცნო ნ--------ის ხმა, რომელიც მარტო იყო, სხვა მას არავინ დაუნახავს; მას ასევე ნ-------- დ------------ისათვის ხელში არაფერი არ შეუმჩნევია; როდესაც ის გარეთ გამოვიდა, მისი მეუღლე ამ დროს სახლში იმყოფებოდა და შემდეგ გავიდა ისიც გარეთ, როდესაც პოლიცია მივიდა; ნ--------მა მას უთხრა, რომ კამათი მოუვიდა, თუმცა არ უთქვამს ვისთან მოუვიდა კამათი; მან არ იცის ვინ იყო ამ დროს მამაოსთან სახლში, კარები დაკეტილი იყო; მას ვინმე ნ--------ის გარდა ეზოში არავინ არ შეუმჩნევია; მან იქვე დაინახა ნ-------- დ------------ის ავტომანქანა; ნ--------ს მასთან საუბრის დროს არ უხსენებია ხ------- შ--–--------ე და ნ------- შ--–--------ე; ის იცნობს შორიდან ნ-----–---- ბ--------ეს, მაგრამ მან ნ-----–---- ბ--------ის და ხ------- შ--–--------ის ურთიერთობის შესახებ არაფერი არ იცის; როგორც მან ნ--------ს საუბრის დროს შეატყო, ნასვამი იყო; როდესაც ის წამოვიდა პოლიციის მოსვლის შემდეგ, შევიდა ეზოში და დაჯდა სკამზე ჭიშკართან, სიგარეტს ეწეოდა და როგორც მან დაინახა, პოლიციასთან საუბრის შემდეგ ნ--------ი დაჯდა მანქანაში და წავიდა საპირისპირო მიმართულებით; აღნიშნულის შემდეგ ხმამაღალი საუბარი აღარ გაუგონია.
მოწმე ლ-- კ------–---–ის ჩვენების თანახმად, ის იცნობს ნ-------- დ------------ეს, ვინაიდან არის მისი მეზობლის ნ------- შ--–--------ის სიძე და მასთან აქვს კარგი ურთიერობა. ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქ-------ში მეუღლესთან რ----- კ------–---–თან და შვილებთან ერთად, მათ მეზობლად, წინ ცხოვრობს ასევე მამა გ------ი, იგივე გ---- ჭ--–---–ი; ასევე იქ ცხოვრობს ნ------- შ--–--------ე და მათგან ცოტა მოშორებით, ტყის მხარეს ცხოვრობს ჯ------ მ------–---–ი, მათ გარდა სხვა ოჯახი იქ არ ცხოვრობს. მათ შორის დაშორება არის დაახლოებით 200 მეტრი.
2015 წლის 25 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 7 საათზე მივიდა სახლში, ამ დროს მისი შვილები სახლში არ იმყოფებოდნენ და სახლში იყვნენ თვითონ, მისი მეუღლე და დედამთილი. ისინი დაწვნენ დასაძინებლად და უკვე გვიანი იყო, ჩაძინებული იყვნენ, რომ რაღაც ხმაური გაიგონეს, მანქანის წასვლა და მოსვლა მათ ჭიშკართან, რის გამოც მისი მეუღლე ადგა, ჩაიცვა და გავიდა გარეთ, რომ გაეგო ვინმე ხომ არ იყო მათთან მისული; ვინაიდან მალე არ დაბრუნდა მისი მეუღლე, თვითონაც გავიდა გარეთ და ჭიშკართან მისვლისას, მას დაუძახა მეუღლემ, რომ დაბრუნებულიყო უკან და თვითონ გაარკვევდა რა ხდებოდა, მაგრამ ცოტა ხანში ის მაინც გადავიდა ქუჩაში. მან ამ დროს ნ--------ის ხმა შეიცნო მამაოს ჭიშკართან, რომელიც მისი მეუღლის გვერდით იყო და რ----- კ------–---–ი ეკითხებოდა მას თუ რა იყო, დახმარება ხომ არ ჭირდებოდა;
მოწმის განმარტებით, ნ--------ი ცოტა ანერვიულებული ჩანდა, მაგრამ მათ არ იციან რის გამო, ასევე მან არ იცის რას საუბრობდა იქ ნ--------ი; მას იქ ნ--------ის და მისი მეუღლის გარდა არავინ არ დაუნახავს; აღნიშნულის შემდეგ ნ--------ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ხ------- შ--–--------ის სახლის მხარეს, რა დროსაც ლ-- კ------–---–მა გაიგონა ნ--------ის რაღაც ხმა, ,,მიგინების’’ ხმა მისი მეუღლის ჭიშკართან; იქ ასევე მივიდა პოლიციის მანქანა, რა დროსაც მისმა ქმარმა უთხრა, რომ ის ეზოში ჩასულიყო და ისიც შევიდა ეზოში. ასევე მოწმის განმარტებით, მას გარდა მანქანის მოძრაობისა, სხვა რაიმე ხმა არ გაუგონია; სახლში შესვლის შემდეგ, მას მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ,,იქ იყო ნ--------ი, ბიჭებიც არიან, პოლიციაც მივიდა’’. აღნიშნულის შემდეგ, ისინი დაწვნენ და მათ სხვა რაიმე ხმა არ გაუგიათ; ასევე მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს, ნ--------ი მამაოს ჭიშკართან იგინებოდა თუ სად, მას მამაოც არ დაუნახავს; მას ასეთი რამ არ ახსოვს. მან არაფერი არ იცის ნ--------ის და მამაოს ურთიერობის შესახებ; რაც შეეხება ხ------- შ--–--------ის და ნ--------ის ურთიერობას, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ ის პირადად არ შესწრებია მათ კამათს ან რამეს, არც ვინმესთან უსაუბრია ამ თემაზე.
მოწმე ჯ------ მ------–---–ის ჩვენების თანახმად, ის იცნობს ნ-------- დ------------ეს, ვინაიდან არის მისი მეზობლის და მეგობრის შვილის - ხ------- შ--–--------ის მეუღლე და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში და ხ------- შ--–--------ე მისგან ცხოვრობს დაახლოებით 100-120 მეტრში; ასევე იცნობს მამა გ------ის - იგივე გ---- ჭ--–---–ს, რომელიც მისი მეზობელია და ცხოვრობს მისგან, მარჯვნივ ანუ დასავლეთის მხარეს, დაახლოებით 90-100 მეტრში. როგორც მისთვის ცნობილ--, ზოგჯერ იყო შემთხვევა, რომ ხ------- შ--–--------ე განაწყენებული მისულა სახლში და უთქვამს დედამისისთვის, რომ წაკამათდნენ ის და ნ--------ი, მაგრამ ისინი ყოველთვის მოწადინებულები იყვნენ, რომ ხ------- შერიგებოდა ნ--------ს და დაბრუნებულიყო ოჯახში, ისინიც ჩვეულებრივად რიგდებოდნენ; როგორც ხ------- ამბობდა, მათ შორის კამათი ხდებოდა ნ-------- დ------------ის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე.
2015 წლის 25 დეკემბერს, ჯ------ მ------–---–ი და მისი მეუღლე ო---- კ--------ე, დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა, იმყოფებოდნენ სახლში, როდესაც მათ გაიგონეს გასროლის ხმა, ალბათ ხუთზე მეტი, 5-6 წამის განმავლობაში. მოწმის განმარტებით, მას შეიძლება ამ გასროლებისთვის არც მიექცია ყურადღება, რომ არა მანქანის დიდი ხმა, რომელმაც ჩაიქროლა და რამდენიმე ხნის მერე ისევ დაბრუნდა უკან, რის გამოც რაღაც საეჭვოდ მოეჩვენა; მას ჰქონდა უბნის რწმუნებულის ტელეფონის ნომერი და დაურეკა, რომ შეემოწმებინა რა ხდებოდა მათ ქუჩაში, რადგან იფიქრა, რომ მძღოლი იყო მთვრალი და რამე არ მომხდარიყო, რადგან თან მისი ქალიშვილიც იყო მისასვლელი სახლში. პოლიცია საკმაოდ მალე მივიდა, ის ამ დროს არც გამოსულა გარეთ. სანამ ის სახლში შევიდოდა, მან მამა გ------ის სახლიდან გაიგონა ხმამაღალი საუბრის ხმა, მაგრამ ვინ საუბრობდა და რას, მან სიტყვები ვერ გაარჩია. პოლიციის მისვლის შემდეგ, ამ ფაქტს რაიმე გაგრძელება არ ჰქონია. მოწმის გამარტებით, ვინაიდან მას არ დაუნახავს გასროლები, ვერ იტყვის ეს იარაღის გასროლები იყო თუ ე.წ,,ბომბაჩკების’’, რომელსაც წინასაახალწლოდ ისვრიან; ეს ხმები მოდიოდა უფრო აღმოსავლეთის მხრიდან, ქუჩიდან; მათ ქუჩაში სადღესასწაულო დღეებში ხშირად ხდება გასროლები და ავტომანქანის მოძრაობა; მეორე დღეს მოიკითხა მან და ხ-------ს დედამ უთხრა, რომ ,,ნ--------ი იყო და უნდოდა ხ-------სთან შერიგება და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი’’; მას გასროლებზე და ყვირილზე არაფერი არ უთქვამს; მას მამა გ------ისთან რაიმე საუბარი არ ჰქონია. ასევე მოწმის განმარტებით, ის იცნობს ნ-----–---- ბ--------ეს, რომელიც არის ხ------- შ--–--------ის თანაკლასელი და მათი ურიერთობაც მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა.
მოწმე ო---- კ--------ის ჩვენების თანახმად, ის იცნობს ნ-------- დ------------ეს, ვინაიდან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა თვითონაც და ასევე არის მისი ახლობლის და მეზობლის - ხ------- შ--–--------ის მეუღლე, მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში; ასევე მისი მეზობელ-- რ----- კ------–---–იც და მამა გ------იც, იგივე გ---- ჭ--–---–ი. ის ცხოვრობს ქუჩის ბოლოში, ხოლო დაახლოებით 200 მეტრში ცხოვრობს რ----- კ------–---–ი და მისგან დაახლოებით 50 მეტრში არის ხ------- შ--–--------ის და მამა გ------ის სახლები. ის სტუმრად იმყოფებოდა და ნასვამი მივიდა სახლში დაახლოებით 17 საათზე, შემდეგ ტელევიზორს უყურებდა და ღამის 11 საათი იქნებოდა, როდესაც დაწვა. რამდენიმე ხანში მას შემოესმა ავტომანქანის ხმა, რამაც უმატა; აღნიშნულიდან 20 წუთში, მამაოს სახლის ჭიშკრიდან მოესმა მამაკაცების ხმამაღალი საუბარი, გინება თუ რა იყო, მან არ იცის; მანამდე გაიგონა რაღაც ,,ბრახუნის’’ ხმა, თოფის იყო თუ რისი, ძნელი გასარკვევი იყო, თანაც ხშირია შემთხვევები - ე.წ,,ავანგარდიდან’’ ხშირად გადადიან მთვრალი ახალგაზრდები და ხშირად არის ხმაური, რადგან გზას ვერ აგნებენ. აღნიშნული ხმა მან გაიგონა მისი ჭიშკრიდან მოშორებით, როდესაც გზაჯვარედინზე მოუხვია მანქანამ და გააგრძელა გზა დასავლეთისაკენ. როდესაც გათენდა, მან მის მეუღლეს ჰკითხა თუ რა ხდებოდა, მაგრამ მან უპასუხა, რომ არ იცოდა. ის გადავიდა ქუჩაში, რა დროსაც მას შეხვდა ხ------- შ--–--------ე და რომელმაც მის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ,,მისი მეუღლე იყო მასთან და აგერ მასრაო’’, თან აჩვენა ერთი მასრა; მის შეკითხვაზე ხ-------მ განმარტა, რომ ,, მისი მეუღლის ნამოქმედარი იყო, ქუჩაში ნახა’’. აღნიშნულის შემდეგ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, ამ დროს ხ------- მარტო იყო. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს და არ იცის ვისი ნასროლი იყო; მას ალბათ ძილში მოესმა ერთი ან ორი გასროლის ხმა; აღნიშნულის შემდეგ ის ადგა, გაიარა საპირფარეშოში და გააგრძელა შემდეგ ძილი; მან არ იცის იქ მივიდნენ თუ არა სამართალდამცავები და ვინ გამოიძახა ისინი; ასევე მან არ იცის თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი; მისთვის ასევე ძნელი გასარკვევი იყო იარაღის ხმა იყო თუ ე.წ,,ბომბაჩკის’’; მას ასევე ესმოდა ორი ან სამი მამაკაცის ხმა; მან დაახლოებით 20 წუთში ისევ დაიძინა, ის გარეთ არ გამოსულა; ასევე მის მეუღლესაც არაფერი არ მოუმოქმედებია.
მოწმე თ-------------------ის ჩვენების თანახმად, ის იცნობს ნ-------- დ------------ეს, ვინაიდან იყო მისი თანამშრომელი, როდესაც მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში და მასთან აქვს ძალ--ნ კარგი ურთიერთობა. 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ის მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად. მან 2015 წლის 25 დეკემბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში მომხდარი ფაქტის შესახებ, იმავე დღეს გაიგო ჭორის დონეზე და შემდეგ წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლებისაგან, მაგრამ არ ახსოვს კონკრეტულად ვისგან, რომ ნ-------- დ------------ეს შელაპარაკება მოუვიდა სასულიერო პირთან, თუმცა არაფერი სერიოზული არ ხდებოდა და ვინაიდან სერიოზული არ ხდებოდა მისი თანამშრომლის ირგვლივ და ნ--------ისთან საუბრის შემდეგაც, როგორც მან განუცხადა - ოჯახურ თემასთან დაკავშირებით მოუვიდა შელაპარაკება, ის აღარ ჩარეულა მის პირად საქმეში. ის 2015 წლის 25 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით ვერ გავიდა შემთხვევის ადგილზე პირადად, ვინაიდან იყო ხელმძღვანელი მუშაკი და ახორციელებდა გარკვეულ საგამოძიებო - ოპერ----ულ საქმიანობას. მან წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლებისაგან შეიტყო ასევე, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა იარაღის გამოყენებას, მაგრამ აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა სასულიერო პირმა, რომლის მიმართაც იყო შეტყობინება გაკეთებული და მისი თანამშრომლის მხრიდან არ იკვეთებოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო
სასამართლო სხდომაზე მოწმემ ხ------- შ--–--------ემ და არასრულწლოვანმა მოწმემ - გ------ი დ------------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2015 წლის 26 დეკემბრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს, 03:50 საათიდან 04:15 საათამდე პერიოდში, წყალტუბოს რაიონის, სოფელ ქ-------ში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ო----- ბ------–---–ის მიერ ექსპერტის - გ------ი ჯ-------ას და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ-–- რ---–---–ის მონაწილეობით ჩატარდა ადგილმდებარეობის დათვალიერება; დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, წვიმიან ამინდში, ხელოვნური განათების პირობებში. ადგილი მდებარეობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში, სადაც მისასვლელი იყო ფარცხანაყანევი-ქ-------ის დამაკავშირებელი მოასფალტებული საავტომობილო გზის გავლით აღმოსავლეთის მხარეს, საიდანაც შესახვევი იყო მარჯვნივ სამხრეთის მხარეს და "წმინდა გ------ის" სახელობის ეკლესიასთან; აღმოსავლეთის მხარეს არსებული ქვაღორღიანი საავტომობილო გზის გავლით მისასვლელი იყო ხ------- შ--–--------ისა და გ---- ჭ--–---–ის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე, ქუჩაზე. დათვალიერებული იქნა ზემოაღნიშნული ტერიტორია, რა დროსაც რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არ ამოღებულა. ექსპერტის მიერ მოხდა ფოტოგადაღება, რომლითაც დათვალიერება დასრულდა. ოქმი ხელმოწერილ-- დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ.
ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა გამომძიებელი - ო----- ბ------–---–ი და ექსპერტი გ------ი ჯ-------ა, რომლებმაც დაადასტურეს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 06 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 06 იანვარს, 16:15 საათიდან 16:40 საათამდე პერიოდში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ქ------- უ-----ის მიერ მოწმის ხ------- შ--–--------ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით ჩატარდა მის მიერ წარმოდგენილი თერთმეტი ცალი მასრის დათვალიერება, კერძოდ: მასრების ოდენობა იყო 11 (თერთმეტი), რომელთაგან ორ მათგანზე იკითხებოდა წარწერა "C------; მათზე ხ------- შ--–--------ემ განმარტა, რომ ისინი მის მიერ 2015 წლის 26 დეკემბერს ნაპოვნი იქნა მამა გ------ი ჭ--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში; ხოლო დანარჩენ 9 (ცხრა) მასრაზე განმარტა, რომ ისინი იპოვა იმავე დღეს ჯ------ მ------–---–ის სახლის მიმდებარე ტერიტქე "9---------; მერვე მათგანზე იკითხებოდა 0--------." 9X19; ხოლო მეცხრე მათგანზე კი "P-------". 2 (ორი) მასრა, რომელზეც ხ------- შ--–--------ემ განმარტა, რომ იპოვა მამა გ------ის (გ---- ჭ--–---–ი)სახლის ეზოში, მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, დაილუქა ქუთაისის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის და გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. 9 (ცხრა) ცალი მასრა, რომელზეც ხ------- შ--–--------ემ განმარტა, რომ ისინი იპოვა ჯ------ მ------–---–ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, დაილუქა ქუთაისის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის და გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. ოქმი ხელმოწერილ-- დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ.
ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ქ------- უ-----ე, რომელმაც დაადასტურა ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე.
ბალისტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ასევე ექსპერტი ლ---- შ--–----–---–ი - ქაღალდის ორ ცალ კონვერტში (განმარტებით წარწერით ერთ მათგანზე - ,,ხ------- შ--–--------ის მიერ წარმოდგენილი 9 ცალი მასრა“ და მეორეზე კი ,,ხ------- შ--–--------ის მიერ წარმოდგენილი 2 ცალი მასრა“) მოთავსებული, საერთო რაოდენობით (9+2) 11 ცალი მასრა წარმოადგენს - სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალი, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ. კალიბრის, ლუგერის (პარაბელუმის ე.წ. ,,P----) ვაზნების შემადგენელ კომპონენტებს - მასრებს, რომლებიც გასროლილ-- გამოსაკვლევად წარმოდგენილი, H--- მოდელის N------ პისტოლეტში.
საქმეს თან ერთვის შეტყობინება N-------, რომლის თანახმად, ,,112-ის ოპერატორს ტელეფონით დაუკავშირდა ხ----- შ--–--------ე და განაცხადა, რომ სოფ. ქ-------ში ოჯახური კონფლიქტია, მამაოს - ჭ--–---–ის ოჯახში მისი ყოფილი მეუღლე არის ნასვამ მდგომარეობაში და ისვრის იარაღიდან’’; შეტყობინება N-------, რომლის თანახმად, ,,მოქალაქე ხ----- შ--–--------ემ ითხოვა დახმარება კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით’’; ამონაწერი საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის N------- ბრძანებიდან ნ-------- დ------------ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
საქმეში ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ-- ხ------- შ--–--------ის მიერ წარმოდგენილი 11 ცალი 9 მმ კალიბრის მასრა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა მათ მიერ სადავოდ გამხდარი - 2015 წლის 26 დეკემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაკითხული იქნა ნ-------- დ------------ე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: ის მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად, დაოჯახებული იყო და ამჟამად არის განქორწინებული, ჰყავს ორი შვილი - მ------ და გ------ი დ------------ეები. 2015 წლის 25 დეკემბერს, ის იმყოფებოდა მისი თანამშრომლის პანაშვიდზე ვანში და საღამოს საათებში, ზუსტად დრო არ ახსოვს, ის თავისი ,,სუბარუ ფორესტერის’’ მარკის ავტომანქანით ჩავიდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში, მისი ყოფილი მეუღლის სახლში. როდესაც ის შევიდა სახლში, მან ნახა, რომ მის ყოფილ მეუღლეს - ხ------- შ--–--------ეს ეძინა, ხოლო დედამისი - ნ------- შ--–--------ე უყურებდა ტელევიზორს, რომელსაც ჰკითხა თუ სად იყვნენ ბავშვები. ნ------- შ--–--------ემ მას რაღაცნაირი ტონით უთხრა - ,,თუ რა უნდოდა ამ შუაღამეს მათთან’’, რაზედაც მან უპასუხა, რომ მისული იყო ბავშვების სანახავად და მანაც უთხრა, რომ იყვნენ მ-----– კ------–---–თან. მათ მეტი საუბარი არ ჰქონიათ და ის გავიდა მ-----– კ------–---–თან, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობს. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილები - მ------ დ------------ე და გ------ი დ------------ე, ასევე მ-----– კ------–---–ის მეუღლე - ნ----- ბ------–---ი და მ-----–ის დედა - მ----–--- ჭ--–---. მას ს------- ბ------–---ი არ ახსენდება იმყოფებოდა თუ არა ამ დროს სახლში. ის მათ მიესალმა და ერთმანეთს ჩვეულებრივად შეხვდნენ. შემდეგ ის დაჯდა დივანზე ბავშვებთან ერთად და მათ ესაუბრებოდა, თან ნ-----ს სთხოვა ყავის მოდუღება და ეს უკანასკნელიც გავიდა ყავის მოსადუღებლად. ამ დროს მან ბავშვებს სთხოვა, რომ სახლში წაჰყოლოდნენ, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ დედა ცუდ ხასიათზე იყო, ვერ ეტყოდნენ, რადგან შეიძლება გაბრაზებულიყო. აღნიშნულის შემდეგ, ის რამდენიმე ხანი გაჩერდა იქ, ნ-----ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ყავა გამოტანილი, რომ ის ადგა და გამოვიდა სახლიდან, წამოვიდა მისი ავტომანქანის მიმართულებით და თუ არ ცდება, მას გამოჰყვა მისი შვილი - გ------ი. ის ჭიშკართან დაემშვიდობა მას, ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა მამა გ------ის - იგივე გ---- ჭ--–---–ის სახლის მიმართულებით, მივიდა მამაოსთან, ჩამოვიდა ავტომანქანიდან და დაუძახა ჭიშკრიდან, რომელიც რამდენიმე დაძახების შემდეგ ჩავიდა ეზოში, თვითონაც შევიდა ეზოში, მათ მოიკითხეს ერთმანეთი და დაიწყეს საუბარი. ბრალდებულის განმარტებით, ისინი 16 წელ--, რაც იცნობენ ერთმანეთს და ნორმალური ურთიერთობა აქვთ, მამაომ ყველაფერი იცოდა მათ შესახებ, რომ გაშორებულები იყვნენ და ისაუბრეს აღნიშნულ თემაზე; მას საერთოდ ხმამაღალი საუბარი ჩვევია, მათ შორის საუბარი ფაქტიურად დამთავრებული იყო და ის ეზოდან გადმოდიოდა, როდესაც იქ მივიდა რ----- კ------–---–ი, რომელიც მამაოს წინ ცხოვრობს. ის მასაც გაესაუბრა, მოიკითხეს ერთმანეთი და შემდეგ დაშორდნენ, რის შემდეგაც ის ჩაჯდა ავტომანქანაში, აანთო სინათლე და მოძებნა ქუდი, მაგრამ ვერ იპოვა. ვინაიდან მას ახსოვდა, რომ ქუდი თან ჰქონდა მისი მეუღლის სახლში ყოფნის დროს, იფიქრა, რომ იქ დარჩა და დაბრუნდა ქუდის წამოსაღებად. ეზოში როდესაც შევიდა, მას შემოხვდა მისი შვილი გ------ი, რომელსაც უთხრა, რომ ქუდი დარჩა და მოეძებნა, თან წყალიც მიეწოდებინა მისთვის. გ------იმ მას გამოუტანა ქუდი და წყალიც, მან დალ-- წყალი, რა დროსაც სახლიდან გამოვიდა მისი ყოფილი მეუღლე და უსაყვედურა - ,,მას ბოლოსდაბოლოს არ უნდა დაემთავრებინა იქ სიარული’’, რაზედაც მან უპასუხა, რომ ,,იქ სიარულის უფლების შესახებ ვისზე უნდა შეკითხოდა, რამდენი შვილები მოენატრებოდა; ავად როდესაც ხდებოდნენ და საჭირო იყო, მას თხოვდნენ დახმარებას, მაშინ დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა’’. მისივე განმარტებით, წინა დღეებშიც გ------ი ავად იყო და მის ყოფილ მეუღლესთან ერთად ჰყავდა წაყვანილი ექიმებთან. ამ საუბარში, მისმა ყოფილმა მეუღლემ ცუდად გასცა პასუხი და მანაც შეაგინა, რის შემდეგაც ადგა და წამოვიდა სახლში, აღარ გაუგრძელებია საუბარი. იქ სხვა მეტი არაფერი არ მომხდარა.
ნ. დ------------ის განმარტებით, მას სამსახურებრივი იარაღი ყოველთვის თან დაჰქონდა, ვინაიდან შეზღუდული არ იყო სამსახურიდან გამომდინარე. მანვე მისი ყოფილი მეუღლის მიერ პროკურატურაში წარდგენილ მასრებთან დაკავშირებით, განმარტა, რომ იყო პერიოდი, როდესაც ის წლების და თვეების განმავლობაში ცხოვრობდა სოფ. ქ-------ში და აღნიშნული მასრები, როგორც მას ახსოვს, შენახული ჰქონდა საძინებელი ოთახის კარადის უჯრაში, ვინაიდან როდესაც ის სამსახურიდან გამომდინარე გასროლებს აწარმობდა ტირში, რომელიც წყალტუბოს რაიონში მდებარეობს, როგორც ყველა პოლიციელი თავის გასროლილ ცარიელ ვაზნებს აგროვებს და ინახავს ან ყრის, მანაც ეს მასრები ჩვეულებრივად აიღო და წამოიღო სახლში.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ნ. დ------------ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ხულიგნობის ჩადენა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი სრულად გამორიცხავს საჩივრის მოსაზრებების საფუძვლ--ნობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ანუ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ხულიგნობას. ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება.
საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს კი გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში, საწარმო, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ნორმალურ, დროულ მუშაობაში, პიროვნების ხელშეუხებლობაში. მოქმედმა კანონმდებლობამ შეზღუდა ხულიგნობის ცნება და მისი შემადგენლობის სავალდებულო ნიშნად შეიტანა ძალადობა და ძალადობის მუქარა.
ობიექტური მხრივ ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი); ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.
სუბიექტური მხრივ ხულიგნობის მოტივს და მიზანს წარმოადგენს პირის მისწრაფება, დაუპირისპირდეს საზოგადოებას, დაუმტკიცოს მას აგრესიული ქმედების ჩადენით, რომ არაფრად თვლის გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რაც მისი აზრით, მის უპირატესობას ადასტურებს საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. თუ პირის მოტივი და მიზანი არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას რომც მოჰყვეს შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, ხულიგნობას დგილი არ ექნება.
სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს მოწმეთა ჩვენებებს, მოწმეების ნ.შ--–--------ის, ნ.ბ------–---ის, ს. ბ------–---ის და მ. ჭ--–--ის ჩვენებების თანახმად დგინდება ის გარემოებები, რომ ისინი ზემოაღნიშნული ფაქტის დროს სახლიდან არ გამოსულან ქუჩაში და პირადად არ დაუნახავთ თუ ვინ იგინებოდა, ასევე ისინი ვერ არჩნევდნენ სიტყვებს, მათ მხოლოდ დ------------ის ხმა ესმოდათ; მათ პირადად არ შეუმჩნევიათ ნ. დ------------ისათვიოს იარაღი და არ დაუნახავთ, რომ ნ. დ------------ემ განახორციელა იარაღიდან გასროლები. მათი ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ გაიგონეს გასროლების ხმა, გარეთ მეზობლები არ გამოსულან, მათ არავინ არ დაუნახავთ.
მოწმეების რ----- კ------–---–ის და ლ-- კ------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ მეზობლად ცხოვრობს მამა გ------ი (გ---- ჭ--–---–ი); ასევე იქვე მეზობლად ცხოვრობს ნ------- შ--–--------ე და მათგან ცოტა მოშორებით, ტყის მხარეს - ჯ------ მ------–---–ი. შემთხვევის დღეს, აიგონეს რაღაც ხმაური, მანქანის წასვლა და მოსვლა მათ ჭიშკართან, ხმამაღალი ხმა, თუმცა რა შინაარსის იყო, მათ ვერ გაარჩიეს. რ. კ------–---–ის ჩვენებით დასტურდება ასევე, რომ ის გავიდა ქუჩაში და დაინახა, რომ მამა გ------ის ეზოდან გამოდიოდა ნ-------- დ------------ე, რომელმაც უთხრა, რომ კამათი მოუვიდა, თუმცა არ უთქვამს ვისთან მოუვიდა კამათი; მოიკითხეს ერთმანეთი და შემდეგ მივიდა პოლიციის ავტომანქანა; მოწმეების რ----- კ------–---–ის და ლ-- კ------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ--------ი მარტო იყო, მათ იქ მამა გ------ი არ დაუნახავთ; რ კ------–---–ს ნ--------ის ხელში რაიმე დაუნახავს; პოლიციის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ, ნ. დ------------ე ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა ხ------- შ--–--------ის სახლის მხარეს.
მოწმეების ო.კ--------ის და ჯ. მ------–---–ის ჩვენებების თანახმად, 2015 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა, ისინი სახლში იმყოფებოდნენ, როცა გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა 5-6 წამის განმავლობაში, თუმცა მათ არ იციან ეს იყო იარაღიდან გასროლების ხმა თუ ე.წ. ,,ბომბაჩკების’’ ხმები, ვინაიდან ძნელი გასარკვევი იყო, თანაც წინასაახალწლო დღეები იყო. ისინი გარეთ არ გამოსულან; მათ ასევე გაიგონეს მამაკაცების ხმამაღალი საუბარი, რომელიც მიდიოდა მამა გ------ის სახლის მხრიდან, მაგრამ ვინ საუბრობდა და რას, მათ სიტყვები ვერ გაარჩიეს.
აქვე სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა მოწმის სახით მამა გ------ი (გ---- ჭ--–---–ი) და მისი დედა ა--- ლ----------ე, რომელთა მიმართაც, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ნ. დ------------ის მხრიდან განხორციელდა გარკვეული ქმედებები.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს თვით ნ. დ------------ის ჩვენებას, მისივე ჩვენების თანახმად დასტურდება, რომ ის მისი ყოფილი მეუღლის ხ------- შ--–--------ის სახლში ყოფნის დროს განაწყენდა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვები მას სახლში არ გაჰყვნენ დედის შიშის გამო, შემდეგ გაიარა მამა გ------ისთან, რომელმაც ყველაფერი იცოდა მისი ოჯახის შესახებ და მას ესაუბრა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მისი სახლის ეზოში და როგორც მას ჩვევია, აღნიშნულ დროს ხმამაღლა საუბრობდა. იქედან წამოსვლის შემდეგ მას მამაოს ჭიშკართან შეხვდა რ----- კ------–---–ი, მოიკითხეს ერთმანეთი, შემდეგ ისევ გაიარა ყოფილი მეუღლის სახლში, შევიდა მხოლოდ ეზოში და მისმა შვილმა გ. დ------------ემ გამოუტანა ქუდი, რა დროსაც სახლიდან გამოვიდა მისი მეუღლე ხ------- შ--–--------ე, რომელმაც უხეშად მიმართა, რაზედაც ის განაწყენდა, შეაგინა მას და წამოვიდა მათი სახლიდან.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 06 იანვრის დათვალიერების ოქმს და მოწმის სახით დაკითხულ ქ. უ-----ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც მის მიერ დათვალიერებული და ამოღებული იქნა ხ. შ--–--------ის მიერ ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში წარმოდგენილი 11 ცალი მასრა, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება მხოლოდ ის რომ, ,,ხ------- შ--–--------ის მიერ წარმოდგენილი 11 ცალი მასრა“ გასროლილ-- გამოსაკვლევად წარმოდგენილი ნ-------- დ------------ეზე განკუთვნილი სამსახურებრივი საშტატო - H--- მოდელის N------ პისტოლეტში. აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ვერ იქნება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნ-------- დ------------ემ 2015 წლის 25 დეკემბერს მასზე განკუთვნილი სამსახურებრივი საშტატო იარაღიდან განახორციელა გასროლები. სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------- შ--–--------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 26 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და ფოტოცხრილს, ასევე მოწმე (ექსპერტი) გ. ჯ---------ს ჩვენებას, რომლებითაც დასტურდება, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი ხელოვნური განათების პირობეში, რა დროსაც რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არ ამოღებულა; ექსპერტის მიერ მოხდა ფოტოგადაღება. გამომძიებელ ო. ბ------–---–ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილის პერიმეტრის განსაზღვრა მოხდა ხ------- შ--–--------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ი დ------------ემ ასევე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებების თანახმად, არცერთი მათგანი არ არის თვითმხილველი და მათი ჩვენებებით არ დასტურდება ნ-------- დ------------ის მხრიდან ვინმეს მიმართ რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის ან ძალადობის მუქარის ფაქტი, რაც ხულიგნობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებს ვერ მიიჩნევს საკმარისად და უტყუარად იმისათვის, რომ გონოვრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ნ-------- დ------------ის ბრალეულობა ხულიგნობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსს მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ-------- დ------------ის მიმართ სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება, რის გამოც ამ კვალიფიკაციით მისი დამნაშავედ ცნობის მოთხოვნით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას ნ-------- დ------------ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ნ. დ------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა და რომ ნ. დ------------ეს არ ჰქონდა მ. ს---–--ის მოკვლის განზრახვა, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაცვის მხარის მოსაზრებები არსებით წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკლვეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------ ს---–--ის ჩვენებით დადგენილ--, რომ ის მარტო ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–----------ში და მეზობლად, მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 8-10 მეტრში ცხოვრობს ნ-------- დ------------ე, მათ სახლებს ჰყოფს მხოლოდ გზა, მათი ჭიშკრები უყურებს ერთმანეთს. ნ-------- დ------------ე მუშაობდა პოლიციაში და აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, მეუღლესთან, შვილებთან და მამასთან ერთად, მაგრამ ამჟამად ის მეუღლესთან გაშორებულ--. ნ-------- დ------------ესთან მას ამ ფაქტამდე ჰქონდა ნორმალური მეზობლური ურთიერთობა, ერთად შეკრებილან სუფრასთან, სანადიროთაც ყოფილან ერთად. ნ--------ი ნადირობის დროს იყო ჩვეულებრივი მსროლელი, როგორიც თვითონ. მას ასევე მეზობლური ურთიერთობა აქვს დღესაც ნ--------ის მეუღლესთან, რომელსაც ხ-----დ იცნობს და რომლის გვარიც არ ახსოვს. ნ-------- დ------------ის ოჯახი და მისი ოჯახი 31 წელზე მეტია მეზობლად ცხოვრობენ და ამ ფაქტამდე მათ ოჯახებს შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
2016 წლის 5 მაისს, ის დილით, დაახლოებით 11 საათზე გავიდა სახლიდან, რა დროსაც დაინახა, რომ ნ-------- დ------------ე მანქანით მივიდა სახლში. ის ჩვეულებრივად მიესალმა მას და წავიდა ქალაქში პირად საქმეებზე. მას ნ--------ისთვის რაიმე აღელვება არ შეუმჩნევია. ის სახლში დაბრუნდა დაახლოებით საღამოს ხუთი საათის შემდეგ და მან სახლში შესვლის დროს დაინახა, რომ ნ--------ი იდგა მამამისთან ერთად თავისი სახლის აივანზე და ისიც დაინახავდა, რომ მივიდა სახლში, რადგან მათი სახლები ისე არის ერთმანეთთან ახლოს, რომ ჩვეულებრივად ადამიანი დაინახავს ყველაფერს, რაც ხდება და როგორც ხდება; ამასთან მან სახლში შესვლის დროს დაინახა, რომ ნ--------ი მისკენ იხედებოდა და მათ ერთმანეთს შეხედეს, ის დარწმუნებულ-- რომ ნ--------მა დაინახა მისი სახლში შესვლა. მ------ ს---–--ე სახლში გაჩერდა დაახლოებით 15-20 წუთი, აიღო ფულადი თანხა და ისევ წავიდა ქალაქში. ამ მომენტში მას ნ--------ი არ დაუნახავს, არც მის ეზოში და არც ქუჩაში არავინ არ იდგა; ასევე არც ნ--------ის მანქანა არ იყო ქუჩაში არც მისი სახლში დაბრუნების და არც სახლიდან წასვლის დროს. ქალაქიდან ის დაბრუნდა დაახლოებით ექვს საათზე, შვიდის წუთებზე. სახლამდე ის გზაზე შეხვდა მის მეგობარს ლ-–ა ე---------ეს, რომელთანაც ხუთი წუთი დაჰყო და ისევ გააგრძელა გზა. როდესაც სახლთან მივიდა, მან დაინახა, რომ სახლი გარედან იყო დაცხრილული და ქუჩაში იდგნენ მეზობლები, მათ სახლთან ახლოს და მათგან გაიგონა, რომ მისი სახლი დაცხრილა ნ--------მა. ის სახლში არ შესულა, მაშინვე ტელეფონით, პირადი ნომრიდან - 5----------, დაურეკა მის სიძეს ა---------– ბ----------ეს ნომერზე 5----------- და უთხრა მომხდარი ფაქტის შესახებ. ა---------– ბ----------ემ მას უთხრა, რომ განრიდებოდა იმ ადგილს და რამდენიმე წუთში მივიდოდა თვითონაც, რის შემდეგაც ის სახლში აღარ შესულა და წამოვიდა, გაჩერდა მისი სახლიდან დაახლოებით 150-200 მეტრში, მეგობრის ლ-–ა ე---------ის ეზოში. რამდენიმე წუთის შემდეგ, მას დაურეკა ა---------– ბ----------ემ და უთხრა, რომ მისულიყო სახლში, რადგან ის უკვე ელოდებოდა და ისიც მივიდა.
შემთხვევის ადგილზე მას დახვდა პოლიციაც, დაახლოებით ორი საპატრულო ეკიპაჟი იყო და რამდენიმე პოლიციის მანქანა, მათ შორის იყო ერთი ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანაც. პოლიციის თანამშრომლები მას გაესაუბრნენ თუ რა მოხდა, როგორ იყო და რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ მან თუ რა იყო მიზეზი არ იცოდა. როგორც იქ მისთვის ცნობილი გახდა, ა---------– ბ----------ეს დაურეკია პოლიციაში, რის შემდეგაც, მაშინვე ამ უკანასკნელისათვის გადმოურეკია ნ-------- დ------------ეს და დაემუქრა მას ,,სიცოცხლის მოსპობით და ოჯახის განადგურებით, თუ რატომ დარეკა მან პოლიციაში და რომ მ------მ დაუნგრია ოჯახი’’. აღნიშნულიდან რამოდენიმე ხანში, მაშინ როდესაც უკვე ადგილზე დარჩენილი იყო პოლიციის ერთი მანქანა, ,,შკოდას’’ ფირმის, რომელიც იდგა ნ-------- დ------------ის სახლის მხარეს და სადაც ისხდნენ 3-4 პოლიციის თანამშრომელი, ასევე კიდევ იდგა ერთი საპატრულო პოლიციის მანქანა, ხოლო თვითონ იდგა გარეთ, ჭიშკრის წინ და მის გვერდით, დაახლოებით 2 მეტრში იდგა ა---------– ბ----------ე, გამოჩნდა თეთრი ფერის ,,პიკაპი’’ დაბურული მინებით. აღნიშნული მანქანა გაჩერდა მისი მეზობლის გ------ი დ-----ის ჭიშკართან, რომელიც არის ნ--------ის სახლის მხარეს და მისგან დაახლოებით 40-50 მეტრში, რა დროსაც მან დაინახა, რომ ნ--------ი მარტო გამოვიდა ეზოდან და ჩაჯდა ავტომანქანაში, როგორც ახსოვს უკანა მხარეს.
დაზარალებულის განმარტებით, გამოსვლის პერიოდში, ნ--------მა ის ვერ დაინახა, რადგან პირდაპირ ჩაჯდა ავტომანქანაში, მაგრამ მაშინვე, დაახლოებით ორ-სამ წამში, გადმოვიდა ავტომანქანიდან, ვინაიდან ეტყობოდა, რომ მან ის დაინახა ავტომანქანაში ჩაჯდომის დროს, რადგან ავტომანქანა მის მხარეს, ცხვირით იდგა და ის მანქანას სახით უყურებდა. ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე წავიდა მისკენ სირბილით, თან დაუძახა - ,,შენ კიდე ცოცხალი ხარო, მოდი აქო’’, ამოიღო იარაღი, გადატენა და ისროლა მისი მიმართულებით. ამ დროს როგორც მას ახსოვს, ,,პიკაპი’’ გამოჰყვა უკან ნ--------ს, მაგრამ მას არ ახსოვს გზა გადაკეტა პიკაპმა თუ არა. ნ--------ს იარაღი მარჯვენა ხელში ჰქონდა, ხელი გასწორებული ჰქონდა პირდაპირ მისი მიმართულებით და სირბილის მომენტში დამიზნებით განახორციელა გასროლები მისკენ; პირველი გასროლა განახორციელა მისგან დაახლოებით 30-40 მეტრიდან, მაგრამ ეს მანძილი შემდეგ მცირდებოდა, რადგან ნ--------ი მისკენ მიდიოდა და მანაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ამ უკანასკნელისაკენ. ამ დროს ისინი ორივე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთმანეთს. მისი მიმართულებით სროლის დროს ნ--------ი მას ეძახდა, რომ ,,მაინც მოგკლავო’’ და ამ დროს ის დაიჭირა პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მანამდე მანქანაში ისხდნენ, ააწევინეს იარაღიანი ხელი და წაართვეს იარაღი, რის გამოც მან ვეღარ შეძლო შემდეგი გასროლები. შემდეგ ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ნ--------მა მანქანაში ჩაჯდომის დროს დაუძახა, რომ ,,მან დაუნგრია ოჯახი..,ის ვერ დაიჭირა, მაგრამ მაინც მოკლავდა’’, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხოფას. ამ დროს ისიც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნ--------მა მას სულ, როგორც ახსოვს, სამჯერ ესროლა მიყოლებით და პირადად სამი ტყვია იგრძნო, ორმა ტყვიამ გვერდით ჩაუარა, მარჯვნიდან და მარცხნიდან როგორც იგრძნო, ერთი კი ფეხებამდე მოხვდა ბეტონს, თუმცა მას პირადად ტყვიები არ მოხვედრია; ის ამ დროს იარაღს უყურებდა პირდაპირ და ტრაექტორიით მიხვდა აღნიშნულს.
დაზარალებულის განმარტებით, მას არ ახსოვს იმ პოლიციის თანამშრომლების სახელები, ვინც შეაჩერა ნ--------ი, მხოლოდ ფიზიკურად იცის, რომ ერთერთი იყო მაღალი, მეორე ცოტა დაბალი და მსუქანი, რომელიც პირველი მივიდა და ნ--------ის იარაღიანი ხელი ააწევინა ზემოთ; მან ნ--------ის მიმართულებით სულ გადადგა დაახლოებით სამი-ოთხი ნაბიჯი. აგრეთვე, დაზარალებულის განმარტებით, მისი სახლი გარედან იყო დაცხრილული, კერძოდ დაცხრილული იყო სახლის წინა მხარე, მთავარი შესასვლელი კარები და მისგან მარჯვნივ მდებარე მისი საძინებელი ოთახი; როგორც პოლიციის თანამშრომლებმა დაათვალეს შემდეგ, 16 დაზიანება იყო სულ; მისი სახლის შესასვლელი კარების მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულ-- საძინებელი ოთახები და შუაში არის დერეფანი, ხოლო მისი საძინებელი ოთახი მდებარეობს შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს, სადაც ოთახში დაზიანებული იყო ფანჯრები, აივანზე გასასვლელი კარები, კედლები, მისი პირადი კარადა, ფარდები და საწოლი; ვინაიდან მათ მანამდე ჰქონდათ ნორმალური მეზობლური ურთიერთობა, ერთმანეთთან სახლში ჰქონდათ მისვლა-მოსვლა, ნ--------ი ბევრჯერ იყო ნამყოფი მასთან როგორც ეზოში, ისე სახლში; მისი საძინებელი ოთახის აივანი გადის ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს, ჭიშკრიდან აივნამდე არის დაახლოებით 10 მეტრი და აივანზე გადის მისი საძინებელი ოთახის კარ-ფანჯრები; ის ხშირად სარგებლობს მისი საძინებელი ოთახის აივნით, რადგან მარტო ცხოვრობს და მას პირადად გამოაქვს აივანზე მისი ნივთები; ის ხშირად მისალმებია ნ-------- დ------------ეს აღნიშნული აივნიდან; ნ-------- დ------------ემ იცოდა თუ სად იყო მისი საძინებელი ოთახი. ამ ფაქტამდე, მათ შორის ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებით რაიმე თემაზე საუბარი არ ყოფილა; ნ--------ი მას ბრალს დებს მის მეუღლესთან ურთიერთობას და მას აბრალებს ოჯახის დანგრევას; ფაქტის შემდეგ მისი ნებართვით მოხდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების და გამომძიებლის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღეს ტყვიები და სხვადასხვა ნივთები. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ ნ--------ის მამამ გაუკეთა სახლში ყველაფერი, რაც დაზიანებული იყო.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ა---------– ბ----------ის ჩვენებით დადგენილ--, რომ ის ნ-------- დ------------ეს იცნობს, ვინაიდან მისი მეუღლე ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-----------ში და მის წინ, მოპირდაპირე მხარეს, მეზობლად ცხოვრობს ნ-------- დ------------ე, რომელთანაც 2016 წლის 05 მაისამდე ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ასევე იცნობს ნ--------ის მეუღლეს ხ------- შ--–--------ეს, რომელიც ხანდახან გადადიოდა მათთან და ეხმარებოდა მის მეუღლეს ბავშვების მოვლ-–ი; მ------ ს---–--ე კი არის მისი ცოლის ძმა. მ------ ს---–--ეს და ნ-------- დ------------ეს, ასევე მათ ოჯახებს შემთხვევამდე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. 2016 წლის 5 მაისს, ის საჩხერიდან ბრუნდებოდა სახლში და იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ა---–-----------ის ქუჩაზე, როდესაც მას მ------ ს---–--ემ დაურეკა ნომრით - 5-------- მის ნომერზე - 5--------- და უთხრა, რომ ნ-------- დ------------ემ გადაცხრილა მისი საცხოვრებელი სახლი, ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–----------ში და მისულიყო, რომ გაეგო რა ხდებოდა, ხოლო ა---------– ბ----------ემ ამ უკანასკნელს განუცხადა, რომ მის მისვლამდე არ მისულიყო
აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში, ა---------– ბ----------ეს ტელეფონზე ასევე დაურეკა მ---- მ-------–---–ის ტელეფონის ნომრიდან ნ----- კ-----–-–---–მა და უთხრა, რომ გადაცხრილული იყო სახლი და არ მისულიყო სახლთან, რაიმე არ დამართოდა, მანქანა გააჩერებინა მეზობელთან, სადაც უნდა ყოფილიყო მ------ც. ის დაახლოებით 10 წუთში მივიდა ადგილზე და მას მ------მ უთხრა, რომ სახლი გადაცხრილული იყო, მაგრამ ის არაფერს არ ამბობდა. აღნიშნულის შემდეგ, მან დარეკა 112-ზე და შეატყობინა პოლიციას, რომ პოლიციელმა ნ-------- დ------------ემ გადაცხრილა ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–----------ში მდებარე სახლი. ზარის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 19:04 საათზე მას დაურეკა ნ-------- დ------------ემ და უთხრა - ,,თუ სად დარეკა მან, მის საქმეში რატომ ჩაერია, მ------მ მას ოჯახი დაუნგრია, არცერთს არ აცოცხლებდა, ბალიშზე თავს არ დაადებინებდა მათ, დახოცავდა ყველას’’ და გაუთიშა ტელეფონი. ამ ზარის შემდეგ, 5 წუთში მას დაურეკეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჰკითხეს სად იმყოფებოდა და ისიც მივიდა მის სახლთან, სადაც მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მათ მალევე მიჰყვა პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლებიც.
მისი განმარტებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს სახლის შემოწმება და ოქმის შედგენა. მას ჰკითხეს თუ სად იმყოფებოდა მესაკუთრე, რის გამოც მან დაურეკა მ------ ს---–--ეს, რომელიც ადგილზე ორ წუთში მივიდა. აღნიშნულის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს ოქმი, რომელზეც მან და მ------მაც მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები წავიდნენ და ადგილზე დარჩა პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის იყვნენ მ-------- ნ-----–--- და გ------ ნ------ე. ამ დროს მ------ გავიდა გარეთ, ხოლო ა---------– ბ----------ე დარჩა ეზოში ჭიშკართან. პოლიციის თანამშრომელმა მ-------- ნ-----–---მ მას უთხრა, რომ ნ--------ისთან იყო სახლში, მაგრამ არავინ არ იყო, რაზედაც ა---------–მა მას სთხოვა, რომ მოეძებნათ ის, რადგან იარაღი ჰქონდა და არ მოეკლა ისინი. ასევე პოლიციის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ საქმეს გამოიძიებდა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანი სიწყნარე იყო, პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლები მანქანაში ისხდნენ, როდესაც შემდეგ იქ გამოჩნდა ,,პიკაპის’’ მოდელის ავტომანქანა. აღნიშნული ,,პიკაპი’’ დადიოდა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ა---------– ბ----------ეც მივიდა ჭიშკართან, სადაც ასევე გარეთ იმყოფებოდა მ------ ს---–--ეც, რომელმაც ამ მომენტში ხელი გაიშვირა ,,პიკაპისკენ’’ და თქვა - ,,აგერ არ არის ნ--------იო’’. დაზარალებულის განმარტებით ,,პიკაპი’’ გაჩერდა მათი სახლიდან დასავლეთის მხარეს მეოთხე მეზობლის - დ-------ბის ჭიშკრის პირდაპირ, ჭიშკრის წინ, ცხვირით მათი სახლისაკენ, აღმოსავლეთის მიმართულებით და აღნიშნული ჭიშკრიდან გამოვიდა ნ-------- დ------------ე. დაახლოებით საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც მათ დაინახეს, რომ ნ-------- დ------------ე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც ისინი დაინახა, წავიდა მათკენ, დაიძახა ,,თქვენ კიდე ცოცხლები ხართო’’, გადატენა იარაღი და გაისროლა მათი მიმართულებით. ა---------– ბ----------ე გაიქცა პირველივე სროლის შემდეგ, ხოლო მ------ ს---–--ე დარჩა იქ და შემდეგ ნ--------ი გასროლებს ახორციელებდა მ------ს მიმართულებით, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ის დაიჭირეს, ჩასვეს ,,პიკაპში’’, უკანა მხარეს და წაიყვანეს. ამ დროს ნ--------ი მათ ისევ დაემუქრა, რომ ,,არ აცოცხლებდა მათ, დახოცავდა, თუ ციხიდან გამოვიდოდა, არც მაშინ არ აცოცხლებდა მათ, მან ყველაფერი დაადგინა და მათ ოჯახს დახოცავდა’’, რაც ა---------– ბ----------ემ რეალურად აღიქვა, ვინაიდან იარაღიც დაუმიზნა მათ და დაემუქრა.
აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე მივიდნენ პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ოქმის შედგენა, რასაც დასჭირდა რამდენიმე საათი. დაზარალებულის განმარტებით, როგორც მას, ასევე ნ-------- დ------------ეს ჩაწერილი ჰქონდათ ერთმანეთის ნომრები, რადგან მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და სანადიროთაც დადიოდნენ ერთად; ნ--------ი ნადირობის დროს იყო ჩვეულებრივი მსროლელი; მან შემთხვევის დღეს ტელეფონზე მასთან განხორციელებული ზარების შესახებ შემდეგ გააკეთა მაგთიკომიდან ამონაწერი, რომელიც წარუდგინა გამოძიებას. ასევე დაზარალებულის განმარტებით, სახლის წინა მხარეს, შუაში არის შესასვლელი დერეფანი და მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს საძინებელი ოთახები; მან ნახა, რომ შესასვლელიც და შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებული მ------ ს---–--ის საძინებელი ოთახი იყო სრულად დაცხრილული; მ------ს სახლს და მის საძინებელ ოთახში დაზიანებული იყო კარების ჩარჩო, ფანჯრები და კარადები, კედლები და სხვა, რაც შემდეგ ნ-------- დ------------ის ოჯახმა მთლ--ნად აუნაზღაურა მათ; ნ-------- დ------------ე ბევრჯერ არის ნამყოფი აღნიშნულ სახლში და იცოდა ოთახების განლაგება, მათ შორის მ------ ს---–--ის საძინებელი ოთახიც. აგრეთვე, დაზარალებულის განმარტებით, ,,პიკაპი’’ იდგა მათგან დაახლოებით 30 მეტრში, როდესაც ნ-------- დ------------ე გამოვიდა გ------ი დ-----ის ჭიშკრიდან და ის გამოსცდა თუ არა ავტომანქანას ხუთი ნაბიჯით, მოძრავ მდგომარეობაში განახორციელა პირველი გასროლა, იარაღი ჰქონდა მკერდის სიმაღლეზე და მოდიოდა წინ, თან ემუქრებოდა მათ და ისე ესროდა; ამ დროს ა---------– ბ----------ე იდგა ჭიშკართან, ხოლო მ------ ს---–--ე მისგან ორი მეტრის დაშორებით, მარცხენა მხარეს და ნ--------ი უმიზნებდა მ------ს; ამ მომენტში პოლიციელები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და აღკვეთეს მისი მოქმედებები, პოლიციელებიდან ვისაც იცნობდა ა---------– ბ----------ე - მ-------- ნ-----–--- და გ------ ნ------ე მოსდევდნენ ამ დროს ნ--------ს, მან გაიგონა რომ დაუძახეს ნ--------ს - ,,დახუ დააგდე იარაღიო’’; მათი მხრიდან შებოჭვის მომენტში ნ--------ი ისევ იწეოდა მათთკენ, ბოლოს როდესაც მოხდა მისი გაჩერება და შებოჭვა, ამ დროს ,,პიკაპი’’ მ------ს სახლიდან იყო დაახლოებით ხუთ-ექვს მეტრში, რადგან ნ--------ის წამოსვლისთანავე ,,პიკაპიც’’ დაიძრა აღმოსავლეთის მიმართულებით და აღმოჩნდა ხუთ-ექვს მეტრში, იქვე იყო ნ--------იც და იგივე მანძილი იქნებოდა ნ--------სა და მ------ს შორის; ნ--------ი მ------ს უძახოდა - ,,დაგხოცავთ, ამოგწყვიტავთ მთელ ოჯახსო, ვერ დაგიჭირე, მაგრამ მაინც მოგკლავო’’; მან ვერ გაარჩია თუ რა ტიპის იარაღი ჰქონდა ნ--------ს, იცის, რომ იყო პისტოლეტი; როგორც მან იცის, სროლების დროს იქ იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც, რომელიც შემდეგ მასთან მივიდა და ჰკითხა თუ რა ხდებოდა; როგორც მას პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ, მ------ ს---–--ემ სახლის გადაცხრილვასთან დაკავშირებით განუცხადა, ნ--------ის მისი მოკვლა უნდოდა, რადგან გადაცხრილვამდე 20 წუთით ადრე შევიდა სახლში, რა დროსაც დაინახა ნ--------მა, ხოლო როდესაც გამოვიდა გარეთ და წავიდა ქალაქში, გამოსვლის დროს აღარ დაუნახავს და ეგონა ალბათ, რომ დაიძინა და მაგიტომ მივიდა სახლში მის მოსაკლავად; მან ასევე იცის, რომ ნ--------ს ჰყავდა ვერცხლისფერი, ,,სუბარუს’’ მარკის ავტომანქანა, რომლის სერია იყო ,,დახუ’’, ნომერი არ ახსოვს.
მოწმე მ---- მ-------–---–ის ჩვენებით დადგენილ--, რომ ის ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–--------------ში, მისგან მარჯვენა მხარეს, მეხუთე-მეექვსე ოჯახია მ------ ს---–--ე და იქვე ცხოვრობს ნ-------- დ------------ეც. 2016 წლის 5 მაისს, ის იმყოფებოდა სახლში და ეძინა, როდესაც გააღვიძეს ბავშვებმა და შეშინებულებმა უთხრეს, რომ ე.წ ,,ბომბაჩკების’’ სროლის ხმა იყო. ამ დროს მასთან შევიდა მეზობელი ნ----- კ-----–-–---–ი, რომელიც ცხოვრობს მ------ს ს---–--ის სახლიდან მესამე სახლში, ამ უკანასკნელის მხარეს. ნ----- კ-----–-–---–მა აღელვებულმა სთხოვა მას, რომ ეთხოვებინა მისთვის ტელეფონი, რადგან რაღაც მოხდა, წესიერად ვერც უთხრა თუ რა. მან ააკრეფინა ა----- ბ----------ის ნომერი, მიაწოდა ტელეფონი და თვითონ გავიდა ბავშვების დასამშვიდებლად. ნ----- კ-----–-–---–მა დაურეკა ა-----ს და რაღაცას ესაუბრებოდა, რაც მან გაიგონა იყო ის, რომ უთხრა ა-----ს ,,რაღაც სროლის ხმა იყო მის ეზოში’’, ხოლო შემდეგ როგორც მას ნ-----მ უთხრა ,,ა----- გზაში იყო და მიდიოდა’’. ცოტა ხანში, ნ----- კ-----–-–---–მა ისევ გადაურეკა ა-----ს და უთხრა, რომ ,,მისულიყო ქვევიდან, მ----ს მხრიდან, ზევიდან არ მისულიყო’’. ამ მომენტში მან დაამშვიდა ბავშვები, თან რაღაც ხმაური გაიგონა გარეთ; ნ----- კ-----–-–---–იც მალევე წავიდა და მან გააცილა, გარეთ რომ გავიდა, გაიგონა გასროლების ხმები, კერძოდ მან გაიგონა სამი გასროლის ხმა, რაც მოდიოდა მისგან მარჯვენა მხრიდან, მაგრამ მას პირადად არაფერი დაუნახავს, რადგან ისეთ ადგილას ცხოვრობს, რომ არ ჩანდა არაფერი; ის ცხოვრობს ქვედა მხარეს, ხოლო მ------ და ნ--------ი ცხოვრობენ შემაღლებულ ადგილზე; მან დაინახა მხოლოდ ის, რომ იქ მივიდა ა----- ბ----------ე და მას მიჰყვა საპატრულო პოლიციის მანქანაც, რომელიც გაჩერდა მისი ჭიშკრის მხარეს. მოწმის განმარტებით, ის იმ დროს სარგებლობდა ტელეფონის ნომრით - 5-----------, რომლითაც ნ----- კ-----–-–---–მა დაურეკა ა----- ბ----------ეს; როგორც შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ--------ი დაიჭირეს, რადგან ისროლა მ------ს და ა-----ს მიმართულებით.
მოწმე მ------ უ–------ის ჩვენებით დადგენილ--, რომ ის ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-------------ში, ხოლო ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N47-ში ცხოვრობს ნ-------- დ------------ე და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. მ------ ს---–--ე ცხოვრობს ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108-ში, მათი სახლის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით ხუთი-ექვს მეტრში. მ------ ს---–--ე მარტო ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. 2016 წლის 5 მაისს, ის დაახლოებით სამი საათისთვის წავიდა ტაძარში, საიდანაც დაბრუნდა საღამოს რვა საათის შემდეგ, რა დროსაც ქუჩაში მას დახვდა პოლიციის ავტომანქანები. მეზობლის ბიჭებმა მას როგორც უთხრეს, ნ--------ი დ------------ემ იეჭვიანა მ------ ს---–--ეზე და იარაღით გამოკიდებია მას მოსაკლავად, მაგრამ ის გადარჩა, მ------სთან ერთად ყოფილა მისი სიძეც ა----- ბ----------ეც; აღნიშნულზე მან ასევე ესაუბრა მ------ ს---–--ესაც, მის სიძესაც და დასაც; ა-----მ მას უთხრა, რომ ,,ცხოვრებაში პირველად შეეშინდა სიკვდილის, რადგან პირადპირ მათ ესროდა, რის გამოც ის გაიქცა, ხოლო მ------ დარჩა და ეს ყველაფერი მოხდა მ------ს მიმართ მეუღლეზე ეჭვიანობის ნიადაგზე’’. ასევე მან ნახა მ------ს სახლიც და სახლის გარედან და ასევე შიგნით - სახლის ცენტრალურ შესასვლელში, მისაღებ ოთახშიც და მ------ ს---–--ის საძინებელ ოთახშიც იყო დაზიანებები კარადაზე, ჭერში, ჭაღზე, ფანჯრებზე და კედლებზე. მოწმის განმარტებით, ამ შემთხვევამდე, ნ--------ის და მ------ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, არასდროს შეუმჩნევია მას მათ შორის კამათი.
მოწმის სახით დაკითულ - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორების - ი-----–- გ----–--ის და ა------ ჭ--–---–ის ჩვენებებით დადგენილ--, რომ ნ-------- დ------------ეს იცნობენ სამსახურიდან გამომდინარე. 2016 წლის 5 მაისს, ი-----–- გ----–--ე და ა------ ჭ--–---–ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ერთად N107-ი ეკიპაჟით. დაახლოებით 19 ან 20 საათი იქნებოდა, რადიოსადგურზე შევიდა შეტყობინება, რომ ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩის N108 ნომერში უნდა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ფაქტი. მათ ოცეულის მეთაურმა პ-–------ ლ---------–იანმა მისცა მითითება, რომ ისინი გასულიყვნენ გამოძახებაზე. მათთან ერთად ოცეულის მეთაურმა მითითება მისცა ათეულის მეთაურს კ------- გ-----ეს, რომ ისიც მათთან ერთად გასულიყო გამოძახებაზე. ამ დროისათვის ისინი იმყოფებოდნენ ქ.ქუთაისში, დ-----------------------ეს ქუჩაზე მდებარე ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი სწრაფად გაემართნენ ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე. გზაში გადაადგილებისას, მათ შეხვდათ კრიმინალური პოლიციის ვერცხლისფერი ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანა, რომელიც მიდიოდა აღნიშნული მისამართისაკენ. ი-----–- გ----–--ე და ა------ ჭ--–---–ი ავტომანქანით გაჩერდნენ ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე 110 ნომერთან უსაფრთხოების მიზნით, ხოლო აღნიშნული ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანა მობრუნდა და გაჩერდა მათ საპირისპირო მხარეს შემთხვევის ადგილის წინ, მაგრამ ცოტა მოშორებით და ავტომანქანიდან გადავიდა დაახლოებით ოთხი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, როგორც ი-----–- გ----–--ემ იცნო, მათ შორის იყვნენ - გ------ ნ------ე და მ-------- ნ-----–---, დანარჩენი მას არ ახსოვს. ასევე იქ მივიდა მათი ათეულის მეთაური კ------- გ-----ე მის მეწყვილესთან გ------ი ყ-----–---–თან ერთად N---- ეკიპაჟით და მათ მალევე მიჰყვა ოცეულის მეთაური პ-–------ ლ---------–იანიც N---- ეკიპაჟით, რომელსაც მეწყვილედ ჰყავდა კ------- ყ---------ე. ი-----–- გ----–--ემ და ა------ ჭ--–---–მა ადგილზე მისვლისთანავე ჩართეს სამხრე კამერები. ისინი, სამივე ეკიპაჟი ერთად მივიდნენ ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108 სახლთან, სადაც მათ დახვდათ, როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის სიძე - ა---------– ბ----------ე, რომელმაც გააკეთა გამოძახება. იქ ასევე მალევე მივიდა სახლის მეპატრონე მ------ ს---–--ეც. ისინი გაესაუბრნენ ჯერ ა---------– ბ----------ეს, რომელმაც მათ განუმარტა, რომ ,,ფაქტის შესახებ შეატყობინა მისმა ცოლის ძმამ მ------ ს---–--ემ, რომ მის სახლს ცეცხლი გაუხსნა მოპირდაპირე მხარეს, N47-ში მცხოვრებმა ნ-------- დ------------ემ, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი’’; შემდეგ ა---------– ბ----------ე უშუალოდ ესაუბრებოდა ი-----–- გ----–--ეს, რომელმაც დაიწყო ოქმის შედგენა. როგორც ი-----–- გ----–--ეს განუმარტა ა---------– ბ----------ემ, ,,მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა ნ-------- დ------------ემ და დაემუქრა მისი სიცოცხლის მოსპობით და ოჯახის ამოწყვეტით, იმის გამო, რომ მან ზარი განახორციელა 112-ში’’. ი-----–- გ----–--ესთან საუბრისას მ------ ს---–--ემაც დაადასტურა, რომ აღნიშნული სახლი იყო მისი და რომ სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე, სახლი დაუცხრილა ნ-------- დ------------ემ. ისინი შემდეგ შევიდნენ ეზოში და დაათვალიერეს სახლის წინა ფასადი, რომელსაც ეტყობოდა დაზიანებების კვალი - ,,ნატყვიარები’’. ი-----–- გ----–--ემ ადგილზე შეადგინა ოქმი, რომელსაც როგორც წესი ადგენენ გამოძახებაზე მისვლის დროს იმასთან დაკავშირებით, თუ რა განმარტებას მისცემს შეტყობინების ინიციატორი. მან ოქმში მიუთითა ის, რაც მას განუმარტეს. ოქმი მას ხელმოწერით დაუდასტურეს ა---------– ბ----------ემ, მ------ ს---–--ემ და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა გ------ ნ------ემ, რადგან იქ იყო დანაშაულის ნიშნები და შემთხვევის ადგილი გადააბარეს კრიმინალურ პოლიციას. ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაახლოებით ოცი-ოცდაათი წუთი, რა დროსაც ადგილზე იყო სიწყნარე. მათ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს კრიმინალური პოლიციას და შემდეგ ყველაზე ბოლოს შემთხვევის ადგილი დატოვეს N107 ეკიპაჟმა, ანუ ი-----–- გ----–--ემ და ა------ ჭ--–---–მა, ადგილზე დარჩა ,,შკოდის’’ მარკის ავტომანქანა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მოწმის ი-----–- გ----–--ის განმარტებით, მისთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ ნ-------- დ------------ემ მათი წამოსვლის შემდეგ ისევ გაისროლა იარაღიდან. ასევე მოწმის ა------ ჭ--–---–ის განმარტებით, მათი შემთხვევის ადგილიდან წამოსვლის დროს, მათი ათმეთაურის და ოცმეთაურის ავტომანქანები აღარ იყო, ადგილზე იყო ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანა; ასევე მან დაინახა, რომ იქ მივიდა თეთრი ფერის პიკაპი და გაჩერდა ცოტა მოშორებით, საპირისპირო მხარეს, ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანის მხარეს; გარდა აღნიშნული მანქანებისა, სახლთან ახლოს სხვა მანქანა არ იდგა.
მოწმის სახით დაკითხულ - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პირველი ოცეულის მეთაურის - პ-–------ ლ---------–იანის და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის - კ------- ყ---------ის ჩვენებებით დადგენილ--, რომ 2016 წლის 5 მაისს, პ-–------ ლ---------–იანი და კ------- ყ---------ე ერთად ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას ქ. ქუთაისში. დაახლოებით საღამოს 7-8 საათაზე, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე, გამარჯვების მოედანთან ახლოს, რადიოსადგურ რიონზე შევიდა შეტყობინება 112-იდან, რომ ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე, 108 ნომერთან ადგილი უნდა ჰქონოდა იარაღიდან სროლის ფაქტს. პ-–------ ლ---------–იანმა, როგორც ოცეულის მეთაურმა, შესული შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რაციის მეშვეობით გადასცა და ვ-–--ფ–----–-ს მიმართულებით ჯერ გაუშვა N107-ის ეკიპაჟი - ი-----–- გ----–--ე და ა------ ჭ--–---–ი, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ვინაიდან იყო სროლის ფაქტი, მას დაახმარა N125-ის ეკიპაჟი - კ------- გ-----ე და გ-------– ყ-----–---–ი და ისიც და კ------- ყ---------ეც წავიდნენ მათი მიმართულებით. როდესაც ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, 108 ნომერ სახლთან, მათ უკვე მისული დახვდათ ორივე ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მისულები იყვნენ ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანით და როგორც პ-–------ ლ---------–იანს ახსოვს, აღნიშნული ავტომანქანა გაჩერებული იყო ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე, 108 ნომერი სახლის წინ. მისვლისთანავე პ-–------ ლ---------–იანმა და კ------- ყ---------ემ მოიკითხეს თუ ვინ იყო ინფორმაციის ავტორი და მას N107-ის ეკიპაჟის წევრებმა განუმარტეს, რომ ინიციატორი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იყო ა---------– ბ----------ე, რომელსაც ისინიც გაესაუბრნენ და ამ უკანასკნელმა მათ განუცხადა, რომ ,,მას დაურეკა ნ-------- დ------------ემ, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი და სატელეფონო საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით...; ნ-------- დ------------ემ მას უთხრა, რომ მისი ოჯახის დანგრევში დამნაშავე იყო მისი ცოლისძმა მ------ ს---–--ე და პასუხს მოსთხოვდა მათ, არ აცოცხლებდა არცერთს’’. ასევე ა---------– ბ----------ემ სახლთან დაკავშირებით მათ განუცხადა, რომ ,,მას დაურეკა მისმა ცოლისძმამ მ------ ს---–--ემ და უთხრა, რომ ნ-------- დ------------ემ დაცხრილა მისი სახლი და ის ასულიყო მასთან..., ხოლო როდესაც მივიდა ადგილზე, ნახა რომ სახლზე იყო ნატყვიარები და დაზიანებული იყო სახლის წინა ფასადი, კონკრეტულად აივნიდან შესასვლელი ხის კარები და ფანჯარა, ასევე პატარა აივანზეც კარები და ფანჯრები’’. იქ ასევე მალევე მივიდა მ------ ს---–--ეც, მაგრამ მათთან არ უსაუბრიათ. N107 ეკიპაჟის წევრმა ი-----–- გ----–--ემ დაიწყო შეტყობინების ოქმის შედგენა, პ-–------ ლ---------–იანმა სხვა ეკიპაჟის წევრებს კი მითითება მისცა ლენტით დაეცვათ შემთხვევის ადგილი. როგორც პ-–------ ლ---------–იანმა და კ------- ყ---------ემ, ასევე ადგილზე მისულმა სხვა ეკიპაჟის წევრებმაც ნახეს მხოლოდ გარე პერიმეტრზე, რომ სახლის წინა ფასადზე - შესასვლელ კარებთან და მის გვერდით მარჯვნივ არსებულ აივანზე დაზიანებული იყო კარ-ფანჯრები, ხოლო სახლის შიდა პერიმეტრი არ დაუთვალიერებიათ. როგორც მათი ვალდებულებაა, პოლატონ ლ---------–იანმა მიღებული ინფორმაციის შესახებ დაურეკა და მოახსენა იმ დღეს პასუხისმგებელ მორიგეს თ---------- დ-–-ს. პ-–------ ლ---------–იანი ასევე გაესაუბრა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს - მ-------- ნ-----–---ს და გ------ ნ------ეს, ასევე იქ იმყოფებოდა მესამე თანამშრომელი, რომელსაც ისინი არ იცნობენ. აღნიშნულიდან რამოდენიმე წუთში, ისინი და ათეულის მეთაურის - N125 ეკიპაჟი წამოვიდნენ, ხოლო N107-ის ეკიპაჟს, პ-–------ ლ---------–იანმა მიუთითა, რომ დაესრულებინათ შეტყობინების მიღება, ხელი მოეწერინებიათ ოქმზე კრიმინალურ პოლიციისათვის და გადაებარებინათ შემთხვევის ადგილი, რის შემდეგაც წამოსულიყვნენ. მოწმეების განმარტებით, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს, მათ შემთხვევის ადგილი, როგორც წესი გადააბარეს კრიმინალურ პოლიციას; ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაახლოებით 30-40 წუთი; მათი წამოსვლის შემდეგ, როგორც პ-–------ ლ---------–იანისათვის გახდა ცნობილი, ადგილზე მივიდა მესამე სახაზო განყოფილების უფროსი - იმ დღის პასუხიმსგებელი მორიგე თ---------- დ-–-იც; მათ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს ნ-------- დ------------ე არ უნახავთ, მაგრამ როგორც მეორე დღეს პ-–------ ლ---------–იანისათვის გახდა ცნობილი, მათი წამოსვლის შემდეგ ნ--------ი დ------------ეს კვლავ გამოუყენებია იარაღი.
მოწმეების - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლების - პ----- გ-------–---–ის და გ------ი კ-------ის ჩვენებებით დადგენილ--, რომ ისინი იცნობენ ნ-------- დ------------ეს სამსახურიდან გამომდინარე და მასთან აქვთ კარგი ურთიერთობა. 2016 წლის 05 მაისს, ისინი იმყოფებოდნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით დღის მეორე ნახევარში, სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება, რომ ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე მცხოვრებმა ნ-------- დ------------ემ ესროლა მისი მეზობლის მ------ ს---–--ის საცხოვრებელ სახლს. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 გამყოფილების უფროსის მოადგილის - იმ დროს განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - მ-------- ნ-----–--ის სამსახურებრივი ,,შკოდის’’ მარკის ავტომანქანით წავიდნენ შემთხვევის ადგილისაკენ თვითონ მ-------- ნ-----–--- და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები პ----- გ-------–---–ი, გ------ი კ-------ე და გ------ ნ------ე. აღნიშნულ მისამართზე მისვლის დროს, მათ უკან მიდიოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე მისვლისას, ისინი ცოტათი გასცდნენ მ------ ს---–--ის სახლს, მოატრიალეს ავტომანქანა და გაჩერდნენ მ------ ს---–--ის სახლის მოპირდაპირე მხარეს, ნ-------- დ------------ის სახლის წინ და როდესაც მივიდნენ 108 ნომერთან, მათ უკვე დახვდათ ადგილზე პატრულის თანამშრომლებიც და იქ ასევე ჭიშკართან იმყოფებოდა მათთვის უცნობი პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა, ა---------– ბ----------ე, მ------ ს---–--ის დის ქმარი, რომელმაც განახორციელა ზარი 112-ში. ა---------– ბ----------ემ მათ მიუთითა, რომ სახლზე იყო რამდენიმე ნატყვიარი და განმარტა, რომ ,,სახლს ესროლა პოლიციის თანამშრომელმა ნ-------- დ------------ემ’’, რის შესახებაც მას შეატყობინა ტელეფონის საშუალებით მ------ ს---–--ემ და შემდეგ მან დარეკა 112-ში.
აღნიშნულის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები გადავიდნენ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ნ-------- დ------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც შეხვდათ ნ-------- დ------------ის მამა, რომელმაც მათ განუმარტა, რომ ნ-------- დ------------ე სახლში არ იმყოფებოდა და მისთვის უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა იმ დროსთვის. ამავე დროს მ-------- ნ-----–---მ დაურეკა ნ-------- დახუნარიძეს, მაგრამ როგორც პ----- გ-------–---–მა გაიგო, ნ--------მა მას უთხრა, რომ დღეს საერთოდ არ დაბრუნდებოდა. ამ მომენტში ადგილზე მივიდა საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე მ------ ს---–--ეც, რომელმაც განმარტა, რომ ,,მის სახლს ესროლა ნ-------- დ------------ემ, რის შესახებაც მან დაურეკა მის სიძეს ა---------– ბ----------ეს და შეტყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ, ხოლო თავის მხრივ ა---------– ბ----------ემ შეატყობინა 112-ს’’. მანვე განმარტა, რომ ,,ის დილით შეხვდა ნ-------- დ------------ეს, ჩვეულებრივად მიესალმნენ ერთმანეთს და თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი ან რატომ, მისთვის უცნობი იყო’’. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი ა---------– ბ----------ესთან მიმართებით და როდესაც დასრულეს თავისი საქმე, ისინი წავიდნენ. მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ მოახსენეს ხელმძღვანელობას. საპატრულო პოლიციის წასვლის შემდეგ, ადგილზე დარჩნენ პ----- გ-------–---–ი, გ------ ნ------ე, გ------ი კ-------ე და მ-------- ნ-----–---, რომ რამე არ მომხდარიყო. ისინი ჩასხდნენ მანქანაში, რომელსაც მინები დაბურული აქვს; ხოლო ა---------– ბ----------ე და მ------ ს---–--ე გარეთ იმყოფებოდნენ. რამდენიმე ხანში, დაახლოებით ნახევარ საათში, მათგან გ------ ნ------ემ დაიძახა - ,,დახუ მოდისო’’, მათ მაშინვე გააღეს კარებები და პირდაპირ გადმოვიდნენ მანქანიდან, რა დროსაც დაინახეს, რომ ნ--------ი მოდიოდა მათ უკნიდან საპირისპირო მხარეს. ისინი ოთხივე გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და წავიდნენ ნ-------- დ------------ის მიმართულებით. მანქანიდან გადმოსვლის დროს, ზურგს უკან მათ გაიგონეს გასროლის ხმა, დაახლოებით ორი გასროლის ხმა, ხოლო რამდენიმე წამში, როდესაც მანქანიდან გადმოსულები იყვნენ - ერთი გასროლის ხმა. ამავდროულად მათ დაინახეს, რომ უკნიდან მოძრაობდა ,,პიკაპი’’ და ნ-------- დ------------ე. პ----- გ-------–---–მა დაინახა, რომ ნ-------- დ------------ე მოძრაობდა მ------ ს---–--ის მიმართულებით, რომელიც ამ დროს იყო მათ წინ, თავის სახლის ჭიშკართან, ნ-------- დ------------ეს ხელში ეჭირა იარაღი, თან იგინებოდა და იძახდა მუქარის შემცველ სიტყვებს, როგორც მან გაიგონა - ,,კიდევ აქ ხარ, არ გაცოცხლებო’’ - უძახდა მ------ ს---–--ეს. ამ დროს მათ მხარეს, უკან, მათგან დაახლოებით 10-15 მეტრში იდგა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი თ-------------------ე თეთრი ფერის სამსახურებრივი ,,პიკაპით’’, რომელმაც მანქანით ჩაუჭრა გზა მარცხენა მხრიდან ნ-------- დ------------ეს და მოახერხა მანქანით გზის ჩაკეტვა, რომ ნ-------- დ------------ეს არ მისცემოდა მ------ ს---–--ესთან მიახლოების საშუალება, ,,პიკაპი’’ ცხვირით დადგა მ------ ს---–--ის სახლის მიმართულებით. ამ მომენტში ნ--------ი დაახლოებით 10 მეტრში იყო მათგან, მათ ხუთი - შვიდი წამი დასჭირდათ, რომ ისინი გადმოსულიყვნენ მანქანიდან და მისულიყვნენ ნ--------ისთან. ,,პიკაპმა’’ ხელი შეუშალა ნ--------ს გადააადგილებაში. ,,პიკაპმა’’ მათი მისვლისას დაასრულა მოძრაობა, ამ მომენტში პოლიციის თანამშრომლებმა შემოუარეს ,,პიკაპს’’ და შეძლეს ნ--------ისთან მისვლა, რა დროსაც არ მისცეს საშუალება მას მიახლოებოდა მ------ ს---–--ეს, მათ ის შებოჭეს. მოწმეების - პ----- გ-------–---–ის და გ------ი კ-------ის განმარტებით, როდესაც ისინი მივიდნენ ნ-------- დ------------ესთან, მას უკვე იარაღი - შავი ფერის პისტოლეტი ხელიდან გაგდებული ჰქონდა და ძირს ეგდო, იარაღი შემდეგ აიღო მ-------- ნ-----–---მ; აღნიშნულის შემდეგ მოხდა მარცხენა მხრიდან ნ--------ის ჩაჯენა თეთრი ფერის ტოიოტას ფირმის ,,პიკაპში’’, უკან და გვერდით დაუჯდა გ------ი კ-------ე, ხოლო საჭესთან იჯდა თ-------------------ე და ის გადაიყვანეს პოლიციის მე-5 განყოფილებაში; ნ-------- დ------------ის გაკავებაში მონაწილეობა მიიღეს პ----- გ-------–---–თან და გ------ი კ-------ესთან ერთად მ-------- ნ-----–---მ და გ------ ნ------ემ, ხოლო მანქანაში ჩასმა განახორციელა გ------ი კ-------ემ. მოწმის პ----- გ-------–---–ის განმარტებით, გაკავების მომენტში ნ-------- დ------------ე იწევდა მ------ ს---–--ის მიმართულებით, იგინებოდა, ილანძღებოდა, მუქარის შემცველ სიტყვებს იძახდა და ა---------– ბ----------ესაც აგინებდა, მ------ ს---–--ეც ანალოგიურად აგინებდა მას; თავიდან, როდესაც ისინი მანქანაში ისხდნენ, მ------ ს---–--ე და ა---------– ბ----------ე ერთად იყვნენ, მაგრამ გასროლის ხმის შემდეგ, იქ ა---------– ბ----------ე აღარ იყო, ხოლო ნ--------ის გაკავების დროს მას ყურადღება არ მიუქცევია ვინ მივიდა და ვინ წავიდა. მოწმის გ------ი კ-------ის განმარტებით, ნ--------ი დ------------ე გაკავების მომენტში ძირს დაგდებულ იარაღს ვერ აიღებდა, ვინაიდან მან გამოდო მკლავი და თან მანამდე ეს იარაღი უკვე აიღო მ-------- ნ-----–---მ, შესაბამისად, ის ვერ დაეუფლებოდა ამ იარაღს ვ----ნაირად; მათ ყოველ წელიწადს უტარდებათ შესაბამისი წვრთნები სროლებთან დაკავშირებით და აქედან გამომდნარე როგორც იცის, ნ-------- დ------------ე იყო კარგი მსროლელი; წვრთნები ტარდება შესაბამისი მინისტრის ბრძანებით, თუ სად უნდა გაიარონ და ვინ.
მოწმეების - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - გ------ ნ------ის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილის მ-------- ნ-----–--ის ჩვენებებით დადგენილ--, რომ ისინი იცნობენ ნ-------- დ------------ეს სამსახურიდან გამომდინარე და მასთან აქვთ კარგი მეგობრული ურთიერთობა. 2016 წლის 5 მაისს, ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდნენ პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. ვინაიდან განყოფილების უფროსის ადგილი დროებით თავისუფალი იყო, მ-------- ნ-----–--- ასრულებდა მის მოვალეობას, როგორც განყოფილების უფროსის მოადგილე. დაახლოებით საღამოს 06 საათიდან 06:30 საათამდე პერიოდში, მორიგე თანამშრომელმა დ----------------იძემ მათ განუცხადა, რომ 112-დან შევიდა შეტყობინება პოლიციის მე-5 განყოფილებაში, რომლის მიხედვითაც ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომელმა ნ-------- დ------------ემ მოახდინა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და დაცხრილა საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის საფუძველზე გ------ ნ------ე, მ-------- ნ-----–---, პ----- გ-------–---–ი და გ------ი კ-------ე სამსახურებრივი ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანით გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ გზაში შენიშნეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. როდესაც ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქ იყო სრული სიწყნარე. ისინი რამდენიმე მეტრით გასცდნენ მ------ ს---–--ის სახლს, შემდეგ მანქანა მოაბრუნეს და გაჩერდნენ მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს, ნ-------- დ------------ის სახლის ჭიშკართან. სწორედ ამ დროს საპატრულო ეკიპაჟიც იყო მისული ვ-–--ფ–----–-ს N108-ში მდებარე მ------ ს---–--ის საცხოვრებელ სახლთან, ასევე ჭიშკრის გარეთ იყო ა---------– ბ----------ეც, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ განხორციელდა ზარი 112-ში და მათ აჩვენა სახლის გარეთა ფასადი და განუცხადა, რომ სახლი დაცხრილა ნ-------- დ------------ემ მ------ ს---–--ის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე. სახლს გარედან ეტყობოდა დაზიანებები. ასევე ა---------– ბ----------ემ მ-------- ნ-----–---ს მის შეკითხვაზე განუცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე, რადგან რამდენიმე წუთის წინ მას დაურეკა ნ-------- დ------------ემ და უთხრა, რომ ,,მისი მეუღლისა და მ------ს ურთიერთობაზე ეჭვიანობდა, ეს როგორ გაუკეთა მ------მ, სადაც ნახავდა მას, იქ მოსთხოვდა პასუხს’’. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მ-------- ნ-----–---სთან ერთად გადავიდნენ მოპირდაპირე მხარეს, ნ-------- დ------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ--------ის მამამ მათ განუცხადა, რომ ნ--------ი სახლში არ იმყოფებოდა, რის შემდეგაც ისინი გადმოვიდნენ ისევ მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოსთან. აგრეთვე, მ-------- ნ-----–--ის განმარტებით, მან დარეკა ნ--------ისთან, რომელმაც მას განუცხადა, რომ ,,არ იმყოფებოდა უბანში.., მას გადაეცა მ------სთვის და ა-----სთვის, რომ მათ სხვა საცხოვრებელი აერჩიათ, რადგან მათი ერთად ცხოვრება არ მოხერხდებოდა’’. ამ დროს ა---------– ბ----------ე განმარტებებს აძლევდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ი-----–- გ----–--ეს, რასაც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა ოქმში. მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის წინა ტერიტორია ლენტით იყო შემოღობილი. როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაამთავრეს ადგილზე გამოცხადების ოქმის შედგენა, რაც ხელმოწერით დაადასტურა გ------ ნ------ემაც, ისინი წავიდნენ მისვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში; ხოლო გ------ ნ------ე, მ-------- ნ-----–---, გ------ი კ-------ე და პ----- გ-------–---–ი ჩასხდნენ ,,შკოდას’’ მარკის ავტომობილში და იცავდნენ შემთხვევის ადგილს. ამ დროსაც მათი ავტომანქანა იდგა მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის წინ, მოპირდაპირე მხარეს, ნ-------- დ------------ის საცხოვრებელ სახლის ჭიშკართან და გარეთ ქუჩაში, მ------ ს---–--ის სახლის წინ იდგნენ ა---------– ბ----------ე და მ------ ს---–--ე, დაახლოებით მათგან 5 მეტრში. ვინაიდან მათი განყოფილება არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, მ-------- ნ-----–--- დაუკავშირდა ზემდგომ ხელმძღვანელობას და მომხდარი ფაქტის შესახებ ესაუბრებოდა პროკურორს, ფანჯარა ჩამოწეული ჰქონდათ და ამ დროს, როგორც გ------ ნ------ემ განმარტა, მან გაიგონა მ------ ს---–--ისა და ა---------– ბ----------ის საუბარი - ,,აგერ არისო, აგერ მორბისო’’ და როდესაც მანაც გაიხედა უკან, დაინახა ნ-------- დ------------ე, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის ადიდასის ფირმის სპორტული, ხელი ჰქონდა უკან, მარჯვენა მხარეს, შარვლის სათავესთან და მორბოდა ყვირილით იმ მხარეს, სადაც მ------ ს---–--ე იდგა და თან იგინებოდა მ------ ს---–--ის მისამართით. მან აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა დაიძახა მანქანაში. ისინი ოთხივე მაშინვე გადმოვიდნენ მანქანიდან. მანქანიდან გადმოსვლის დროს, მ-------- ნ-----–---მ, მათ უკან, დაახლოებით 30-40 მეტრში შენიშნა ნ-------- დ------------ე, რომელსაც სპორტული ეცვა და რომელიც მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით მ------ ს---–--ის ჭიშკრის მიმართულებით, სადაც იდგნენ მ------ ს---–--ე და ა---------– ბ----------ე. მ-------- ნ-----–--ის განმარტებით, მანქანიდან გადმოსვლის მომენტში, მან გაიგონა სულ ორი გასროლის ხმა, რა დროსაც, როგორც მან შენიშნა ა---------– ბ----------ე გასროლის შემდეგ შევიდა ჭიშკარში, მ------ ს---–--ე კი ანალოგიურად აგინებდა ნ--------ის და ეძახდა - ,,მესროლეო’’; ხოლო გ------ ნ------ის განმარტებით, მანქანიდან გადმოსვლის დროს, მან გაიგონა მიყოლებით მინიმუმ ორი გასროლის ხმა, სხვაზე ყურადღება არ მიუქცევია; ასევე მანქანიდან გადმოსვლის დროს, ვინაიდან გ------ ნ------ეს ტელეფონი ჰქონდა მუხლებზე, ძირს გადმოუვარდა და როდესაც დაიხარა ასაღებად, წამოდგომის მომენტში დაინახა, რომ მათ უკანა მხრიდან სწრაფად ჩაუარა თ-------------------ის თეთრი ფერის ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის ავტომანქანამ, რომელმაც მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს დაუკეტა გზა ნ-------- დ------------ეს. აღნიშნული დაადასტურა მ-------- ნ-----–---მაც, რომლის განმარტებითაც, პიკაპმა როდესაც შეავიწროვა გზა მარცხენა მხარისაკენ, ღობესთან, შეუზღუდა ნ--------ი დ------------ეს გადაადგილების შესაძლებლობა მ------ ს---–--ის მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა წამებში. მოწმეების განმარტებით, მათ მანქანის მიერ გზის ჩაკეტვამდე გაიგონეს გასროლების ხმა. მათ თან ესმოდათ გინების და ხმაურის ხმა. გ------ ნ------ის განმარტებით, მან ამავე დროს მარცხენა მხრიდან შემოუარა აღნიშნულ ავტომანქანას, უკნიდან მივიდა ნ-------- დ------------ესთან და ხელი მოკიდა მას წელში, მისი მისვლის დროს უკვე ნ--------ის წინიდან იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ხოლო ის უკნიდან მივიდა და შებოჭეს ნ--------ი, მაშინ როდესაც ჯერ ავტომანქანას გაცდენილი არ იყო. ხოლო მ-------- ნ-----–--ის განმარტებით, ის ,,პიკაპის’’ წინიდან აღმოჩნდა და დახვდა ნ-------- დ------------ეს ,,პიკაპის’’ წინა ნაწილთან, როდესაც ის გადაადგილებას ახორციელებდა მანქანის მარცხენა კუთხის ოდნავ წინ და ნ--------ის ამ დროს ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც იმ დროს უკვე ქვემოთ იყო მიმართული, შეუყვირა რამე სისულელე არ გაეკეთებინა; თუმცა მანვე განმარტა, რომ მან მაშინვე მოკიდა ხელი მარჯვენა ხელზე, რა დროსაც მოხდა იარაღის წამოწევა და მან გადაუტრიალა ნ--------ს ხელი, რის შემდეგაც მას იარაღი ხელიდან გაუვარდა; ხოლო გ------ ნ------ემ უკნიდან შებოჭა, წელზე შემოხვია ხელი და მათ მოახდინეს სიტუაციის განმუხტვა; მან კი ამ მომენტში აიღო მყისიერად ნ-------- დ------------ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომ სხვა პირის ხელში არ აღმოჩენილიყო; ხოლო თ-------------------ემ და გ------ი კ-------ემ მაშინვე ჩასვეს ავტომანქანაში ნ--------ი და წაიყვანეს პოლიციის მე-5 განყოფილებაში; ნ--------ის შებოჭვა მოხდა მ------ ს---–--ისაგან დაახლოებით 8-10 მეტრში. ასევე გ------ ნ------ემაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნ--------ის დაკავება მოხდა მანქანის წინა მხარეს, წინა მხრის ფრთასთან, ანუ ფართან; მას დანამდვილებით ახსოვს, რომ ნ--------ის წინ დახვდა მ-------- ნ-----–---, რომელსაც მისი მარჯვენა ხელი ეჭირა, ხოლო სხვებზე, ვინც მონაწილეობა მიიღო მის შებოჭვაში, ყურადღება არ მიუქცევია; როდესაც მან გამოწია ნ--------ი, გ------ი კ-------ე უკვე გვერდით ედგა, ასევე იქ იყო პ----- გ-------–---–იც; ამ დროს უკვე ნ-------- დ------------ეს იარაღი ხელში აღარ ჰქონდა, ძირს ეგდო; ის გამოიყვანეს და ჩასვეს ტოიოტას მარკის ავტომანქანაში უკან, მარცხენა მხარეს, მძღოლის მხრიდან, მას გვერდით ჩაუჯდა გ------ი კ-------ე, ხოლო გ------ ნ------ემ მოუარა აღნიშნულ მანქანას და დადგა მანქანის მარჯვენა მხრიდან თავის დაზღვევის მიზნით, რომ ნ--------ი მანქანიდან არ გადმოსულიყო, რადგან ის ცდილობდა მანქანიდან გადმოსვლას; ასევე ნ-------- დ------------ე მანქანაში ყოფნის დროსაც იგინებოდა მ------ ს---–--ის მისამართით. რამდენიმე წუთში იქ მივიდა მეზობლებიც, იქ იყვნენ ასევე ნ--------ის მამაც და მ------ ს---–--ეც, რომლებიც ანერვიულებულები იყვნენ. როგორც გ------ ნ------ემ დაინახა, მ------ ს---–--ე იდგა ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ წინ და ის ანერვიულებული იყო, ხოლო ა---------– ბ----------ე შემდგომ დაინახა, როდესაც ის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს ესაუბრებოდა, რომ ნ-------- დ------------ემ ესროლა. ამ ჩოჩქოლის შემდეგ, გ------ ნ------ემ დაინახა საპატრულო პოლიციის ,,შკოდას’’ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადადიოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც გენერალური ინსპექცია ეწერათ. მოწმის გ------ ნ------ის განმარტებით, მას ნ--------ის ხელში იარაღი არ დაუნახავს, როცა გამორბოდა, მაგრამ რადგან ხელი ჰქონდა მარჯვენა მხარეს თეძოსთან, როგორც პოლიციელმა, ინსტიქტურად ივარაუდა, რომ შეიძლებოდა იარაღი იქ ჰქონოდა და შებოჭვის მომენტში შეეშინდა, არ გაესროლა კიდევ და დააკვირდა იარაღს, რომელიც ძირს დაგდებული დაინახა; როგორც ნ--------ი იგინებოდა მ------ს მისამართით, ასევე მ------ც აგინებდა მას და უძახდა - ,,მესროლეო’’. მოწმის გ------ ნ------ის განმარტებით, ვინაიდან ნ-------- დ------------ეს შებოჭვის დროს მ-------- ნ-----–--ის მხრიდან დაკავებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, ხოლო უკნიდან მას ეჭირა, რთული სათქმელ-- ცდილობდა თუ არა ის იარაღის აღებას; როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ეს ყველაფერი მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე.
აგრეთვე მოწმის მ-------- ნ-----–--ის ჩვენების თანახმად, ნ-------- დ------------ის წაყვანის შემდეგ, ადგილზე დარჩა მ-------- ნ-----–---, გ------ ნ------ე და პ----- გ-------–---–ი; ამ დროს მან იქ დაინახა საპატრულო პოლიციის ერთერთი თანამშრომელი - თ---------- დ-–-იც; ის დაელოდა პროკურატურის გამომძიებლებს, რომელთაც მოსვლის შემდეგ სიტყვიერად გადასცა თუ რა ხდებოდა და ისიც წავიდა პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც მივიდა ნ-------- დ------------ის წაყვანიდან დაახლოებით ორ საათში; პოლიციის მე-5 განყოფილებაში მას დახვდა თ-------------------ეც და ნ-------- დ------------ეც, რომლებიც საუბრობდნენ და ნ--------მა თქვა, რომ ეს ყველაფერი მოხდა ეჭვიანობის გამო; მან შემთხვევის ადგილიდან წამოღებული იარაღი, სამსახურში ჩასვლის შემდგომ განმუხტა, რომელშიც იყო მჭიდი და რამდენიმე ვაზნა, მაგრამ რამდენი, ზუსტად არ იცის და გადასცა ნ-------- დ------------ეს; ამ დროს ნ--------ი იყო საკმაოდ მშვიდ მდგომარეობაში, ზედმეტი ნერვიულობა და შფოთვა არ შეუტყვია მისთვის; თ-------------------ის მისვლა ადგილზე მოხდა, ნ-------- დ------------ის გამოჩენამდე, დაახლოებით მათი მისვლიდან 10-15 წუთში და ის იდგა მანქანით მათი სამსახურებრივი ავტომანქანის უკან, გარკვეული მანძილით იყო დაშორებული; ის იდგა მათ მხარეს, ნ--------ი დ------------ის საცხოვრებელი სახლის მხარეს და მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის მხარეს მას შემდეგ გადაადგილდა, რაც ნ--------ი მოდიოდა და ის შეეცადა მისი მოძრაობის შეზღუდვას. მისივე განმარტებით, უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს, რომლებსაც შეხება აქვთ იარაღთან, გავლილი აქვთ საცეცხლე მომზადება, თუმცა რამდენად სავალდებულოა აღნიშნული, მან არ იცის; რამდენადაც გაუგია მას, ნ-------- დ------------ე იყო კარგი მონადირე.
მოწმე თ-------------------ის ჩვენების თანახმად, რომ ის იცნობს ნ-------- დ------------ეს, ვინაიდან იყო მისი თანამშრომელი, როდესაც მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად, ამასთან მამამისი არის მისი ნათლ-- და მათთან აქვს ძალ--ნ კარგი ურთიერთობა. 2016 წლის 5 მაისს, საღამოს საათებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, მას ოპერ----ულმა მორიგემ თ------ მ------ემ უთხრა, რომ შესული იყო შეტყობინება - ნ-------- დ------------ეს დაცხრილული უნდა ჰქონოდა მისი მეზობლის სახლი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება გადაცემული ჰქონდა პოლიციის მე-5 განყოფილებას. ვინაიდან შეტყობინება დაკავშირებული იყო მის თანამშრომელთან, ჩათვალა რომ უნდა გასულიყო შემთხვევის ადგილზე და გაერკვია სიტუაცია. ის ადგილზე მივიდა მისი სამსახურებრივი მანქანით, თეთრი ფერის „ტოიოტა ჰაილუქსით“, რომელსაც დაბურული მინები აქვს. მას ადგილზე დახვდა პოლიციის მე-5 განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილე მ-------- ნ-----–---, რომელიც იმ დროს უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა და პოლიციის მე-5 განყოფილების სამი თანამშრომელი, ასევე როგორც ახსოვს ადგილზე იყო ორი საპატრულო ეკიპაჟი და მოქალაქე ა---------– ბ----------ე. ადგილზე მისვლის დროს, ის ჯერ გაესაუბრა მ-------- ნ-----–---ს, შემდეგ ა---------– ბ----------ეს, ხოლო ნ-------- დ------------ე თვითონ არ იყო ადგილზე. ა---------– ბ----------ემ მას განუცხადა, რომ ნ--------ის მიერ იყო დაცხრილული სახლი, რომელიც იყო მისი ცოლისძმის მ------ ს---–--ის და თვითონაც გაკვირვებული იყო თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რადგან მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დ------------ეების ოჯახთან. რადგანაც პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ და იცავდნენ პერიმეტრს, მან დაიწყო მისი თანამშრომლის მოძიება, დატოვა შემთხვევის ადგილი და გზად შეეხმიანა საკუთარი მობილური ტელეფონით ნ-------- დ------------ეს, რომელმაც მას უპასუხა და განუცხადა, რომ ის იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის ახლოს და თუ კი მობრუნდებოდა, შეხვდებოდა და დაელაპარაკებოდა. აღნიშნულის გამო, ისიც მობრუნდა და გაჩერდა მანქანით ნ--------ის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 20-30 მეტრის დაშორებით. ამ დროს შემთხვევის ადგილზე იდგა სულ დაახლოებით სამი ავტომანქანა, ერთი - საპატრულო ეკიპაჟი ნ--------ის სახლის მხარეს, ერთი პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილის ,,შკოდას’’ ფირმის ვერცხლისფერი ავტომობილი იყო ნ--------ის სახლის მხარეს, მისი ჭიშკრიდან ცოტა მოშორებით და აღნიშნული ავტომანქანის უკან, დაახლოებით 10-15 მეტრში მისი თეთრი ფერის ,,ტოიოტა ჰაილუქის’’ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც ცხვირი მიმართული ჰქონდა აღმოსავლეთის მხარეს, მ------ ს---–--ისა და ნ--------ი დ------------ის საცხოვრებელი სახლების მხარისაკენ. მანქანის გაჩერებიდან რამოდენიმე წუთში, მან შენიშნა ა---------– ბ----------ე და მისი ცოლის ძმა მ------ ს---–--ე, რომ ხელის ჟესტიკულაციით მიმართული იყვნენ მისი მანქანის მხარეს და აშკარად გამოხატავდნენ აგრესიას. ამ ჯესტიკულაციის შემდეგ, მან იფიქრა, რომ როგორც ჩანდა მათ შენიშნეს ნ-------- დ------------ე, რომელმაც ის დაიბარა მის სახლთან ახლოს და როდესაც შემობრუნდა მარჯვენა მხარეს, იქ არავინ არ ჩანდა, მაგრამ მისი მანქანის მარცხენა ფანჯარასთან, მის მხარეს, მძღოლის კარები თითქმის გავლილი ჰქონდა, როდესაც მან შენიშნა ნ-------- დ------------ე, რომელიც მიდიოდა ჩქარი ნაბიჯებით და ხელი ჰქონდა გაშვერილი. რადგანაც მან შეაფასა სიტუაცია ადგილზე, ერთმანეთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ, მან დაქოქა მაშინვე მანქანა და შეძლებისდაგვარად ნ-------- დ------------ეს გადაუკეტა სავალი ნაწილი, მანქანა გააჩერა მ------ ს---–--ის სახლის მიმართულებით ცხვირით, რის გამოც წინააღმდეგობა შეხვდა ნ-------- დ------------ეს და ის შეფერხდა, მაგრამ ბოლომდე მისი ავტომანქანით ვერ შეძლო სავალი ნაწილის გადაკეტვა, ღობესა და მანქანას შორის ნ-------- დ------------ემ მოახერხა გაძრომა, რადგან სუსტია აღნაგობით; იმავდროულად მან ჩააქრო მისი ავტომანქანა, გააღო კარები და გაემართა ნ-------- დ------------ისკენ, მაგრამ რადგანაც გასასვლელი იყო ვიწრო, ვერ გავიდა, ვინაიდან ნ--------იზე ფიზიკურად დიდი არის, მოუწია მისი მანქანისთვის შემოვლა და როდესაც იმყოფებოდა მარცხენა უკან მხარეს, იმ პერიოდში გაიგონა მან სულ ერთი გასროლის ხმა და ადგილზე მისვლისას მისი მანქანის წინ, სადაც იმყოფებოდა ნ--------ი, უკვე ამ დროს მისული იყვნენ მ-------- ნ-----–--- და პოლიციის მე-5 განყოფილების პოლიციელები, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია, ისინი რას მოქმედებდნენ. როდესაც მან ნ-------- დ------------ეს ხელი გამოსდო, პირველ რიგში მოიკითხა იარაღი თუ სად იყო, რომ მოეხდინათ იარაღის განეიტრალება და ამ დროს მ-------- ნ-----–---მ უთხრა, რომ იარაღი ეგდო ძირს და მანაც დაინახა, რომ ძირს ეგდო და მისივე გამარტებით, ალბათ პოლიციელებმა გააგდებინეს. შემდეგ იარაღი მ-------- ნ-----–---მ აიღო. ამ დროს თუ სად იმყოფებოდნენ მ------ ს---–--ე და ა---------– ბ----------ე, მას ყურადღება არ მიუქცევია. შემდეგ მან პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომელთან გ------ი კ-------ესთან ერთად ფიზიკური ძალის გამოყენებით წამოიყვანა ნ-------- დ------------ე და ჩავსვეს მანქანაში, ვინაიდან იქ უკვე შეკრებილი იყო ხალხი ამ ფაქტთან დაკავშირებით და სერიოზული გართულებისაგან თავის არიდების მიზნით განარიდეს შემთხვევის ადგილს. ამ დროს ნ--------ი აგრესიული იყო მ------ ს---–--ის და ა---------– ბ----------ის მიმართ. ნ--------ი მან გადაიყვანა პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა მოახდინეს მისი დაკავება; მის დაკავებამდე ის დაახლოებით ორი საათი ნ--------ის გვერდით იყო და ასევე იქ მივიდა მ-------- ნ-----–---ც, რომლის მისვლის შემდეგ ის წამოვიდა. მის შეკითხვაზე - თუ რამ გამოიწვია აღნიშნული, ნ--------მა მას განუცხადა, რომ ,,ეს იყო ძალ--ნ პირადული, ეხებოდა მის ოჯახს და არავინ არ იყო ანგარიშვალდებული მისი ოჯახის საქმეში ჩაეხედა’’. მოწმის განმარტებით, მან სულ გაიგონა ერთი გასროლის ხმა, მაგრამ დარწმუნებით არ შეუძლ-- თქვას თუ რამდენი იყო, რადგან მათი სამსახურებრივი იარაღი არის ნახევრად ავტომატური და შეიძლება მოხდეს ორი გასროლაც და მეტიც მიყოლებით, მჭიდში არის 16 ცალი ვაზნა.
მოწმ - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მესამე სახაზო-საპატრულო განყოფილების უფროსის - თ---------- დ-–-ის ჩვენებით დადგენილ--, რომ ის იცნობს ნ-------- დ------------ეს სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2016 წლის 5 მაისს, ხელმძღვანელის მითითებით ის ასრულებდა იმერეთის მაშტაბით პასუხისმგებელი პირის მოვალეობას, ყველანაირი გამოძახება და დაფიქსირებული ინფორმაცია შედიოდა მასთან და ის ახსენებდა მის ზემდგომ ხელმძღვანელს. 2016 წლის 5 მაისს, როდესაც ის მოძრაობდა სოფელ ფარცხანაყანების მიმართულებით, მან მიიღო შეტყობინება, რომ ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე ადგილი ჰქონდა იარაღიდან გასროლას, ის იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა და მან რადიოსადგურით ქალაქის ოცმეთაურს პ-–------ ლ---------–იანს დაუკავშირდა, რომ მისულიყო შემთხვევის ადგილზე და ისიც მივიდოდა შემთხვევის ადგილზე, ხოლო მის მისვლამდე გაერკვიათ სიტუაცია და მოეხსენებინათ მისთვის. ამ დროს მან დაიწყო მოძრაობა ქ.ქუთაისისაკენ და როდესაც ის ქ.ქუთაისში, ა--–-----------------ის ქუჩების კვეთასთან იმყოფებოდა, მას დაუკავშირდა ტელეფონით პ-–------ ლ---------–იანი და უთხრა, რომ ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე, 108 ნომერში მდებარე სახლზე ნ-------- დ------------ემ განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები, ნ-------- დ------------ე ადგილზე არ იყო და ფაქტი დასტურდებოდა. მან ამ დროს გააჩერა მანქანა, აღნიშნულის თაობაზე გააკეთა ჩანაწერი, რომ მის ზემდგომ ხელმძღვანელზე მოეხსენებინა და ისევ გააგრძელა მოძრაობა; შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, მას კვლავ დაუკავშირდა ოცმეთაური და უთხრა, რომ მათ შეავსეს ოქმი, ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიცია - პოლიციის მე-5 განყოფლების თანამშრომლები, რომელთაც მათ გადააბარეს შემთხვევის ადგილი და უკვე მოდიოდნენ, თუმცა ის მაინც მივიდა ადგილზე და მას დაახლოებით 10-15 წუთამდე დასჭირდა, სანამ მივიდოდა შემთხვევის ადგილზე. დაახლოებით ექვსი-შვიდი საათი იქნებოდა. ის მოძრაობდა საპატრულო პოლიციის სპეცმანქანით. როდესაც მოხვდა ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე, დაიწყო 108 ნომრის ძებნა. ის როდესაც მივიდა 110 ნომერ სახლთან, მიხვდა, რომ მანამდე იქნებოდა 108 ნომერი და თან დაინახა, რომ 108 ნომრის წინ იდგა ვერცლისფერი ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანა, მაგრამ ავტომანქანის მობრუნების მიზნით გასცდა 110 ნომერს და იქვე, 112 ნომერთან არსებულ ჩიხში დაიწყო მანქანის მობრუნება, ცხვირით შეაყენა ჩიხში, ,,შკოდას’’ მარკის ავტომანქანიდან იქნებოდა დაშორებული 30-40 მეტრით და ამ დროს მან გაიგონა ორი-სამი გასროლის ხმა, მათგან პირველი-ორი მიყოლებით იყო და ერთი წამის შემდეგ გაიგონა მესამე გასროლის ხმა. ამ დროს მან თან დაასრულა ავტომანქანით უკან მოძრაობა და როდესაც მიიხედა, დაინახა ნ-------- დ------------ე იარაღით ხელში, მას საბრძოლო მდგომარებაში ჰქონდა მოყვანილი როგორც შეხედა „H--” ანუ პოლიციის იარაღი და მიმართული ჰქონდა რამდენიმე პიროვნებისაკენ, როგორც შემდეგ გაიგო მ------ ს---–--ისაკენ და ა---------– ბ----------ისაკენ. ამავე დროს, იქვე დაინახა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც წამიერად მივიდნენ მასთან და მათგან ერთერთმა მოახდინა ნ-------- დ------------ის მიმართ იარაღის წართმევა, კერძოდ ხელი გააწევინა, ამოუტრიალა და დააგდებინა იარაღი, თავისით არ დაუგდია, ხოლო სხვებმა შებოჭეს; ეს ყველაფერი მოხდა წამებში; ასევე იქვე 108 ნომერი სახლის ღობესთან, ცხვირით იყო მიყენებული თეთრი ფერის ,,პიკაპი’’, მაგრამ მას არ დაუნახავს, თუ როდის მივიდა აღნიშნული ავტომანქანა. ნ--------ის შებოჭვა მოხდა ,,პიკაპის’’ წინ ცხვირთან და ის ჩასვეს აღნიშნულ ,,პიკაპში’’. ავტომანქანაში ჩასმის დროს, ნ-------- დ------------ემ თ---------- დ-–-ისათვის უცნობ პიროვნებებს, რომლებიც იდგნენ 108 ნომერი სახლის ჭიშკართან, თან მიაძახა -,, მაინც არ გაცოცხლებო’’, ამ დროს ის ჩასვეს პიკაპში უკანა მხარეს და წაიყვანეს, ამ მომენტში იქ გამოვიდა ხალხი. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში ისიც წამოვიდა შემთხვევის ადგილიდან. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გასული იყვნენ მათგან ი-----–- გ----–--ე N107-ის ეკიპაჟი, ათმეთაურის კ--- გ-----ის N 125-ი ეკიპაჟი და თვითონ ოცმეთაურის პ-–------ ლ---------–იანის ეკიპაჟი კ--- ყ---------ესთან ერთად; როდესაც მან დაინახა ნ-------- დ------------ე, მას ძალ--ნ აღელვებული, არაადეკვატური სახე ჰქონდა; ნ-------- დ------------ე შებოჭვის დროს დაახლოებით ორ-სამ მეტრში იყო იმ პიროვნებებთან.
ასევე აღნიშნულ ფაქტის შესახებ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან, ასევე ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ გამომძიებლები - გ-------– ჩ------–---–ი, გ-------– ა------–---–ი, რ----- გ---------ი, ქ------- უ-----ე და ექსპერტები - გ------ი ჯ-------ა, კ------- ც---–---ე, გ------ კ------, გ------ი ქ---------ე, დ----- დ--------ი, ა-–---------- ა-----------ე, ლ---- შ--–----–---–ი, გ------ი ა-–------ე, თ-- გ----------ე, ნ---- კ--–----ე, ქ------- ქ--------–-–---–ი, ვ---- ო------ა, რ---- მ-------–--ე და ი----- ბ-----ე, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების, ასევე ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 05 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად დგინდება, რომ გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა 2016 წლის 05 მაისის 21:00 საათიდან 06 მაისის 03:20 საათამდე პერიოდში, ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქ. N108 საცხოვებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, ექსპერტების - გ------ი ჯ-------ას და კ------- ც---–---ის, გამომძიებლის ვ-–-------- ხ----–--ის და სახლის მესაკუთრის - მ------ ს---–--ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქ. N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; მითითებულ მისამართზე განთავსებული იყო მოქალაქე მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლი, სახლის აღმოსავლეთ მხარეს N106-ში განთავსებული იყო მოქალაქე ბ------ მ------ის საცხოვრებელი სახლი, დასავლეთით ასევე 108-ში განთავსებული იყო ე---–--- კ-----–-–---–ის საცხოვრებელი სახლი. მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის სამხრეთ მხარეს, გზის საპირისპიროდ განთავსებული იყო აღმოსავლეთით ვ-–- -ფ–----–-ს ქ.N45 საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეკუთვნის მოქალაქე ლ------ ს-----ეს, ხოლო დასავლეთ მხარეს N 47-ში განთავსებული იყო ნ-------- დ------------ის საცხოვრებელი სახლი; ვ-–--ფ–----–-ს N45-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოზე შემორტყმული იყო მომწვანოდ შეღებილი რკინის ღობე; ბეტონის სამანქანე გზიდან 50 სმ სიმაღლეზე და ეზოს დასავლეთ საზღვრიდან აღმოსავლეთ მხარეს 102 სმ-ის დაშორებით ღობეზე აღინიშნებოდა მცირე ზომის ნაჭდევი და მითითებულ ადგილზე საღებავის ფენა აცლილი იყო. მიმდებარე ტერიტორიაზე მასრა ან გულა არ აღმოჩენილა. მ------ ს---–--ის სახლში შესასვლელი იყო ცენტრალური სამანქანე გზის სამხრეთიდან ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული ჭიშკრით, რომელსაც ჰქონდა ერთი ორფრთიანი და ერთი ცალფრთიანი შესასვლელი. ორფრთიანი შესასვლელი ჭიშკრით შესასვლელი იყო ეზოში, ჭიშკრიდან სახლამდე მისასვლელი იყო დაღმართიანი ბეტონის ბილიკით და შესასვლელი იყო აივნის ქვემოთ ბაქანზე; ერთფრთიანი ჭიშკრით შესასვლელი იყო საცალფეხო ბილიკით სახლის ცენტრალურ შესასვლელამდე, კერძოდ, ჭიშკრიდან 7,38 მ-ის დაშორებით მდებარეობდა სახლში შესასვლელი კიბე. ბილიკი მოპირკეთებული იყო, რომლის სიგანე შუა ნაწილში შეადგენდა 1 მეტრს; ბილიკის აღმოსავლეთ მხარეს მიუყვებოდა მეტალის მოაჯირი, 7,08 მ-ის დაშორებით მოაჯირის დასასრულს იყო 7 საფეხურიანი კიბე, რომელიც ჩადიოდა 2 ფრთიანი ჭიშკრის წინ მდებარე დაღმართისკენ, თავად მითითებული დაღმართის სიგანე შუა ნაწილში შეადგენდა 5,37 მ-ის. ერთფრთიანი ჭიშკრიდან შემოსასვლელი ბილიკის ბოლოს განთავსებული იყო 5 საფეხურიანი კიბე, რომლის ავლით შესასვლელი იყო შიდა კარით 2.02 მ-ის სიგანისა და 1,18 მ სიგრძის ბაქანზე, რომელიც ბილიკის დონიდან 0.78 მ -ის სიმაღლეზე იყო განთავსებული. აივნის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს განთავსებული იყო სახლის აივნები. სახლის საერთო სიგანე შეადგენდა 10.7 მ-ს. ბაქანის ჩრდილოეთ მხარეს განთავსებული იყო 2 ფრთიანი ხის კარი, რომლის ზედა ნაწილი შემინული იყო და მინის ნაწილში გაკეთებული იყო რკინის გისოსი, ხოლო მინიან ნაწილში შიდა მხრიდან იყო ფარდა; კარი განთავსებული იყო ცენტრალურ ნაწილში. თითოეული ფრთის ზომები იყო 2,44 X 0,65 მ. კარის დასავლეთ ფრთის მინიანი ნაწილი დაზიანებული არ იყო, ხოლო ბაქნის დონიდან 0,39 მ, ხოლო კარის ხის ჩარჩოს გარე დასავლეთ კიდიდან მარცხენა ფრთაზე ხის ზედაპირზე 0,45 მ-ზე აღენიშნებოდა მცირე ზომის გამჭოლი ნახვრეტი. აღნიშნულ კარს შიდა მხარეს იმავე წერტილში აღენიშნებოდა გამჭოლი დაზიანება მითითებული კარის აღმოსავლეთ ფრთაზე, ბაქნის დონიდან 1,2 მ-ის სიმაღლეზე იწყებოდა კარის შემინული ნაწილი, რომლის სიმაღლე იყო 1, 17 მ, ხოლო სიგანე 0,375 მ. მითითებული მინის ქვემოთ კიდიდან 0, 1 მ-ზე, ხოლო დასავლეთ კიდიდან 0,06 მ-ის დაშორებით იყო მცირე ზომის გამჭოლი ხვრელი, რომლის ირგვლივ მინა იყო დაბზარული; იმავე მინაზე ქვემოთ, კიდიდან 0,05 მ-ზე, ხოლო აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთით 0,175 მ-ის დაშორებით აღინიშნებოდა მცირე ზომის გამჭოლი ხვრელი, რომლის ირგვლივ მინა იყო დაბზარული; მითითებული მინა შუა ნაწილში რამდენიმე ადგილზე იყო დაბზარული და აღენიშნებოდა მცირე ზომის ნაპრალები, აღნიშნული მინის ზედაპირის ზედა მარჯვენა კუთხეში აღინიშნებოდა გამჭოლი დაზიანება, რომლის ირგვლივ აღინიშნებოდა ბზარი; მითითებული მინის ზედაპირის უკან - სახლის მხრიდან განთავსებულ ფარდაზე იმავე სიმაღლეებზე აღინიშნებოდა სამი გამჭოლი დაზიანება. მითითებული შესასვლელი ორფრთიანი კარის გავლით შესასვლელი იყო საცხოვრებელი სახლის ჰოლში, რომლის ზომები იყო - სიგრძე 7,1 X 2,81 მ-ზე, ჰოლის სიმაღლე იყო 3,1 მ. ჰოლის დასავლეთ კიდეში, შესასვლელიდან 1,5 მ-ის მოშორებით განლაგებული იყო ერთფრთიანი შემინული კარი, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხარის კედლების კუთხეში განთავსებული იყო ერთფრთიანი ხის მასიური კარი, ჰოლის ჩრდილოეთ მხარეს განთავსებული იყო 2,16 მ. სიგანის და 2, 45 მ. სიმაღლის ოთხფრთიანი შემინული კარი, რომლის შუა ორი ფრთა იყო მოძრავი, ხოლო კიდეებში არსებული ორი ფრთა იყო უძრავად ჩამაგრებული; ჩრდილო კედლიდან 2,07 მ-ის დაშორებით აღმოსავლეთ კედელში განლაგებული იყო ერთფრთიანი შემინული კარი 2,43 X 0,72 მ-ზე; ჰოლის ცენტრალურ ნაწილში, ცენტრალური შესასვლელი კარიდან ჩრდილოეთით 3, 8 მ-ში, ხოლო აღმოსავლეთ კედლიდან 1, 45 მ-ში ჭერზე ჩამოკიდებული იყო ჭაღი, ცენტრალური შესასვლელი კარიდან 0,68 მ-ში ჩრდილოეთით, ხოლო აღმოსავლეთ კედლიდან 1,05 მ-ის დაშორებით იატაკზე განთავსებული იყო მოყვითალო ფერის მეტალის კონუსისებური ტყვიის გულის მაგვარი დეტალი, რომელიც დაინომრა N1 -ით და ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD686274 პაკეტში; ჰოლის მთელ სიგრძეზე მიმობნეული იყო მინის ნამსხვრევები და მინის სხვადასხვა ფორმის ფიგურები, რომელიც დაინომრა N2-ით, რაც ამოღებულ იქნა N FCI 367369 პაკეტში; ჭაღის ჩრდილოეთ მხარეს ჭერზე გაკრულ ე.წ. ბიაზზე აღინიშნებოდა დაზიანებები, გამჭოლი ნახვერტების სახით და დაზიანების მიმდებარედ ბიაზზე ამოჭრილ იქნა ბიაზის ფრაგმენტი, რომლის ზომებია 130 X 181 სმ, რომელსაც ჭაღის გასწვრივ აღენიშნებოდა სამი გამჭოლი ნახვრეტი; ტყვიის გულის ძებნის მიზნით ჭაღიდან ჩრდილოეთით მდებარე ბიაზი გაჭრილ იქნა სრულად, რის შემდეგაც ბიაზის შიდა ზედაპირიდან ჩამოცვივდა მეტალის მოყვითალო ფერის ფირფიტები, შესაბამისად ჰოლის ჩრდილოეთ კარიდან 2,6 მ-ში, ხოლო აღმოსავლეთ კედლიდან 1,7 მ-ში, რომელიც დაინომრა N3-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD686294 პაკეტში; ხოლო ჩრდილოეთ კარიდან 2,36 მ-ში, ხოლო აღმოსავლეთ კედლიდან 2 მ-ში ჩამოვარდნილი მეტალის ფირფიტა დაინომრა N4-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD686293 პაკეტში; ჩრდილოეთ კედელზე არსებული კარის დასავლეთით არსებულ უძრავ ფრთას ჰოლის იატაკიდან 0,13 მ, ხოლო ფრთის ჩარჩოს დასავლეთ კიდიდან 0,21 მ-ის დაშორებით აღენიშნებოდა გამჭოლი დაზიანება; მითითებული კარს შიდა ზედაპირიდან იგივე მანძილზე აღენიშნებოდა გამჭოლი დაზიანება; მითითებული კარის გავლით შესასვლელი იყო სასტუმრო ოთახში, რომლის დასავლეთ კედლიდან 0,13 მ-ში, ხოლო ცენტრალური შესასვლელი კარიდან 0,25 მ-ში იატაკზე ეგდო მოყვითალო ფერის ტყვიის გულის მაგვარი დეტალი, რომელიც დაინომრა N 5-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD686292 პაკეტში; ჰოლის დასავლეთ კედელზე მიდგმული იყო წიგნების თაროები, ხოლო აღმოსავლეთ კედელზე მიდგმული იყო დივანი და კრესლოები; ჰოლის დასავლეთ კედელზე განთავსებული კარიდან შესასვლელი იყო საძინებელ ოთახში, რომლის ზომები იყო 3,63 X 5,8 მ-ზე; კარიდან ხელმარჯვნივ დასავლეთის კედელზე განლაგებული იყო ე.წ. ტრილ--ჟი, რომლის წინაც დასავლეთ კედლიდან 0,5 მ, ხოლო სამხრეთ კედლიდან 1,71 მ-ის დაშორებით იატაკზე ეგდო ტყვიის გულის მაგვარი მოყვითალო ფერის დეტალი, რომელიც დაინომრა N6-ით, რაც ამოღებულ და დალუქული იქნა N FCD686291 პაკეტში; ოთახის სამხრეთ კედელში, დასავლეთ კედლიდან 0,67 მ-ის დაშორებით, აღმოსავლეთ კედლის კუთხემდე იყო შუშაბანდი, რომლის შუა ნაწილში განთავსებული იყო ერთფრთიანი კარი, რომლის ორივე მხარეს განთავსებული იყო ორფრთიანი ფანჯრები; ფანჯრების ყველა ფრთა დაყოფილი იყო 10 უჯრედიან ერთეულებად, კარებიდან დასავლეთის მიმართულებით არსებულ ფანჯრის აღმოსავლეთ ფრთის ზემოდან მეორე კარების მხარეს მდებარე უჯრედში, აღმოსავლეთ კიდეში, უჯრედის ქვემოთ კიდიდან 12 სმ-ის დაშორებით იყო მცირე ზომის გამჭოლი ხვრელი, ხოლო ირგვლივ მინა იყო დაბზარული; იმავე ფრთაზე დასავლეთ ნაწილში, ქვემოდან მეორე და მესამე უჯრედში, მინა იყო დახვრეტილი და ჩარჩოებში შერჩენილი იყო მინის დეტალები. ფანჯრის ზომები იყო 1,51X 0,48 მ-ზე, ხოლო თითოული უჯრედის ზომები იყო 0,235X0,14 მ-ზე, იატაკიდან ფანჯარა განთავსებული იყო 0,95 მ-ზე, ხოლო საძინებელი ოთახის კარის სიმაღლე იყო 2,4 X0,79 მ-ზე; დაზიანებული ფანჯარა გაღებული იყო გარეთ და ეფარებოდა მითითებულ კარებს; ფანჯრის ქვედა კიდიდან 0,34 მ-ზე, ხოლო აღმოსავლეთ კიდიდან 0,42 მ-ის დაშორებით, ფანჯრის შიდა მხარეს ჰქონდა მცირე ზომის გამჭოლი დაზიანება; კარის 0,78 მ-ის სიმაღლეზე იწყებოდა მინის უჯრედები 0,26X0,265 მ-ზე, სულ იყო 10 უჯრედი. კარის ქვემოდან მეორე - აღმოსავლეთ მხარეს მდებარე და ქვემოდან დასავლეთ მხარეს მესამე უჯრედში მინა იყო ჩამსხვრეული და ჩარჩოებში ჩარჩენილი იყო მინის ფრაგმენტები; კარის გარე ზედაპირზე ქვემოდან 1,14 მ, ხოლო აღმოსავლეთ კიდიდან 0,07 მ-ის დაშორებით აღინიშნებოდა გამჭოლი დაზიანება, იგივე დაზიანება იყო შიდა მხარეს; კარის გარეთა ზედაპირზე მესამე და მეოთხე უჯრედებს შორის არსებულ აღმოსავლეთ კიდიდან 0,51 მ-ის დაშორებით აღინიშნებოდა გამჭოლი მცირე ზომის დაზიანება, ქვემოდან მესამე უჯრის ზედა კანტზე, აღმოსავლეთ კიდიდან 0,1 მ-ის დაშორებით აღინიშნებოდა რკალისებური დაზიანება; კარის ზედა კიდიდან 0,44 მ-ის, ხოლო დასავლეთ კიდიდან 0,05 მ-ის დაშორებით აღინიშნებოდა გამჭოლი დაზიანება; ზემოაღნიშნულ ფანჯარაზე და კარებზე არსებული დაზიანებები მდებარეობდა ერთმანეთის გასწვრივ; კარებიდან აღმოსავლეთით არსებული ფანჯრის დასავლეთ ფრთაზე, ფანჯრის ქვემოთ კიდიდან 0,55 მ-ის, ხოლო დასავლეთ კიდიდან 0,04 მ-ის დაშორებით გარე ზედაპირზე აღინიშნებოდა გამჭოლი დაზიანებები. კარის გავლით გასასვლელი იყო აივანზე, რომლის სიგანე იყო 2,96 X 1,85 მ-ზე; შუა ნაწილში აივანს ორივე მხარეს ჰქონდა აგურის კედლები, ხოლო წინა მხარეს ჰქონდა მოაჯირი; კარის ორივე მხარეს, როგორც აივანზე, ასევე ოთახში, მიმობნეული იყო მინის ნამსხვრევები, რაც დაინომრა N7-ით და რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCI 367368 პაკეტში; ფანჯარაზე ოთახის მხრიდან ჩამოკიდებული იყო 2 ცალი გამჭირვალე და 2 ცალი გაუმჭირვალი ფარდა, რომლებზეც არსებული დაზიანებები, კარებზე და ფანჯრებზე არსებული დაზიანებების გასწვრივ იყო განლაგებული; აივანზე გასასვლელი კარის ჩარჩოდან 1,5 მ-ით ჩრდილოეთით, ხოლო აღმოსავლეთ კედლიდან 1,2 მ-ის მოშორებით იატაკზე ეგდო ხის ფრაგმენტი, რომელიც დაინომრა N8-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCI 367367 პაკეტში; ოთახის აღმოსავლეთ კედელზე განლაგებული იყო მიმდევრობით ხის კომოდი, ხის ტუმბო, ტახტი, ტუმბო, ხოლო ჩრდილო კედელზე მიდგმული იყო ხის კარადა, ზომები 2,05X 2,43 X 0,58 მ-ზე, მანძილი აღმოსავლეთ კედლიდან კარადამდე იყო 0,2 მ. ოთახის სამხრეთ კედლიდან 1,25 მ, ხოლო აღმოსავლეთ კედლიდან 0,4 მ-ის მოშორებით ტუმბოს ფეხთან იატაკზე ეგდო მოყვითალო ფერის ტყვიის გულის მაგვარი დეტალი, რომელიც დაინომრა N9-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD 686290 პაკეტში; აღმოსავლეთ კედლიდან 0,79 მ-ში, ხოლო სამხრეთ კედლიდან 1,8 მ-ში იატაკზე ეგდო მოყვითალო ფერის ტყვიის გულის მაგვარი ლითონის დეტალი, რომელიც დაინომრა N10-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD 686288 პაკეტში; ჩრდილო კედლიდან 1,51 მ-ში, ხოლო დასავლეთ კედლიდან 1,38 მ-ში იატაკზე ეგდო ტყვიის გულის მაგვარი, მოყვითალო ფერის ლითონის დეტალი, რომელიც დაინომრა N11-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD 686289 პაკეტში; ოთახის სამხრეთ კედლიდან, ფანჯრის ჩარჩოდან 1,98 მ-ში, იატაკიდან 1,34-მ-ში აღმოსავლეთ კედელზე აღინიშნებოდა ნაჭდევი; ხოლო ჩრდილო კედლიდან 0,78 მ-ში, იატაკიდან 1,6 მ-ში აღმოსავლეთ კედელზე ასევე აღინიშნებოდა ნაჭდევი; ოთახში საწოლსა და იატაკზე უწესრიგოდ იყო მიმობნეული ტანსაცმელი. ოთახის ჩრდილო კედელზე განთავსებული კარადის მარჯვენა და მარცხენა, ასევე ზედა და ქვედა ნაწილებს ჰქონდა ორფრთიანი კარები, კარადის მარჯვენა მხარეს არსებულ ქვედა აღმოსავლეთ მხარეს მდებარე აღმოსავლეთ ფრთა იყო გაღებულ მდგომარეობაში და იატაკიდან 1,08 მ-ში დასავლეთ კიდეში აღენიშნებოდა დაზიანება; კარის დასავლეთ კიდეში, შიდა მხარეს მიმაგრებული ჰქონდა ხის კარნიზი, რომელზეც შეინიშნებოდა ბზარი, ბზარის გაშლის შედეგად აღმოჩენილი იქნა ტყვიის გულის მაგვარი, მოყვითალო ფერის ლითონის ორი დეტალი, რომლებიც დაინომრა N12 - ით და რაც დაილუქა N FCD 686287 პაკეტში; კარადის მარჯვენა ქვედა განყოფილების ჭერში, ოთახის აღმოსავლეთ კედლიდან 0,6 მ-ში, ხოლო კარადის აღმოსავლეთ კედლიდან 0,385 მ-ში აღინიშნებოდა ნაჭდევი, აღნიშნული ნაჭდევის ქვემოთ პირველივე თაროზე არსებულ მუქი ფერის ტანსაცმელზე განთასებული იყო ტყვიის გულის მაგვარი მოყვითალო ფერის ლითონის დეტალი, რაც დაინომრა N13-ით და რაც ამოღებული და დალუქულ იქნა N FCD 686286 პაკეტში. თავის მხრივ, ტანსაცმელზე დაყრილი იყო ხის ბურბუშელა, შესაბამისი ტანსაცმელი და ბურბუშელა დაინომრა N14 -ით, რაც ამოღებული და დალუქულ იქნა N FCI 410158 პაკეტში; კარადის მარჯვენა ნაწილის ზედა აღმოსავლეთ ფრთაზე, კარადის ჭერიდან 0,07 მ-ის, ხოლო ოთახის აღმოსავლეთ კედლიდან 0,5 მ-ის მოშორებით აღინიშნებოდა გამჭოლი დაზიანება; კარადის დასავლეთ ფრთაზე, კარადის ჭერიდან 0,24 მ-ის, ხოლო ოთახის აღმოსავლეთ კედლიდან 0,91 მ-ის დაშორებიოთ იყო ნაჭდევი; იმავე ფრთაზე კარადის ჭერიდან 0,36 მ, ხოლო ოთახის აღმოსავლეთ კედლიდან 1,16 მ-ის მოშორებით აღინიშნებოდა ნაჭდევი. მითითებული მხარის ზედა ნაწილის ჭერზე, კარადის აღმოსავლეთ კიდიდან 0,24 მ-ის დაშორებით აღინიშნებოდა ნაჭდევი, მითითებული მხარის ზედა მხარეს იყო ერთი თარო, რომელზეც ვერტიკალური მიმდევრობით შემოდებული იყო 3 ყუთი, ხოლო ჰორიზონტალურად 3 ყუთი. ჰორიზონტალურად შემოდებულ სამივე ყუთს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, ზემოდან პირველ ჰორიზონტალურად განლაგებულ ყუთს წინა მხარეს აღმოსავლეთ კიდიდან 0,27 მ, ხოლო ზედა მხრიდან 0,1 მ-ის მოშორებით აღენიშნებოდა ნაჭდევი; ყუთის ზომები იყო 0,585 მ, რომელიც მიბჯენილი იყო კარადის დასავლეთ კიდეზე, მისი სიმაღლე იყო 0,15 მ. ყუთი გაიხსნა და მასში აღმოჩნდა საწოლის გადასაფარებელის შესანახი ორუჯრიანი საცავი, რომლის ქვედა უჯრაში, გადასაფარებელში აღმოჩნდა ტყვიის გულის მაგვარი, მოყვითალო ფერის ლითონის დეტალი. ყუთი დაინომრა N15 -ით, რაც ამოღებული და დალუქულ იქნა 2 ცალად N FCI 457162 პაკეტში და N FCI 457163 პაკეტებში; აღნიშნული ყუთის ქვემოთ განთავსებული იყო 2 ყუთი. ზემოთ განთავსებულ ყუთს, ქვემოდან 0,07მ-ის, ხოლო დასავლეთ კიდიდან 0,07 მ-ის დაშორებით აღენიშნებოდა შემავალი დაზიანება. ორივე ყუთის საერთო სიმაღლე იყო 0,16 მ. შუაში განთავსებული ყუთის ძირზე, წინა მხრიდან 0,08 მ-ის, დასავლეთ კიდიდან 0,09 მ-ის მოშორებით აღინიშნებოდა შემავალი დაზიანება; ხოლო ქვემოთ არსებულ ყუთზე წინა მხრიდან 0,05 მ-ის, ხოლო დასავლეთ მხრიდან 0,08 მ-ის დაშორებით ზემოთა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება. შუაში განთავსებული ყუთის გახსნისას, მასში აღმოჩნდა ქალის ღამის ტანსაცმელი, რომელშიც იყო ტყვიის გულის მაგვარი, მოყვითალო ფერის ლითონის დეტალი, ყუთის სიგანე იყო 0,62 მ, მითითებული ყუთები დაინომრა N16 -ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა 2 პაკეტში N FCI 457164 და N FCI 457165 პაკეტებში; თაროზე ვერტიკალურად ჭერზე არსებულ ნაჭდევის ქვემოთ განთავსებული იყო მოლურჯო ფერის ყუთი, ზომებით, სიმაღლე 37 სმ, სიგანე 10 სმ. ყუთის ზედა ზედაპირზე მოწითალო ფერის წარწერებზე, აღმოსავლეთ კიდიდან 7 სმ-ის, წინა ზედაპირიდან 8 სმ-ის დაშორებით აღინიშნებოდა დაზიანება. ყუთის უკანა ზედაპირზე, ზედა კიდიდან 6,5 სმ-ის, აღმოსავლეთ კიდიდან 7 სმ-ის დაშორებით აღინიშნებოდა დაზიანება; გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა მომწვანო ფერის ხალათი, რომელსაც სხვადახხვა ადგილებში აღენიშნებოდა დაზიანებები; ასევე ყუთში მოთავსებული იყო მომწვანო ფერის აბანოს ატრიბუტიკა; ყუთი მასში მოთავსებული ნივთებით დაინომრა N17-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCI 457166 პაკეტში; ყუთის გასწვრივ კარადის უკანა კედელზე, აღმოსავლეთ კიდიდან 0,24 მ, კარადის ჭერიდან 0,25 მ-ზე აღინიშნებოდა ნაჭდევი; N15 პაკეტში დალუქული ყუთიდან ამოღებული ტყვიის გულის მაგვარი, მოყვითალო ფერის ლითონის დეტალი დაინომრა N18-ით, რაც ამოღებულ და დალუქულ იქნა N FCD686285 პაკეტში; N16 პაკეტში დალუქული ყუთიდან ამოღებული ტყვიის გულის მაგვარი, მოყვითალო ფერის მეტალის დეტალი დაინომრა N19-ით, რაც ამოღებული და დალუქულ იქნა N FCD 686284 პაკეტში. კარადის ზედა მარცხენა ნაწილში, კარადის ჭერიდან 16 სმ-ის და დასავლეთ კედლიდან 65 სმ-ის დაშორებით იყო მცირე ზომის გამჭოლი დაზიანება; ოთახის ჩრდილო კედელზე, ჭერიდან 13 სმ-ის დაშორებით და აღმოსავლეთ კედლიდან 168 სმ-ის დაშორებით იყო მცირე ზომის ნაჭდევი; იმავე კედელზე, ჭერიდან 21 სმ-ის დაშორებით და აღმოსავლეთ კედლიდან 140 სმ-ის დაშორებით იყო მცირე ზომის ნაჭდევი; აღნიშნული ნაჭდევი განთავსებული იყო კარადის მარცხენა ნაწილის უკანა მხარეს არსებული გამჭოლი დაზიანების გასწვრივ. იმავე კედელზე, აღმოსავლეთ კედლიდან 12 სმ-ის და ჭერიდან 123 სმ-ის დაშორებით იყო ნაჭდევი. ოთახის იატაკი მოპირკეთებული იყო ხის ფიცრებით; აღნიშნულ ფიცრებსა და ჩრდილო კედელს შორის ნაპრალში, აღმოსავლეთ კედლიდან 55სმ-ის დაშორებით მოთავსებული იყო მოყვითალო ფერის, ტყვიის გულის მაგვარი ლითონის დეტალი, რომელიც დაინომრა N20-ით და მოთავსდა N FCD686283 პაკეტში. საძინებელ ოთხაში ჭერის სიმაღლე იყო 3,1 მ, ოთახის შუა ნაწილში ჭერზე ჩამოკიდებული იყო ჭაღი, რომელსაც ჰქონდა 6 ნათურა. ჭაღი დასავლეთ კედლიდან დაშორებული იყო 192 სმ-ით, ხოლო ჩრდილოეთ კედლიდან დაშორებული იყო 296 სმ-ით; ჭაღის ნათურებიდან უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს არსებული ნათურის ჩასამაგრებელი იყო დაზიანებული და გატეხილი. საცხოვრებელი სახლის ჰოლის ჭერიდან ამოღებული ბიაზი დაინომრა N21-ით და მოთავსდა N FCI 457167 პაკეტში. საცხოვრებელი სახლის სასტუმრო ოთახის სიგრძე შეადგენდა 8,52 მ-ს, ხოლო სიგანე - 4,53 მ-ს. ოთახის შუა ნაწილში განთავსებული იყო ოვალური ფორმის მაგიდა, რომლის ირგვლივაც იდო სკამები; ოთახის ოთხივე კედლის გასწვრივ განლაგებული იყო სხვადასხვა ავეჯი, ოთახის ჩრდილო კედელში დასავლეთ კედლიდან 0,55 მ-ის დაშორებით იყო ორფრთიანი ფანჯარა, რომელიც დაყოფილი იყო უჯრედებად, თითოეული უჯრედის ზომა იყო 16 X25 სმ. აღმოსავლეთ ფრთის ზედა დასავლეთ მხარეს არსებულ სექციაში, ქვედა კიდიდან 18 სმ-ის დაშორებით, დასავლეთ კიდესთან იყო გამჭოლი ხვრელი, რომლის ირგვლივ მინა იყო დაბზარული. აღნიშნულით დათვალიერება დასრულდა. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილ-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულ-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - გ-------– ჩ------–---–ის, ასევე, ექსპერტების - გ------ი ჯ-------ას და კ------- ც---–---ის ჩვენებებით.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 06 მაისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დგინდება, რომ ნ-------- დ------------ის დაკავება მოხდა 2016 წლის 06 მაისს 03:30 საათზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის მიერ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. მასვე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში 2016 წლის 06 მაისის 03:45 საათიდან 03:55 საათამდე პერიოდში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მან თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა H--- მოდელის N------- პისტოლეტი, 1 მჭიდით და მჭიდში მოთავსებული 4 ვაზნით; ასევე ნ-------- დ------------ის სამსახურებრივი მოწმობა N--------- ამოღებული ნივთები მოთავსდა საქართველოს პროკურატურის წარწერიან პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა საქართველოს პროკურატურის N------- ლუქით. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დაადასტურებულ-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის ჩვენებით.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 06 მაისის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ გამომძიებლის რ----- გ---------ის მიერ შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება ჩატარდა 2016 წლის 06 მაისის 19:15 საათიდან 19:50 საათამდე პერიოდში, ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქ. N108-ში მდებარე მ------ ს---–--ის საცხოვრებელ სახლში, ექსპერტების - გ------ი ქ---------ის და დ----- დ--------ის, გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის და სახლის მესაკუთრის - მ------ ს---–--ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით. დამატებითი დათვალიერების შედეგად გაირკვა შემდეგი: ზემოთმითითებული საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით მდებარე აივანს, წინა მხარეს გაკეთებული ჰქონდა ბეტონის მოაჯირი, რომლის საერთო სიგრძე იყო 3,3 მეტრი. მითითებული ბეტონის მოაჯირის სიმაღლე იყო 0,95 მეტრი. მის აღმოსავლეთ სიმაღლეზე კედელთან 1,65 მ, ხოლო აივნის ბაქნიდან 0,68 მეტრის სიმაღლეზე იყო ნაჭდევი და აღინიშნებოდა ბეტონის მსხვრევის კვალი. აივნის ბაქნის სიმაღლიდან 1,95 მეტრის, ხოლო აღმოსავლეთ კედლიდან აივნის 1,09 მეტრის დაშორებით საძინებელ ოთახში შესასვლელი კარის ჩარჩოზე აღინიშნებოდა მომრგვალო ფორმის გამჭოლი დაზიანება, რომელიც შედიოდა საძინებელი ოთახის ჩარჩოს შიდა მხარეს და მანძილი აღმოსავლეთ კედლიდან, მითითებული ოთახის იატაკიდან დაზიანებამდე იყო 1 მეტრი და 84,5 სანტიმეტრი. საძინებელი ოთახის აღმოსავლეთ ფანჯრის ჩარჩოს აღმოსავლეთ კუთხეზე იატაკიდან 2,11 მ. სიმაღლეზე ფანჯრიდან ჩრდილოეთით 0,17 სმ-ზე აღინიშნებოდა ცილინდრული ფორმის ჩაბრტყელების კვალი; მითითებული ფანჯრის ჩარჩოს აღმოსავლეთ ქვედა კუთხეში ფანჯრის რაფაზე, რაფის ჩრდილოეთ კიდიდან 0,25 მეტრის მოშორებით მოთავსებული იყო მოყვითალო ფერის ტყვიის გულის მაგვარი ლითონის დეტალი, რომელიც დაინომრა N1-ით, შემდეგ ამოღებული და დალუქული იქნა NFCD685385 პაკეტში. ამით შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება დასრულდა. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილ-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულ-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - რ----- გ---------ის და გ-------– ჩ------–---–ის, ასევე, ექსპერტების გ------ი ქ---------ის და დ----- დ--------ის ჩვენებებით.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 07 მაისის დათვალიერების ოქმის და თანდართული დეტალური ამონაბეჭდის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 07 მაისს, გამომძიებელმა ა--- ქობულ--მ ა---------– ბ----------ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით დაათვალიერა მოწმის ა---------– ბ----------ის მიერ 2016 წლის 07 მაისს წარდგენილი დოკუმენტები - შპს „მაგთიკომიდან„; დათვალიერებას ექვემდებარებოდა შპს „მაგთიკომის“ დეტალური ამონაბეჭდი ნომრიდან 5-----------. ამონაბეჭდი განთავსებულ-- 2 ფურცელზე, რომელსაც თან ახლავს 2016 წლის 06 მაისს შპს „მაგთიკომში’’ ა---------– ბ----------ის მიერ გაკეთებული განაცხადი - ინფორმაციის გამოთხოვაზე და ამონაბეჭდში მითითებული ტერმინთა განმარტების ჩამონათვალი. ამონაბეჭდი შეიცავს სულ 9 გრაფას. პირველი გრაფა - „ქმედება“, მეორე გრაფა – „ A” ნომერი, მესამე გრაფა - „B ნომერი“, მეოთხე გრაფა „სახეობა“ , მეხუთე გრაფა თარიღი, მეექვსე გრაფა „რეგ. თარიღი“, მეშვიდე გრაფა „ერთეული“, მერვე გრაფა „ რაოდ. ანგარიში“, მეცხრე გრაფა „ბალანსი“. გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერები ნაპოვნი იქნა ამონაბეჭდში მეორე გვერდზე, სადაც 05.05.2016 18:48:29 საათზე ნომერზე 5----------- ფიქსირდება ზარი ნომრიდან 579-333-000. აღნიშნული ნომრის მარჯვენა მხარეზე პირველივე გრაფაში აღნიშნულ-- სიტყვა „M--”, რაც ტერმინთა განმარტების მიხედვით აღნიშნავს შემომავალ ზარს. გრაფაში „ერთეული“ მითითებულ-- ციფრი „43.“ დათვალიერების მონაწილე ა---------– ბ----------ის განმარტებით, ეს ზარი მის ნომერზე განახორციელა მისმა ცოლის ძმამ მ------ ს---–--ემ. ამავე გვერდზე გამოძიებისათვის საინტერესო მომდევნო ჩანაწერი ნაპოვნი იქნა 05.05.2016 18:58:36 საათზე, კერძოდ სატელეფონო ნომერზე 5----------- ფიქსირდება ზარი ნომრიდან 5-----------, აღნიშნული ნომრის მარჯვენა მხარეზე პირველივე გრაფაში აღნიშნულ-- სიტყვა „M--”, რაც ტერმინთა განმარტების მიხედვით აღნიშნავს შემომავალ ზარს. გრაფაში „ერთეული“ მითითებულ-- ციფრი „40“. დათვალიერების მონაწილე ა---------– ბ----------ის განმარტებით, ეს ზარი მის ნომერზე განახორციელა მისმა ცოლის ძმის მ------ ს---–--ის მეზობელმა - ნ----- კ-----–-–---–მა. გამოძიებისათვის საინტერესო მომდევნო ჩანაწერი ფიქსირდება 05.05.2016 19:01:13 საათზე, კერძოდ სატელეფონო ნომრიდან 5----------- ფიქსირდება ზარი სახელწოდებით „EMERGENCY”. აღნიშნული ნომრის მარჯვენა მხარეზე პირველივე გრაფაში აღნიშნულ-- სიტყვა „MOC”, რაც ამონაწერის მიხედვით აღნიშნავს - გამავალ ზარს. გრაფაში „ერთეული“ მითითებულ-- ციფრი „54“. გამოძიებისათვის საინტერესო მომდევნო ჩანაწერი აღნიშნულ-- 05.05.2016 19:05:15 საათზე, კერძოდ, სატელეფონო ნომერზე 5----------- ფიქსირდება ზარი ნომრიდან 5-----------. აღნიშნული ნომრის მარჯვენა მხარეზე პირველივე გრაფაში აღნიშნულ-- სიტყვა „M--”, გრაფაში „ერთეული“ მითითებულ-- ციფრი „31“. დათვალიერების მონაწილე ა---------– ბ----------ის განმარტებით, ამ ნომრით მას დაურეკა ნ-------- დ------------ემ. აღნიშნულის ზარის მომდევნო ჩანაწერი შეიცავს კვლავ გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ფიქსირდება 05.05.2016 19:10:49 საათზე, აღნიშნული ნომრის მარჯვენა მხარეზე პირველივე გრაფაში აღნიშნულ-- სიტყვა „MOC”, რაც ამონაწერის მიხედვით აღნიშნავს - გამავალ ზარს. გრაფაში „ერთეული“ მითითებულ-- ციფრი „ 26“. დათვალიერების მონაწილე ა---------– ბ----------ის განმარტებით, ეს ის ზარია, როცა მან დაურეკა მ------ ს---–--ეს, რომ მისულიყო მისივე სახლში და დასწრებოდა დათვალიერებას და ოქმის შედგენას, რასაც განახორციელებდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. აღნიშნულის შემდეგ ამონაბეჭდში გამოძიებისათვის საინტერესო რაიმე სხვა ინფორმაცია ვერ იქნა ნაპოვნი. ამით დათვალიერება დასრულდა. დოკუმენტები დაერთო დათვალიერების ოქმს. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილ-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მაისის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის მიერ შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება ჩატარდა 2016 წლის 11 მაისის 12:45 საათიდან 13:35 საათამდე პერიოდში, ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქ. N108-ში მდებარე მ------ ს---–--ის საცხოვრებელ სახლში, ექსპერტების - გ------ი ა-–------ის, გ------ი ჯ-------ას, ლ---- შ--–----–---–ის და ა-–---------- ა-----------ის, გამომძიებლის გ-------– ა------–---–ის და სახლის მესაკუთრის - მ------ ს---–--ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით. შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ექვემდებარებოდა მ------ ს---–--ის საცხოვერებელი სახლისა და ეზოს მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ ოქმის თანახმად მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა გამომძიებელი გ-------– ჩ------–---–ი გამომძიებელ გ-------– ა------–---–თან და ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან - ლ---- შ--–----–---–თან და ა-–---------- ა-----------ესთან ერთად, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლისას, ცენტრალური შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა უკიდურეს მხარეს შემჩნეული იქნა ორი ცალი მასრისმაგვარი ობიექტი, ხოლო სახლის ცენტრალური შესასვლელი კარის ჩარჩოს მარცხენა ნაწილში შემჩნეული იქნა შემავალი დაზიანება; აღნიშნული ობიექტების დაფიქსირების, ამოღების და შემდეგი კვლევის მიზნით გამოძახებული იქნა იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტები გ------ი ჯ-------ა და გ------ი ა-–------ე. მათი მისვლის შემდეგ დადგინდა შემდეგი: მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი ცენტრალური ჭიშკრის ორფრთიანი კარის უკიდურეს აღმოსავლეთ კიდიდან, კერძოდ ჭიშკრის საყრდენი ბოძიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 1,2 მ-ის, ხოლო აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ბეტონის კედლიდან 0,68 მ-ში, ეზოს ბეტონის საფარზე იდო მოყვითალო ფერის, ცილინდრისმაგვარი ლითონის დეტალი, ტყვიის მასრისმაგვარი ფორმის, რომელიც დაინომრა N1-ით, ამოღებული და დალუქული იქნა NFCD686281 პაკეტში; მითითებულ მასრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 0,65 მ-ში, ჭიშკრის აღმოსავლეთით უკიდურეს ბოძიდან 1 მ-ში, აღმოსავლეთით, ხოლო აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ბეტონის კედლიდან დასავლეთით 0,25მ-ში აღმოჩენილი იქნა ტყვიის მასრის მაგვარი მოყვითალო ფერის ცილინდრის მაგვარი ფორმის მეტალის ობიექტი, რომელიც დაინომრა N2-ით, ამოღებული და დალუქულ იქნა NFCD686282 პაკეტში; საცხოვრებელ სახლში შესასვლელი ცენტრალური კარის მარცხენა ხის ჩარჩოზე ბაქნიდან 1,67 მ-ში, ხოლო დასავლეთ აგურის კედლიდან 0,33 მ-ში აღმოჩენილი იქნა შემავალი დაზიანება ხვრელის სახით, რომლის გასწვრივ კარის შიდა, დასავლეთ ჩარჩოზე შეინიშნებოდა ბზარი 6 სმ სიგრძის, მოგრძო ფორმის, თუმცა მისი დათვალიერებისას გულა ან სხვა საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა, კერძოდ ექსპერტების მიერ დამუშავდა დაზიანება გულას ან სხვა საგნის აღმოჩენის მიზნით, თუმცა რაიმე საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა. ამით შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება დასრულდა. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილ-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულ-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - გ-------– ა------–---–ის და გ-------– ჩ------–---–ის, ასევე, ექსპერტების - ა-–---------- ა-----------ის, ლ---- შ--–----–---–ის, გ------ი ა-–------ის და გ------ი ჯ-------ას ჩვენებებით.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 07 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ------ კ------მ -სს N------------ საქმეზე გამოკვლეული 4.-ობიექტი N------ არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი ,,H---”. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტზე კონსტრუქციული გადაკეთების რაიმე კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა. - 04 (ოთხი) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ (9X19მმ.) კალიბრის 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ კალიბრის პისტოლეტების (მათ შორის წარმოდგენილი N------ პისტოლეტისათვის) და პისტოლეტ - ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
საქმეში წარმოდგენილი ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა, და მცენარეთა ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა თ-- გ----------ემ - ექსპერტიზაზე წარდგენილ: - სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCI367276, მოთავსებულ ანაწმენდებზე წარწერით ,,მარჯვენა ხელის ანაწმენდი“ დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება; - სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCI367277, მოთავსებულ ანაწმენდებზე წარწერით ,,მარცხენა ხელის ანაწმენდი“ დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ნ---- კ--–----ემ და ქ------- ქ--------–-–---–მა - გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,..მოყვითალო ფერის ტყვიის გულის მაგვარი მეტალი..“ მოთავსებული მოოქროსფრო მეტალის დეფორმირებულ ფრაგმენტსა (ობ. N9) და პაკეტში, წარწერით: ,,..მოყვითალო ფერის ტყვიის გულის მაგვარი მეტალი..“ მოთავსებული მოოქროსფრო მეტალის (ობ. N12) და მოყვითალო ფერის (ობ. N13) მეტალის დეფორმირებულ ორ ცალ ფრაგმენტზე აღმოჩნდა ბიომასალა. ობ. N13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს. ობ. N9, 12-ის გენეტიკური პროფილები შერეულ--, რომელთა ერთი წილი და ობ. N13-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ექსპერტიზაზე წარდგენილ დანარჩენ თორმეტ პაკეტში მოთავსებულ ათ ცალ მეტალის ფრაგმენტსა და ორ ცალ მეტალის ფირფიტაზე (ობ N1-8,10,11,14,15) გენეტიკური კვლევისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ნ---- კ--–----ემ და ვ---- ო------ამ - გენეტიკური კვლევით, პაკეტებში, წარწერებით: ,,1. 08805016801 11.05.2016 მოყვითალო ფერის ცილინდრის ფორმის ტყვიის მასრისმაგვარი ობიექტი...“ და 2. 08805016801 11.05.2016 მოყვითალო ფერის ცილინდრის ფორმის ტყვიის მასრისმაგვარი ობიექტი...“ მოთვსებულ მასრებზე (ობ.N1,2) გენეტიკური კვლევისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ლ---- შ--–----–---–მა და ა-–---------- ა-----------ემ - ქალაქ ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N45-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოს ღობეზე, გარედან გზის მხარეს, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ, ლოკალიზებულ მიდამოში არსებული დაზიანება, არ ხასიათდება ცეცხლნასროლობით, იგი არ უნდა იყოს წარმოქმნილი - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით და სავარაუდოდ, რაიმე გარეშე ზემოქმედების შედეგად უნდა იყოს განვითარებული.
საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ლ---- შ--–----–---–მა და ა-–---------- ა-----------ემ - ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ მუყაოს ოთხ ცალ ყუთზე და მათ შიგთავსთან ზოგიერთზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ, ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა.
საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ლ---- შ--–----–---–მა და ა-–---------- ა-----------ემ - 1. გამოსაკვლევი(,,სეებ’’-ის კოდირებული ,,0223154’’,0223155’’ და შს.სამინისტროს მთლ--ნობადარღვეულ FCD686282, FCD686282, პარკებში თითო ცალად მოთავსებული) 2 ცალი მასრა(მარკირებით ქუდებზე CBC13) წარმოადგენს - სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალი, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, ლუგერის (პარაბელუმის ე.წ. P.08’’) ვაზნების შემადგენელ კომპონენტებს - მასრებს, რომლებიც გასროლილ-- გამოსაკვლევად წარდგენილი ,,H---”მოდელის N------ პისტოლეტში; 4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 13 ცალი ტყვიის გულის მაგვარი დეტალები ან 2 ცალი მოყვითალო ფერის ფირფიტა და შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი მოყვითალო ფერის ტყვიის მასრის მაგვარი დეტალები, გასროლამდე შეადგენდა თუ არა რომელიმე ერთი ვაზნის ნაწილებს, განსაზღვრა შეუძლებელ-- ტყვიებზე და მასრებზე, ურთიერთჩამაგრების ადგილას, რაიმე მაინდივიდუალირებელ კვალთა აუსახაობის გამო, თუმცა ასეთი გამორიცხული არ არის; 2. დასკვნით კვლევით ნაწილში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით -მსროლელი, სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის ეზოში უნდა ყოფილიყო განთავსებული.
საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის, თანდართული ფოტოცხრილის და სქემატური ნახაზების თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ლ---- შ--–----–---–მა და ა-–---------- ა-----------ემ - 1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მარლის ტამპონების მიხედვით, ,,H---”მოდელის N------ პისტოლეტის ბოლო გაწმენდის შემდგომ გასროლა(გასროლები) ნაწარმოები არ უნდა ყოფილიყო; 2,3,4, გამოსაკვლევი 13 ცალი ლითონის საგანი წარმოადგენს - სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალი, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, ლუგერის (პარაბელუმის ე.წ. P.08’’) ვაზნების შემადგენელ კომპონენტებს - ტყვიებს, რომელთაგან 7 მათგანი დეფორმირებულ--, რაც სავარაუდოდ ტყვიების რაიმე მყარი ზედაპირის მქონე საგანთან კონტაქტირების შედეგად უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ტყვიებიდან 3 მათგანი უვარგისია საინდეტიფიკაციო კვლევისათვის. დარჩენილი ტყვიები კი გასროლილ-- გამოსაკვლევი ,,H---”მოდელის N------ პისტოლეტიდან; - გამოსაკვლევი მოყვითალო ფერის ლითონის, თხელი ფურცლოვანი - ორი ცალი ფრაგმენტი წარმოადგენს - სავარაუდოდ 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ. კალიბრის, ლუგერის (პარაბელუმის ე.წ. P.08’’) ვაზნის, გასროლილი ტყვიის ჭურვის გარსის, დაზიანებულ და სახეშეცვლილ ნაგლეჯებს, რაც უნდა განვითარებულიყო ძლიერ მექანიკური ზემოქმედების შედეგად, რაიმე მყარ საგანთან კონტაქტირების შედეგად. ისინი საიდენტიფიკაციო კვლევისათვის უვარგისია. 5,6,7,9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული, ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქ.N 108-ში მდებარე სახლის კარებზე, ფანჯრებზე, კედლებზე და ასევე სახლში განთავსებულ ავეჯზე და ფარდებზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობით ხასიათდებიან და განვითარებულ-- - არაახლო მანძილიდან, გარედან შიგნით(როგორც გზის სავალ ნაწილიდან, ასევე ეზოს მიდამოდან) სროლით, მსროლელის გარკვეული გადაადგილებისას. სროლა სახლის მიმართ ხორციელდებოდა როგორც პირდაპირ(00), ასევე, ოდნავ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით(50-150), ხოლო საძინებელი ოთახის მიმართ, გარკვეულად მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით. 10,11. გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს - უცხოური(ხორვატია) წარმოების სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 9 მმ. კალიბრის ,,H---”მოდელის N------ პისტოლეტს. მისგან სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლა არ ხორციელდება. - პისტოლეტიდან სროლის კონსტრუქციული მექანიზმი, მითითებულ-- დასკვნის კვლევით ნაწილში.
საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ლ---- შ--–----–---–მა და ა-–---------- ა-----------ემ - 1. ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჰოლიდან ამოღებული მინის ნატეხები და სხვადასხვა ფორმის ფიგურები (პაკეტი N2), უნდა წარმოადგენდნენ ჰოლის ჭერზე ჩამოკიდებული, სავარაუდოდ მყარი საგნით (შესაძლო გასროლილი ტყვიით) დაზიანებული, ჭაღის მაკომპლექტებელ დეტალებს (ნამსხვრევებს). 2. ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებლიდან და აივნიდან ამოღებული მინის ნატეხები (პაკეტი N7) უნდა წარმოადგენდეს საძინებელი ოთახის და აივნის ფანჯრების და კარის მინების (მექანიკური, შესაძლო ტყვიით) დაზიანებულ მაკომპლექტებელ დეტალებს. 3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებლიდან ამოღებული ხის ფრაგმენტი უნდა წარმოადგენდეს საძინებელი ოთახის (შესაძლო ტყვიით დაზიანებულ) აივნის კარის ან ფანჯრების მაკომპლექტებელ დეტალს. 4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელში განთავსებული კარადის თაროდან ამოღებულ ტანსაცმელზე (პულოვერზე), ცეცხლნასროლობისათვის დამახასიათებელი რაიმე დაზიანება, გამოვლენილი არ ყოფილა. 5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელში განთავსებული კარადის თაროდან ამოღებულ ტანსაცმელზე (პულოვერზე), ხის მასალის ნაფხვენის ქაოსური დაშრავება-განფენილობა, უნდა განვითარებულიყო მექანიკურად (შესაძლო ტყვიის ზემოქმედების შედეგად) დაზიანებული კარადის მასალით. 6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჰოლის ჭერზე გაკრულ ე.წ. ,,ბიაზის“ ფრაგმენტზე არსებული, ჭრისათვის დამახასიათებელი კიდეების მქონე დაზიანებანი განვითარებული უნდა ყოფილიყო, რაიმე ფრაგმენტირებული საგნების (შესაძლო ფრაგმენტირებული ტყვიის გარსის, ან ჭაღის დამსხვრეული მინის ნამსხვრევების) ზემოქმედების შედეგად.
საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - რ---- მ-------–--ემ და ი----- ბ-----ემ - ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ქუთაისში ვ-–- - ფ–----–-----------ში მდებარე მ------ ს---–--ის საცხოვრებელ სახლში განთავსებული დაზიანებული კარადის აღდგენითი ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 55 ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ქუთაისში ვ-–- - ფ–----–-----------ში მდებარე მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებული კარ-ფანჯრის, კარ-ფანჯრის მინების, საძინებლის კედლების და ბეტონის მოაჯირის აღდგენითი ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 158,82 ლარს (იხ.დანართი N1); ექსპერტიზაზე წარდგენილი დაზიანებული ფარდების მსგავსი ექსპლუატაციაში ნამყოფი, მაგრამ დაუზიანებელ მდგომარეობაში მყოფი ფარდების საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 195 ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი ჭაღის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ვერ მოხერხდა კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების გამო; ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ქუთაისში ვ-–- - ფ–----–-----------ში მდებარე მ------ ს---–--ის საცხოვრებელ სახლში განთავსებული დაზიანებული კარადის აღდგენითი ღირებულება, ამავე სახლის დაზიანებული კარ-ფანჯრის, კარ-ფანჯრის მინების, საძინებლის კედლების და ბეტონის მოაჯირის აღდგენითი ღირებულება და ექსპერტიზაზე წარდგენილი დაზიანებული ფარდების მსგავსი ექსპლუატაციაში ნამყოფი, მაგრამ დაუზიანებელ მდგომარეობაში მყოფი ფარდების საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საერთო ჯამში შეადგენს 408,82 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის, თანდართული ფოტომასალის და ცხრილის თანახმად, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - რ---- მ-------–--ემ - ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთების მთლ--ნი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 425 ლარს, ხოლო თითოეულის ცალცალკე იხილეთ თანდართულ ცხრილში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეს თან ერთვის შეტყობინებები N--------------------; 2016 წლის 06 მაისის ხელის ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმი, რომლის თანახმად 2016 წლის 06 მაისს გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის მიერ, ექსპერტების - გ------ი ჯ-------ას და კ------- ც---–---ის მონაწილეობით, ნ-------- დ------------ისაგან, ამ უკანასკნელის თანხმობით, განხორციელდა მარჯვენა და მარცხენა ხელის სხვადასხვა ადგილიდან ანაწმენდების აღება და ამავე ოქმის თანახმად, ნ-------- დ------------ის განმარტებით, მან გასროლების წარმოების შემდეგ ხელები დაიბანა საპნით დაახლოებით 23:55 საათზე; ამონაწერი საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებიდან N------- და ცნობა-ნამსახურობა; 10.05.2016წ. მომართვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოდან, 2016 წლის 05 მაისს, 19:04 საათზე ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–----------ში გამოძახების ადგილზე მყოფი საპატრულო ეკიპაჟების შესახებ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; 12.05.2016წ. მომართვა საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან დანართით - იარაღის აღრიცხვის ბარათი და გასავლის ზედდებული N---, რომელთა თანახმად ,,H---”მოდელის N------ პისტოლეტი განპირობებული იყო ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ- გამომძიებელზე - ნ-------- დ------------ეზე და ეს უკანასკნელი სარგებლობდა კორპორაციული ნომრით - 5--------; საჯარო სამსახურის ბიუროს ბაზის დათვალიერების 13.05.2016 წ. ოქმი; 19.05.20156წ. მომართვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოდან დანართით - სამხრე ვიდეოკამერებისა და საპატრულო ავტომანქანების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით; დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალების განსაიდუმლოების შესახებ; 20.05.2016წ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ; 2016 წლის 08 ივლისის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურიდან გადმოგზავნილი DVD და CD-R დისკებზე ჩაწერილი 2016 წლის 05 მაისს, 2016 წლის 06 მაისს და 2016 წლის 11 მაისს, ქ.ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს N108-ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და დამატებით დათვალიერებისას ექსპერტების მიერ გადაღებული სურათები; 2016 წლის 11 ივლისის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად გამომძიებელ გ-------– ა------–---–ის მიერ, გამომძიებლის გ-------– ჩ------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-------- დ------------ის N 0------ სამსახურებრივი მოწმობა.
აგრეთვე, ზემოაღნიშნული დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულ-- და სრულ შესაბამისობაშია მხარეთა მიერ არასადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ნივთიერ მტკიცებულებებთან, კერძოდ: მხარეებმა სადავოდ არ გახადეს შემდეგი ნივთიერი მტკიცებულებები: 2016 წლის 05 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა DVD დისკზე; 2016 წლის 06 მაისს შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე; 2016 წლის 11 მაისს შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე; ასევე სამხრე კამერების ჩანაწერები 01 კონვერტი მასში მოთავსებული 05 დისკით; ნ-------- დ------------ის ხელის ანაწმენდები; ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე დართული ჭაღის მაკომპლექტებელი დეტალები, მინის ნატეხები, ტანსაცმელი, ხის ფრაგმენტები, ხის ბურბუშელა და ბიაზის ფრაგმენტები; ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე დართული ტყვიის გულისმაგვარი დეტალები, ფირფიტები, იარაღის ლულიდან აღებული ანაწმენდი და H-- მოდელის იარაღი მჭიდით, ექსპერიმენტალური მასრებისა და ტყვიების 4-4 ნიმუში; მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული ორი ცალი მასრა; მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ფარდები 03 პაკეტად; მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის საძინებელის კარადიდან ამოღებული 4 ყუთი მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების ნივთებით, რომლებიც შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმეების ჩვენებებთან და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე - გ------ი ქ----–----ე, რომლის ჩვენების თანახმად, 2016 წლის მარტის თვიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციაში, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წამყვან სპეციალისტად. ნ-------- დ------------ეს პირადად არ იცნობს. მის უფლება-მოვალეობაში შედიოდა შესულ კორესპოდენციებზე პასუხის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე სხვადასხვა სამართლებრივი აქტების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ასევე ბრძანებების, გადაწყვეტილებების მომზადება და წარმომადგენლობა სასამართლოში. მასთან შევიდა ადვოკატის განცხადება მასზე თანდართლი ბრალდებულის მინდობილობით და შესაბამისად მოხდა ინფორმაციის მოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ლექტორის ბრძანების საფუძველზე, რაც მოძიებული იქნა ბრალდებულის პირადი საქმიდან, მის მიერ გაცემული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია იმის შესახებ ჰქონდა თუ არა ნ-------- დ------------ეს გავლილი საცეცხლე მომზადება და მის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ,,ნ-------- დ------------ეს შსს აკადემიის სასწავლო ცენტრის უფროსის 2002 წლის 11 მარტის N-- ბრძანების საფუძველზე ერთხელ აქვს გავლილი საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო ცენტრში’’, სხვა ჩანაწერი პირად საქმეში რომ ყოფილიყო - დამატებით სხვა გადამზადების კურსის შესახებ, მიუთითებდა აღნიშნულს; ასევე მითითებული არ იყო მომზადების შედეგი.
ნ-------- დ------------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, რადგან მისივე განმარტებით, მას მ------ ს---–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და განმარტა შემდეგი: ის ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩა N 47 - ში. დაოჯახებული იყო ხ------- შ--–--------ესთან და ჰყავს ორი შვილი გ------ი და მ------ დ------------ეები. ამჟამად არის განქორწინებული. ის მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 15-16 წელ--, რაც მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა პოზიციაზე. ის წელიწადში ერთხელ მაინც გადიოდა საცეცხლე მომზადებას, როგორც წყალტუბოში არსებულ ტირში, ისე პოლიციის აკადემიაშიც ორჯერ მოუწია სხვადასხვა საკითხების გავლასთან ერთად, საცეცხლე მომზადების გავლა და ხდებოდა სროლის შედეგების შეჯამება. ასევე მისი საცეცხლე მომზადება ხდებოდა ბუნებრივად, მისი საქმიანობიდან გამომდინარეც. რაც შეეხება ს---–--ეების ოჯახს, მათთან ყოველთვის ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, თითქმის ნათესაური ურთიერთობაც კი. როდესაც მისი მეუღლე გახდა ხ------- შ--–--------ე, წლების შემდეგ ის დამეგობრდა მ------ ს---–--ის დასთან - ხ----- ს---–--ესთან და ხშირად გადადიოდა მათთან. ამ დროს მათთან ოჯახში წლების განმავლობაში ცხოვრობდა ხ------- შ--–--------ის ნათესავი და როდესაც ხ------- შ--–--------ე გადმოდიოდა სახლში მ------ ს---–--ის ოჯახიდან, გადაჰქონდა ამბები და ს---–--ეების ოჯახის საკითხები განხილვადი თემა გახდა მის ოჯახში, რაზედაც რამდენიმეჯერ შენიშვნა მისცა მან ხ------- შ--–--------ეს, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავ გრძელდებოდა ანალოგიური. შემდეგ ხ------- შ--–--------ემ ხშირად დაიწყო მათთან გადასვლა და სახლში მ------ ს---–--ეზე კომპლიმენტების ლაპარაკი, რაც გრძელდებოდა ყოველ მათთან გადასვლაზე. მისივე განმარტებით, მათი განშორების მიზეზი მარტო მ------ ს---–--ე არ იყო, თუმცა ის ფიქრობდა რომ მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი ნაწილობრივ მ------ ს---–--ეც იყო. 2016 წლის 04 მაისს, ის იყო მორიგე, იმყოფებოდა ოპერ----ულ ჯგუფში და 5 მაისს, დილის 10 საათი იქნებოდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და წამოვიდა სახლში. როდესაც ის თავისი ავტომანქანით მოვიდა სახლში და გაჩერდა ჭიშკართან, დაინახა, რომ მ------ ს---–--ე გადავიდა ეზოდან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს მიესალმნენ ჩვეულებრივად, რის შემდეგაც მან გააღო ჭიშკარი და შევიდა სახლში. მან სახლში ისაუზმა, მოწესრიგდა, ავტოფარეხი დაალაგა და სხვა საქმეები გააკეთა, რის შემდეგაც დაახლოებით საღამოს 4-5 საათზე, გადმოვიდა ქუჩაში და ჭიშკართან, სადაც მანქანა ეყენა, დაიწყო მანქანის შიგნიდან ამოსუფთავება, გარედან არა, რადგან ცოტათი წვიმდა. მანქანის ამოსუფთავების დროს, მან დაინახა, რომ მ------ ს---–--ე ჩავიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თუმცა დაახლოებით 15-20 წუთში მან დაინახა, რომ ის ისევ გამოვიდა ეზოდან და გააგრძელა გზა. მან კი გააგრძელა მანქანის დასუფთავება და შემდეგ მანქანის ელექტროობასთან დაკავშირებით საკითხების მოგვარება, როდესაც გაახსენდა მისი მეუღლის სიტყვები, რომ ,,მათი განქორწინებამდე მისვლის მიზეზი იყო ის, რომ ის აღარ უყვარდა, ვინაიდან მ------სთან გადასვლაზე ეჭვიანობდა და ეს გახდა მიზეზი იმისა, რა ნაბიჯიც გადადგა’’. ბრალდებულის განმარტებით, ვინაიდან მისი ოჯახი მისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის და ვინაიდან ოჯახი დაენგრა, ძალ--ნ ცუდ მდგომარეობაში იყო, თან ეს ყველაფერი გაახსენდა, იფიქრა რომ მ------ ს---–--ე იყო მიზეზი მისი ოჯახის დანგრევის, რის გამოც ის მ------ ს---–--ის წასვლიდან დაახლოებით ორმოც წუთში - ერთ საათში, შევიდა მ------ ს---–--ის ეზოში; მან იცოდა, რომ მ------ სახლში არ იყო, მაგრამ რამდენჯერმე მაინც დაუძახა და შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა სახლის მიმართულებით მხოლოდ ეზოდან, მისი საშტატო hs9 მოდელის იარაღიდან, მაგრამ არ ახსოვს რამდენი გასროლა განახორციელა.
მისივე გამარტებით, მ------ ს---–--ე მარტო ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და მისი მიზანი იყო, რომ მ------ შეეშინებია მისი ოჯახის დანგრევისთვის, რის გამოც გასროლები აწარმოა მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, ხოლო შემდეგ გაიგო, რომ დაზიანებული იყო მ------ს საძინებელი ოთახიც და შესასვლელი კარებიც. აღნიშნულის შემდეგ, ის დაახლოებით 2-3 წუთში გადმოვიდა მ------ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან და წავიდა მის მეზობლად, მისგან მესამე ოჯახში მცხოვრებ გ------ი დ-----ის სახლისაკენ და ჩავიდა მის ეზოში, სადაც დაჯდა სკამზე. იქ ასევე მივიდნენ მეზობლები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი ერთმანეთში, რა დროსაც მან გაიგონა, რომ პატრული იყო მისული ადგილზე, რადგან ა---------– ბ----------ეს ჰქონდა დანარეკი. ვინაიდან მას ეწერა ა---------– ბ----------ის ნომერი, რადგან მათ ერთმანეთში ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ, მათ შორის ტელეფონითაც, მან მისი პირადი სამსახურებრივი ნომრით დაურეკა ამ უკანასკნელს და უთხრა -,, თუ რატომ ერეოდა მასსა და მ------ს საქმეში’’, ის თან აგინებდა მასსაც და მ------საც, ასევე დაემუქრა, მაგრამ დეტალებს ვერ იხსენებს თუ რა სიტყვები უთხრა; ახსოვს, რომ დაემუქრა მას სატელეფონო საუბრისას მისი და მ------ ს---–--ის, ასევე მთელი ოჯახის სიცოცხლის მოსპობით, ,,მას მ------მ დაუნგრია ოჯახი და მოკლავდა, მთელ ოჯახს ამოწყვიტავდა და ბალიშზე არ დაადებინებდა თავს’’. აღნიშნულის შემდეგ, მას დაურეკა პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილემ მ-------- ნ-----–---მ და ჰკითხა სახლში იმყოფებოდა თუ არა, რაზედაც მან განუმარტა, რომ სახლში არ იყო და სად იმყოფებოდა მისთვის არ უთქვამს. აღნიშნულიდან მალევე დაურეკა მას მისმა უფროსმა თ-------------------ემ, რომელსაც მან უთხრა მიახლოებით თუ სად იმყოფებოდა და ამ უკანასკნელმაც განუმარტა, რომ მივიდოდა მის სანახავად. რამდენიმე ხანში მან გაიგონა ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის ავტომანქანის ხმა, რის გამოც გამოვიდა ეზოდან და როდესაც მანქანაში ჯდებოდა, რომელიც იდგა გ------ი დ-----ის სახლის მხარეს, რამდენიმე მეტრში, ცხვირით აღმოსავლეთისაკენ, მან გაიხედა და დაინახა პოლიციელები, ასევე დაინახა, რომ მ------ ს---–--ემ ხელი მისკენ გაიშვირა და შეგინების ხმაც გაიგონა, მანაც ანალოგიურად შეაგინა და მათ შორის დაიწყო გინება ერთმანეთის მისამართით. ამ დროს ის გაემართა ჩქარი ნაბიჯით მ------ ს---–--ის მიმართულებით და ისიც წავიდა მისკენ; ამ გადაადგილების დროს გრძელდებოდა გინება ერთმანეთის მიმართულებით, თან მ------ ს---–--ემ დაუძახა --,,მესროლეო’’ და გინებაც მიაყოლა, რის გამოც მან შეშინების მიზნით, ისე რომ მისი მოკვლა კი არა, დაზიანებაც არ უფიქრია, განახორციელა გასროლები არა მ------ს მიმართულებით, არამედ ჰაერში და დარწმუნებული იყო, ის ტყვია არავის არ დააზიანებდა. მან გააკეთა რამდენიმე გასროლა იმ მიზნით რომ მ------ შეეშინებინა, მაგრამ მ------ მაინც განაგრძობდა ყვირილს, რომ მისთვის ესროლა და თან აგინებდა. მათ შორის მანძილი შემცირდა და იქნებოდა 2-3 მეტრი, ისინი იმყოფებოდნენ მ------ს სახლისკენ, თან მან იცოდა, რომ იარაღში ტყვიები კიდევ იყო, რადგან თუ პისტოლეტში ტყვიები აღარ არის, ბოლო გასროლის შემდეგ იარაღის ე.წ,,ზატვორი’’ გადმოიწევა უკან, ლულა კი დარჩება წინ, რასაც იმ მომენტში ადგილი არ ჰქონია და იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. მათ შორის ისევ მიდოდა გინება ერთმანეთის მისამართით, შემდეგ მან გაიგონა ხმა - ,,ნ--------ი არ ესროლოო’’ და ეს ყველაფერი მათ შორის გრძელდებოდა ერთი წუთი ან უფრო ნაკლები და მას მისი დაზიანება ან მოკვლა რომ სდომებოდა, არ გაუჭირდებოდა, რადგან 2-3 მეტრი მანძილი მისთვის არაფერს წარმოადგენდა. ამ დროს მან გაიგონა მ-------- ნ-----–--ის ხმა - ,,დაუშვი იარაღიო’’ და ისიც შემობრუნდა მისი მიმართულებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მან გადასცა იარაღი ამ უკანასკნელს - გაუწია ხელი და მანაც გამოართვა იარაღი, თან მათ განუცხადა, რომ ,,იარაღში ტყვიები იყო და არ გაუვარდეთ’’. შემდეგ გ------ი კ-------ემ ხელი მოკიდა მას და ხდებოდა მისი მანქანაში ჩაჯდომა, როდესაც მასსა და მ------ს შორის კვლავ ხდებოდა ერთმანეთზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, დაემუქრა თუ არა ამ დროს მ------ ს---–--ეს და ა---------– ბ----------ეს, არ ახსოვს. მან იმ დღეს ა---------– ბ----------ე ნახა თუ არა, არ ახსენდება. ის ამ დროს ძალ--ნ აღელვებული იყო. შემდეგ ის წაიყვანეს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც მას მისი საშტატო იარაღი ისევ დაუბრუნა მ-------- ნ-----–---მ. მას არ ახსოვს, რამდენი დრო გაატარა პოლიციის განყოფილებაში, ის დაკავებული არ ყოფილა, ჩვეულებრივად შეეძლო გადაადგილება, არც არავის უთქვამს მისთვის პოლიციაში იყავი ან რამეო; ის იჯდა პოლიციის განყოფილების ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყვნენ თანამშრომლებიც, მაგრამ ვერ იხსენებს კონკრეტულად ვინ იყო; მან მისი იარაღი ამოიღო, დაშალა და ცხვირსახოცით გაწმინდა, რადგან მას ჩვევა აქვს, რომ უნდა გაეწმინდა სანადირო თოფი იქნებოდა თუ რა; მან ასევე დაიბანა რამდენჯერმე ხელები იქ ყოფნის დროს; მას არ უფიქრია დაეფარა დანაშაული ან რამე. შემდეგ მასთან მივიდნენ პროკურატურის თანამშრომლები, რომლის სახელებს და გვარებს ვერ იხსენებს; მათ განუმარტეს, რომ დაკავებული იყო; მას არ ახსოვს ეს პროკურატურაში მოხდა თუ პოლიციის მე-5 განყოფილებაში და არ ახსოვს ასევე სად გადასცა მან იარაღი, მაგრამ მისგან ამოიღეს იარაღი რამდენიმე ვაზნით და მისი სამსახურებრივი მოწობა; აღნიშნულის შემდეგ კი მოხდა მასთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის ხელის ანაწმენდების აღება და ა.შ.; ჩვენების მიცემაზე კი უარი განაცხადა; ბოლოს კი გადაიყვანეს ბაღდათის დრ. მოთავსების იზოლატორში. ბრალდებულის განმარტებით, როდესაც ის დ-------ბის სახლის ეზოდან გადმოვიდა და დააპირა თ-------------------ის ავტომანქანაში ჩაჯდომა, მას ვინაიდან ეცვა ადიდასის ფირმის სპორტულები, იარაღი მძიმეა და ვ----ნაირად ვერ ჩაიდებდა შარვალში, იარაღი მას ხელში ეკავა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში, რადგან ჩვევა აქვს რომ იარაღი ყოველთვის საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონოდა საქმიანობიდან გამომდინარე; მას თან ამ დროს იარაღში ჰქონდა რამდენიმე ტყვია, რადგან გ------ი დ-----ის ეზოში ყოფნის დროს იარაღზე მოხსნა მჭიდი და რამდენიმე ვაზნა დაამატა მჭიდს, რაც ჯიბეში ჰქონდა; მ------ს სახლი და მისი სახლი ერთმანეთს უყურებს და მათი სახლებიდან დ-----ის სახლი დაახლოებით 25-30 მეტრში იქნება, ზუსტად არ იცის და როდესაც ისიც და მ------ ს---–--ეც ერთმანეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მათ შორის დაახლოებით 10 მეტრი იქნებოდა, როდესაც მან განახორციელა ჰაერში რამდენიმე გასროლა; ხოლო შემდეგ როგორც მან შენიშნა, თ-------------------ის ავტომანქანა იდგა მის უკან, ისე რომ გზას ჩაკეტავდა, მარჯვნიდან მარცხნივ, მის წინ ის და მ------ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ; გარდა გინებისა, მას მ------ს მიმართ არაფერი არ უთქვამს. მისივე განმარტებით, მას პირადად არ გამოუცდია, მაგრამ იცის რომ მის იარაღს დამაზიანებელი ეფექტი 500 მეტრზე ან უფრო მეტზე აქვს და მინა წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ვერცერთ იარაღს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ-- ნ-------- დ------------ის დახასიათება; ნ.დ------------ის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; დაცვის მხარის მიმართვა იმერეთის სამხარეო სამმართველოს N 188 და პასუხი იმერეთის სამხარეო სამმართველოდან N------- (27.05.2016წ.); დაცვის მხარის მიმართვა იმერეთის სამხარეო სამმართველოს N192 და პასუხი იმერეთის სამხარეო სამმართველოდან N------- (04.07.2016წ.); ოქმი ადგილმდებარეობის (ტერიტორიის) დათვალიერების შესახებ - 05.07.2016წ. თანდართულ ფოტოცხრილთან ერთად; დაზარალებულ მ------ ს---–--ის განცხადება.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილ-- ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS V.TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერლობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელ-- არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლოს შეფასებით დამაჯერებლობასაა მოკლებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის პოზიცია ნ. დ------------ის (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში) უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის. განზრახ მკვლელობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობას, აუცილებელ-- ბრალდებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგობის და ბრალეულობის დადგენა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილ-- მოქმედებით ან უმოქმედობით და ამავე დროს უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელ--, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით; ასევე, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ადგილი ექნება აღნიშნული დანაშაულის მცდელობას.
სასამართლოში გამოკვლეულ საკმარის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და განსახილველი შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ ჯაჭვში შეფასება საფუძველ-- იმისა, რომ სასამართლოს დაედგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის აუცილებელ-- დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავის და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.
თავად მსჯავრდებულ ნ. დ------------ე თავისი ჩვენებით ადასტურებს და არ უარყოფს დანაშაულის მოტივს - ეჭვიანობას, დროს, ადგილს, დანაშაულის იარაღს, რომ მან თავისი სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა, როგორც სახლის მიმართულებით, ასევე მოგვიანებით, როცა მ------ ს---–--ე დაინახა გაისროლა ჰაერში. ნ. დ------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მის განზრახვასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მსჯავრდებულს მ------ ს---–--ის მოკვლა არ სურდა და მხოლოდ მისი შეშინება უნდოდა.
სასამართლო ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დასტურდება, რომ ნ. დ------------ემ თავისი სამსახურებრივი საშტატო H-- მოდელის, №------- ცეცხლსასროლი იარაღით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა მ. ს---–--ის საძინებლის, ხოლო 5-ჯერ შესასვლელის მიმართულებით. დაზარალებულების მ. ს---–--ის და ა. ბ----------ის ჩვენებებით დადგენილ--, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2016 წლის 5 მაისს საღამოს, კერძოდ, მ.ს---–--ემ განაცხადა, რომ 5 საათისათვის დაბრუნდა სახლში. სახლში შესვლის დროს დაინახა, რომ ნ. დ------------ე იდგა აივანზე. ასევე განმარტა, რომ მათი სახლები ერთმანეთის პირისპირ დგას, ძალ--ნ მცირე მანძილ-- მათ შორის და ადამიანი დაინახავს ყველაფერს, ნ. დ------------ე მისკენ იყურებოდა და მათ შეხედეს ერთმანეთს. მ. ს---–--ემ დაახლოებით 15-20 წუთში დატოვა სახლი. ამ მომენტში მას ნ-------- დ------------ე არ დაუნახავს, არც მის ეზოში და არც ქუჩაში არავინ იდგა. ასევე არ იდგა ნ--------ის მანქანა. აღნიშნული დაადასტურა დაზარალებულ ა. ბ----------ემ, მან თქვა, რომ მ------ ს---–--ემ უამბო. ა. ბ----------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მისი ფოტოილუსტრაციით ირკვევა, რომ სახლის წინა მხარეს მდებარეობს ორი საძინებელი, მათგან ერთ-ერთს იყენებს მ------ ს---–--ე და სწორედ მ------ ს---–--ის საძინებლისა და შესასვლელის მიმართულებით გაისროლა ნ. დ------------ემ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (თვით ნ. დ------------ის ჩვენებით) დადგენილ--, რომ ნ. დ------------ე დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, როგორც მსჯავრდებულმა განაცხადა ჩვენების დროს, მანამდე მჭიდში ჩადო ვაზნები და იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და სამჯერ დამიზნებით ესროლა მის საცხოვრებელ სახლთან მდგარ მ------ ს---–--ეს. თუმცა მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ სამჯერ გაისროლა ჰაერში მ------ ს---–--ის შეშინების მიზნით, რასაც პალატა არ ეთანხმება. საქმეზე დაკითხულმა დაზარალებულებმა მიუთითეს, რომ ნ-------- დ------------ე იარაღს უმიზნებდა მ------ ს---–--ეს და დამიზნებით ესროლა სამივეჯერ. კერძოდ, მ. ს---–--ემ განაცხადა, რომ მან იგრძნო, როგორ ჩაუარა ორმა ტყვიამ გვერდით, დამიზნებას ადასტურებს ასევე მოწმის სახით დაკითხული თ. დ-–-ი, რომელმაც განაცახადა, რომ მართალ-- გასროლის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა იმწამსვე მიიხედა და დაინახა იარაღშემართული ნ. დ------------ე, რომელიც უმიზნებდა მ. ს---–--ეს. დაზარალებულების და ადგილზე მყოფი პოლიციელების ჩვენებებით დასტურდება, რომ გასროლების მომენტშიც და შემდეგაც ნ. დ------------ე იყო ძალ--ნ აღელვებული, ინალძღებოდა და სოცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მ------ ს---–--ეს. დაზარალებულ მ. ს---–--ის ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ნ. დ------------ე წავიდა მისკენ სირბილით, თან დაუძახა - ,,შენ კიდე ცოცხალი ხარო, მოდი აქო’’, ამოიღო იარაღი, გადატენა და ისროლა მისი მიმართულებით.
პოლიციელების პ. გოგატაშვილის, გ. ნ------ის, მ. ნ-----–--ის და გ. კ-------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი ნ. დ------------ის დანახვისთანავე გადმოვიდნენ მანქანიდან, რამოდენიმე წამი დასჭირდათ ნ. დ------------ესთან მისასვლელად და შებოჭეს. მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ. დ------------ეს მ. ს---–--ესთან მიახლოების დროს გასროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მისი ქმედება აღკვეთეს პოლიციის თანამშრომლებმა.
ამდენად, განხილული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად არ არსებობს არანაირი საფუძველი ვარაუდისა, რომ ნ. დ------------ემ სამივეჯერ ჰაერში გაისროლა მ. ს---–--ის შეშინების მიზნით. ამასთან, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მსჯავრდებულის მის მიერ გამოყენებულ საშუალება ცეცხლსასროლი იარაღი და დანაშაულის ჩადენის დროს ნ. დ------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები, საერთოდ მოვლენათა განვითარების დინამიკა სასამართლოს არწმუნებს, რომ ნ. დ------------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანუ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
რაც შეეხება ნ-------- დ------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების მსჯავრდებულის მიერ ჩადენა სააპელაციო პალატას საქმეში წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებით დადასტურებულად მიაჩნია, აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში დაცვის მხარეს გასაჩივრებული განაჩენი სადაოდ არ გაუხდია.
მსჯავრდებულ ნ-------- დ------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კი პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლითა და სსკ-ის 19,108-ე მუხლით სასჯელები დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატას სამართლ--ნად მიაჩნია, რის გამოც რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ნ-------- დ------------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ნ----- კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ნ-------- დ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------ი დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-------- დ------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ-------- დ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით - 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01(ერთი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - 07 (შვიდი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-------- დ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ-------- დ------------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2016 წლის 06 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული - ნ-------- დ------------ის ხელის ანაწმენდები; ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე დართული მინის ნატეხები, ხის ფრაგმენტები, ხის ბურბუშელა და ბიაზის ფრაგმენტები; ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე დართული ტყვიის გულისმაგვარი დეტალები, ფირფიტები, იარაღის ლულიდან აღებული ანაწმენდი, ექსპერიმენტალური მასრებისა და ტყვიების 4-4 ნიმუში; ასევე, მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული ორი ცალი მასრა; ასევე, ხ------- შ--–--------ის მიერ წარმოდგენილი 11 ცალი 9 მმ კალიბრის მასრა - განადგურდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული H-- მოდელის იარაღი მჭიდით - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს კანონით დადგენილი წესით შემდგომი განკარგვის მიზნით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - 2016 წლის 05 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა DVD დისკზე; 2016 წლის 06 მაისს შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე; 2016 წლის 11 მაისს შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე; ასევე სამხრე კამერების ჩანაწერები 01 კონვერტი მასში მოთავსებული 05 დისკით; 2015 წლის 26 დეკემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე - დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ფარდები 03 პაკეტად; მ------ ს---–--ის საცხოვრებელი სახლის საძინებელის კარადიდან ამოღებული 4 ყუთი მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების ნივთებით; ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე დართული ჭაღის მაკომპლექტებელი დეტალები და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზარალებულ მ------ ს---–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე