განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
110100118002408384
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002408384

№1/ბ-362-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------- ჯ-------ის ძე დ------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლა, ვ-–----–----–ას ქ.№29 (ს-----------–----------–-----------–-)-ში

აღწერილობით ნაწილი:

ა------- დ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ე-–--ო ს-----ა 27 წელია ქორწინებაში იმყოფება ა------- დ------–---–თან. ისინი ერთად ცხოვრობენ ქალაქ თერჯოლაში, პანსიონატ ,,ს--------–-ს’’ საერთო საცხოვრებელში. თანაცხოვრების პერიოდში - 2017 წლის იანვრიდან, სექტემბრამდე, ა------- დ------–---–ი, ალკოჰოლური სიმთვრალისას, სისტემატიურად - თვეში დაახლოებით 4-5-ჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ე-–--ო ს-----ას, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით, რის შედეგადაც ე-–--ო ს-----ა განიცდიდა ტანჯვას.

ე-–--ო ს-----ა 27 წელია ქორწინებაში იმყოფება ა------- დ------–---–თან. ისინი ერთად ცხოვრობენ ქალაქ თერჯოლაში, პანსიონატ ,,ს--------–-ს’’ საერთო საცხოვრებელში. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ა------- დ------–---–ი მოკვლით - საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადაგდებით დაემუქრა მეუღლეს - ე-–--ო ს-----ას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით ა------- დ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ა------- დ------–---–ს დამატებითი სასჯე-–-- სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა------- დ------–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯე-–-- სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა------- დ------–---–ისათვის დანიშნული სასჯე-–-- გამკაცრება.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------- დ------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ - ე-–--ო ს-----ას გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - გ--------------------–---–---------------------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის და 2016 წლის 6 თებერვლის შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ა------- დ------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ა------- დ------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი ა------- დ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ა------- დ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ა------- დ------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა------- დ------–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი, და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

ა------- დ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე