განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210017002027225
საქმე №2ბ/1312-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ს--- ა--------–-ბის ე--------ლი ბ-------
წარმომადგენელი - ე-------ინე ა---–--ცი
მოწინააღმდეგე მხარეები - ე----- ყ--–---–--ლი, მ----ლა რ-----, მ-----– რ-----
წარმომადგენელი - ვ--–------ გე-–----ანი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გ---------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ე-----ი ყ--–---–--ლის და მ----ლა რ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გათავისუფლდა ყადაღისგან კ-----ის საა--------–-ბო ბ-------ს აღმასრულებლის 2017 წლის 11 ივლისის აქტით დაყადაღებული ქონება - ,,ჰაისენსის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი და ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენით მ-----– რ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4--- ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლომ 2008 წლის 3 დეკემბერს გასცა საა--------–-ბო ფურცელი განაჩენით დაკისრებული ჯარიმის იძულების წესით გადახდევინების მიზნით.
2.2. მოპასუხე მ-----– რ----- ამჟამად სხვა დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირია. მას სასამართლოს განაჩენით სასჯელის სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 6 იანვრიდან და განთავსებულია გ------------ პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 03.12.2008 წელს გაცემული საა--------–-ბო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საა--------–-ბო წარმოების ფარგლებში, კ-----ის საა--------–-ბო ბ-------ს აღმასრულებელი, 2017 წლის 11 ივლისს გ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ----–--ში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა ,,ჰაისენსის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა და ჟურნალების პატარა ხის მაგიდა.
2.4. გ---------ის რაიონის სოფელ ჩ----–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მოძრავი ნივთები, ცხოვრობენ მოსარჩელეები მ----ლა რ----- და ე----- ყ--–---–--ლი, აგრეთვე ამ უკანასკნელის სამი შვილი და მეუღლე მ-----ა რ-----.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. კ-----ის საა--------–-ბო ბ-------ს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ,,ჰაისენსის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი და ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა წარმოადგენს მოსარჩელეების მ----ლა რ----ის და ე-----ი ყ--–---–--ლის საკუთრებას.
საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 22 ოქტომბერს სს ,,თ----ი ბ---სა“ და მ----ლა რ-----ს შორის დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელეზე გაიცა სარგებლიანი სესხი 596 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.20 მუხლის თანახმად სესხი გაიცა ტელევიზორი ,,სამსუნგ 43“-ის განვადებით შეძენის მიზნით. აგრეთვე, წარმოდგენილია იმავე მხარეებს შორის 2013 წლის 9 აგვისტოს დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე მ----ლა რ-----მ სესხად 794 ლარი მიიღო. აღნიშნული სესხით დაფინანსდა განვადება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ შეიძინა ტელევიზორი ,,ჰაისენსი“.
შესაბამისად, წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთებიდან ,,სამსუნგის“ და ჰაისენსის“ ფირმის ტელევიზორები შეძენილია მ----ლა რ----ის მიერ სს ,,თ----ი ბ---თან“ დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხებით.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ საცხოვრებელ სახლში, სადაც ნივთების აღწერა და დაყადაღება მოხდა, ცხოვრობენ მოსარჩელეები მ----ლა რ----- და ე----- ყ--–---–--ლი. აგრეთვე, ამ უკანასკნელის მეუღლე და სამი შვილი. თავად მოპასუხე მ-----– რ----- 2017 წლის 6 იანვრიდან პატიმრობაშია და შესაბამისად, საა--------–-ბო მოქმედების განხორციელების დროს სასჯელა--------–-ბის დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამდენად, მოსარჩელეები ყადაღის აქტში მითითებული ნივთების მფლობელ პირებს წარმოადგენენ. მოსარჩელეების, როგორც სადავო მოძრავი ნივთების მფლობელებიდან გამომდინარე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოვალე მ-----– რ----ის რეგისტრაცია კი არ ადასტურებს ყადაღადადებულ ქონებაზე მის საკუთრებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ-----ის საა--------–-ბო ბ-------ს აღმასრულებლის მიერ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და სადავო მოძრავი ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. „საა--------–-ბო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების მ----ლა რ----ისა და ე-----ი ყ--–---–--ლის საკუთრებას. ისინი არ არიან მოვალეები, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ ნივთებს მოეხსნას ყადაღა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საა--------–-ბო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ა--------–-ბა იწყება იმ პირების მიმართ, ვინც საა--------–-ბო ფურცელშია მითითებული. ყადაღას ექვემდებარება ყველა ნივთი გარდა დასახელებული კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ნივთებისა. ამდენად, აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებები მართლზომიერია და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების კუთვნილება, კერძოდ, არიან თუ არა ე----- ყ--–---–--ლი და მ-----ე რ----- დასახელებული ნივთების მესაკუთრეები.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მ--- ნ-–---–--ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.
ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს: საა--------–-ბო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32.1 და 32.2. მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას ა--------–-ბის საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება ა--------–-ბა, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ კ-----ის საა--------–-ბო ბ-------ს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ,,ჰაისენსის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი და ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა წარმოადგენს მოსარჩელეების მ----ლა რ----ისა და ე-----ი ყ--–---–--ლის საკუთრებას (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 პუნქტი).
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და „საა--------–-ბო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს--- ა--------–-ბის ე--------ლი ბ-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე აპელანტებმა განმარტეს, რომ ისინი უარს ამბობენ და არ ითხოვენ მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის აპელანტისათვის დაკისრებაზე და ამ ნაწილში ეთანხმებიან სააპელაციო საჩივარს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გ---------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს--- ა--------–-ბის ე--------ლ ბ-------ს მოსარჩელეების სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს--- ა--------–-ბის ე--------ლი ბ-------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს გ---------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი. სხვა ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია