განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/4324-17 23 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გ--–- ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტები (მოპასუხეები) – რ-----–------------, ნ----- ხ---------ი, გ--–- ბ--------–---–ი;
წარმომადგენელი - ე-------------–---–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-------------“ ;
წარმომადგენელი - ლ-------------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სს „კ------- ბ----“-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს რ-----– ხ---------ს, ნ----- ხ---------ს და გ--–- ბ------–---–ს სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 369.15 აშშ დოლარი; მოპასუხეებს ნ----- ხ---------ს და გ--–- ბ------–---–ს სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 22 437.95 აშშ დოლარი; კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების მდებარე: 1. გ----------, ს------–------------–ა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2700.00 კვ.მ, ს/კ 81.12.09.376; 2. გ----------, სოფელი მ-------–--, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1375.00 კვ.მ, მასზე არსებული შენონა-ნაგებობებთან ერთად, შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი N1; N2; N3; N4, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 383.88 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 90.00 კვ.მ, დამხმარე ფართი 231.78 კვ.მ, სხვა ფართი 62.10 კვ.მ, ს/კ 81.12.05.130 რეალიზაცია. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კრედიტორის მოთხოვნას სარეალიზაციოდ მიექცა ნ----- ხ---------ის და გ--–- ბ------–---–ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონება; სს „კ------- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე რ-----– ხ---------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 2 მარტს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (დღეის მდგომარეობით სს „კ------- ბ----) და რ-----– ხ---------- შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000-50 000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები სესხის ხაზით მომსახურებაზე (ს.ფ 21-24)
2.2. სესხის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გ--–- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ----------, ს------–------------–ა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2700.00 კვ.მ, ს/კ 81.12.09.376;
2.3. ამავე სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 2 მარტს იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ხ---------ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: გ----------, სოფელი მ-------–--, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1375.00 კვ.მ, მასზე არსებული შენონა-ნაგებობებთან ერთად, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1; N2; N3; N4, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 383.88 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 90.00 კვ.მ, დამხმარე ფართი 231.78 კვ.მ, სხვა ფართი 62.10 კვ.მ, ს/კ 81.12.05.130.
2.4. ხელშეკრულების 5.11. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის ან კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 2 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 25-30)
- 2016 წლის 28 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ 62)
- 2016 წლის 28 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ 64)
2.5. 2016 წლის 2 მარტს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (დღეის მდგომარეობით სს „კ------- ბ----) და რ-----– ხ---------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0.58% თვიური საპროცენტო სარგებლით.
2.6. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში.
2.7. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს ერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 32-33)
- შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე (ს.ფ 31)
2.8. 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც გ--–- ბ------–---–მა და ნ----- ხ---------მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ამავე ხელშკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 12527.12 და 12547,78 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება თავდებობის შესახებ, თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 35- 36)
- განცხადება თავდებობის შესახებ, თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 37- 38)
2.9. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 11369.15 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9090.85 აშშ დოლარი, სარგებელი - 1662.58 აშშ დოლარი, ჯარიმა - 215.72 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 400 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 45, ს.ფ 46)
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 47-50)
2.9. დადგენილია, რომ 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 2 მარტს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (დღეის მდგომარეობით სს „კ------- ბ----) და რ-----– ხ---------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0.58% თვიური საპროცენტო სარგებლით.
2.10. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებელ იყოს გამსესხებელი, რომელზეც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება.
2.11. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს ერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე (ს.ფ 39)
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 40-41)
2.12. 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გ--–- ბ------–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ამავე ხელშკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 24746.19 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება თავდებობის შესახებ, თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 43- 44)
2.13. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 22 437.95 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 18181.72 აშშ დოლარი, სარგებელი - 3325.30 აშშ დოლარი, ჯარიმა - 409.55 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 521.39 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 46)
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 49-50)
2.14. დადგენილია, რომ მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ სს „კ------- ბ----“-ს მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ 51-58)
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.15. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა- განმარტებით მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 9090.85 აშშ დოლარის და 18181.72 აშშ დოლარის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ერთ შემთხვევაში 1662.58 აშშ დოლარის და მეორე შემთხვევაში 3325.30 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ (3.1.6.) 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით გ--–- ბ------–---–მა და ნ----- ხ---------მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ამავე ხელშკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 12547.78 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
ამასთან, 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით გ--–- ბ------–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ამავე ხელშკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 24746.19 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.10.-3.1.15 ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 11369.15 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9090.85 აშშ დოლარი, სარგებელი - 1662.58 აშშ დოლარი, ჯარიმა - 215.72 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 400 აშშ დოლარი;
მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 22 437.95 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 18181.72 აშშ დოლარი, სარგებელი - 3325.30 აშშ დოლარი, ჯარიმა - 409.55 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 521.39 აშშ დოლარი; საქმეში არსებული მასალებიდან ასევე დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ არც აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის დაზღვევის თანხის - 400 აშშ დოლარის და 521.39 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.
2.18. საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად
შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ 3.15 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან
ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს ერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადასახდელად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო 215.72 აშშ დოლარის და 409.55 აშშ დოლარის ოდენობით.
2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გ--–- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ----------, ს------–------------–ა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2700.00 კვ.მ, ს/კ 81.12.09.376; ამავე სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 2 მარტს იპოთეკით ნ----- ხ---------ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: გ----------, სოფელი მ-------–--, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1375.00 კვ.მ, მასზე არსებული შენონა-ნაგებობებთან ერთად, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1; N2; N3; N4, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 383.88 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 90.00 კვ.მ, დამხმარე ფართი 231.78 კვ.მ, სხვა ფართი 62.10 კვ.მ, ს/კ 81.12.05.130. ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები. ხოლო თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცეს ნ----- ხ---------ის და გ--–- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერ სხვა ქონება. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც შეეხება რ-----–------------ს მიმართ სხვა ქონების სარეალიზაციო მიქცევას, სასამართლოს მიაჩნია, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ხელშეკრულება ასეთ დათქმას არ ითვალისწინებს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიიჩნია დადგენილად, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სარეალიზაციოდ სხვა ქონების მიქცევის თაობაზე, გარდა იპოთეკის საგნისა.
02.03.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტში არ არის მითითებული კონკრეტულად მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაზე, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სარეალიზაციოდ სხვა ქონების მიქცევა დასაშვებია თუ ამაზე მხარეები შეთანხმდნენ, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტში მითითებულია მხოლოდ იმაზე თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება მოთხოვნა დაკმაყოფილებულად და რა შემთხვევაში არა.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 02.03.2016წ. კ-------სა და რაულ ხ---------ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 22 437.95 აშშ დოლარს, ვინაიდან, მითთებული თანხმა შეადგენს 2019 წლის 10 მარტის მდგომარეობით. სესხის ხელშეკრულების და გრაფიკის მიხედვით სარგებლის ანუ პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა პერიოდულად მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, დაუშვებელია ვალდებულების წარმოშობის გარეშე პროცენტის დაკისრება. სასამართლოს შეეძლო დაეკისრებინა 2017 წლის 2 ივნისის ჩათვლით. გრაფიკის მიხედვით დავალიანების სახით ჯამში დაგროვილი პროცენტი 1817.02 აშშ დოლარის ოდენობით. აპელანტის მოსაზრებით ასევე არამართთებულია დაზღვევის სახით 400 აშშ დოლარის დაკისრება, ვინაიდან, თუ სასამართლო აკისრებს სრულ თანხას, მაშინ დაზღვევის თანხის დაკისრება უმართებულოა. ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სესხის არსებობის შემთხვევაში. თუ სასამართლომ შეწყვეტილად მიიჩნია ხელშეკრულება შესაბამისად არ უნდა დაეკისრებინა დაზღვევის თანხა.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 02.03.2016წ. კ-------სა და ნ----- ხ---------ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 11 369.15 აშშ დოლარს, ვინაიდან, მითთებული თანხა შეადგენს 2019 წლის 10 მარტის მდგომარეობით. სესხის ხელშეკრულების და გრაფიკის მიხედვით სარგებლის ანუ პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა პერიოდულად მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, დაუშვებელია ვალდებულების წარმოშობის გარეშე პროცენტის დაკისრება. სასამართლოს შეეძლო დაეკისრებინა 2017 წლის 2 ივნისის ჩათვლით. გრაფიკის მიხედვით დავალიანების სახით ჯამში დაგროვილი პროცენტი 908,48 აშშ დოლარის ოდენობით. აპელანტის მოსაზრებით ასევე არამართთებულია დაზღვევის სახით 521.39 აშშ დოლარის დაკისრება, ვინაიდან, თუ სასამართლო აკისრებს სრულ თანხას, მაშინ დაზღვევის თანხის დაკისრება უმართებულოა. ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სესხის არსებობის შემთხვევაში. თუ სასამართლომ შეწყვეტილად მიიჩნია ხელშეკრულება შესაბამისად არ უნდა დაეკისრებინა დაზღვევის თანხა.
3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ იმსჯელა იმაზე, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან მსესხებლები დღეის მდგომარეობით არ მუშაობენ და აქვთ მძიმე მატერიალური მდგომარეობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის, სადავო საკითხების თაობაზე მხარეთა მოსაზრებების გაცნობის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2016 წლის 2 მარტს, რ-----–------------ს და ნ----- ხ---------ის სახელზე სს „კ------- ბ---ში“ გაიხსნა სესხის ხაზი 50 000-50 000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით ხელშეკრულებები სესხის ხაზით მომსახურებაზე. რ-----–------------სთან და ნ----- ხ---------თან დადებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ--–- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: გ----------, ს------–------------–ა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2700.00 კვ.მ, ს/კ 81.12.09.376; იპოთეკით დაიტვირთა ასევე, ნ----- ხ---------ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: გ----------, სოფელი მ-------–--, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1375.00 კვ.მ, მასზე არსებული შენონა-ნაგებობებთან ერთად, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1; N2; N3; N4, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 383.88 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 90.00 კვ.მ, დამხმარე ფართი 231.78 კვ.მ, სხვა ფართი 62.10 კვ.მ, ს/კ 81.12.05.130 (ტ.1, ს.ფ 21-30);
4.2. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 2 მარტს სს „კ------- ბ---სა“ და რ-----– ხ---------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0.58% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს ერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა (იხ. ტ.1, 31-33)
2016 წლის 2 მარტს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების მიხედვით, გ--–- ბ------–---–მა და ნ----- ხ---------მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის - რ-----– ხ---------ის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ხელშეკრულების თანახმად, თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს - 12527.12 და 12547,78 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს (იხ. ტ.1, ს.ფ. 35-38)
4.3. სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 2 მარტს სს „კ------- ბ---სა“ და ნ----- ხ---------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0.58% თვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს ერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა (ტ.1, ს.ფ. 40-41)
2016 წლის 2 მარტის თავდებობის ხელშეკრულებით გ--–- ბ------–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის - ნ----- ხ---------ის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 24 746.19 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს (ტ.1, ს.ფ 43- 44);
4.4. დადგენილია და სადავოდ არ ხდება სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოპასუხეთა მხრიდან დარღვევის ფაქტი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, დავალიანების თანხის მოცულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, დავალიანების შესახებ ცნობითა და სესხის გადახდის გრაფიკით დასტურდება, რომ 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ-----– ხ---------ის - 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, დავალიანება შეადგენს 11 369.15 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხა 9090.85 აშშ დოლარი, სარგებელი 1662.58 აშშ დოლარი, ჯარიმა 215.72 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 400 აშშ დოლარი) ხოლო, ნ----- ხ---------ის - 22 437.95 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხა 18181.72 აშშ დოლარი, სარგებელი 3325.30 აშშ დოლარი, ჯარიმა 409.55 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა 521.39 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 45-50);
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დავალიანების შესახებ ცნობები და სესხის გადახდის გრაფიკები, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებების მოცულობა 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
4.5. სესხის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ, ხელშეკრულების 5.1, 5.2 და 5.3. პუნქტები შეიცავდა შემდეგ დათქმას: „გამსესხებლის“ და „მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ მცირე ბუკლეტი.
ამასთან, სესხის ხელშეკრულებებში 3.4. (იხ. ტ.1, ს.ფ. 32, სესხის ხელშეკრულება N20160302 RXIDI) და 3.2. პუნქტების თანახმად, (ტ.1, ს.ფ. 46, სესხის ხელშეკრულება N20160302 NXIDI) სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ მითითებული სახელშეკრულებო დათქმის პირობებში, აპელანტების პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა დაზღვევის თანხის დაკისრება დაუსაბუთებელია და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებს შეფასების გაკეთებას და მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად არ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, არ არის საკმარისი ამ გარემოების სრულად გაზიარებისათვის და აპელანტის მხოლოდ ამგვარი მსჯელობა აპრიორი ვერ იქნება გაზიარებული, თუკი პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეტენზია წინააღმდეგობაში მოვა საქმეში არსებულ კონკრეტულ გარემოებებზე დამყარებულ სასამართლოს შეფასებებთან პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.
პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობა.
4.7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ----- ხ---------ისა და გ--–- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ----- ხ---------თან და გ--–- ბ------–---–თან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 5.11. პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას (იხ. 2016 წლის 2 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებები ტ. 1, ს.ფ 25-30)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ვალდებულების შესრულება წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ამომწურავ საშუალებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია ნ----- ხ---------ისა და გ--–- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.
როგორც სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, დაუშვებელია იპოთეკის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულების მიქცევა მოვალეთა სხვა ქონებაზე, თუ ამგვარ დათქმას მხარეთა შეთანხმება პირდაპირ არ ითვალისწინებს. პალატის შეფასებით, აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ სამართლებრივ არგუმენტაციას: უზრუნველყოფის სანივთო უფლების (იპოთეკის) დადგენისას მხარეები იმთავითვე ითვალისწინებენ საგნის ღირებულებას, ამიტომ, როგორც წესი, იპოთეკის საგნის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. ამ შემთხვევაში წინდაწინ იქმნება იმის ვარაუდი, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ამ პირობებში ნათელია, თუ სად გადის მოვალის პასუხისმგებლობის ზღვარი. იგი ხელს უწყობს მოვალის ინიციატივას, აქტიურად გამოიყენოს იპოთეკა, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. ამასთან, უცვლელი რჩება იმ მესაკუთრის სამართლებრივი სტატუსი, ვინც არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნორმებს შემოაქვს სახელშეკრულებო თავისუფლების ელემენტები სანივთო სამართალში, აძლევს რა მხარეებს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე, კერძოდ იმაზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება.
პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განმარტება, იმის შესახებ, რომ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესიდან და იმისთვის რომ აღსრულება მიექცეს მოვალის ან თავდების სხვა ქონებაზე აუცილებელია მხარეთა სპეციალური შეთანხმება აღნიშნულის თაობაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში არ ეთანხმება აღსრულების მიქცევას მოვალის და თავდების სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სს „ბ-------------ს“ უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცევა ნ----- ხ---------ისა და გ--–- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ----- ხ---------ის და გ--–- ბ------–---–ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ (გადაწყვეტილების 1.4. პუნქტი), მაინც არ არსებობს სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი, ვინაიდან, კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ-----–------------ს, ნ----- ხ---------ის და გ--–- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3. სს „ბ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.4. პუნქტი (იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კრედიტორის მოთხოვნას სარეალიზაციოდ მიექცეს ნ----- ხ---------ის და გ--–- ბ------–---–ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონება);
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გ--–- ქირია