განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002803853
საქმე №3ბ/1212-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
აპელანტი (მოსარჩელე)- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ-- ი-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი/მ ,,მ------- ს-----ე“
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ი/მ ,,მ------- ს-----ეს“ მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მ------- ს-----ე თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2----–-–------------ დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია------------, იურიდიული მისამართი- საქართველო, ქ.თბილისი, გ-–-------------------–----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18)
2.2. საქმეში წარმოდგენილია 2----–-–-------------- ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ერთის მხრივ ,,სპს ,,გ-----------–---–ი’’(როგორც ,,გამქირავებელი’’) და მეორე სმხრივ ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’(როგორც ,,დამქირავებელი’’) შორის, ხელშეკრულების თანახმად ,,გამქირავებელი’’ აქირავებს ლ---------------------ში ფართს 13,5 კვ.მეტრის ოდენობთ ,,დამქირავებელზე’’ მიმდინარე წლის 0---------------------ვადით, ქირის თანხა განისაზღვრება 60 ლარით. იჯარის ხელშეკრულება გაგრძელებული იქნა ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდგომაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–-------------- ხელშეკრულება(ს.ფ. 104)
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2019წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 81-95)
2.3. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------–-- მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ------–---------, სართული 1, ფართი:187.71 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2---–-–------------–----- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------- მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ------–---------, სართული 1, ფართი: 187.71 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2----–-–-----------იდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ--------–------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(ს.ფ.14-15)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(ს.ფ.34-35)
2.4. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------ის აქტით დგინდება, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომდგენელმა ზ--------–---–-----მა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ლ------------ზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით(საკ.კოდი: N----------------) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მ------- ს-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–------------ის აქტი(ს.ფ. 16)
2.5. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2------–-–------------ის N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ.თბილისში, ლ----------------- მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 187.50 კვ.მეტრი უძრავი ქონებიდან პირველ სართულზე განთავსებული 12.45 კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–----------------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენდა 83 ლარს, 2------–-–-----------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენდა 88 ლარს, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით, მთლიან 12.45კვ.მეტრზე 113 ლარს, ხოლო 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 118 ლარს, 2-------–-–-----------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 125 ლარს, ხოლო 2----–-–----------იდან მთლიან 12.45 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 128ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–------------ის N--------- ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.19- 28)
2.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–--------------ის N------ წერილით, ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ლ------------ N---ში მდებარე უძრავი ქონება(საკ. კოდი: N-----------------------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ ეთხოვა, რომ უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–----------------იდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის N------ წერილით ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ლ------------ N---ში მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N-----------------------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც(შენობა N1-ის 12.45კვ.მეტრი ფართით) ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ ეთხოვა, რომ უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2---–-–---------------იდან 2----–-–-- დ-------ის ჩათვლით თვეში 83 ლარის, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით 88 ლარის, 2-----–-–----------იდან დ-------ის ჩათვლით 113 ლარის, 2---–-–-----------იდან დ-------ის ჩათვლით 118 ლარის, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით 125 ლარის, ხოლო 2----–-–---------იდან თვეში 128 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–--ის N------- წერილით, ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ განმეორებით ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ლ------------ N---ში მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N-----------------------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც(შენობა N1-ის 12.45კვ.მეტრი ფართით) ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ ეთხოვა, წინამდებარე წერილის/შეტყობინების მიღებიდან 20(ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2---–-–-------------------------------–-–-------------ის ჩათვლით თვეში 83 ლარის, 2---–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით 88 ლარის, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით 113 ლარის, 2-----–-–----------იდან დ-------ის ჩათვლით 118 ლარის, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით 125 ლარის, ხოლო 2----–-–---------იდან 2----–-–-----------ამდე თვეში 128 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
აღნიშნული წერილები მოპასუხე-ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–-----------ის წერილი N------(ს.ფ. 29)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ის N------ წერილი(ს.ფ. 30-31)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------–--ის წერილი N------- (ს.ფ. 32)
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 55-62; 2019წლის 27თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლომ მიუთითა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა მოპასუხეს-ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ესთვის’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 2-----–-–-----------------------------–-–------------ამდე პერიოდისათვის 7340 (შვიდიათას სამასორმოცი) ლარის გადახდას.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კი ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა- პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2---–-–------------–ის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქ------–---------, სართული 1, ფართი:187.71 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2---–-–-----------–იდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე, ხოლო2---–-–-----------ის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქ------–---------, სართული 1, ფართი: 187.71 კვ. მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2-----–-–------------სიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ--------–------ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2------–-–------------ის N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ. თბილისში, ლ--------------- N-- მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი
187.50კვ.მეტრი უძრავი ქონებიდან პირველ სართულზე განთავსებული 12.45 კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–----------------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით მთლიან 12.45კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენდა 83 ლარს, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენდა 88 ლარს, 2----–-–----------იდან დ-------ის ჩათვლით, მთლიან 12.45კვ.მეტრზე 113 ლარს, ხოლო 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 118 ლარს, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 125 ლარს, ხოლო 2---–-–---------იდან მთლიან 12.45კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 128 ლარს.
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი ვალდებულია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლით განსაზღვრულ არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობაზე. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმარტა, რომ კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სახეზე იყო გარემოება, როდესაც მოპასუხე მხარეს საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული სპს ,,გ------------–---–თან’’, იგი ხელშეკრულების პირობებს ასრულებდა ჯეროვნად და იხდიდა საიჯარო თანხას. ამასთან, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას.
სასამართლოს მიერ მითითებული იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მფლობელს, ხოლო დასახელებული მუხლის საფუძველზე იგი ვალდებული იყო დაებრუნებინა ნივთი უფლებამოსილი პირისთვის, თუმცა ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებდა თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნოდა მფლობელს.
სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები (2---–-–------------ის N------ წერილი, 2----–-–------------ის N------ წერილი, 2----–-–---------–--ის N------- წერილი), ამასთან დადგენილია, რომ აღნიშნული წერილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ მოიპოვება. ხოლო მოპასუხე მხარემ აღნიშნული წერილების ჩაბარების ფაქტი კატეგორიულად უარყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო გარემოება, როდესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (უფლებამოსილი პირი) თავისი უფლება გამოიყენა მხოლოდ 2019 წლის 15 იანვარს (სარჩელის სასამართლოში აღძვრის პერიოდი), რა დროსაც, ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ აღნიშნული ქონებით უკვე აღარ სარგებლობდა.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. გარად ამისა, მან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
აპელანტი განმარტავს, რომ კანონის თანახმად, იმისათვის, რომ მოხდეს პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობა, რის გამოც მას სასამართლოს მხრიდან კეთილსინდისიერ მფლობელობაზე მსჯელობა, გაუგებრად და დაუსაბუთებლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად კი განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა- პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
დადგენილია, რომ ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ასევე დადგენილია, რომ 2---–-–------------–ის მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქ------–---------, სართული 1, ფართი:187.71 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2----–-–------------–იდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე, ხოლო 2---–-–-----------ის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქ------–---------, სართული 1, ფართი: 187.71 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2-----–-–------------სიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ--------–------ის სახელზე.
პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2------–-–------------ის N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, ლ--------------- N-- მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 187.50კვ.მეტრი უძრავი ქონებიდან პირველ სართულზე განთავსებული 12.45 კვ. მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–----------------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით მთლიან 12.45კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენდა 83 ლარს, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენდა 88 ლარს, 2----–-–----------იდან დ-------ის ჩათვლით, მთლიან 12.45კვ.მეტრზე 113 ლარს, ხოლო 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 118 ლარს, 2----–-–---------იდან დ-------ის ჩათვლით მთლიან 12.45 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 125 ლარს, ხოლო 2---–-–---------იდან მთლიან 12.45კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 128 ლარს.
2.9. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი ვალდებულია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლით განსაზღვრულ არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობაზე. კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება
დადგენილია, რომ ი/მ მ------- ს-----ეს საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული სპს ,,გ------------–---–თან’’, იგი ხელშეკრულების პირობებს ასრულებდა ჯეროვნად და იხდიდა საიჯარო თანხას. ამასთან, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას.
ამასთან დადგენილი, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ეს’’ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები (2---–-–------------ის N------ წერილი, 2----–-–------------ის N------ წერილი, 2----–-–---------–--ის N------- წერილი), რომლების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (უფლებამოსილი პირი) თავისი უფლება გამოიყენა მხოლოდ 2019 წლის 15 იანვარს (სარჩელის სასამართლოში აღძვრის პერიოდი), რა დროსაც, ინდ/მეწარმე ,,მ------- ს-----ე’’ აღნიშნული ქონებით უკვე აღარ სარგებლობდა.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა