განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
090100118002369463
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 090100118002369463

№1/ბ-289-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ც---- ტ--------ის ძე ჩ--–--ის მიმართ (დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ამბროლაურის რაიონის, სოფელ უ----ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა, რომ ც---- ჩ--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ც---- ჩ--–--ემ, 2018 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 2300 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ უ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, გვარის უმიზეზოდ შეგინებისათვის შენიშვნის მიცემის გამო, განაწყენების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა დედა - დ--–- გ----აძე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მანვე, 2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 1000 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ უ----ში, წინა ღამით ჩადენილი ცემისათვის საყვედურის თქმის გამო, განაწყენების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა და წელის არეში თოხის ტარი დაარტყა დედას - დ--–- გ----აძეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბრალდებული ც---- ჩ--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ც---- ჩ--–--ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2(ორი) წელი.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–------იძის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ც---- ჩ--–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ც---- ჩ--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2018 წლის 9 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულ დ--–- გ----აძის ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხული ს--–--------------------–--------------- ჩვენებებით, 2018 წლის 11 თებერვლის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის №5--------- დასკვნით, 2018 წლის 10 თებერვლის არასრულწლოვანი მოწმე ლ---- ჩ--–--ის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 10 თებერვლის მოწმე ს--–---ე ფ------ის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 10 თებერვლის მოწმე მ--–---- ბ-------ის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 10 თებერვლის მოწმე ო----- ჩ--–--ის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 11 თებერვლის მოწმე შ---------–--ის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 9 თებერვლის და 10 თებერვლის დაზარალებულ დ--–- გ----აძის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 10 თებერვლისა და 11 თებერვლის ბრალდებულ ც---- ჩ--–--ის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 9 თებერვლის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით; 2018 წლის 9 თებერვლის ც---- ჩ--–--ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ც---- ჩ--–--ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ც---- ჩ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–------იძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–------იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ც---- ჩ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ც---- ჩ--–--ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ ც---- ჩ--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 თებერვლიდან 2018 წლის 21 თებერვლამდე.

 

ც---- ჩ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ ც---- ჩ--–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად შ----- ჯ-------ძის (პ/ნ 0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000(ხუთიათასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭ------–--ში (ნაკვეთი – 022, დაზუსტებული ფართობი 500.00 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N8-----------).

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე