განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
060100117002359346
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002359346

№1/ბ-186-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ე------ს მიმართ, დაბადებული: 3--------- წ. პირადი ნომერი: 1----------, უმაღლესი გა--თლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–----------- მიკრორაიონი კორპუსი №1, ბინა №9.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ი ე------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 02 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე, გ------ი ე------მ, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით გა--წყენების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნ----- გ-------ას მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა მარცხენა მკლავზე და წიხლი დაარტყა მარჯვენა ფეხზე, რამაც ამ უკა--სკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2017 წლის 09 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზუგდიდში, ს----–--ის ქუჩა №42ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან გ------ი ე------მ ქონებრივ დავასთან დაკავშირებით გა--წყენების ნიადაგზე, თავისი ოჯახის წევრის დედის მ----- ს--------ს მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ ფეხი ჩაარტყა მკლავში, რამაც ამ უკა--სკნელი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გა--ჩენით გ------ი ე------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდა--შაულოდ და გამართლდა.

გ------ი ე------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 09 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გა--ჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ გა--ჩენში ცვლილების შეტა--, გ------ი ე------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და საბოლოო სასჯელის და--შაულთა ერთობლიობით განსაზღვრა მოითხოვა, რადგან ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მათ მიერ სასამართლოში წარდგენილ და გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გ------ი ე------მ გა--ხორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილი იქნა მსჯავრებულ გ------ი ე------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-----–---–-ას მიერ, რომლითაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გა--ჩენის გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა, ვინაიდან თვლის, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------ი ე------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ნ----- გ-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ გ------ი ე------ არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთა--ც 2005 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ერთი შვილი - ა-- ე------. 2011 წლიდან, როდესაც გ. ე------მ გაიცნო ლ.ე------ე, მას მეუღლესთან დაეძაბა ურთიერთობა. გ------ი საბოლოოდ წავიდა სახლიდან და ამჟამად ის და ლ. ე------ე ერთად ცხოვრობენ. თვითონ კი ცხოვრობს გ------ის მშობლების სახლში, სადაც ამჟამად ასევე ცხოვრობენ გ. ე------ს დედა და და. გ------ის სურს ლ---- ე------ესთან ერთად იცხოვროს თავისი მშობლების სახლში, ამის გამო ხშირად ემუქრებოდა მას, რომ წასულიყო სახლიდან. 2016 წლის 2 ნოემბერს, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, სახლში მიდიოდა და დაახლოებით 20-30-მეტრში დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა გ------ის ავტომანქა--. მასში აღმოჩნდა მარტო გ------ი. მანქანიდანვე დაუწყო ხმამაღლა გინება. შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან და გაიქცა მისკენ. მას შეეშინდა და დაიწყო კივილი. გ------ი მივარდა მას და უქნევდა ხელებს და ფეხებს. იგი სახეს ქოლგით იფარავდა. გ------იმ ხელი დაარტყა მკლავში და ფეხი ბარძაყში. ამ დროს მას გამოესარჩლა მისთვის უცნობი შუა ხნის მამაკაცი, კივილის ხმაზე გამოვარდა მათი მეზობელი ნ---- ს------ე. ასევე მივიდა მათი ნაცნობი გ-- გ--–----ა, რომელიც ქუჩის დასაწყისში მუშაობს გაზის დამტუმბავად. ამის შემდეგ გ------ი ჩაჯდა მანქა--ში და წავიდა. შემთხვევისას მას ეცვა ჯინსის შარვალი და შავი ტყავის ქურთუკი. მან დარეკა პოლიციაში, ასევე დაურეკა მის დედამთილს (მ----- ს--------) და მულს (ნ--- ე------). მოვიდა პოლიცია და დაკითხეს.

მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი გ--–----ამ აჩვენა, რომ გ------ი ე------ს სახლიდან დაახლოებით 100-150 მეტრში, გამარჯვების (ყოფილი ს----–--ის) ქუჩის თავში უდგას მანქა-- და ტუმბავს გაზს. გ. ე------ს და ნ. გ-------ას იცნობს კარგად და აქვს მათთან კარგი ურთიერთობა. გ------ის იცნობს 10-15 წელია, ნ----- კი მისი მეზობელი იყო და იცნობს ბავშვობიდან. მათ შორის კონფლიქტზე იცის ჭორის დონეზე. 2016 წლის ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში, რაც ზუსტად არ ახსოვს, იგი იყო თავის სამუშო ადგილას, რა დროსაც მანქანით ჩამოიარა გ.ე------მ და მიესალმნენ ერთმანეთს. რამოდენიმე ხანში ქვეითად გაიარა ნ. გ-------ამ, რომელიც სახლისკენ მიდიოდა. მას, დაახლოებით 100 მეტრიდან შემოესმა ჩოჩქოლი. ქუჩა იყო გადათხრილი და იყო ტალახი, მან იფიქრა, ალბათ წაიქცაო და წავიდა ხმის მიმართულებით. დაინახა ნ----- გ-------ა, მასთან მისვლამდე აკლდა 10 მეტრი, დაინახა რომ გ------ი ე------ ნელი ნაბიჯით გადავიდა ტროტუარიდან, ჩაჯდა მანქა--ში და ასევე მშვიდად წავიდა მანქანით. რა იყო არ იცის. მას არ დაუნახავს ნ----- გ-------ა და გ------ი ე------ ერთად. არც მეზობლები დაუნახავს ნ-----ს გვერდით და არც ის ახსოვს, ვინმე უცნობი მამაკაცი თუ იდგა მასთან. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილზე.

მოწმის სახით დაკითხული ნ---- ს------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში იმყოფებოდა სახლში, სამზარეულოში. შემოესმა ხმაური, გაიგონა კივილის ხმაც. გოგონა ითხოვდა შველას. ამას მოყვა ძლიერი დამუხრუჭების ხმა. იგი გამოვიდა გარეთ და ნახა, რომ ნ----- გ-------ა იდგა ქოლგით ხელში. მასთან იყო დაახლოებით 40-50 წლის მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც ამშვიდებდა, შემდეგ კი სახლამდე მიაცილა. სხვა ხალხიც უყურებდა ამას ეზოდან, ქუჩაში კი მარტო თვითონ გავიდა. დაინახა, რომ გ.გ--–----ა მიდიოდა ნ-----სკენ. ნ-----ს ეცვა ჯინსის შარვალი და ტყავის ქურთუკი. შარვალი მარჯვენა მხარე ტალახით ჰქონდა მოსვრილი. გ. ე------მ მას უთხრა, რომ გ------ი დაესხა თავს და რეკავდა პატრულში. პირადად მას ცემის ფაქტი არ დაუნახავს.

მოწმის სახით დაკითხულმა გ----- გ----მა გა--ცხადა, რომ მუშაობს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თა--შემწე გამომძიებლად. 2016 წლის 2 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ნ. გ-------ას მიმართ ძალადობის ფაქტზე. დაიკითხა ნ. გ-------ა, მოწმეები დაინიშნა ექსპერტიზა. შემდეგ საქმე გაუერთიანდა სხვა საქმეს.

მოწმეების თ------- მ---–--ისა და ე-–-----ა კ------–--ის განმარტებით, მათ ჩაატარეს ექსპერტიზა ნ----- გ-------ას ტანსაცმელზე და შედეგები ასახეს შესაბამის დასკვნაში.

საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის მიხედვით ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თა--შემწე გამომძიებელმა გ----- გ----მა აღნიშნული ოქმი შეადგინა სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე. მოწმის სახით გამოკითხვისას ნ----- გ-------ამ უჩვენა, რომ ნებაყოფლობით წარმოადგენდა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალს, რომელიც მას ეცვა 2016 წლის 02 ნოემბერს ქ. ზუგდიდში გამარჯვების ქუჩაზე ყოფნისას მისი ყოფილი მეუღლის გ------ი ე------ს მიერ მისი ცემის დროს. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ქ. ზუგდიდი, სოხუმის ქუჩა №1-ში მდებარე ზუგდიდის რაიონული სამმართველოს შენობის მეორე სართულზე დეტექტივების სამუშაო ოთახში. მშვიდ გარემოში, ბუნებრივი გა--თების პირობებში, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნ----- გ-------ამ თანხმობა გა--ცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე. დათვალიერებით გაირკვა, რომ ნ----- გ-------ას მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ჯინსის შარვალი არის ლურჯი ფერის, რაიმე სახის საფირმო ლოგო არ გააჩნია. წინა მხარეს გააჩნია ორი ჯიბე, ოქროსფერი ელვა-შესაკრავით, შარვლის უკა-- მხარეს გააჩნია ორი ჯიბე. შარვალს მარჯვენა ტოტზე უკა-- მხარეს ვიზუალურად აღენიშნება ტალახის კვალი და ტალახით არის დასვრილი. ვიზუალური დათვალიერებით შარვალზე გახევის ან სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. საგამოძიებო მოქმედების მიმდინაროების პროცესში გამოყენებულ იქნა ,,სამსუნგის” ფირმის ფოტოაპარატი, რომლის გამოყენების შესახებ წინასწარ ეცნობა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირს, რისი თანხმობაც მან გა--ცხადა. ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირს, რის შემდეგაც მოთავსებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის გაუმჭვირვალე პარკში და დაილუქა ლუქით 36/1, ლუქზე განთავსდა თარიღი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაერთო სს №0---------- საქმეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ნოემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ ნ----- გ-------ას შარვალზე, კერძოდ მარჯვენა ტოტის უკა-- მხარეს აღენიშნება ნიადაგის მინალესები.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 იანვრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ფუთაში არსებული წარწერის მიხედვით ,,ნ----- გ-------ას ჯინსის შარვალი” მოთავსებულ ჯინსის შარვალს დაზიანება არ აღენიშნება.

2016 წლის 06 ნოემბრის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ირაკლი ნ---ვას მიერ 2016 წლის 05 ნოემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ------ი ე------ს (დაბ. 3--------- წ. პირადი ნომერი 1--------), გ------ი ე------ს აეკრძალა მსხვერპლთან ნ----- გ-------ასთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ----- ს--------მ გა--ცხადა, რომ ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, გამარჯვების (ყოფილი ს----–--ის) ქუჩაზე შვილებთან, ნ--- და გ------ი ესებუებთან ერთად. 2005 წელს გ------იმ ცოლად შეირთო ნ----- გ-------ა და 2006 წელს შეეძინათ შვილი ა-- ე------. გ------იმ გაიცნო ლ. ე------ე, რის გამოც დაიძაბა გ------ისა და ნ-----ს ურთიერთობა. გ------ი საბოლოოდ წავიდა სახლიდან, იქორწინა ლ. ე------ესთან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ ერთად. ნ----- გ-------ა და ა-- ე------ კი მოწმის განმარტებით მასთან ცხოვრობენ. გ------ის ასევე პრეტენზია აქვს სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხშირად ძალადობდა მათზე და შემაკავებელი ორდერიც აქვს პოლიციას გამოწერილი მისთვის. 2016 წლის 2 ნოემბერს დილით მას დაურეკა მისმა რძალმა ნ----- გ-------ამ და უთხრა, რომ გ------იმ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სახლში დაბრუნდა, დასვრილი ჰქონდა ტანსაცმელი. 2017 წლის 19 აგვისტოს იგი იყო თავისი მეუღლის ძმის ოჯახში, სადაც 8 აგვისტოს აღნიშნეს მისი დედამთილის გარდაცვალების მეორმოცე დღე და უნდა გაეცილებინათ სტუმრები თბილისში. იქ შეშინებული და აღელვებული მივიდა მისი შვილიშვილი ა-- ე------, რომელმაც უთხრა მათ, რომ გ------ი ე------ იყო მისული და სახლს ამტვრევდა. იგი მაშინვე წავიდა სახლისკენ. მას გაჰყვნენ დათო და გ------ი ესებუები და მ----- გაბისონია. გ------ი ე------ სახლის კარს ურტყამდა ხელებს, ამბობდა, რომ მის სახლში იყო მისული. მ. ს--------ს შეკითხვაზე, თუ რა უნდოდა, დედა შეაგინა და ფეხი დაარტყა მარჯვენა მკლავში, რაც ძალიან ეტკინა. გ------ი ბიძებმა - დ----- და გ------ი ესებუებმა მოაშორეს მას და დასვეს ეზოში მდგარ სკამზე, თუმცა იგი ცდილობდა დასხლტომოდა მათ და მისკენ იწევდა. მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია, დაურეკა ასევე მის შვილს ნ---ს. დარტყმის შედეგად მას დაზიანებაც ეტყობოდა თუმცა იგი ცდილობდა დასხლტომოდა მათ და მისკენ იწევდა. მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია, დაურეკა ასევე მის შვილს ნ---ს, დარტყმის შედეგად მას დაზიანებაც ეტყობოდა თუმცა პატრულს ექიმთან არ გაჰყვა გ. ე------მ რომ დაარტყა, დაინახეს დ----- ე------მ, გ------ი ე------მ, დ-------- ჭ---------ამ და დ------ მ----------მ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- ე------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 8 ან 9 აგვისტოს, დედის გარდაცვალების 40 დღის აღნიშვნის მეორე დღეს თვითონ, მ----- ს--------, გ------ი ე------, მისი მეუღლე და ასევე სხვა სტუმრებიც იყვნენ ერთად. დაახლოებით 1700 საათზე მათთან მიირბინა გ------ი ე------ს შვილმა - ა----- ე------მ და მათ უთხრა, რომ მამამისი სახლის კარებს ამტვრევდა. მ----- ს-------- და მარინა ქ-----–-- გაიქცნენ სახლისკენ. თვითონაც გაჰყვა მათ. როდესაც სახლში მივიდა ნახა, რომ იყო კონფლიქტი. დაინახა, რომ გ. ე------მ ფეხი დაარტყა მ. ს--------ს მკლავში და ეს უკა--სკნელი წაბორძიკდა. ხმაურზე მოვიდნენ მეზობლებიც. მან გ. ე------ ძალის გამოყენებით გაიყვა-- და დასვა სკამზე, სადაც აკავებდა საპატრულო პოლიციის მოსვლამდე. მისივე განმარტებით იმ მომენტში იქ იმყოფებოდნენ მ----- ქ-----–--, დ-------- ჭ---------ა, გ-- ე------, მ----- ს--------, დ------ მ----------. თავად გ------ი ე------ს მიმართ სხვისი მხრიდან რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ა--ლოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა: დ-------- ჭ---------ამ, მ----- ქ-----–--მ და დ------ მ----------მ.

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--- ს--------მ გა--ცხადა, რომ 2017 წლის 9 აგვისტოს დაახლოებით 1700 საათზე ის მივიდა მისი დის - მ----- ს--------ს სახლში, სადაც შეესწრო კონფლიქტს. მ----- იყო გაფითრებული და კიოდა. მან მ----- შეიყვა-- სახლში, რომელიც მარჯვენა ხელს იტკივებდა. ეზოში გ------ის აკავებდა დათო ე------. მეზობლებიც იყვნენ იქ. იქ გაიგო, რომ გ------იმ ფეხი დაარტყა მ----- ს--------ს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------ემ განაცხადა, რომ ჩაატარა მ----- ს--------ს და გ------ი ე------ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და შედეგები დააფიქსირა შესაბამის დასკვნებში.

მოწმის სახით დაკითხულმა ბ----ა წ----–----ამ განაცხადა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. 2017 წლის 9 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. საღამოს, ზუსტი დრო არ ახსოვს, რადიოსადგურით მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ შვილმა ფიზიკურად იძალადა დედაზე, კერძოდ, დაარტყა ფეხი მკლავში. მ. ს--------ც და გ. ე------ც იქ იყვნენ. ასევე მათი ნათესავებიც. გ. ე------ აგრესიას გამოხატავდა ყველა იქ მყოფის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---- შ---–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის 9 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხა დაზარალებული მ. ს-------- და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზა. ამ საქმეს გაუერთიანდა ა--ლოგიური საქმე, 2016 წლის ფაქტთან დაკავშირებით და საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სხვა რაიონს. 2017 წლის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო 112-დან და როგორც ახსოვს ასევე დარეკა ლ---- ე------ემაც.

მოწმე ნ--- ე------მ გა--ცხადა, რომ გ------ი ე------ არის მისი ძმა, რომელსაც ოჯახთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. იგი პირადად არ შესწრებია არც 2016 წლის 2 ნოემბრის და არც 2017 წლის 9 აგვისტოს ფაქტს.

მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი ე------მ გა--ცხადა, რომ მას არც ნ. გ-------ა და არც მ. ს-------- არ უცემია. 2016 წლის 2 ნოემბერს იგი იმყოფებოდა ზუგდიდში, თუმცა დილის საათებში თბილისში წავიდა საკუთარი ავტომანქანით და ნ. გ-------ა საერთოდ არ უნახავს. 2017 წლის 9 აგვისტოს იგი მივიდა თავის სახლში ზუგდიდში, რომლის ნაწილი სასამართლომ გადაწყვეტილებით მას მიაკუთვნა. მას სურდა ამ გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა დასთან და დედასთან. თუმცა იქ მიუვარდნენ ნათესავები დედასთან მ. ს--------სთან ერთად და სცემეს და მიაყენეს შეურაცხყოფა. დაზიანება ჰქონდა კისრის არეში. როდესაც მას სცემდნენ მისმა მეუღლემ ლ---- ე------ემ დარეკა პოლიციაში.

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუგდიდში, ს----–--ის ქუჩის №42ა-ში, საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი და მდებარეობს საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. სახლის მოპირდაპირე მხარეს ანუ წინ, უბერის ქუჩის მიმართულებ-ით მდებარეობს ავტოსამრეცხაო, საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი არის რკინის მასალისგან დამზადებული, რომელსაც ზედ აწერია ნომერი ს----–--ის ქუჩა №42ა, ეზოში ყრია ქვაღორღი, შესასვლელ კარებთან ხელმარჯვნივ დგას ხის გრძელი სკამი მწვანე ფერად შეღებილი, ასევე მოპირდაპირე მხარეს არის ჭა, მარჯვენა მხარეს აშენებულია ბლოკის კედელი, რომელზეც მოთავსებულია რკინის კონსტრუქციის წყლის ავზი. ღობის მოპირდაპირედ გაშენებულია ვენახი. საცხოვრებელ სახლს აქვს შესასვლელი ორფრთიანი ხის კარი, ხოლო მარჯვნივ, მეორე სართულზე ასასვლელი კიბე ქვის მასალისგან დამზადებული.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს №0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თა--ხმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათი №962-ის ასლი) მონაცემებისა: მოქალაქე მ----- ს--------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია 09.08.17 წ. სადაც დაესვა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია (ნერვიულობა). სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩა--წერებში მოქალაქე მ----- ს--------ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს №0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თა--ხმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათი №962-ის ასლი) მონაცემებისა: მოქალაქე გ------ი ე------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია 10.08.17 წ. სადაც დაესვა დიაგნოზი გულის რითმის სხვა დარღვევები. კისრის ზედაპირული ტრამვა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩა--წერებში მოქალაქე გ------ი ე------ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.

2016 წლის 16 სექტემბრის ზუგდიდის რაიონული სასმართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დამტკიცდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ნ-----–---- გ-------ას მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ------ი ე------ს (დაბ.3---------წ. პ/ნ 1--------), გ------ი ე------ს აეკრძალა მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია მსჯავრდებულ გ------ი ე------ს მიერ გასაჩივრებული გა--ჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა (2017 წლის 09 აგვისტოს ეპიზოდში), ხოლო საკმარისი მტკიცებულება, არ მოიპოვება საქმეში რომელიც დაადასტურებდა გ------ი ე------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას (2016 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდში).

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სააპელაციო სასამართლოს აზრით გ------ი 2016 წლის 2 ნოემბრის ბრალდების ნაწილში ე------ს მიერ, ყოფილი მეუღლის - ნ----- გ-------ას მიმართ ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუშვებელია გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, შესაბამისად, შეუძლებელია უტყუარი მტკიცებულებების არ არსებობის გამო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცდეს გ------ი ე------ს მიერ ნ----- გ-------ას მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (2016 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი).

ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

პალატა ასევე განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტიცებულებათა წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები.

მართალია მოწმე გ------ი გ--–----ა უშუალოდ იმყოფებოდა აღნიშნულ დღეს, იმ ადგილას სადაც ინციდენტი მოხდა, მაგრამ როგორც განმარტა, მას არ დაუნახავს ნ----- გ-------ა და გ------ი ე------ ერთად. როდესაც ყვირილის ხმაზე შემთხვევის ადგილზე მივიდა, დაინახა ნ----- გ-------ა, რომელთან მისვლამდეც აკლდა 10 მეტრი. ნ-----ს ხელში ეჭირა თეთრი ნივთი, მაგრამ ხელჩანთა იყო თუ ქოლგა არ იცის. მან ასევე დაინახა გ------ი ე------, რომელიც ნელი ნაბიჯით გადავიდა ტროტუარიდან, ჩაჯდა მანქა--ში და მშვიდად წავიდა ა/მანქანით.

რაც შეეხება ნ---- ს------ის და საპატრულო პოლიციის თა--მშრომლის - გ----- გ----ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება გა--ჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, გა--მტკიცებს უდა--შაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თა--ხმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდა--შაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

ხოლო გ------ი ე------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) განხორციელებულ ქმედებას რაც შეეხება, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საერთო ჯაჭვი უტყუარად ადასტურებს, რომ მან ჩაიდინა მისი დედის - მ----- ს--------ს მიმართ ძალადობა.

მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ თვითმხილველი მოწმეები, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული და სარწმუნო როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან და წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს, კერძოდ, დაზარალებულ - მ----- ს--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის შეკითხვაზე, თუ რა უნდოდა, გ------ი ე------მ დედა შეაგინა მას და ფეხი დაარტყა მარჯვენა მკლავში, რაც ძალიან ეტკინა. მოწმე დ----- ე------ს ჩვენებით მან დაინახა, რომ გ------ი ე------მ ფეხი დაარტყა მ----- ს--------ს მკლავში და ეს უკა--სკნელი წაბორძიკდა. იგივე დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - დ-------- ჭ---------ამ, მ----- ქ-----–--მ და დ------ მ----------მ. ამასთან დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ------ი ე------ს ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია.

პალატა სრულად იზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებების შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ გ------ი ე-------მ თავისი ოჯახის წევრის დედის მ----- ს--------ს მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ ფეხი ჩაარტყა მკლავში, რამაც ამ უკა--სკნელი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს გა--ჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს გა--ჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს გა--ჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს გა--ჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს გა--ჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმეს.

მსჯავრდებულ გ------ი ე------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გა--ჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--- გ--–--ისა და მსჯავრდებულ გ------ი ე------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-----–---–-ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--- გ--–--ისა და მსჯავრდებულ გ------ი ე------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-----–---–-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გა--ჩენი დარჩა უცვლელად.

გ------ი ე------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 02 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდა--შაულოდ და გამართლდეს.

 

გ------ი ე------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 09 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

გ------ი ე------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

ჯინსის შარვალი, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს ნ----- გ-------ას.

დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში, მისი შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე