განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100117002343113
№1/ბ-164-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თ---------- სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- ქ-----ს ასული ჩ------–---–ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №1-----------, რეგისტრირებული: ქ. ვანი, ს---–-------------ის ქუჩა ქ.№46
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ----- ჩ------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ვანში, ს---–-------------ის ქუჩა ქ.№46-ში, მცხოვრებმა თ----- ჩ------–---–მა, ურთიერთშორის წარმოშობილი კამათისა და ჩხუბის დროს, განაწყენების ნიადაგზე, მის სახლში მყოფ მისი სიძის, თ---------- მ--------ის დედა-თ--- ძ---–--ეს კაბაში მოქაჩვით განხორციელებული სხვაგვარი ძალადობით ჯანმრთელობის მოუშლელად მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით თ----- ჩ------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ-------- უ------–---–ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ----- ჩ------–---–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ჩვენების მიცემისას თ----- ჩ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ზრდის მის შვილიშვილს დ-----– მ--------ეს, რომლის მშობლებიც დაცილებულნი არიან და მამას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიკუთვნებული აქვს კვირაში 3 დღე, სამი საათით, ბავშვის ნახვისა და წაყვანის უფლება. 2017 წლის 11 აგვისტოს ბავშვი იყო მამის საცხოვრებელ სახლში და 2000 საათისათვის უნდა დაებრუნებინათ იგი. იმავე დღეს დაახლოებით 2000 საათისათვის იგი ელოდებოდა დ-----– მ--------ის მოყვანას, ამის გამო გაუყვა გზას მანქანით მ--------ეების სახლისაკენ, რა დროსაც დაინახა, რომ მისი ყოფილი სიძის - თ------ მ--------ის დეიდას, თ----- ძ---–--ეს ბავშვზე ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და ასეირნებდა ქვედა საცვლის გარეშე, რაზედაც ძალიან აღელდა. როდესაც მივიდა ბავშვთან თ------ მ--------ის დედამ, თ--- ძ---–--ემ გამოუტანა ბავშვს საცვალი, რომელიც ჩააცვა და წამოიყვანა სახლში. სახლში მისულმა ბავშვი გადასცა მამას, ქ----- ჩ------–---–ს ხოლო თავად მეორე სართულზე ავიდა ტანისამოსის გამოსაცვლელად, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ხმაური. მისი ყოფილი სიძე - თ------ მ--------ე გინებით ამოვარდა სახლის მეორე სართულზე, გამოიარა 4 საძინებელი ოთახი და თმებში წვდა მას. ამის მომსწრე იყვნენ მისი მეზობლებიც და რომ არა ისინი შესაძლებელი იყო უფრო მძიმე შედეგებიც დამდგარიყო. ამის შემდეგ იგი იყო შეშინებული და გაოგნებული, იქვე იყვნენ თ----- ძ---–--ე და თ--- ძ---–--ე, რომელიც სთხოვდა, რომ არ დამიღუპო შვილი და პოლიციაში არ დარეკოო, ვინაიდან ეს უკვე მათი ოჯახის მხრიდან ძალადობის მეოთხე შემთხვევა იყო. მან მაინც დარეკა პოლიციაში და მეორე დღესვე მისცა ჩვენება. მისი მხრიდან კაბის ჩამოხევის ვერსიაც მას შემდეგ განვითარდა, რაც მან პოლიციაში ამხილა თ------ მ--------ე მის ცემაში. ბრალდებულმა ასევე განმარტა რომ თ--- ძ---–--ეს 2017 წლის 11 აგვისტოს ეცვა მოთეთრი ფერის წვრილ სამკლაურიანი კაბა, მისი მხრიდან არანაირ კაბის ჩამოხევას ან თ--- ძ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა - თ--- ძ---–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ ვანში, თავისუფლების ქუჩის №32-ში. 2017 წლის 11 აგვისტოს მისი შვილიშვილი დ-----– მ--------ე იმყოფებოდა მის სახლში. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კვირაში სამჯერ, ექვსიდან რვა საათამდე ბავშვი მათთანაა და დათქმულ დროს კვლავ მიყავთ დედასთან. მათ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა მისი და თ----- ძ---–--ე, რომელიც სახლის წინ ტროტუარზე ასეირნებდა ბავშვს. ვინაიდან იყო ძალიან კარგი ამინდი, ბავშვს ეცვა მოგრძო მაისური, ფეხზე წინდა და ღია საზაფხულო ფეხსაცმელი, მაგრამ საცვალი არ ეცვა. 1930 საათი იქნებოდა, როცა მოულოდნელად გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა თ----- ჩ------–---–ი და გამოგლიჯა ხელიდან ბავშვი მის დას - თ. ძ---–--ეს. მან თ----- ჩ------–---–ს უთხრა, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მათ ეკუთვნოდათ და თხოვა ნუ გააღიზიანებდა მის შვილს თ------ მ--------ეს, წასულიყო სახლში და ისინი თავად მიუყვანდნენ ბავშვს დათქმულ დროს. მან თავიდან იფიქრა, რომ ბავშვთან ურთიერთობის დრო გაეპარათ და საათის სანახავად შევიდა სახლში, როდესაც ისევ გამოვიდა გარეთ, ბავშვი უკვე წაყვანილი ჰყავდა თ----- ჩ------–---–ს. ამის შემდგომ თავად, მისი შვილი თ------ მ--------ე და მისი და - თ----- ძ---–--ე წავიდნენ თ----- ჩ------–---–ის სახლში, როდესაც ჭიშკართან მივიდნენ, იქვე ახლოს იყვნენ მეზობლები, კერძოდ, რ----- დ---–-–---–ი, ლ-–- ბ----–---–ი და ნ---–- გ------ე, ამ უკანასკნელს სთხოვა ჩაჰყოლოდა ეზოში, როდესაც ეზოში ჩავიდნენ თ----- ჩ------–---–ი შეხვდათ მეორე სართულის აივანზე, რომელსაც ჰკითხა თუ სად იყო ბავშვი, თ----- ჩ------–---–მა უპასუხა, რომ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი, შემდეგ ბავშვის დედა, თ---- მ----ე, მოიკითხა რაზედაც უპასუხა, რომ იგი იყო თურქეთში, ვინაიდან მან ვერ მიიღო დამაჯერებელი პასუხი თ----- ჩ------–---–ისაგან შეეცადა თავად შესულიყო ოთახებში და მოეძებნა ბავშვი და სწორედ ამ დროს მას თ----- ჩ------–---–ი სწვდა გულმკერდის არეში და მთელი ძალით ჩამოგლიჯა კაბა, რის გამოც კისრის არეში კაბის ქსოვილის ჩაჭერის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, გარდა ამისა კისერთან ჰქონდა ხორცმეტი რომელიც ასევე გაუღიზიანდა. აღნიშნულის შედეგად გამოწვეული ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცუდად გახდა და წყალი მოითხოვა. მას თავად თ----- ჩ------–---–ისათვის არანარი წინააღმდეგობა არ გაუწევია, კაბის ჩამოხევის შემდეგ ხელით დაიმაგრა ჩამოხეული ადგილი და თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა თ----- ჩ------–---–ის სახლი.
მოწმე თ----- ძ---–--ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს სტუმრად იმყოფებოდა მისი დის - თ--- ძ---–--ის ოჯახში, სადაც მოყვანილი ჰყავდათ მისი დისშვილის - თ------ მ--------ის შვილი დ-----– მ--------ე და რადგან იგი პროფესიით პედაგოგია ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბავშვთან. იმ დღეს იყო ზომიერად თბილი ამინდი და ბავშვს ასეირნებდა სახლის წინ ტროტუარზე, რა დროსაც მოულოდნელად გაჩერდა თ----- ჩ------–---–ის ავტომაქანა, რის შემდეგაც ზურგის მხრიდნ მიუახლოვდა მას თ----- ჩ------–---–ი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და წაიყვანა. ბავშვის ნახვის მოტივით იგი, მისი და - თ--- ძ---–--ე და დისშვილი - თ------ მ--------ე გაემგზავრნენ თ----- ჩ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჭიშკართან იყო რამდენიმე მეზობელი და ერთ-ერთი მათგანი ქალბატონს, რომელსაც იცნობდა მისი და, სთხოვა ეზოში შეყოლა, თავდაპირველად დაუძახეს თ----- ჩ------–---–ს, რომელმაც არ უპასუხა შემდეგ კი ავიდნენ სახლის მეორე სართულზე და კიბის ბოლოსა და აივნის დასაწყისში მათ შეხვდათ თ----- ჩ------–---–ი, რომელმაც შეკითხვაზე თუ სად იყო ბავშვი უპასუხა, რომ ბავშვის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობი იყო, სწორედ იმ დროს როდესაც თ--- ძ---–--ემ გადაწყვიტა ბავშვის სანახავად სახლში შესვლა და ზღურბლზე არც კი ჰქონდა ფეხი გადადგმული, ძალიან აღელვებულმა თ----- ჩ------–---–მა ხელი მოჰკიდა გულმკერდის არეში იმდენად ძლიერად, რომ მან ხელი ვერ გააშვებინა და ჩამოახია კაბა თ--- ძ---–--ეს, იმდენად ძლიერად ჰქონდა ჩაჭერილი ქსოვილი კისრის მიდამოებში თ--- ძ---–--ეს, რომ ძლიერი ტკივილის გამო ცუდად გახდა და ითხოვდა წყალს. ამ ქსოვილის ჩაჭერის შედეგად თ----- ძ---–--ეს გაუღიზიანდა კისერთან არსებული კანის ზედმეტი ნაწილი და სისხლიც წამოუვიდა.
მოწმე ლ-–- ბ----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ვანში, ს---–-------------ის ქუჩის №23-ში და არის თ----- ჩ------–---–ის მეზობელი. 2017 წლის 11 აგვისტოს, რ----- დ---–-–---–თან ერთად იჯდა თ----- ჩ------–---–ის ჭიშკართან ახლოს, ამ დროს იქ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა თ----- ჩ------–---–ის ყოფილი სიძე - თ------ მ--------ე, მისი დედა, დეიდა და ჩავიდნენ თ----- ჩ------–---–ის ეზოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სახლიდან შემოესმათ ხმამაღალი საუბარი, რა დროსაც თვითონ, რ----- დ---–-–---–თან ერთად შევიდნენ ეზოში და კიბის ავლით შეჩერდნენ აივნის დასაწყისში, იქვე იყო ნ---–- გ------ეც. მათ გაიგონა ხმამაღალი საუბარი იმის თაობაზე, თუ რატომ წამოიყვანეს ბავშვი იმ დროს, როდესაც კანონით იგი მათთან უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ მან სთხოვა თ------ მ--------ეს, რომ დაწყნარებულიყო, მანაც დაუჯერა და გამოჰყვა. ამის შემდეგ ყველანი ერთად ჩამოვიდნენ კიბეზე, რის შემდეგაც თ------ მ--------ე, თ--- ძ---–--ე და თ----- ძ---–--ე ჩასხდნენ ავტომობილში და წავიდნენ. მას არ დაუნახავს არც კაბის ჩამოხევის და არც არანაირი ძალადობის განხორციელების ფაქტი და არც არავითარი დაზიანება არ შეუნიშნავს თ--- ძ---–--ისათვის.
მოწმე რ----- დ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ვანში, სააკაძის ქუჩის №28-ში და არის თ----- ჩ------–---–ის მეზობელი. იგი 2017 წლის 11 აგვისტოს იჯდა მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, რა დროსაც თ----- ჩ------–---–თან მივიდა მისი სიძე თ------ მ--------ე, რომელსაც ახლდნენ დედა და დეიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ----- ჩ------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ისმოდა ხმაური, რა დროსაც იგი და ლ-–- ბ----–---–ი შევიდნენ ეზოში და ავიდნენ აივანზე, ამ დროს ოთახიდან გამოვიდნენ თ----- ჩ------–---–ი, მისი სიძე, ასევე თ------ მ--------ის დედა და დეიდა, თ--- ძ---–--ეს არავითარი ნაკაწრი და დაზიანება არ აღენიშნებოდა, ისინი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. მას იქ არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ დაუნახავს.
მოწმე ნ---–- გ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ვანში, კე---–--ის ქ. №5-ში. თ----- ჩ------–---–ის მეზობლად. 2011 წლის 11 აგვისტოს, იგი მიდიოდა სახლში, როდესაც მიუახლოვდა თ----- ჩ------–---–ის ჭიშკარს, გაჩერდა ავტომანქანა საიდანაც გადმოვიდნენ თ----- ჩ------–---–ის სიძე თ------ მ--------ე, მისი დედა თ--- ძ---–--ე და დეიდა თ----- ძ---–--ე, ამ უკანასკნელმა სთხოვა მას შეჰყოლოდა თ----- ჩ------–---–ის ეზოში. ავიდნენ სახლის მეორე სართულზე და შეჩერდნენ აივნის დასაწყისთან, ამ დროს აივნის ბოლოში დაინახა, რომ იდგნენ თ------ მ--------ე და თ----- ჩ------–---–ი, თ------ მ--------ე ედავებოდა თ----- ჩ------–---–ს თუ რატომ წამოიყვანა ბავშვი, რადგან დროის იმ მონაკვეთში ბავშვი მასთან უნდა ყოფილიყო. თ-----ი პასუხობდა, რომ ბავშვი იყო შიშველი და ამიტომ წამოიყვანა. თ--- ძ---–--ეც უხსნიდა მას, რომ დროზე ადრე ბავშვი არ უნდა წამოეყვანა, რადგან ამის გამო თ------ მ--------ე განერვიულდაო. ამ საუბრის დროს თ------ მ--------ემ დატოვა ისინი და შევიდა სახლში და ეძებდა ბავშვს, ბავშვი იმ მომენტისათვის იქ არ იყო, სავარაუდოდ სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდა ბაბუასთან. თ--- ძ---–--ე ჭიშკრიდან იძახდა წყალი დამალევინეთ, პირი მიშრებაო, სახლში შესვლის შემდეგ, იგი გავიდა წყლის მოსატანად, თავდაპირველად უცხო სახლში ჭიქა ვერ იპოვა და რამდენიმეჯერ მოუხდა ოთახიდან გასვლა წყლის მოსატანად და როდესაც მოუტანა წყალი თქვა, რომ ეხლა დავწყნარდიო და ის წყალიც არ დაულევია. ამის შემდგომ ყველანი ერთად ჩამოვიდნენ კიბეზე და დატოვეს თ----- ჩ------–---–ის ეზო, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. შემთხვევის დღეს მისი თვალთახედვის არეში არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, არც თ----- ჩ------–---–ს ჩამოუხევია კაბა თ--- ძ---–--ისათვის და არც არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა თ--- ძ---–--ეს.
მოწმე თ------ მ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, საღამოს 2000 საათამდე მისი შვილი დ-----– მ--------ე იყო მის სახლში, დაახლოებით 1930 საათი იქნებოდა, დედისა და დეიდისაგან შეიტყო, რომ მის ყოფილ სიდედრს თ----- ჩ------–---–ს წაუყვანია ბავშვი, რის გამოც ძალიან აღელდა და დედასთან თ--- ძ---–--ესთან და დეიდასთან თ----- ძ---–--ესთან ერთად გაემგზავრა თ----- ჩ------–---–ის საცხოვრებელ სახლში. როდესაც მივიდნენ, თ----- ჩ------–---–მა მათ განუცხადა, რომ არ ვიცი ბავშვი სად არისო, ამის შემდგომ იგი შევიდა საცხოვრებელი სახლის ოთახებში ბავშვის საძებნელად, ხოლო დედა, დეიდა და თ----- ჩახუნავილი გარეთ დატოვა. მან ნახა მისი შვილი, რომელიც დიდ ბაბუას, ქ----- ჩ------–---–ს, ეჭირა ხელში და თავად ჩაჯდა ავტომანქანაში, ცოტა ხანში მისი დედაც და დეიდაც გამოვიდნენ ეზოდან და ჩასხდნენ ავტომნაქანაში, რა დროსაც მისმა დედამ თ----- ძ---–--ემ თქვა, რომ თ----- ჩ------–---–მა მას შემოახია კაბა. თავად მას კი კაბის შემოხევის ფაქტი არ დაუნახავს.
მოწმე ლ---- ლ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს ქ. ვანში მცხოვრები თ------ მ--------ე დედასთან თ--- ძ---–--ესთან და დეიდასთან თ----- ძ---–--ესთან ერთად მივიდა თ----- ჩ------–---–ის სახლში რა დროსაც თ--- ძ---–--ის განმარტებით მას თ----- ჩ------–---–მა გულმკერდის არეში მოკიდა ხელი და ჩამოახია კაბა, რის გამოც თ--- ძ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ექსპერტიზა ჩაუტარდა დაზარალებულ თ--- ძ---–--ეს, რა დროსაც დადგინდა, რომ თ--- ძ---–--ეს გულ-მკერდისა და კისრის არეში აღენიშნებოდა დაზიანების კვლები, მის მიერ ასევე დაკითხულნი იქნენ მოწმეები და დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი. დანიშნულ იქნა ექსპერტიზები მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა თ--- ძ---–--ის დაზიანებულ კაბას. თ--- ძ---–--ის გამოკითხვით გაირკვა, რომ იგი 2017წ ლის 11 აგვისტოს მისი შვილიშვილის დ-----– მ--------ის სანახავად მივიდა თ----- ჩ------–---–თან, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების დროს თ----- ჩ------–---–მა ხელი მოჰკიდა გულმკერდის არეში და კაბა ჩამოახია, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იგივე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ძ---–--ემ. მის მიერვე ასევე გამოკითხულ იქნა თ----- ჩ------–---–ი, რომელმაც მასთან საუბარში განმარტა, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საერთოდ არც კი შეხებია თ----- ძ---–--ეს, ასევე მოწმის ახით დაკითხულმა ლ-–- ბ----–---–მა, ნ---–- გ------ემ და რ----- დ---–-–---–მა განმარტეს, რომ მათ არ დაუნახავთ თ----- ჩ------–---–ის მიერ თ--- ძ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. თ--- ძ---–--ეს დაკითხვისას თან ჰქონდა წამოღებული დაზიანებული კაბა, რომელიც ასევე მის მიერვე იქნა ამოღებული. გამოკითხვისას ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.
მოწმე ბ----- ზ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. იგი ექსპერტებთან ერთად გამოცხადდა თ----- ჩ------–---–ის საცხოვრებელი სახლში. სადაც სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში თ----- ჩ------–---–მა მიუთითა ადგილი, სადაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა სიძემ თ------ მ--------ემ. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმის შედგენა ხოლო ექსპერტის მიერ მისი დასურათება, რის შემდეგაც ხელი მოაწერეს აღნიშნულ ოქმს.
მოწმე გ-------– ა----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დაკითხულ იქნა დაზარალებულ თ--- ძ---–--ის ვაჟი თ------ მ--------ე, რა დროსაც მან აჩვენა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მას კვირაში სამი დღე, 3 საათის განმავლობაში განსაზღვრული ჰქონდა მისი შვილის, მცირეწლოვან დ-----– მ--------ის ნახვის საათები, რომელიც იზრდება მისი ყოფილი მეუღლის თ---- მ----ის მშობლების სახლში. იგი 2017 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა მის სახლში ხოლო ბავშვს ასეირნებდა მისი დედა - თ--- ძ---–--ე და დეიდა - თ----- ძ---–--ე. იქნებოდა დაახლოებით საღამოს რვის ნახევარი, როდესაც დედამ უთხრა, რომ ბავშვი წაიყვანა მისმა სიდედრმა თ----- ჩ------–---–მა და თან უსაყვედურა რადგან ბავშვს არ ეცვა საცვალი. შეეშინდათ ბავშვს არაფერი დაზიანებოდა და დედასთან და დეიდასთან ერთად გაემგზავრა თ----- ჩ------–---–ის სახლში. თავად მანქანაში დარჩა, ხოლო მისი დედა თ--- ძ---–--ე და დეიდა თ---თინ ძ---–--ე რამდენიმე მეზობელთან ერთად ჩავიდნენ ეზოში, ხოლო თავად მანქანაში დარჩა. ცოტახანში სახლიდან შემოესმა კამათის ხმა, იგი გადმოვიდა მანქანიდან და წაიყვანა დედა და დეიდა და ჩასვა მანქანაში. ამ დროს მის დედას თ--- ძ---–--ეს მარჯვენა მხარეს ჰქონდა კაბა ჩამოხეული.
მოწმე ქ----- ჩ------–---–მა - ბრალდებულის მამამ ისარგებლა მისი უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი შვილის - თ----- ჩ------–---–ის წინააღმდეგ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, 14.08.2017 წლის 2030-2050 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თ--- ძ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა კანის ნეკროზული უბანი და დაზიანებები ნაჭდევის სახით, კერძოდ უჩივის ტკივილს მარცხენა მკერდის, კისრის მარცხენა ნახევრის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოებში. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის მოვარდისფრო ფერის, ნოტიო, ეპიდერმისაცლილი კანის ნეკროზული უბანი ზომით: 3,2x2,5 სმ. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა კანის დონიდან წამოწეული მომკვრივო კონსისტენციის მომცრო ზომის წანაზარდი-აღნიშნული წანაზარდის პირობით ცენტრში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის მშრალი, ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,2x0,1 სმ, აღნიშნული დაზიანების მიმდებარედ კანი მოსვრილია მომწვანო ფერის ნივთიერებით. მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ირიბად მდებარე ხაზოვან-რკალოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,6X0,1 სმ.მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ირიბად მდებარე ზოლისფერი ფორმის ნაჭდევი ზომით: 4,8X0,2სმ- დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის ფუფხით, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონეზე ზემოთ მდებარე, კიდეებზე აცლილი ფუფხით-აცლილ მდგომარეობაში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანება მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 28 სექტემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №262 დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის №0------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ კაბაზე აღინიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ქსოვილის გლეჯის და ხევის სახით, რაც განვითარებულია რაღაც ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: შ----- თ------ემ და გ--- ხ------მ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებულ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა თ----- ჩ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას - თ--- ძ---–--ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში პალატის აზრით თ----- ჩ------–---–ის მიერ, თ--- ძ---–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი ადასტურებენ მხოლოდ დაზიანების არსებობას, ხოლო დაუდგენელია აღნიშნული დაზიანებები მიაყენა თუ არა კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ამ პირის ქმედება ბრალეული.
სქმის მასალებით დადგენილია, რომ თ--- ძ---–--ე და თ----- ძ---–--ე არიან ახლო ნათესავები (თ----- ძ---–--ე არის თ--- ძ---–--ის და), ასევე დადგენილია, რომ თ--- ძ---–--ის ოჯახს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის - თ------ მ--------ის ყოფილი მეუღლის ოჯახთან და მათ შორის მის ყოფილ სიდედრთან - თ----- ჩ------–---–თანაც. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--- ძ---–--ე და თ----- ძ---–--ე საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან; ამასთან მათი ჩვენებები წინააღმდეგობაშია, არაა შეთანხმებული და თანმიმდევრული არსებულ საქმეზე, სასამართლო პროცესზე დაკითხული ნეიტრალური მოწმეების: ლ-–- ბ----–---–ის, რ----- დ---–-–---–ის და ნ---–- გ------ის ჩვენებებთან, კერძოდ, მოწმე ლ-–- ბ----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ არ დაუნახავს თ--- ძ---–--ეზე არც კაბის ჩამოხევის, არც ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი და არც ამ უკანასკნელის სხეულზე რაიმე დაზიანება; მოწმე რ----- დ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ--- ძ---–--ეს რაიმე ნაკაწრი და დაზიანება არ აღენიშნებოდა, იგი ჩაჯდა ა/მანქანაში და წავიდა თავის თანმხლებ პირებთან ერთად; იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე ნ---–- გ------ის ჩვენებით, სადაც იგი მიუთითებს, რომ მომხდარი ფაქტის დროს მის თვალთახედვის არეში არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თ----- ჩ------–---–ს თ--- ძ---–--ისათვის კაბა არ ჩამოუხევია და მისთვის რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავს.
რაც შეეხება თ--- ძ---–--ის შვილის - თ------ მ--------ის და შს ვანის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ-------- უ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ-------- უ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი თ----- ჩ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
თ----- ჩ------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ----- ჩ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ----- ჩ-------–---–ისა (პ/ნ 1----------) და ქ------ნ გ---------ის (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას _ მდებარე ქ. ვანში, ს---–-------------ის ქუჩა №46-ში, (ს/კ.№3-----------) - 2 000 (ორი ათასი) ლარის ექვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
გამართლებულ თ----- ჩ------–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულება, თ. ძ---–--ის კაბა, რომელიც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე