განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
060100118002336015
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002336015

№1/ბ-365-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვა--ძე

ზეპირი მოსმენის გარეშე გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------– რ-----ს ძე ტ----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ვა--, გ. ტ----ის ქ.№7-ში

აღწერილობით ნაწილი:

ა---------– ტ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვა--ს თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის ორი პირის მიმართ, ა---------– ტ----ემ ასევე ჩაიდინა ადამია--სათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017-2018 წლებში მთვრალმა ა---------– ტ----ემ ქალაქ ვანში, გ. ტ----ის ქუჩა N7-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვა-- შვილის თანდასწრებით, მეუღლის ა--- ქ------–--ის მიმართ არაერთხელ განახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად ემუქრებოდა რა ცემით, ა--- ქ------–--ე იძულებული ხდებოდა შიშის გამო გაქცეულიყო სახლიდან, რამაც მასში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, კვლავ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ტ----ე მივიდა ქალაქ ვანში, გ. ტ----ის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ყოფითი საკითხებით გაღიზიანებულმა, როგორც არასრულწლოვა-- შვილის ა-- ტ----ის თანდასწრებით, ასევე მეუღლესთან მარტოდ დარჩენილმა, ა--- ქ------–--ის მიმართ სვიტრის კისერში მოჭერის, თმებში მოქაჩვის, ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმის, სახით კარებზე მინარცხების და კბენის გზით განახორციელა ძალადობა. ა---------– ტ----ის ქმედების შედეგად ა--- ქ------–--ემ გა--ცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------– ტ----ემ ქალაქ ვანში, გ. ტ----ის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფითი საკითხებით განაწყენების ნიადაგზე, ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ა--- ქ------–--ეს, რის შემდეგაც არ მისცა მას საშუალება დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და მომხდარის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. კერძოდ, სახლის დატოვებისა და პოლიციისათვის მიმართვის შემთხვევაში, დაემუქრა ცემით, ძალის გამოყენებით დასვა დივანზე, თავადაც იქვე ჩამოჯდა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, სიმთვრალის გამო, იქვე ჩაეძინა. ა--- ქ------–--ემ მის მიმართ ჩადენილი ქმედებების თაობაზე, სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა მეორე დღეს, მას შემდეგ რაც დატოვა ა---------– ტ----ის საცხოვრებელი სახლი;

2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ტ----ე ქალაქ ვანში, გ. ტ----ის ქუჩის N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფითი საკითხებით განაწყენების ნიადაგზე, პურის დასაჭრელად განკუთვნილი და--თ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ა--- ქ------–--ეს, რომელსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუჩნდა ა---------– ტ----ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით ა---------– ტ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111- 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლი პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 150-ე მუხლი პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით და--შნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ა---------– ტ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-----–- შ---------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა---------– ტ----ისათვის და--შნული სასჯელის გამკაცრება.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---------– ტ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111- 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ა--- ქ------–--ის, ა-- ტ----ის, ა---------– ტ----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ა---------– ტ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111- 150-ე მუხლის პირველი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს და--შნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ა---------– ტ----ის მიმართ და--შნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზა--, ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და რესოციალიზაციის ობიექტური შესაძლებლობა და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლია-- და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტა--სა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი ა---------– ტ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ა---------– ტ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლი პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლი პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით და--შნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ა---------– ტ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

მსჯავრდებულ ა---------– ტ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ----- ტ----ის (პ/ნ. 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას - ქ. ქუთაისი ნ-----------------------ში (ზონა ქუთაისი-03, სექტორი - ვაკის უბა-- 05, კვარტალი -02, ნაკვეთი-051, კოდი-0------------------------------– 2 000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ვა--ს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა;

მსჯავრდებულ ა---------– ტ----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც განთავსებულია კომპაქტ დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რაც ინახება შსს ვა--ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე