განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002944230
საქმე №1ბ/905-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ გ------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ--------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ს------------------–------------ ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–------------------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით გ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
გ------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ-------------–--ე და გ------------–-–---–ი 2009 წლიდან იმყოფებიან ფაქტობრივ ქორწინებაში. 2019 წლის 07 მარტს ღამის 03:00 საათზე, თ---–---------------–------------------------------------------–- ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-------------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს მ-------------–--ეს. კერძოდ, მარცხენა ხელის იდაყვი ძლიერად ჩაარტყა ყელის არეში, შემდეგ კი მარჯვენა გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახეში. ამ დროს მისი შეჩერება სცადა არასრულწლოვანმა ფ-----------------–-–---–მა, რა დროსაც გ-------------–-–---–მა მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სხეულის სხვადასხვა მიდამოში და ასევე სახის არეში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი. აღნიშნული ქმედებების შედეგად მ-------------–--ემ და ფ----------------–-–--ლმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ--------–---მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გ------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ. მის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნას უფრო მეტი ზიანი მოაქვს მისი ოჯახისთვის. მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, მისი მეუღლეს შემოსავალი აღარ ჰყოფნის ოჯახს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. გ------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი მისი აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების მ-------------–--ის და ფ----------------–-–--ლის, მოწმეების ს--------------–----------------–----------–-------------–---–---------------------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, დაკავების ოქმით, 2019 წლის 21 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ------------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო გივი ძი------–-–---–--ათვის განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი გ------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ--------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
გ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მარტიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი