განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001873347
საქმე №1ბ/788-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
გიორგი სვანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–- ყ-----ის
გამართლებულის: დ------ ხ-----ას
ადვოკატის: ე-–--ო რ-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორის ნ-------- ჭ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ დ------ ხ-----ას მიმართ. დ------ ხ-----ა დ---დებულია 1--- წლის 3--------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №0----------), განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.თბილისში, დ--- წ-----ის ს-------------ს N 8-----ში.
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით დ------ ხ-----ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
დ------ ხ-----ას მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:
დ------ ხ-----ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა 28 ცალ ვაზნას, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. მანვე ასევე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,AKM-ის“ მოდე-–-- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის თანახმად მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2017 წლის 5 მარტს თბილისში, დ--- წ-----ში, სატყეო უბანში მდებარე დ------ ხ-----ას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა დ------ ხ-----ას მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით:
დ------ ხ-----ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ------ ხ-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ.
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა დ------ ხ-----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ 2019 წლის 2 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ------ ხ-----ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა დ------ ხ-----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ ნ-------- ჭ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი გამართლებულ დ------ ხ-----ას მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს. გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა არაერთი პირი, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ------ ხ-----ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ დ------ ხ-----ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისათვის ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე შსს თბილისის ძ---–-------–--------------------–------------------------------------------------–-ა ბ---კ ხ----ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს მიიღო ინფორმაცია, რომ წ-----ში, კ---–--ის დასახლებაში, ს-------------ში, ვინმე დ------ ხ-----ას უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება.
აღნიშნული ჩვენების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შსს თბილისის ძ---–-------–-----------------–-------------------–--------------------------–ემ გ-- გ--------მა, რომელმაც განმარტა, რომ დ------ ხ-----ას მიმართ საქმის გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თანამშრომელ ბ---- ხ----ის მიერ მარტში მიღებული ინფორმაცია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ წ-----ში, კ---–--ის დასახლებაში მდებარე დ------ ხ-----ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე იმყოფებოდა ბ--- მ--------სთან, მ------ გ----ტ--ესთან და დ----- მ--------–---–თან ერთად. ჩხრეკა ჩატარდა ოთახში, საცავში და მეორე სართულზე არსებულ სხვენში, სადაც პატარა კიბის საშუალებით ავიდა მხოლოდ მ------ გ----ტ--ე. ამ უკანასკნელმა სხვენიდან ჩამოიტანა თეთრ ტომარაში შეხვეული ნივთები - ავტომატური იარაღი მჭიდით და სავრძოლო ვაზნებით. მოწმემ განმარტა, რომ დ------ ხ-----ას ფაქტობრივი საცხოვრებელი სხვისი საკუთრებაა, თუმცა უშუალოდ მესაკუთრეს არ იცნობს და არც საქმიდან გამომდინარე ჰქონია მასთან შეხება. სახლი ცენტრალური ქუჩიდან დაახლოებით 400-500 მეტრში დგას. შესასვლელი კარი მისვლისას იყო მიხურული, თუმცა არ იყო ჩაკეტილი. დ------ ხ-----ას წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩხრეკის ჩატარებისას. დადგენილების გაცნობის შემდეგ თანხმობა განაცხადა და თავადაც დაესწრო საგამოძიებო მოქმედებას, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ნივთების აღმოჩენის შემდეგ უარი განაცხადა ოქმზე ხე-–-- მოწერაზე.
ჩხრეკის ჩატარებაში მონაწილეობა და მოწმე გ-- გ--------ის ჩვენების სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---------------------------------–-------------------–------------------ თ---–--–--------------–მა მ------ გ----ტ--ემ და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტიური სამმართველოს დეტექტივის თ---–--–--------------–მა ბ--- მ--------მ. მოწმე მ. გ----ტ--ემ დაადასტურა, რომ წ-----ში, ე.წ. კ---–--ის დასახლებაში, ცენტრალური გზიდან დაახლოებით 300-500 მეტრში მდებარე სახლში, რომელშიც ცხოვრობდა დ------ ხ-----ა, მონაწილეობა მიიღო სახლის ჩხრეკაში. სახლს ჰქონდა ღია სხვენი, რომელსაც არ ჰქონდა ამოშენებული კედლები. მის მიერ აღმოჩენილი იქნა მძიმე ტომარა, რომელიც ჩაიტანა ქვემოთ. მასში იდო შავი ფერის ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და 28 ცალი ვაზნით. აღმოჩენილი ნივთები დაილუქა. ოქმს ხელი მოაწერეს, თუმცა დ------ ხ-----ამ ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მოწმე ბ--- მ--------მ განმარტა, რომ სხვენში ავიდა მ------ გ----ტ--ე, სხვა გამომძიებლები ვერ ავიდნენ, რადგან სახლის ჭერი (იგივე სხვენის იატაკი) არ იყო მყარი. მათი მისვლისას ჭიშკარი მიხურული იყო და არ იყო ჩაკეტილი. სხვენი იყო გამჭოლი, თუმცა რთულად ასასვლელი.
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- მ--------–---–მა. მოწმემ მონაწილეობა მიიღო დ------ ხ-----ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში და შემდგომ დაკავებაში. იარაღი მჭიდით ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის სხვენიდან მ------ გ----ტ--ის მიერ. მოწმემ განმარტა, რომ სახლი დ------ ხ-----ას არ ეკუთვნის და მეპატრონის ნებართვის გარეშე ცხოვრობდა წლების განმავლობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი პ----- დ-------. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 6 მარტს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: სს N0----------- წარმოდგენილი: N------ ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „AKM” მოდე-–--, 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. აღნიშნულ ავტომატის ლულა შეცვლილია და ჩარჩოზე ლულის კოლოფთან აღინიშნება შედუღების კვლები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წარმოდგენილი ავტომატი კუსტარულად გადაკეთებულია სასწავლო დანიშნულების ავტომატიდან. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის როგორც ერთჯერად, ისე ავტომატურ რეჟიმში. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 28 (ოცდარვა) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი იმავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-47”, ,,AKM”, ,,AKMC”, ,,AKMCT” მოდე-–-- ავტომატებისათვის, ,,CKC” მოდე-–-- კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- მ-----–--–---–მა განმარტა, რომ წ-----ში, ე.წ. კ---–--ის დასახლებაში შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც იდგა პატარა ხის ქოხი, რომელშიც ცხოვრობდა დ------ ხ-----ა. მიწის ნაკვეთის სანახავად იშვიათად მიდიოდა. ბოლოს მივიდა 3-4 წლის წინ. რამდენჯერმე მძღოლის მეშვეობით შეუთვალა დ------ ხ-----ას, დაეტოვებინა მისი ნაკვეთი, თუმცა ამას დიდად ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ჯერ არ აპირებდა მშენებლობას. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური გზიდან გადასახვევში. ტერიტორია შემოღობილია, თუმცა ჭიშკარი ღიაა.
აღნიშნული ჩვენების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ---- ჯ-------მ. მოწმემ განმარტა, რომ 2011 წლიდან მუშაობს წ-----ში, კ---–--ის დასახლებაში. მის მოვალეობაში შედის შიდა ტერიტორიის და ეზოს დაცვა. დ------ ხ-----ა მის მეზობლად ცხოვრობს და მას იცნობს. სახლის ღობის ნაწილი არის ბეტონის, ნაწილი კი - ხის. დ------ის სახლს და მის დასაცავ სახლს აქვთ საერთო ღობე. დ------ის სახლის შესასვლელი კარი არის ხის, საკეტად აქვს ლურსმანი. სახლს აქვს ძველი შიფერის სახურავი, რომლის ერთი მხარე არის ღია. მოწმემ განმარტა, რომ დ------ის ჰქონდა ჰაერის უკმარისობა, რის გამოც ხშირად გადაჰყავდათ საავადმყოფოში და კვირების განმავლობაში არ იმყოფებოდა სახლში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დ------ ხ-----ამ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს, დილით ადრე მასთან სახლში, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 14 წელია, მივიდა თორმეტამდე გამომძიებელი. მათი ნაწილი ოთახში შევიდა, ნაწილი კი ეზოში დარჩა. ეძებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. ჩხრეკის დამთავრებისას გ-- გ--------მა ერთ-ერთს უთხრა, სხვენიც ენახა. ასვლის შემდეგ გამომძიებელმა აიღო ტომარა და თქვა, რომ იარაღი იპოვა. წაიყვანეს განყოფილებაში და სთხოვდნენ აღიარებას. მისი საცხოვრებელი სახლის ეზო და სხვენი ღიაა, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შესვლა თავისუფლად. გარდა ამისა, ავადმყოფობის გამო ხშირად უწევდა სახლის დატოვება. მომხდარ ფაქტამდე დიდი ხნით ადრე გ-- გ--------თან ჰქონდა კამათი. ეს უკანასკნელი დაემუქრა, რომ დაიჭერდა. იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნის, არ შეუნახავს. ამიტომ ვარაუდობს, რომ ჩაუდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები:
გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო 2017 წლის 5 მარტს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ინსპექტორ-გამომძიებელ ბ---კ ხ----ის 2017 წლის 5 მარტის პატაკის თანახმად მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში, დ--- წ-----ში, ს-------------ში მოქალაქე ნ-----–---- მ-----–--–---–ის რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს დ------ი ხ-----ა და ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს.
საჯარო რეესტრის 2017 წლის 28 თებერვლის ამონაწერის თანახმად თბილისში, წ-----ის ს-------------ს N8---- ნაკვეთის მესაკუთრეა ნ-----–---- მ-----–--–---–ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2---------.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 2017 წლის 5 მარტის ოქმის თანახმად ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, წ-----ში, ს-------------ს N8---- ნაკვეთში დ------ ხ-----ასთან. ჩხრეკის შედეგად ერთ სართულიანი სახლის სხვენში ნანახი იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარაში გახვეული შავი ფერის ლითონის კონსტრუქციის ავტომატური იარაღი, რომელსაც გააჩნია ხის ყავისფერი სახელური და პლასტმასის ყავისფერი უკანა სახელური. ნანახი იქნა ასევე მჭიდი და 28 ცალი ვაზნა.
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს ი---------------–---------------–---------------ს მ-----ა ნ------ს 2017 წლის 9 მარტის წერილის თანახმად დ------ ხ-----ას სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს ი-----------------–-----------------–------------------ მ-----ა ნ------ს 2017 წლის 9 მარტის წერილის თანახმად საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით ცეცხლსასროლი იარაღი - 7,62 მმ კალიბრის „AKM” მოდე-–-- ავტომატი N------ რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ დგას.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად დ------ ხ-----ას თანმხლებ დაავადებათა შორის აღნიშნულია: მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, კორონარული სტენტირების შემდგომი მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია, ეპილეფისა - დაუზუსტებელი.
საცხოვრებელი ადგილისა და მასზე განთავსებული შენობის დათვალიერების 2017 წლის 3 აპრილის ოქმის თანახმად დათვალიერდა თბილისში, წ----------------–--–ზე, კა--–----------ში არსებული ნაკვეთი N8---- და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. ეზოში შესასვლელი კარი არის მიხურული, მყარი ჩასაკეტი არ გააჩნია. შენობის სხვენი განთავსებულია ნახევრად ღია სახურავზე. სხვენზე ასვლა შესაძლებელია როგორც გვერდითა, ასევე წინა მხრიდან. იგი არის ღია.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება მხოლოდ დ------ ხ-----ას სარგებლობაში არსებული სახლის ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკის ჩამტარებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების და ბალისიტიკური ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადასტურდება. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ამოღებული იარაღის და საბრძოლო მასალის დ------ ხ-----ას კუთვნილებას დაადასტურებდა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე -„საქართველოს მოქალაქე ზ-------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია დ------ ხ-----ას დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ვერც ერთი უტყუარად ვერ ადასტურებს უშუალოდ დ------ ხ-----ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არც ერთი მოწმე თუ გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს უშუალოდ დ------ ხ-----ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე. ჩხრეკის ოქმებით და მასში მონაწილე პირთა ჩვენებების ერთობლიობით დადგენილია მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის დ------ ხ-----ას ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლიდან ამოღების ფაქტი, თუმცა, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა სწორედ გამართლებულის მიერ ზემოაღნიშნული ნივთების უკანონო შეძენასა და შენახვაში.
სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ გონივრულ ვარაუდს დ------ ხ-----ას ბრალეულობის შესახებ. ნებისმიერი ვარაუდი კი წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უპირობო საფუძველს. ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ჩხრეკის ოქმი და მასში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა ერთობლიობით დადგენილია მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის დ------ ხ-----ას ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლიდან ამოღების ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, სახეზეა გამართლებულის უცვლელი და მყარი პოზიცია მისი უდანაშაულობის თაობაზე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების ჩაუტარებლობის შესახებ იმ პირობებში, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნდა მტკიცებულებები ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონკრეტული პირისადმი კუთვნილების შესახებ.
დნმ-ის ექსპერტიზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში „ვრონჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ“ (Vronchenko v. Estonia, განაცხადი no. 59632/09, 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება. პუნქტები 19, 64, 66). აღნიშნულ შემთხვევაში ევროპული სასამართლოსთვის საგულისხმო აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ-ის არარსებობა დაზარალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ბრალდებულის ბრალეულობისათვის. აღნიშნულ საქმეზე (ვრონეჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ) ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანად განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, სწორედ იმის გამო, რომ მისი დნმ არ აღინიშნებოდა ძირითად მტკიცებულებაზე, რამაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მეორეხარისხოვანი გახადა პირის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისთვის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დ------ ხ-----ას ბიოლოგიური მასალის კვალისა და თითის ანაბეჭდების არსებობის შეუმოწმებლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა, არა გადამწყვეტ გარემოებას მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საგანზე პირის დნმ-ის კვალის შესახებ ინფორმაციის არარსებობა აპრიორი არ გულისხმობს იმას, რომ ამ პირს, მოცემულ შემთხვევაში, დ------ ხ-----ას ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს გონივრული ეჭვი იმის შესახებ, ეკუთვნოდა თუ არა ამოღებული ნივთები გამართლებულს, დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების არარსებობა კი ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს. ამდენად, სასამართლო, დასკვნის სახით, აღნიშნავს, რომ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს პირის დამნაშავედ ცნობისათვის უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა დ------ ხ-----ას ბრალეულობაში. დასახელებული გარემოებების ერთობლიობა კი მისი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ უალტერნატივო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ანალოგიური მიდგომაა ჩამოყალიბებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენში (საქმე №294აპ-15), რომლის მიხედვითაც „ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ.ა-ს გარდა, კიდევ სხვა პირებიც, მათ შორის, მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ.ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს“. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა უარყოფილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად წარმოშობილი გონივრული ეჭვი, რომ შსესაძლოა, ამოღებული ცეცხლასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დ------ ხ-----ას არ ეკუთვნოდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი სხვა პირისათვის.
პალატა მიიჩნევს, რომ ჩხრეკის შედეგად მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის დ------ ხ-----ას ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლიდან ამოღება მის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება, რამდენადაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ არის გამყარებული სხვა ურთიერთთავსებადი, თუნდაც ერთი უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებით (მტკიცებულებებით). მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად პასუხი ვერ გაეცა უმთავრეს კითხვას - ვინ შეიძინა და უკანონოდ ვინ შეინახა ამოღებული ნივთები?! სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის დ------ ხ-----ას მსჯავრდებისათვის.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა სწორ დასკვნამდე, რომ დ------ ხ-----ა ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
დ------ ხ-----ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
აქვე პალატა უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტება საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხე-–--უფლების ყველა შტომ.“
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი გამართლებულ დ------ ხ-----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორის ნ-------- ჭ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი გამართლებულ დ------ ხ-----ას მიმართ დარჩეს უცვლელი;
დ------ ხ-----ა ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ------ ხ-----ას უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ------ ხ-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
გაუქმდეს 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით ა-–-------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: #------------- მდებარე ზ----------------------------–------–-------–-) დ------ ხ-----ას გირაოს თანხის - 3000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო ვაზნებით, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისროს შესაბამის სამსახურს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე