განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002312770
№1/ბ-257-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე
პროკურორის- გ------ი გ--------იძის
ადვოკატის- ი-----–ი შ-----–იას
მსჯავრდებულის- ს------ი კ-----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ი ნ--------ის ძე კ-----ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ქ---------ს ქუჩა N3.
აღწერილობით ნაწილი:
ს------ი კ-----იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 იანვარს დაახლოებით 1800 საათზე, ქ. ქუთაისში, ქ---------ს ქ. №3-ში, საცხოვრებელ სახლში, ს------ი კ-----იმ მათი არასრულწლოვანი შვილის, გ-------– კ-----ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ყოფილ მეუღლეს - მ------ გ----–--იძეს, კერძოდ: ჯერ გაშლილი ხელი და შემდეგ ფეხსაცმელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რამდენიმე წუთის შემდეგ ამავე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ს------ი კ-----იმ კვლავ იძალადა ყოფილ მეუღლეზე - სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ გ----–--იძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენით ს------ი კ-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმა კ-----ი ს------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გენაჩენით დანიშნული პირობითი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ი კ-----ის მოსახდელად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ს------ი კ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–ი შ-----–იას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 200 საათის ვადით დაკისრება, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა სრული შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გასაჩივრებული განაჩენის მიერ 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის, 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, სრულად შთანთქმა და, საბოლოოდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 200 საათის ოდენობით მისჯა, რომლის სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე მოხდილად ჩათვლის შედეგად მსჯავრდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლება.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ს------ი კ-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი-----–ი შ-----–იას, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა 02 წლის თავსუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივი შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიმატებული 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, მას სასჯელი მიესაჯოს განაჩენთა სრული შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 02 წლის ვადით თ/აღკვეთა და ვინაიდან კ-----ი ს------იმ იმთავითვე გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 01 წელი განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
პროკურორ გ------ი გ--------იძეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად ძალაში დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივრის მოტივები და მოთხოვნა, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს------ი ჯ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ გ----–--იძის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა: თ---–---------–-----------------–-----------------------------ის გამოკითხვის ოქმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; ნასამართლობის ცნობით; 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ს------ი ჯ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ასევე, გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული კ-----ი ს------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და ყავს მცირეწლოვანი შვილი, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ კ-----ი ს------ის შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი 06 თვის ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენში კ-----ი ს------ის მიმართ შეტანილ უნდა იქნას მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს------ი კ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–ი შ-----–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში ს------ი კ-----ის მიმართ შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
ს------ი კ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ს------ი კ-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების
აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ი კ-----ის მოსახდელად განესაზღვროს 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ს------ი კ-----ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 იანვრიდან.
ს------ი კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე