განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
020100117002145887
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N020100117002145887

საქმე №1/ბ-11-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორის - მ-------- წ-------–-ს,მსჯავრდებულის - თ----- ფ---–-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- თ-------ეს ასული ფ---–-----ს მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ზუგდიდის რაიონის სოფელ ო-----–--, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ო---–-ს ქ. N12.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ----- ფ---–-----მ ჩაიდინა საწარმოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ----- ფ---–----- ინდ. მეწარმე ,,ლ--–----------ს’’ სახელით 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 26 მარტამდე ქ. ზუგდიდში, ბ-----------------9-ში მდებარე მარკეტში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საკვები და სხვა სახის საქონლის საცალო რეალიზაცია. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინდ. მეწარმე ,,ლ--–----------ს’’ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად 2016 წლის 24 მარტს გადამხდელი დაჯარიმდა 12 180 ლარით. თ----- ფ---–-----მ, ი/მ ,,ლ--–----------ს’’ სახელით, უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისთვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით 2016 წლის 25 აპრილს 3 011.7 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა გადამალა - ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, ტრანსპორტირების გარეშე გადააწერა შპს ,,ჰ---ს’’ და ამ უკანასკნელის სახელით გააგრძელა სამეწარმეო საქმიანობა ზემოაღნიშნულ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ბ-----------------9-ში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თ----- ფ---–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 03 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და სსკ-ის 41-ე მუხლის მე-21 ნაწილისა და 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 03 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული თ----- ფ---–----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენში მისთვის დამატებითი სასჯელის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ნაწილში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავიდანვე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს შრომისუუნარო მშობლები, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ელოდება შვილს, ყოველივეს გათვალისწინებით, მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო.

 

პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ თ----- ფ---–-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს მ-------- წ--------–ს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, თ----- ფ---–-----ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ----- ფ---–-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ----- ფ---–-----ს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება. გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, სააპელაციო პალატას მსჯავრდებულის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ვ-–-------- ქ-----ს, დ----- მ---------ას, მ------ გ-----–--ს, ა-–---- ლ------ს, პ----- ზ---------ს, გ--- შ--------ას, ბ----- ქ--------ს, ს------- კ-----–---–--ს, თ-- ე-------ს ჩვენებებით, ინვენტარიზაციის აქტით, სასაქონლო ზედნადებებით, ამონაწერებით მეწარმეთა რეესტრიდან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანება მასზე არსებული მინაწერით, ინდ.მეწარმისადმი შეტყობინებით მასზე არსებული მინაწერით თანდართული დოკუმენტებით, ინდ.მეწარმის ხელწერილით, ლ--–----------ს მიმართვით ი--------------–---–-სადმი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ თ----- ფ---–-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დანიშვნის ნაწილში.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული თ----- ფ---–----- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადაოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ჰყავს შრომისუუნარო მშობლები და ახლადშეძენილი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავარდებულს მოეხსნას გასაჩივრებული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენში თ----- ფ---–-----ს მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ----- ფ---–-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ თ----- ფ---–-----ს სასიკეთო ცვლილება:

 

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მსჯავრდებულ თ----- ფ---–-----ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით 03 წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ მითითება;

 

თ----- ფ---–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თ----- ფ---–-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თ----- ფ---–-----სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ნივთმტკიცება: DVD-R დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე