განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
110100118002312559
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002312559

№1/ბ-210-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– პ----ას ძე კ---–--ის მიმართ (დაბადებული: 1----–-–----- ივნისს, პირადი ნომერი: 1----------, მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე, განათლება: საშუალო, ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ც--------ო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

ტ------– კ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 19 ივლისის ეპიზოდი), ასევე, მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლიდან ნ------ ბ------ე ქორწინებაში იმყოფებოდა ტ------– კ---–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ც--------ოში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. 2017 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ც--------ოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ტ------– კ---–--ემ, ნ------ ბ------ეს სთხოვა შეეწყვიტა ბავშვთან თამაში, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენებულმა ტ------– კ---–--ემ დაახლოებით ოთხჯერ დაარტყა ხელი სახისა და გულმკერდის არეში ნ------ ბ------ეს, რის შედეგადაც, ნ------ ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

2008 წლიდან ნ------ ბ------ე ქორწინებაში იმყოფებოდა ტ------– კ---–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ც--------ოში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. 2018 წლის 04 იანვარს, ნ------ ბ------ემ მიუხედავად მეუღლის წინააღმდეგობისა, გადაწყვიტა ქუთაისში წასვლა და შვილებთან, ხუთი წლის თ----- კ---–--ესთან და 9 წლის ლ---- კ---–--ესთან ერთად, დაახლოებით 1300 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ც--------ოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე ელოდებოდა ტრანსპორტს. აღნიშნულით გაბრაზებულმა ტ------– კ---–--ემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მუშტი დაარტყა ყურის არეში ნ------ ბ------ეს, წააქცია ძირს, რის შემდეგაც ტ------– კ---–--ემ განაგრძო რა ძალადობა, თმებში მოკიდა ხელი მეუღლეს და რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი მოხრეშილგრუნტიანი გზის ზედაპირზე, რის შედეგადაც ნ------ ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განაჩენით ტ------– კ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 19 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 04 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 04 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ტ------– კ---–--ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ტ------– კ---–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ტ------– კ---–--ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება და მისთვის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში რეალური თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ტ------– კ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ------ ბ------ის ჩვენებით, არასრულწლოვანი მოწმეების - ლ---- და თ----- კ---–--ეების ჩვენებებით, მოწმეების: ლ--–----------------------------–---------------–---–---------------------–-–---–ის, საიდა ქარჩხაძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ტ------– კ---–--ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ტ------– კ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ტ------– კ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 19 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 04 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად გაესაზღვროს:

სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 04 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ტ------– კ---–--ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ტ------– კ---–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

ტ------– კ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

ტ------– კ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 იანვრიდან - 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფოტოსურათები “CD” დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

112-ის აუდიო ჩანაწერი “CD” დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე