განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100117002085552
საქმე №1/ბ-177-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ჯ---------ს ძე ც-–--–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი მ--------ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- ც-–--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ-------- ც-–--–--ე 2003 წლიდან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ---–- ხ---–--ესთან, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი. 2014 წელს, ოჯახური კონფლიქტის ნ--დაგზე ისინი დაშორდნენ. 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნ-------- ც-–--–--ე, მცირეწლოვან შვილებთან, ნ-------- და მ------ ც-–--–--ეებთან ერთად, იმყოფებოდა ქ. ოზურგეთში, ,,ს-------ს’’ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ, მდინარე ბ–--–ზე, სადაც შენიშნა მისი ყოფილი მეუღლე თ---–- ხ---–--ე, რომელიც მათ საერთო შვილთან გ------- ც-–--–--ესთან ერთად იმყოფებოდა მდინარეზე და საუბრობდა მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც გ------- წაიქცა და დაეცა ქვაზე, ვინაიდან ნ-------- ც-–--–--ემ მიიჩნ--, რომ ბავშვის დაცემა გამოწვეული იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობით, იგი მივიდა თ---–- ხ---–--ესთან და გამოსტაცა მობილური ტელეფონი, რომელიც დააგდო მიწაზე და დააზიანა იგი, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც თ---–- ხ---–--ე დაეცა მიწაზე, ნ-------- ც-–--–--ემ კი ფეხებით განაგრძო მისი ცემა. ამ უკანასკნელის განხორციელებული ქმედების შდეგად, თ---–- ხ---–--ემ განიცდა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენით ნ-------- ც-–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნ-------- ც-–--–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-------- ც-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 05 აგვისტოდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული ნ-------- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი და იგი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ნ-------- ც-–--–--ის უდანაშაულობის თაობაზე, დაზარალებულის ჩვენებები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილია ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის შესაგებელი, რომლითაც პროკურორი ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნ--, რომ მსჯვარდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- ც-–--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ-------- ც-–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს მამამ ნ-------- ც-–--–--ემ, თავის დასთან, მ------ ც-–--–--ესთან ერთად წაიყვანა საბანაოდ მდინარე ბ–--–ზე, რა დროსაც იქ დახვდათ დედა თ---–- ხ---–--ე მათ მცირეწლოვან ძმასთან, გ------- ც-–--–--ესთან ერთად, მათ ასევე ახლდათ მეზობლის ბავშვი ნ-- ს-----ე. გ------- ბანაობდა მდინარეში, ხოლო დედა ტელეფოზე საუბრობდა, რა დროსაც გ------- დაეცა, აღნიშნული მამამ რომ დაინახა, მივარდა დედას, გამოგლიჯა ხელიდან მობილური ტელეფონი თ---–- ხ---–--ეს და ისროლა, შემდეგ კი დაუწყო ცემა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში სამჯერ, რის გამოც თ---–- ხ---–--ე წაიქცა. ნ-------- ც-–--–--ემ კი განაგრძო წაქცეული თ---–- ხ---–--ის ცემა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ------ ც-–--–--ემ და დამატებით განმარტა, რომ ცემის დაწყებამდე, მამამ, ნ-------- ც-–--–--ემ, დედას, თ---–- ხ---–--ეს დაუწყო გინება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, მოწმე ნ-- ს-----ემ განმარტა, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს თ---–- ხ---–--ესთან და მის შვილთან გ------- ც-–--–--ესთან ერთად იმყოფებოდა მდინარე ბ–--–ზე საბანაოდ, რა დროსაც იქ მივიდა თ---–- ხ---–--ის ყოფილი მეუღლე ნ--------ი, როდესაც ბანაობდა მდინარეში დაინახა, რომ პატარა გ------- დაეცა ნაპირზე და დაიწყო ტირილი, ამ დროს ნ-------- ც-–--–--ე მივიდა თ---–- ხ---–--ესთან, წაართვა ტელეფონი, რომელიც დააგდო ძირს, შემდეგ კი დაუწყო ცემა და როდესაც თ---–- ხ---–--ე წაიქცა, კვლავ დაარტყა მას. თ---–- ხ---–--ემ ცემის გამო დაიწყო ტირილი.
საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ---–- ხ---–--ის განმარტებით ირკვევა, რომ 2002 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-------- ც-–--–--ესთან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი. ოჯახის შექმნიდან მალევე დაიწყო კონფლიქტი ნ-------- ც-–--–--ესთნ და დაახლოებით სამი წლის წინ გაშორდნენ ერთმანეთს. აღნიშნულ ფაქტს ვერ შეეგუა ნ-------- ც-–--–--ე და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მას, რის გამოც გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ძალადობრივი ქმედების განმეორების შემდეგ ნ-------- ც-–--–--ე დაკავებულ იქნა და მოიხადა სასჯელი ერთი წლის ვადით. გათავისუფლების შემდეგ, 2016 წელს ნ-------- ც-–--–--ის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ უფროსი შვილები, ნ--------ი და მ---- ც-–--–--ეები მიაკუთვნა მამას საცხოვრებლად, ხოლო ორი შვილი, გ------- და თ-------ე ც-–--–--ეები დატოვა დედასთან.
2017 წლის 05 აგვისტოს შუადღისას თ---–- ხ---–--ე შვილებთან, გ------- და თ-------ე ც-–--–--ეებთან და მეზობელ, 9 წლის ნ-- ს-----ესთან ერთად წავიდა მდინარე ბ–--–ზე, ქ. ოზურგეთში თ----–---–ის ქუჩაზე ავტოგასამართ ,,ს-------ს’’ სადგურთან ახლოს. თ-------ე ც-–--–--ე წავიდა სახლში ანკესის მისატანად, ხოლო მდინარეზე თ---–- ხ---–--ე დარჩა გ-------სთან და ნ-- ს-----ესთან ერთად. ბავშვები ბანაობდნენ ხოლო თვითონ დარჩა მდინარის პირას. დაახლოებით 17:00 საათისთვის ნ-- ს-----ემ უთხრა, რომ ნ-------- ც-–--–--ე მოდიოდა, რომელსაც თან ახლდა მათი ორი შვილი, ნ-------- და მ---- ც-–--–--ეები. თ---–- ხ---–--ემ გადაწყვიტა სახლში დაბრუნება, რის გამოც გ------- ც-–--–--ეს ხელი მოჰკიდა, გ-------მ კი მდინარეში გადახტომა დააპირა, ხელიდან გაუცურდა და იქვე ახლოს დაეცა. ამის დანახვაზე მისი ყოფილი მეუღლე მივარდა და ტელეფონი გამოართვა ხელიდან, რომელზეც საუბრობდა და მიწაზე დააგდო, რა დროსაც ტელეფონი ნაწილებად დაიშალა. ამის შემდეგ ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც თ---–- ხ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და წაიქცა. ნ-------- ც-–--–--ე ფეხებით განაგრძობდა მის ცემას და უყვიროდა, სად მიარბენიებდი ბავშვებს, მაინც ჩემთან მოვლენ ეგენიო. 2-3 წუთის შემდეგ ნ-------- ც-–--–--ემ შეწყვიტა ძალადობა და მდინარეში საცურაოდ წავიდა. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი სამი შვილი, გ-------, ნ--------ი და მ---- ც-–--–--ეები, ასევე ნ-- ს-----ე. ამის შემდეგ თ---–- ხ---–--ემ აკრიფა ტელეფონის ნაწილები და დახმარებისათვის დარეკა 112-ში, ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ვითარების გაცნობის შემდეგ მათვე გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია, რომელთაც თ---–- ხ---–--ემ უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ. თ---–- ხ---–--ე აღნიშნავს, რომ ნ-------- ც-–--–--ის მიერ ცემისას მიღებული აქვს დაზიანებები მარცხენა თვალის არეში და ორივე ფეხის მუხლის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმეს თან ერთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლითაც დადასტურებულია დაზარალებულ თ---–- ხ---–--ის ჩვენება.
მოწმე მ-----– ქ---------–--ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს დ----- მ------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 17:00 საათისთვის მიიღო შეტყობინება, რომ ქ. ოზურგეთში, თ----–---–ის ქუჩაზე, ავტოგასამართ სადგურ ,,ს-------ს’’ ტერიტორიაზე, მდინარე ბ–--–თან ახლოს, მოქალაქე თ---–- ხ---–--ეს ესაჭიროებოდა დახმარება, აქედან გამომდინარე გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ თ---–- ხ---–--ე, რომელმაც განუმარტათ, რომ მდინარეზე ყოფნისას ყოფილმა მეუღლემ, ნ-------- ც-–--–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებით და ფეხებით ცემა. მ-----– ქ---------–--ე განმარტავს, რომ თ---–- ხ---–--ეს მარცხენა თვალის მიდამოში აღენიშნებოდა სიწითლე, აღნიშნულ დაზიანებაზე თ---–- ხ---–--ემ განუცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა დაზიანებები ცემის შედეგად, ასევე უთხრა, რომ დაზიანებული ჰქონდა ფეხები. ვინაიდან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რეაგირებისთვის გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია, ისინი მალე მივიდნენ და გაესაუბრნენ თ---–- ხ---–--ეს, რის შემდეგადაც იგი გადაიყვანეს შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული მოწმე დ----- მ------–---–ის ჩვენებით.
მოწმე გ------ ს--–------ის განმარტებით, 2017 წლის 05 აგვისტოს დაახლოებით 17:00 საათისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამართველოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ ა-----– ს-----ესთან ერთად გავიდა ქ. ოზურგეთში, თ----–---–ის ქუჩაზე ავტოგასამართ სადგურ ,,ს-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქე თ---–- ხ---–--ე, რომელმაც განუმარტათ, რომ ყოფილმა მეუღლემ ცემა, რის შედეგაარჩდაც მიიღო დაზიანებები. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო თ---–- ხ---–--ე გადაყვანილ იქნა შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში და დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული მოწმე ა-----– ს-----ის ჩვენებით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნით დგინდება, რომ თ---–- ხ---–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა წვივის არეში. ხოლო დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხსს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს 2017 წლის 13 სექტემბრის მომართვით დგინდება, რომ ნ-------- ც-–--–--ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18---------–-–-- განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი დღეის მდგომარეობით არ აქვს გადახდილი და მიმდინარეობს სააღსრულებლო წარმოება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენ--, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმ----სი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რომ დაზარალებულის ჩვენებები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხულ, შემთხვევის ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებებს, რომლებიც თანხვერდრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნასთან, რომლითაც დადგენილია, რომ თ---–- ხ---–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა წვივის არეში, დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხსს ჯანმრთელობის მოუშლელად. გარდა აღნიშნულისა, ნ-------- ც-–--–--ის მიერ თ---–- ხ---–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნ-- მოწმეების: ა-----– ს-----ის, დ----- მ------–---–ის, გ------ ს---–-----ის და მ-----– ქ---------–--ის ჩვენებებით.
სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ მიჩნეული ზემოაღნიშნულ მტკიცებულებები თანმიმდევრულია, სარწმუნოა და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივრით რაიმე ახალი გარემოება ან არგუმენტი, რაც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ ნ-------- ც-–--–--ის ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მისი გამართლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ-------- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენი ნ-------- ც-–--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ნ-------- ც-–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნ-------- ც-–--–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-------- ც-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-------- ც-–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 05 აგვისტოდან - დღიდან დაკავებისა.
ნ-------- ც-–--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება: დაზარალებულ თ---–- ხ---–--ის კუთვნილი ,,SAMSUNG’’- ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ---–- ხ---–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე