განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002298472
№1/ბ-390-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2017 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----ი ი-–----ს ძე კ---------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №4----------, დაოჯახებული, საშუალო გა--თლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქ--------ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თა--ხმად ზ----- კ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით, გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ასევე ჩაიდინა ოჯახური და--შაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლიდან ზ----- კ---------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს-------- გ---–---სთან. იგი 2012 წლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე წამოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თავისი არასრულწლოვანის შვილების - 2004 წელს დაბადებული მ-----მ კ---------ის, 2014 წელს დაბადებული ა-- კ---------ისა და 2017 წელს დაბადებული გ------ი კ---------ის თანდასწრებით, ძირითადად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს ს-------- გ---–---ს, რაც გამოიხატებოდა თა--ცხოვრების პერიოდში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე მიმართვით, ღალატის დაბრალებით, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა.
2011 წლიდან ზ----- კ---------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს-------- გ---–---სთან. იგი 2012 წლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე წამოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თავისი არასრულწლოვანის შვილების - 2004 წელს დაბადებული მ-----მ კ---------ის, 2014 წელს დაბადებული ა-- კ---------ისა და 2017 წელს დაბადებული გ------ი კ---------ის თანდასწრებით, ძირითადად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნისას, ძალადობდა ს-------- გ---–---ზე, სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, რაც ამ უკა--სკნელის ფიზიკურ ტკივილს იწვევდა. ასევე 2017 წლის 23 დეკემბერს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ზ----- კ---------ემ გა--წყენებულმა იმ მიზეზით, რომ მეუღლემ ს-------- გ---–---მ უარი უთხრა სქესობრივ კავშირზე, დაუწყო კამათი ს-------- გ---–---ს, რომ ის ღალატობდა და ეს იყო სქესობრივ კავშირზე უარის თქმის მიზეზი. აღნიშნული ეჭიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთირთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მან კვლავ იძალადა ს-------- გ---–---ზე. კერძოდ რამდენჯერმე დაარტა ხელი თავის არეში, ასევე ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2017 წლის 24 დეკემბერს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ზ----- კ---------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, რაც გამოწვეული იყო თავისი პირველი მეუღლის ხსენების შედეგად გამოწვეული დაზარალებულის უკმაყოფილებით, კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, არასრულწლოვანი შვილის მ-----მ კ---------ის თანდასწრებით გა--ხორციელა ძალადობა ს-------- გ---–---ს მიმართ, კერძოდ მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რამაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გა--ჩენით ზ----- კ---------ე უდა--შაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გა--ჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შოთა ჩხაიძის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გა--ჩენის გაუქმება და ზ----- კ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული გა--ჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ----- კ---------ემ განმარტა, რომ 24 დეკემბერს მეუღლესთან ადგილი ქონდა შელაპარაკებას ოჯახში, წასვლასთან დაკავშირებით. ს-------- გ---–--- ითხოვდა წასვლას, თუმცა არ ქონდა რა გზის ფული ვერ გაუშვა დედასთან, რის გამოც შეაგინა. მეუღლესთან კარგი ურთიერთობა აქვს. მისივე განმარტებით ჰყავს ხუთი შვილი, საიდა--ც სამი - პირველი მეუღლისგან შეეძინა. ზ----- კ---------ემ აღნიშნა, რომ აღიარებდა 24 დეკემბერს მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ს-------- გ---–---მ განმარტა, რომ 6 წელია მეუღლესთან, ზ----- კ---------ესთან, ერთად ცხოვრობს და ჰყავთ ორი შვილი, ასევე მათთან იზრდება ზ----- კ---------ის ორი შვილი, რომლებიც პირველი მეუღლისგან ყავს. დედამ დაურეკა და ჩასვლა სთხოვა, მაგრამ მეუღლემ არ გაუშვა, რადგან ბავშვებს სიცხე ქონდათ, რასაც მოყვა შეკამათება. მისივე ჩვენებით ზ----- კ---------ე მასზე არ ძალადობდა და არც სცემდა. ს-------- გ---–---მ აღნიშნა, რომ ძალადობის შემთხვევაში არ დარჩებოდა საცხოვრებლად ზ-----თან, ზ-----ი კ---------ე არის ძალიან კარგი მეუღლე და მამა. მისივე ჩვენებით, პატარა ნაკაწრი ქონდა, რადგან შეშა მოჰქონდა და შემთხვევით გაიკაწრა.
მოწმე ლ--–- კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი, ზ----- კ---------ე, არის ცოლ-შვილის მოყვარული და მშრომელი. არასოდეს ქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს. გაიგონა, რომ ს-------- გ---–---ს სურდა სახლში წასვლა, ხოლო ზ-----ი ეუბნებოდა რომ არ წასულიყო. ზ-----ი არის ხუთი შვილის მამა და თურქეთში დადიოდა სამუშაოდ. აღნიშნულ დღეს არაფერი მომხდარა და ურთიერთშეურაცხყოფის ფაქტსაც ადგილი არ ქონდა.
მოწმის სახით დაკითხულმა ი-–---- კ---------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს შვილთან ზ----- კ---------ესთან ერთად. ზ----- კ---------ე შეურაცხყოფას არავის აყენებდა. მხოლოდ, როცა ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, ორი დღე ცუდად ხდებოდა. 2017 წლის 23 დეკემბერს დარეკა 112-ზე, რადგან არაერთხელ გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო დახმარება, ზ-----ის ცუდად ყოფნის გამო. 112-ის ოპერატორს უთხრა, რომ მისულიყო პოლიცია და "ამპულა" ჩაედგათ ზ-----ისთვის. ი-–---- კ---------ეს განმარტებით, ზ-----ის მეუღლეს სურდა წალენჯიხაში წასვლა, რაზეც ზ-----იმ უთხრა, რომ არ ქონდა საშუალება და სხვა დროს წასულიყო. აღნიშნულის გამო მეუღლეებს შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო ძალადობის ფაქტს ან მუქარას ადგილი არ ქონდია.
მოწმე მ---- ს--------–--ემ განმარტა, რომ არის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2017 წლის 24 დეკემბერს, ი-–---- კ---------ის შეტყობინების საფუძველზე, რომ ადგილი ქონდა ოჯახურ კონფლიქტს, დაიწყო გამოძიება. მ---- ს--------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე მ--–---- მ----–--ემ განმარტა, რომ არის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თა--შემწე-გამომძიებელი. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებულ ზ----- კ---------ის მამა ი-–---- კ---------ე.
მოწმე თ----- მ--–---მ განმარტა, რომ არის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებულმა გამომძიებელმა, დაკითხა არასრულწლოვანი მოწმე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 25.12. 2017 წელს 13:09-13:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ს-------- გ---–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნეჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს.
ექსპერტმა გ------ი გ-------–-–---–მა დაადასტურა სამედიცინო შემოწმების დასკვნის სისწორე.
2017 წლის 24 დეკემბრის N 3------ შეტყობინებით, ი-–---- კ---------ემ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა ოჯახური კონფლიქტის შესახებ.
სააპელაციო პალატას, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არა--ირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ----- კ---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ზ----- კ---------ის მიერ, მეუღლის - ს-------- გ---–---ს მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი ვერ ადასტურებენ აღნიშნული დაზიანებები მიაყენა თუ არა კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ასეთი პირის ქმედება ბრალეული.
ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი მ---- ს--------–--ე ამავე სამმართველოს დეტექტივის თა--შემწე-გამომძიებელი მ--–---- მ----–--ე და ამავე სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი - თ----- მ--–--- განმარტავენ, რომ ოჯახურ კონფლიქტის თაობაზე, შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეზე გამოიკითხა ბრალდებულ ზ----- კ---------ის მამა ი-–---- კ---------ე, ხოლო ი-–---- კ---------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გა--ცხადა, რომ ზ-----ის მეუღლეს სურდა წალენჯიხაში წასვლა, რაზეც ზ-----იმ უთხრა სხვა დროს წასულიყო. აღნიშნულის გამო მეუღლეებს შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო ძალადობის ფაქტს ან მუქარას ადგილი არ ქონდია. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. მაშინ როცა, ხსენებული პირდაპირი მოწმე უარყოფს ამ ინფორმაციის სისწორეს. ამიტომ აღნიშნული პოლიციელთა ჩვენებები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ან/და მოწმის ჩვენება, რომელიც ამ დაზიანებათა წარმოშობას ბრალდებულის ქმედებას დაუკავშირებდა, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოსატა--დ კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება გა--ჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, გა--მტკიცებს უდა--შაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თა--ხმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდა--შაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს გა--ჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს გა--ჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს გა--ჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს გა--ჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს გა--ჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით ზ-----ი კ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ-----ი კ---------ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდა--შაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გა--ჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვლადიმერ ურუმაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შოთა ჩხაიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გა--ჩენი ზ----- კ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ზ----- კ---------ე ცნობილ იქნას უდა--შაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
ზ----- კ---------ეს მიმართ გამოყენებული აღკეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ზ----- კ---------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე