განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
060100117002287605
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002287605

№1/ბ-137-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2017 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----ა ა-------–ის ასული გ----ის მიმართ, დაბადებული: 31.07.1984 წელი, პირადი №17001008503, რეგისტრირებული: ხობში, სოფელ შუა ხორგაში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, მ------ის ქ. №10-ში.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თა--ხმად მ-----ა გ----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ამავე დადგენილების მიხედვით მ-----ა გ----მა ასევე ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 2130 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში მცხოვრები დედის, ნ---- ჯ---–----ის, სახლში ყოფნისას ურთიერთშორის წარმოშობილი კამათისა და ჩხუბის დროს გა--წყენების ნიადაგზე მ-----ა გ----მა თავისი დის, ნ----- ჯ---–----ის, მიმართ ამ უკა--სკნელის არასრულწლოვანი შვილის, ლ--- ლ-----ის, თანდასწრებით გა--ხორციელა ძალადობა, რა დროსაც კარის საკეტი ხის ურდულის არაერთხელ დარტყმით, თმებში მოქაჩვითა და მარჯვენა წინამხრის არეში დაკაწვრით ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ნ----- ჯ---–----ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 2130 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში მცხოვრები დედის, ნ---- ჯ---–----ის, სახლში ყოფნისას ურთიერთშორის წარმოშობილი კამათისა და ჩხუბის დროს გა--წყენების ნიადაგზე მ-----ა გ----მა თავისი დის, ნ----- ჯ---–----ის, მიმართ ძალადობის განხორციელების შემდეგ გა--წყენების ნიადაგზე ხელის თავის არეში არაერთხელ დარტყმით ცემა და თმებში მოქაჩვით სხვაგვარი ძალადობა გა--ხორციელა ნ----- ჯ---–----ის მცირეწლოვანი შვილის ლ--- ლ-----ის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის გა--ჩენით მ-----ა გ----ი უდა--შაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის გა--ჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვლადიმერ ურუმაშვილის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გა--ჩენის გაუქმება და მ-----ა გ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მ-----ა გ----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ მ-----ა გ----ის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, დედამ - მოწმე ნ---- ჯ---–----ემ, დამ - დაზარალებულმა ნ----- ჯ---–----ემ, დამ -მოწმე ლ---–ა ჯ---–----ემ, ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილებმა - მოწმეებმა: ნ--- გ----მა, ა-- გ----მა და ლ--- გ----მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საოპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ მ-----ა გ----ის წინააღმდეგ. მისთვის საპროოცესო კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა ასევე არასრულწლოვანმა, 14 წლის ასაკს მიუღწეველმა, დაზარალებულმა ლ--- ლ-----ემ, რომელმაც საქმის სასამართლო განხილვისას ასევე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ მ-----ა გ----ის წინააღმდეგ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შსს ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------– ა----–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ივლისს ქვემდებარეობით დაეწერა ბათუმის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებაში შესული ნ----- ჯ---–----ის მიერ გაკეთებული შეტყობინება, იმის თაობაზედ რომ, მასსა და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა გა--ხორციელა მისმა ნახევარდამ - მ-----ა გ----მა. მის მიერ დაკითხული იქნა მოწმეები, მათ შორის დაზარალებული ნ----- ჯ---–----ეც, რომელმაც მასთან საუბარში განმარტა, რომ ის მის დებთან მ-----ა გ----თან და ლ---–ა ჯ---–----ესთან, ასევე მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში დედის ოჯახში, ბებიის გარდაცვალების გამო. დაკრძალვის ღამით ისინი დარჩნენ დედისეულ ოჯახში, რა დროსაც დაახლოებით 21-დან 22 საათამდე, საწოლების გადა--წილებასთან დაკავშირებით მოუხდათ კონფლიქტი, კერძოდ, საძინებელ ოთახში შესულ ნ----- ჯ---–----ეს მ-----ა გ----მა თმებში მოქაჩა ძლიერად, შემდეგ ხელზე ჩამოკაწრა და იქვე არსებული ჯოხი, რომელიც ურდულის მაგივრობას წევდა, რამდენჯერმე მოარტყა ფეხში, რითაც ამ უკა--სკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე საპროცესო წარმომადგენელთან ერთად მის მიერ გამოიკითხა არასრულწლოვანი დაზარალებული ლ--- ლ-----ეც, რომელმაც ასევე დაადასტურა მისი დეიდის მ-----ა გ----ის მხრიდან მისი და მისი დედის ნ----- ჯ---–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, კერძოდ, ცემის ფაქტი. ისინი გადაყვანილ იქნენ საექსპერტო დაწესებულებაში, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. ასევე მის მიერ დაკითხულ იქნენ ბრალდებულისა და დაზარალებულის დედა ნ---- ჯ---–----ე და მათი და ლ---–ა ჯ---–----ე, რომლებმაც ნაწილობრივ დაადასტურეს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მის მიერ ასევე დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ ნ---- და ნ----- ჯ---–----ეებიც, რა დროსაც ამ უკა--სკნელმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. დათვალიერების დროს ასევე ნ---- ჯ---–----ის მითითებით ამოღებულ იქნა ჯოხი, ე. წ ,,ურდული’’. არაერთი მცდელობის მიუხედავად სატელეფონო გასაუბრება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ტელეფონი გამორთული ჰქონდა, რის შემდეგაც მოძიებული იქნა ახალი ნომერი. დაკავშირების შემდგომ მ-----ა გ----მა გა--ცხადა, რომ მას იმ დღეებში ჰქონდა დაბადების დღე და ვერ გამოცხადდებოდა, ასევე იგი გადამოწმებული იქნა პრობაციის ბიუროს მიერ მითითებულ მისამართზეც თუმცა იგი ადგილზე არ იმყოფებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნული გახდა შემდგომში სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი, რის შემდეგაც გაიცა განჩინება დაკავების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ მ-----ა გ----ი შსს ვანის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ბრალის აღიარებით, რა დროსაც დაადასტურა მისი დისა და დისშვილის მიმართ ძალადობის, კერძოდ თმებში მოქაჩვის ფაქტი.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შსს ვანის რაიონული სამმართველოს უბნის დეტექტივ გამომძიებლის - ლ-–- მ----–----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მან, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სერთიფიცირებულმა გამომძიებელმა, მოცემულ საქმეზე გა--ხორციელა მცირეწლოვანი ა--, ლ--- და ნ--- გ----ების გამოკითხვა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვების ოჯახის წევრები, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მცირეწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლები, საქმეში იყვნენ ბრალდებული და დაზარალებული და შესაბამისად საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, საჭირო გახდა მათთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა და შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილი პირის საპროცესო წარმომადგენლის, ლ--–- მ-------–--ის მონაწილეობით მოხდა მათი გამოკითხვა, რა დროსაც მათ განმარტეს, რომ მ-----ა გ----სა და ნ----- ჯ---–----ეს შორის კონფლიქტი მოხდა 2017 წლის 26 ივლისს, ბებიის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ დიდი ბებიის გარდაცვალების გამო. კონფლიქტი მოხდა საწოლი ოთახების გადა--წილებასთან დაკავშირებით, თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ფიზიკური დაპირისპირება უშუალოდ საძინებელ ოთახში არ მომხდარა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ისინი ვერ ხედავდნენ თუ ვინ ვის დაარტყა ხელი, მხოლოდ ლ--- გ----ი ადასტურებდა, რომ მისმა დედამ მ-----ა გ----მა ხელი დაარტყა ლ--- ლ-----ეს.

2017 წლის 28 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის № 5-------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ----- ჯ---–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით, კერძოდ, მარჯვენა მხარის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში და შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოლურჯო ფერის, პერიფერიაზე მომწვანო ელფერით, არამკვეთრი -კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთები მაქსიმალური ზომით 5,0X2,0 სმ და მინიმალური ზომით 2,0x1,5 სმ. აღნიშნული სისხლნაჟღენთის ფონზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 5,2X0,3 და მინიმალური ზომით: 2,0X0,2 სმ. გულმკერდის უკა-- ზედაპრზე მარცხნივ შუა მესამედში აღენიშნებოდა გასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,0X1,0სმ. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხნაჟღენთი ზომით 2,5X1,0 სმ. გულმკერდის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით;1,0X0,5 სმ. მუცლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2,0X0,8 სმ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

2017 წლის 14 აგვისტოს № 5--------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ლ--- ლ-----ეს (არასრულწლოვან დაზარალებულს) სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

ზემოაღნიშნულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მა----- ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გა--ჩენით დადგენილია, რომ მ-----ა გ----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 6 (ექვსი) წელი.

სააპელაციო პალატას, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არა--ირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ-----ა გ----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით მ-----ა გ----ის მიერ, დის - ნ----- ჯ---–----ის და ამ უკა--სკნელის მცირეწლოვანი შვილის - ლ--- ლ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი ადასტურებენ მხოლოდ დაზიანების არსებობას, ხოლო დაუდგენელია აღნიშნული დაზიანებები მიაყენა თუ არა კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ასეთი პირის ქმედება ბრალეული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ ნ--- ნ------მ სასამართლოში გა--ცხადა რ.ნ-------ს ხელში და-- არ მინახავსო და მას არავისთვის არ მიუყენებია დაზიანებაო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება გა--ჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, გა--მტკიცებს უდა--შაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თა--ხმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდა--შაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს გა--ჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს გა--ჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს გა--ჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს გა--ჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს გა--ჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მ-----ა გ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ-----ა გ----ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდა--შაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გა--ჩენი კანონიერია და უცვლ--–-დ უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვლადიმერ ურუმაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვლადიმერ ურუმაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გა--ჩენი მ-----ა გ----ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ:

მ-----ა გ----ი ცნობილ იქნეს უდა--შაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მ-----ა გ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს დ----------–----ეს (პ/ნ0---------), გა--ჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

გამართლებულ მ-----ა გ----ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიღებული ზიანი.

ნივთიერი მტკიცებულება შემთხევევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ურდული, რაც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გა--დგურდეს.

გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე