განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
050100118002278713
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002278713

№1/ბ-190-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- თ----------ის ძე ქ---–----ის მიმართ (დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთის რაიონის, დაბა ნ--------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

კ--- ქ---–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 0300 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ--------ში კ--- ქ---–----ემ, იმ მიზეზით, რომ მის მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სურდა თავის მშობლებთან წასვლა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ კ--- ქ---–----ემ კამათის დროს ერთხელ დაარტყა ხელი მ-----ო მ-------ეს სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ--------ში კ--- ქ---–----ემ იმ მიზეზით, რომ მის მეუღლეს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სურდა თავის მშობლებთან წასვლა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ: კ--- ქ---–----ემ კამათის დროს, რადენჯერმე დაარტყა ხელი მ-----ო მ-------ეს სახის, თავის თუ სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით კ--- ქ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

კ--- ქ---–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

კ--- ქ---–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 28 დეკემბრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და კ--- ქ---–----ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კ--- ქ---–----ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება და მისთვის სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მ-----ო მ-------ის, რ--------------------–--–------------------------–------------------------–-----------------–--------------ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

კ--- ქ---–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

კ--- ქ---–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

კ--- ქ---–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით. მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 28 დეკემბრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ--- ქ---–----ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. კ--- ქ---–----ის პ/ნ 3---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული თ----- ქ---–----ის პ/ნ 3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ნ--------, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი კოდი 2-----------------–------------------------------–------------------ და უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ნ--------, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი კოდი 26, სექტორი - ლაითური კოდი 2------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე