განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100116002250723
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002250723

№1/ბ-28-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2017 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ვ--–---ი კ--------ის

მსჯავრდებულის - ე--------- კ--------ის

ადვოკატის - ს----- ა-------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე--------- ჯ----–ის ძე კ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი № 6----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ზ. გ-------–-----------, ბინა №35-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე--------- კ--------ემ ჩაიდინა ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 22 ოქტომბერს 1710 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ს-----ეთის საავტომობილო გზაზე, ე--------- კ--------ე მართავდა ,,მიცუბიში პაჯეროს“ მოდელის სანომრე ნიშნით P------ ავტომობილს. მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც განაპირობა მისი ავტომობილზე შეჯახება. შეჯახების შედეგად მეორე ავტომობილში მჯდომმა მგზავრმა - ვ-–-------- ტ----ემ მიიღო ჯამრთელობის მძიმე დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ე--------- კ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, 01 (ერთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ე--------- კ--------ისა ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს----- ა-------ის მიერ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე--------- კ--------ის ნაწილში გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვენ.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ე--------- კ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ს----- ა-------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

– მოწინააღმდეგე მხარეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორს - ვ--–---ი კ--------ეს რომლებმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე--------- კ--------ის ინტერესების დამცველ ადვოკატის - ს----- ა-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-–-------- ტ----ემ, სასამართლოს უჩვენა, რომ არის ი---- ჯ--–--–--–---–ის მეზობელი. შემთხვევის დღეს, ი---- ჯ--–--–--–---–თან ერთად, მისი ავტომანქანით, მიემგზავრებოდა ქალაქ ხონიდან სოფელ ეწერში. ორთავეს მიღებული ქონდათ ალკოჰოლური სასმელი ,,ლუდი“. ისინი ავტომანქანით მოძრაობდნენ დაახლოებით 50-60 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც, ი---- ჯ--–--–--–---–მა გააკეთა ,,პატარა” მანევრი და ისევ განაგრძო მოძრაობა თავის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც, დაინახა მათი საპირისპირო მხრიდან მომავალი შავი ფერის ჯიპის ავტომანქანა . იგი დაინახა დაახლოებით 50-60 მეტრში. ამ მანევრიდან დაახლოებით ერთ წუთში მოხდა შეჯახება, ხოლო გონზე საავადმყოფოში მოვიდა. იგი გაესაუბრა ი---- ჯ--–--–--–---–ს, რომელმაც დაადასტურა, ასევე, რომ 50-60 მეტრში დაინახა ავტომანქანა, რომელიც ,,ჩვენ გვეტაკებოდაო“. მოძრაობდა თუ არა შემხვედრი ავტომანქანა თავის ზოლში არ ახსოვს, არ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და არცერთი მძღოლის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ-------- ტ--–--–---ის ჩვენებით, დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, ე--------- კ--------ესთან ერთად, ქალაქ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით. ფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდნენ 70-80 კმ/სთ სიჩქარით. მოძრაობის დროს მათ ზოლში გადავიდა ავტომანქანა, რომელიც პირდაპირ მათ ზოლში მოდიოდა, იგი პირველად მან დაინახა. ეს ავტომანქანა ერთ წამში გადავიდა თავის ზოლში, მერე ისევ გადავიდა მათ სამოძრაო ზოლში და მოხდა შეჯახება იმ მხარეს, სადაც თვითონ იჯდა. მათი ავტომანქანის მარჯვენა მხარეს იყო ხევი ალბათ ამიტომ აიღო საჭე ე--------- კ--------ემ მარცხნივ, რომ თავიდან აეცილებინა შეჯახება და ამიტომ მოხდა ავტომანქანების შეჯახება მარჯვენა მხარეს. შეჯახების შედეგად მათი ავტომანქანა გადავიდა მეორე მხარეს და დაეჯახა ხეს. მეორე მანქანაში მყოფი ორი მგზავრი გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მან დაახლოებით 300-400 მეტრში დაინახა შემხვედრი ავტომანქანა, რომელიც მათ სამოძრაო ზოლში მოდიოდა და ამის შესახებ უთხრა კიდეც ე--------- კ--------ეს. სწორედ ამ მომენტში გადაწია რაღაც წამში შემხვედრმა ავტომანქანამ და ისევ წამოვიდა მათი მიმართულებით. შემხვედრი ავტომანქანა მათ წინ არსებული აღმართის გამო მოულოდნელად გამოჩნდა. მათ შორის დაახლოებით დარჩენილი იყო 5-6 მეტრი მანძილი, იმ დროს, როდესაც ე--------- კ--------ემ მარცხნივ აიღო საჭე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ------ გ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორი, შემთხვევის დღეს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, თავის მეწყვილესთან, მ--–---- ჭ----------ესთან ერთად. მოძრაობდა ,,ტრასაზე“ რა დროსაც, მიიღეს შეტყობინება, რომ 217-ე კილომეტრზე მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს, რომ იქ უკვე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე შავი ფერის ,,ჯიპი“ გადასული იყო გზიდან მარცხენა მხარეს და ,,შეჯახებული“ იყო ხეზე. ,,ჯიპში“ მყოფ პირებს დაზიანება მიღებული არ ქონდათ, ხოლო მეორე ავტომანქანა იყო ,,რენაულტი“, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო და ავტომანქანაში მყოფ მგზავრებს მიღებული ქონდათ დაზიანებები. მოახდინეს შემთხვევის ადგილის დასურათება, გამოკითხეს იქვე მყოფი მოქალაქეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახალი მისულები იყვნენ და უშუალოდ ფაქტის შემსწრე არავინ არ იყო.

 

პატრულ ინსპექტორის, მ--–---- ჭ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 22 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას გ------ გ------ესთან ერთად. დაახლოებით 1700 საათზე მიიღეს შეტყობინება, რომ თერჯოლის რაიონ სოფელ ს-----ეთში მოხდა ავტო-საგზაო შემთხვევა. მივიდნენ შემთხვევის ადგილზე სადაც ნახა, რომ ქუთაისის მიმართულების სამოძრაო ზოლის გვერდულზე წინა ნაწილით საავტომობილო გზის მიმართულებით გაჩერებული იყო ,,რენოს“ მოდელის სახელმწიფო ნომრით L------ ავტომობილი. აღნიშნული ავტომობილი იყო ძალიან დაზიანებული. ამ ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი სასწრაფო დახმარების ავტომობილში იყვნენ მოთავსებულები. გზის საპირისპირო მხარეს ზესტაფონის მიმართულების სამოძრაო ზოლის გვერდულასთან მინდვრიან გაზონზე გაჩერებული იყო წინა ნაწილით ზესტაფონის მიმართულებით შავი ფერის ,,მიცუბიში პაჯერო“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით B------ ავტომობილი. რომელსაც დაზიანებული ქონდა მარცხენა შუა და წინა მარჯვენა ნაწილი. ჯიპის მოდელის ავტომობილის მძღოლსა და მის მგზავრს რაიმე დაზიანება მიღებული არ ქონდათ. მოწმის განმარტებით გ------ გ------ესთან ერთად, სპეციალური ლენტით შემოაკავეს ორივე ავტომობილი ცალ-ცალკე ისე, რომ გზა არ დაკეტილიყო და თან დაცულიყო შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ხანში მივიდა გამომძიებელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში შესული N2------ შეტყობინებით, საპატრულო ეკიპაჟმა ,,208“, აცნობა, რომ თერჯოლის რაიონის სოფ. ს-----ეთთან გამავალ თ. ს. ლ. 216-ე კმ-ზე არის სსშ ჯამრთელობის დაზიანებით. ერთმანეთს შეეჯახა ავტომობილები ,,მიცუბიში პაჯერო“ და ,,რენაულტი“ არიან დაშავებულები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ს-----ეთში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 216-ე კილომეტრზე. გზა მოასფალტებული და უდეფექტოა, მას შუაზე ჰყოფს ერთი წყვეტილი ღერძულა ხაზი. შემთხვევის ადგილზე საავტომობილო გზა სწორი პროფილის მქონეა. ზესტაფონის მიმართულებით სამოძრაო ზოლის სიფართეა 3,90 მეტრი, ხოლო მასთან არსებულ შემზღუდავი ზოლის სიფართეა 0,60 მეტრი. ასევე ზესტაფონის მიმართულებით სამოძრაო ზოლთან არსებული გვერდულის სიფართეა 2,30 მეტრი. ქუთაისის მიმართულებით სამოძრაო ზოლის სიფართეა 3,90 მეტრი, მასთან არსებული შემზღუდავი ზოლის სიფართეა 0,60 მეტრი, ხოლო გვერდულის სიფართეა 3,0 მეტრი. ზესტაფონის მიმართულებით სამოძრაო ზოლში, წყვეტილი ღერძულა ხაზიდან 1,10 მეტრში საავტომობილო გზაზე აღინიშნება მოყავისფრო ფერის მიწის მაგვარი ჩამონაყარი, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს შეჯახების ადგილს. შეჯახების ადგილიდან გვერდულისაკენ გასდევს დი----ნალურად შავი ფერის საბურავის მოთრევის და ასფალტის ტეხვის კვალი, აღნიშნული კვალის სიგრძეა 3,30 მეტრი. მოთრევის კვალი დასაწყისში წყვეტილი ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 1,50 მეტრით. ტეხვის კვალი იწყება წყვეტილი ღერძულა ხაზიდან 2,30 მეტრში, ხოლო მთავრდება 2,90 მეტრში. ტეხვის კვალის დასასრულიდან 1,20 მეტრში გზის შემზღუდავი ზოლიდან იწყება მოთრევის კვალი, რომლის სიგრძეა 10,20 მეტრი და მთავრდება გვერდულთან მდგარ ხესთან, რომელსაც ასევე აღენიშნება შეჯახებისა და დაზიანების კვალი. ხეზე შეჯახების ადგილი დანომრილ იქნა №2-ით. ზესტაფონის მიმართულებით სამოძრაო ზოლის გვერდულის გვერდით დგას შავი ფერის ,,მიცუბიში პაჯეროს“ მოდელის სახ. ნომრით P-------ის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარცხენა კარები, უკანა მარცხენა საბურავი, წინა მარჯვენა ფრთა, საბურავი, კარები და წინა მოპირკეთება მარჯვენა ნაწილში. ასევე დაზიანებული აქვს უკანა მარჯვენა კარიც. ავტომობილს უკანა მარცხენა საბურავი გზის შემზღუდავი ზოლიდან დაშორებულია 7,90 მეტრით, ხოლო წინა მარცხენა საბურავი 9,70 მეტრით. სავარაუდოდ შეჯახების ადგილიდან ,,პაჯეროს“ მოდელის ავტომობილი დაშორებულია მართი კუთხით 6,30 x13,0 მეტრით. სავარაუდო შეჯახების ადგილიდან ქუჩის მიმართულებით სამოძრაო გვერდულზე, წინა ნაწილით საავტომობილო გზისაკენ, ნაწილობრივ დგას ,,რენაულტის“ მოდელის სახ. ნომრით L------ ავტომობილი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება წინა მარჯვენა კარებზე, ძრავის სახურავზე, წინა საქარე მინაზე მომძვრალი აქვს წინა მოპირკეთება, დეფორმირებულია ავტომობილის ნაწილი, მთლიანად მოწყვეტილი აქვს წინა მარჯვენა სახურავი, რომელიც აგდია იქვე ავტომობილთან. ავტომობილი შეჯახების ადგილიდან დაშორებულია მართი კუთხით 16,0 x5,0 მეტრით. შეჯახების ადგილიდან აღნიშნულ ავტომობილამდე გასდევს ასფალტის ტეხვისა და საბურავის მოთრევის კვალი, რომლის სიგრძეა 16,0 მეტრი. სავარაუდო შეჯახების ადგილიდან ზესტაფონის მიმართულებით სამოძრაო ზოლში წყვეტილი ღერძული ხაზიდან 0,60 მეტრში აღინიშნება ასფალტის ტეხვის კვალი, რომლის სიგრძეა 1,05 მეტრიდან მისი დასასრული წყვეტილი ღერძული ხაზიდან დაშორებული 0,10 მეტრში. ქუთაისის მიმართულებით სამოძრაო ზოლში გზის გზის შემზღუდავი ზოლიდან 2,60 მეტრში ასევე გზაზე აღინიშნება ტეხვის კვალი მცირე ზომის. გზის შემზღუდავი ზოლიდან 0,30 მეტრში, ქუთაისის მიმართულებით სამოძრაო ზოლში იწყება საბურავის მოთრევის კვალი, რომელიც მთავრდება ,,რენაულტის“ მოდელის ავტომობილის უკანა მარჯვენა საბურავთან და მისი სიგრძეა 8,30 მეტრი. ავტომობილის უკანა მარჯვენა საბურავი გზის შემზღუდავი ზოლიდან დაშორებულია 1,80 მეტრით, ხოლო წინა საბურავები დგას გზის შემზღუდავ ზოლზე. სავარაუდო შეჯახების ადგილიდან ტეხვის კვალები იწყება იმ მიმართულებით რომელი მიმართულებითაც დგანან ავტომობილები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ, ტეხვის კვლები დანომრილი იქნა შესაბამისი ციფრებით, რომლებიც ასახული იქნა ფოტოტაბულაზე. ,,რენაულტის“ მოდელის ავტომობილიდან ქუთაისის სამოძრაო ზოლში გვერდულზე მდგარ სიჩქარის შემზღუდავ ნიშნიდან მანძილია 17,70 მეტრი. დათვალიერების შედეგების მიხედვით შესრულებული იქნა შემდეგი მოქმედებები: ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ,,მიცუბიში პაჯეროს“ მოდელის და ,,რენაულტის“ მოდელის ავტომობილები გადაყვანილ იქნა ზესტაფონში მდებარე ავტოსაჯარიმო სადგომში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გამოყენებულ იქნა ციფრული ფოტოაპარატი ,,ნიკონი“. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე სრულად დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის საფუძველზე, ,,წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ი---- ჯ--–--–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 22.10.2013 წ-ს 18:00 სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის ტრავმა, ცხვირის და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მას აღენიშნებოდა ჰემატომა ცხვირის მიდამოში-განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“.

ექსპერტ გ-- გ----------ის მიერ დადასტურებულ იქნა მის მიერ დასკვნაში მითითებულ გარემოებებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის საფუძველზე, ,,წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ვ-–-------- ტ----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 22.10.2013 წ-ს 18:00 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 23.10.13წ-ს 01:30 სთ-ზე დიაგნოზით: მუცლის ღრუს დახურული ტრამვა, ღვიძლის გაგლეჯვა, წვრილი ნაწლავის გაგლეჯვა, გავრცობითი პერიტონიტი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობები სახლის არეში, ჰემატომები ორთავე თვალბუდის არეში. ცხვირის ძვლის მოტეხილობა. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ.პ.ს ,,ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი საავადმყოფო“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №170-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ვ-–-------- ტ----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.10.13წ-ს 02:10სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 26.10.13წ-ს 10:00სთ-ზე დიაგნოზით: გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრამვა. ცხვირის ძვლის მოტეხილობა. თავის ტვინის დახურული ტრავმა. ღვიძლის გაგლეჯვა, წვრილი ნაწლავის გაგლეჯვა, გავრცობითი პერიტონიტი. ლაპარატომია. მუცლის ღრუს დრენირება, ღვიძლის და წვრილი ნაწლავის გაკერვა, სანაცია. სახის ჭრილობების პ.ქ.დ გაკერვა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ტრამვული შოკი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორიაციები სახის, მუცლის და კიდურების არეში. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო“.

ექსპერტ გ-- გ----------ის მიერ მთლიანად დადასტურებულ იქნა დასკვნაში მითითებული გარემოებები.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის საფუძველზე, ,,მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ,,მიცუბიში პაჯერო“ სახელმწიფო ნომრით P-------ის და ,,რენაულტი“ სახელმწიფო ნომრით L-------ის მძღოლების მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდ. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილების ,,მიცუბიში- პაჯერო“ სახელმწიფო ნომრით P-------ის და ,,რენაულტი“ სახელმწიფო ნომრით L-------ის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის საფუძველზე შემთხვევის მონაწილე ავტომობილების ,,მიცუბიში პაჯერო“ სახელმწიფო ნომრით P-------ის და ,,რენაულტი“ სახელმწიფო ნომრით L-------ის მძღოლების მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა“.

ექსპერტიზის დასკვნების გამცემმა ექსპერტებმა ი-----–- ს-------ემ და დ----- გ---–-----მა, სასამართლოში საქმის განხილვის დროს მთლიანად დაადასტურეს მათ მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები.

დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,1.ავტომობილებზე წარმოქმნილ დაზიანებათა მიხედვით შეჯახების კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 10-15 გრადუსს. ამასთანავე მოცემულ საგზაო პირობებში შეჯახების წინ ,,მიცუბიში“ თავის სამოძრაო ზოლიდან გადადიოდა შემხვედრ სამოძრაო ზოლში. ,,რენაულტი“ პირიქით: ,,მიცუბიში“-ს სამოძრაო ზოლიდან მისთვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლში.

2 და 3. მოცემულ შექმნილ საგზაო ვითარებაში ,,მიცუბიში“ ავტომობილის მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით დამუხრუჭების გზით არ შეეძლო აღნიშნული შეჯახების თავიდან აცილება და ასეთი ტექნიკური თვალსაზრისით მთლიანად დამოკიდებული იყო ,,რენაულტი“ -ს ავტომობილის მძღოლზე.

4. ავტომობილების პირისპირ (ცენტრალური) შეჯახების შემთხვევაში სიჩქარეთა წამზე ბევრად მცირე დროში ჩახშობის გამო (არ გამოირიცხებოდა უკუგდებაც), ცხადია განვითარდებოდა ბევრად მეტი დაზიანებები.

5 და 6. მოცემულ შექმნილ საგზაო ვითარებაში ,,მიცუბიში“-ს ავტომობილის მძღოლს მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან უნდა ემოქმედა საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ,,საზგაო მოძრაობის წესების“ 29.1 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად (მნიშვნელობა იხილეთ კვლევით ნაწილში), რომლის უმოქმედობა ტექნიკური თვალსაზრისით მას არ აღენიშნება (რადგან ტექნიკური თვალსაზრისით დამუხრუჭების გზით დაჯახებას თავიდან ვერ იცდენდა, სიჩქარის შემცირებას ვერ ასწრებდა. მანევრი მარცხნივ კი განაპირობა პირდაპირი, ანუ ცენტრალური დაჯახების აცილების მცდელობამ. მანევრის შეუსრულებლობა არ გამორიცხავდა მათ შეჯახებას).

,,რენაულტი“ ავტომობილის მძღოლს უნდა ემოქმედა საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ,,საზგაო მოძრაობის წესების“ 20.9 ა) და 28.4 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად (მნიშვნელობები იხილეთ კვლევით ნაწილში), რა შემთხვევაშიც აღნიშნული დაჯახება არ მოხდებოდა.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ,,რენაულტი“ ავტომობილის მძღოლის მოქმედებაში შეინიშნება თუ არა აღნიშნული მუხლების მოთხოვნების შეუსრულებლობა და ასეთი არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში მომხდარ შეჯახებასთან სცილდება ექსპერტის კომპეტენციას და უნდა გადაწყდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ“.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჰ---–--- ნ-----–--–---–მა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მთლიანად დაადასტურა, მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ი---- ჯ--–--–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ვ-–-------- ტ----ესთან ერთად თავისი ავტომანქანით მოძრაობდა ხონიდან თბილისის მიმართულებით. გზაში მსვლელობის დროს ვ-–-------- ტ----ესთან ერთად დალია ლუდი და იყო ნასვამი. იგი მოძრაობდა 60-70 კმ/სთ სიჩქარით და კონტროლს უწევდა საკუთარ თავს, მოძრაობდა თვის სამოძრაო ზოლში. ერთ მომენტში სარკეში დაინახა, რომ გასწრებაზე მოდიოდა მის უკან მოძრავი ავტომანქანა, რის გამოც, ოდნავ გადაწია ავტომანქანა და გზა დაუთმო მის უკან მომავალ ავტომანქანას. როდესაც საჭე გადმოწია და აგრძელებდა მოძრაობას, დაინახა მისი ავტომანქანის მიმართულებით სიჩქარით მოდიოდა ავტომანქანა. ავტომანქანაში მყოფ ვ-–-------- ტ----ეს უთხრა ,,გვეტაკება-თქვა“ და მოხდა დაჯახება, რის შემდეგაც, იგი საავადმყოფოში მოვიდა აზრზე. დარტყმა მოხდა მის სამოძრაო ზოლში, არა მის მხარეს, არამედ ავტომანქანის მეორე მხარეს. განმარტავს, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავეა როგორც თვითონ, ასევე, შემხვედრი ავტომანქანის მძღოლიც, რადგანაც იგიც მისი მიმართულებით მოძრაობდა, ამის გამო მას შუქებიც კი აუნთო.

სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ე--------- კ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, მეგობართან ნ-------- ტ--–--–---ესთან ერთად, საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, როდესაც მოძრაობდა ზესტაფონი ქუთაისის სამოძრაო ზოლში, დაახლოებით 70 კმ. სიჩქარით, მის საპირისპირო ზოლში არსებულ მოსახვევში შენიშნა ავტომანქანა, რომელიც მოხვევის დროს მოძრაობისას გადმოვიდა მის სამოძრაო ზოლში, მიიჩნია, რომ მოხვევის შედეგად გადმოვიდა მის ზოლში და დაბრუნდებოდა ისევ თავის ზოლში, ეს ავტომანქანა მართლაც დაბრუნდა მის სამოძრაო ზოლში, მაგრამ ისევ გადმოვიდა და მოძრაობდა მისი მიმართულებით, მან შეანელა მოძრაობის სიჩქარე იმდენად, რომ მოესწრო მანევრირება, მაგრამ საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა გადავიდოდა და ხან გადმოვიდოდა მის ზოლში. ამ დროს მანძილი იყო ძალიან მცირე და გარდაუვალი საშიშროება არსებობდა შეჯახების, მისი განმარტებით, იგი მარჯვნივ ვერ გადავიდოდა, რადგანაც მარჯვენა მხარეს იყო არხი, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ავტომანქანების პირდაპირ შეჯახება საჭე აიღო მარჯვნივ, მაგრამ მანძილის სიმცირის გამო მოხდა შეჯახება მხოლოდ ავტომანქანების კუთხეში 5 გრადუსიანი კუთხით, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭე რომ არ აეღო მარჯვნივ მოხდებოდა ავტომანქანების 40 გრადუსიანი კუთხით შეჯახება და დადგებოდა გაცილებით უფრო მძიმე შედეგი. დამატებით განმარტა, რომ როდესაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომანქანა დაინახა მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 70-100 მეტრი, ხოლო საფრთხის შეცნობის შემდგომ, როდესაც დაიწყო მოძრაობის შენელება მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 40-50 მეტრი.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ე--------- კ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს----- ა-------ის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების’’ შესახებ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დადგენილია მარჯვენა მხარეს.

ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ დაბრკოლება. მარცხნივ მოხვევის (მობრუნების) სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალი მიეცემა ზემოთ აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თერჯოლის რაიონის სოფელ ს-----ეთის საავტომობილო გზაზე, ე--------- კ--------ე მართავდა ,,მიცუბუში პაჯეროს“ მოდელის ავტომობილს. მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც განაპირობა მისი საწინააღმდეგო ზოლში მოძრავ ავტომობილზე შეჯახება, კერძოდ, აღნიშნულ სამოძრაო გზაზე არის ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რომლის გადაკვეთაც დაუშვებელია. ე. კ--------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მიცუბუში პაჯეროს“ მოდელის სახ. ნომრით P-------- ავტომობილით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა. დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნები და შეეჯახა მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ი---- ჯ--–--–--–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,რენაულტის“ მოდელის სანომრე ნიშნით LLT - 126 ავტომობილს, ხოლო შეჯახების შედეგად მეორე ავტომობილში მჯდომმა მგზავრმა, ვ-–-------- ტ----ემ მიიღო ჯამრთელობის მძიმე დაზიანება.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ე--------- კ--------ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შემთხვევის დროს ე--------- კ--------ეს მანძილის სიმცირის გამო არ შეეძლო ავტომანქანის გაჩერება და ავარიის თავიდან აცილება. საწინააღმდეგო მიმართულებით, მოძრავი ,,რენაულტის’’ მარკის ავტომანქანის არასწორი მანევრით იქნა პროვოცირებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მოხვევის დროს მოძრაობისას გადმოვიდა მის სამოძრაო ზოლში, შემდეგ დაბრუნდა ისევ თავის სამოძრაო ზოლში, მაგრამ ისევ გადმოვიდა და მოძრაობდა მისი მიმართულებით, მან შეანელა მოძრაობის სიჩქარე რათა მოესწრო მანევრირება, მაგრამ საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა ხან გადადიოდა და ხან გადმოდიოდა მის ზოლში. ამ დროს მანძილი იყო ძალიან მცირე და გარდაუვალი საშიშროება არსებობდა შეჯახების. იგი მარჯვნივ ვერ გადავიდოდა, რადგანაც მარჯვენა მხარეს იყო არხი, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ავტომანქანების პირდაპირ შეჯახება საჭე აიღო მარჯვნივ და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართული სქემის თანახმად, ავტომობილებზე ფაქტიურად არსებული დაზიანებების შეჯახების კუთხის და მათი საბოლოო განლაგებიდან გამომდინარე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,მიცუბიში“ თავისი სამოძრაო ზოლიდან გადასულია მთლიანად საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ასევე სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების და ამ დასკვნების შემდგენი ექსპერტების ჩვენებების თანახმად, დასტურდება, რომ ,,მიცუბიში პაჯერო“ სახელმწიფო ნომრით P-------ის მძღოლის მიერ საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნათა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდ. ამასთან აღნიშნული ავტომანქანის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს, კერძოდ, იმას, რომ ბრალდების მხარის მიერ გამომძიებელ მიხეილ ფორჩხიძის დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნამ უამრავი მტკიცებულების ავთენტურობის საკითხი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ამომწურავი პასუხი გასცა აპელანტის მიერ მითითებულ აღნიშნულ გარემოებებს, რომლის მიხედვით განსახილველი შემთხვევები არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევებს, რაც გავლენას მოახდენდა ე--------- კ--------ის დამნაშავეობა /უდანაშაულობაზე.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნა, ვინაიდან არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტების მიერ ამავე ავტოსაგზაო შემთხვევაზე გაცემულ ორივე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას, ფოტოტაბულას, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე მოწმეთა ჩვენებებს. რის გამოც, აღნიშნულ დასკვნაში მითითებული გარემოება ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის მიერ მანევრის შეუსრულებლობა, ანუ მარცხენა ზოლში გადასვლა არ გამორიცხავდა მათ შეჯახებას, მოკლებულია დამაჯერებლობას და იგი არ შეიძლება გაზიარებული იქნეს და საფუძვლად დაედოს ე--------- კ--------ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არსებობის ფაქტის გამორიცხვას.

ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის პოზიციები ე--------- კ--------ის უდანაშაულობის თაობაზე ზოგადი ხასიათისაა, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა საერთო ჯაჭვით უტყუარად დასტურდება, რომ ე. კ--------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ე--------- კ--------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობისა გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე; 302-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ე--------- კ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს----- ა-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ე--------- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ე--------- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ბრალდებული ე--------- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ფოტოფაბულა ჩაწერილი CD_R დისკზე, 02 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

,,რენაულტის“ მოდელის სანომრე ნიშნით L------, რომელიც განთავსებულია შპს ,,სერვის ცენტრის“ ზესტაფონში მდებარე N023 სპეცავტოსადგომზე - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

,,მიცუბიში პაჯეროს“ მოდელის სანომრე ნიშნით P------, რომელიც განთავსებულია შპს ,,სერვის ცენტრის“ ზესტაფონში მდებარე N023 სპეცავტოსადგომზე - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე