განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
020100118002241540
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002241540

№1/ბ-108-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--- კ---ს ძე გ---–--ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული გალის რაიონის სოფელ მ-------ში, მცხოვრები მისამართზე: ქ. ზუგდიდი, მ-------–------ ქუჩა N10

აღწერილობით ნაწილი:

ნ--- კ---ს ძე გ---–--მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში ქ. ზუგდიდში, ნ--- გ---–--ს მოუვიდა შელაპარაკება ა---- შუ-–---სა და მისი ოჯახის წევრებთან, რა დროსაც ნ--- გ---–--მ ა---- შუ-–---ს მეუღლეს - თ----- ღ----–----ს ორივე ხელით მხარზე დაუჯიკავა, რის შედეგადაც თ----- ღ----–---- წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში ქ. ზუგდიდში ნ--- გ---–--ს მოუვიდა შელაპარაკება ა---- შუ-–---სთან, რა დროსაც ნ--- გ---–--მ დააზია-- ა---- შუ-–---ს კუთვნილი ავტომანქა--, კერძოდ ქვა ესროლა და ჩაამტვრია ავტომანქანის უკა-- საქარე მინა და წინა მაშუქი ფარი, რითაც ა---- შუ-–---ს მიაყენა 510 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გა--ჩენით ნ--- გ---–-- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ--- გ---–--ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

ნ--- გ---–--სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით გა--ჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გა--ჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-- ა-------ს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ გა--ჩენში ცვლილების შეტა-- და მსჯავრდებულ ნ--- გ---–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და გასაჩივრებული გა--ჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ--- გ---–--ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თა--ხმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა-- შუ-–---ს, ა---- შუ-–---სა და თ----- ღ----–----ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ნ--- გ---–--ს ჩვენებით, მოწმეების: გ-----------------------------------------–-------------------------------------------–---–------------------–---------------------------–-–--–-–----------–-----------–---ას გამოკითხვის ოქმებით, სასაქონლო-ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

მსჯავრდებულ ნ--- გ---–--ს ქმედებას გასაჩივრებული გა--ჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გა--ჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის არგუმენეტს იმის თაობაზე, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იყოს ზიანის აუნაზღაურებლობა, პალატა ვერ დაეთანხმება აღნიშნულს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წლის 7 ივნისის № 1019აპ-09 გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ--- გ---–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-- ა-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გა--ჩენი ნ--- გ---–--ს მიმართ დარჩეს უცვლელად:

ნ--- გ---–-- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ--- გ---–--ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

ნ--- გ---–--სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით გა--ჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

ნივთმტკიცება: ,,KIA RIO’’-ს მარკის ავტომანქა-- სახელმწიფო ნომრით N-------- დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; მეტალის მილი და მინის ნამსხვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გა--დგურდეს.

გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე