განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
010100117002240070
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002240070

№1/ბ-117-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ა----–--- წ---------ს

ადვოკატის - ე------ პ-----ის მონაწილეობით

მსჯავრდებულის - ე------- ი-–------------ის მონაწილეობის გარეშე

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------- ი-----–-ს ძე ი-–------------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 0---------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი ბორჩხა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, რ---------------, ბინა №14-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა, რომ ე------- ი-–------------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 09 მარტს, შპს ,,მოგო"-ს და ე------- ი-–------------ს შორის გაფორმდა

ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს "მოგომ" ე------- ი-–------------ისათვის შეიძინა ლიზინგის საგანი - MERSEDES BENZ ML-ის მარკის ავტომანქანა 4.850 ლარად. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 09 მარტი და ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 561.58 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ლიზინგის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხის გადახდამდე შეძენილი ავტომანქანა გადავიდა შპს "მოგოს" საკუთრებაში, ხოლო სარგებლობის, ფლობის და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ე------- ი-–------------ს. ამ უკანასკნელმა ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტომანქანა გაფლანგა-გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ პირზე შპს "მოგო"-ს უფლებამოსილ პირებთან შეუთანხმებლად, რითაც შპს "მოგოს" მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ე------- ი-–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, ე------- ი-–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-–---------ე ძ-------ის მიერ, რომელმაც მოითხოვა ე------- ი-–------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, სასჯელის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში.

სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მსჯავრდებულ ე------- ი-–------------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ე------ პ-----ეს, რომელებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე------- ი-–------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ლ---–-------–----–--------------–------–---–--–---–ის გამოკითხვის ოქმებთ, 2015 წლის 09 მარტის ლიზინგის ხელშეკრულებით, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ე------- ი-–------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ე------- ი-–------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-–---------ე ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ე------- ი-–------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე------- ი-–------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე------- ი-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე