განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002388213
საქმე №1/ბ-326-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივლისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ა-–---------- ძ-------ის,ადვოკატის - დ----- ს--------ის
მსჯავრდებულიოს - კ----–--–--–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- ბ-–---ს ძე ც--–--–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო დასაოჯახებელი, მცხოვრები ქობულეთი, კ----------- №13ა, ბინა №32;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებულილ განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ----–--–--–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესი იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, კ----–--–--–---–ი, ქობულეთში, რ---------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს ,,დ--------------------------ას’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატში უკანონო შეღწევით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ აპარატში არსებულ ფულად თანხას, 1450 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით კ----–--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო- 2018 წლის 6 მარტიდან 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას.
მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- ს--------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენი კ----–--–--–---–ის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - პროკურორს ა-–---------- ძ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, დ----- ს--------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის გ-------– გ--------ის ჩვენებით, მოწმეების: ნ-------- ა-----ის, ზ------ მ–------ის, თ------ დ-------ის ჩვენებებით, კ----–--–--–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.
მსჯავრდებუოლ კ----–--–--–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ გაუხდია სადაოდ და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დაუნიშნა სასჯელი, სსკ-ის 177-ე მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა და შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ----–--–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
კ----–--–--–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 მარტიდან 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით.
აღკვეთის ღონისძიება, გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დ----- ც--–--–---–ს პ/ნ 6---------- დაუბრუნდეს კ----–--–--–---–ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი; დასტური №-------------------------–---------’’.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- 2018 წლის 6 მარტს კ----–--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სახრახნისი და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ,,ე-------------ს’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, რომელიც დალუქულია და ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
პირობით მსჯავრდებულ კ----–--–--–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულს დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე