განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100118002388679
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-585-2018წ.

(080100118002388679)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდომარე),მარინე იმერლიშვილი, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ნ---- ზ-------–---–ის,ადვოკატის - თ-- მ------–--ლის,მსჯავრდებულების - ლ---- ტ-------ის, რ----- ს-----ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- უ–---ის ძე ტ-------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი N 6---------1, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ს---–--------------------------,რ----- ა-–----------ს ძე ს-----ის მიმართ, დაბადებული 2----–-–----------------–-, პირადი N 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ს---–--------------------------,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ტ-------ემ და რ----- ს-----ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გჯუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 თებერვალს დაახლოებით 23:20 საათზე, ლ---- ტ-------ე და რ----- ს-----ე დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ქუთაისში, ს---–--------------------------ში არსებულ შპს „დ---–-ს“ თანამშრომლებს, ა-------–--–-–---–სა და ს---------------–---–ს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით აშკარად დაეუფლნენ შპს „დ---–-ს“ კუთვნილ თანახას 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის და 07 აგვისტოს განაჩენით:

ლ---- ტ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი)წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ლ---- ტ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმებულია.

ლ---- ტ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

რ----- ს-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05(ხუთი) წელი.

 

რ----- ს-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და იგი განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რ----- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 07აგვისტოს ჩათვლით.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენში, ლ---- ტ-------ის და რ----- ს-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი. რ----- ს-----ის და ლ---- ტ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მათ მიერ ჩადენილ ქმედებასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და შედეგად, სასჯელის დანიშვნის დროს გამოიყენა კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათები. შესაბამისად ასეთი მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს ნ---- ზ-------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულებს ლ---- ტ-------ეს და რ----- ს-----ეს და მატი ინტერესების დამცველ ადვოკატს თ-- მ------–--ლს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- ტ-------ის და რ----- ს-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ------- კ---–--ის, მ------- გ--------ის, ლ----------, გ--- მ-------ის, თ----- ს-------–---–ის, ბ--- ო----–--ის, ა-------–--–-–---–ის, ს---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ამოღებული ნივთებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთებით, ლ---- ტ-------ის და რ----- ს-----ის დაკავების ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულების ლ---- ტ-------ის და რ----- ს-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულებს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულების ლ---- ტ-------ის და რ----- ს-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება (ის რომ რ----- ს-----ე არასრულწლოვანი იყო), მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ----- ს-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნებები; სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ---- ტ-------ის და რ----- ს-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის და 07 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ლ---- ტ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ლ---- ტ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმებულია.

ლ---- ტ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ---- ტ-------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ----- ს-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი.

 

რ----- ს-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და იგი განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რ----- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ----- ს-----ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ორი კვალი, ხელის რვა კვალი, დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს.

 

- რ----- ს-----ის ხელის კვალის ნიმუში გადატანილი დაქტილობარათზე, ლ---- ტ-------ის ხელის კვალი გადატანილი დაქტილობარათზე ინახება საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში -განადგურდეს.

 

- ხელის კვლები დასურათებული CD დისკზე, ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში -შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- კარის სახელური, კლავიატურა სალაროს უჯრის გასაღები, სალარო თავისივე უჯრით - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

- თმისმაგვარი ორი ცალი ღერი, პირბადეები, სიგარეტის ორი ნამწვი, საოჯახო დანა, ლ---- ტ-------ის თმის და ნერწყვის ნიმუში, რ----- ს-----ის თმის და ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტით ამოღებული ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ცალი რუხი ფერის ჯინსის შარვალი, კაპიშონიანი ქურთუკი, მაისური, ქუდი, შარვალი, სპორტული კედები, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

- რ----- ს-----ის თმის ნიმუში, ლ---- ტ-------ის თმის ნიმუში, რ----- ს-----ის ნერწყვის ნიმუში, ლ---- ტ-------ის ნერწყვის ნიმუში, რ----- ს-----ის ხელის კვლის ნიმუში, ლ---- ტ-------ის ხელის კვლის ნიმუში - განადგურდეს.

 

- CD დისკი რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, CD დისკი რომელზეც ჩაწერილია ლ---- ტ-------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები, CD დისკი რომელზეც ჩაწერილია რ----- ს-----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები, CD დისკი რომელზეც ჩაწერილია „დ---–-“-დან გამოთხოვილი შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე