განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-470-2018 წ.
(020100118002406539)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე _ მაკა გორგოძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ა-----------ს,ადვოკატის - გ---–- შ--–--ს,საპროცესო წარმომადგენლის -ნ--- ა-–------ის,არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - მ------- გ-------ას მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------- ჯ----ს ძე გ-------ას მიმართ, პირადი № 6----------, დაბადებული 2----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, თ------–---–------------, რეგისტრირებული: ო--------ს რაიონი, სოფელი მ-------–-.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არასრულწლოვან მსჯავრდებულ მ------- გ-------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---–- შ--–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ------- გ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111 -187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ- ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და არასრულწლოვან მ------- გ-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს 1/3-ით და საბოლოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
მ------- გ-------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 01 აპრილიდან.
მ------- გ-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები, ერთი ცალი ქვა, სამკერვალო ოთახიდან ამოღებული ხის კარის ფრაგმენტები, სამზარეულო ოთახიდან ამოღებული ერთი ცალი ქვა და მინის ნამსხვრევები, რაც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდი რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
-ლ------ პ-------სგან ამოღებული ხელჯოხი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ლ------ პ-------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
სიმონ ჩხაიძე