განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002184309
საქმე №1/ბ-68-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ ლევან ტაბიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- ს--–----ის
მსჯავრდებულის _ ზ------ ს-----–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ს--–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------ ს-----–---–ის (პირადი №4----------) მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------––--------------–------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:
ზ------ ს-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ------ ს-----–---–ს ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
გაუქმდა ზ------ ს-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ------ ს-----–---–ს დაევალა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: 2017 წლის 10 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უსაფრთხოების ღვედი თავისივე თოკით და ლითონის ბაგირით, ასევე 2017 წლის 11 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი 9.82 მ, 1.82 მ და 1.82 მ ლითონის ძელი, რომლებიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს. გარდაცვლილთა ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ ს-----–---–მა ჩაიდინა სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 09 მაისს, დაახლოებით 18 საათზე, ქ---------––---–----------–--------------------------------------–-- სახელობის შახტაში, +582 (ნული) ჰორიზონტზე, სატვირთო ჭაურის თავზე, მარცხენა სატვირთო ჭურჭლიდან ბაგირის ნიმუშის ასაღებად წარმოებული სარემონტო სამუშაოების დროს პასუხისმგებელი პირის – მ------–ის სახელობის შახტის ენერგომექანიკური განყოფილების უფროსის, ზ------ ს-----–---–ის მიერ დარღვეული იქნა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების №2 მუხლის №1 პუნქტისა და ”უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиПШ -4-80”-ის 2,1 და 2,26 პრიმა პუნქტების მოთხოვნები, რის შედეგადაც სასკიპე ჭურჭელი ჩავარდა ჭაურში და თან ჩაიყოლა მის თავზე მყოფი პირები: ამავე შახტის საშახტო აწევის უბნის უფროსის მოადგილე გ----- გ-----–--ე, მეორე კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკალი გ----- კ----–-–---–ი, პირველი კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკალი ა-–---------- ჭ--–-–---–ი და პირველი კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკალი ბ-------- დ-------------ე, რომლებიც დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----- ს--–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ------ ს-----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ზ------ ს-----–---–ის ქმედებას მოჰყვა შახტის ოთხი ადამიანის გარდაცვალება. ამასთან, შახტაში გახშირებულია ანალოგიური ფაქტები და შესაბამისად, პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დ----- ს--–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ზ------ ს-----–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ს--–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ზ------ ს-----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ------ ს-----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, პალატა ითვალისწინებს რა დამნაშავის პიროვნებას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნდა (მათ შორის, არ არის ნასამართლევი), დაზარალებულების უფლებამონაცვლეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც ითხოვეს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ ს-----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ზ------ ს-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ს--–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ზ------ ს-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ------ ს-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
4.მსჯავრდებულ ზ------ ს-----–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.მსჯავრდებულ ზ------ ს-----–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6.ზ------ ს-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უსაფრთხოების ღვედი თავისივე თოკით და ლითონის ბაგირით, ასევ 3 ცალი ლითონის ძელი, რომლებიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო გარდაცვლილების ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/