განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-363-2019 წელი
№080100119002920917
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ--- ჯ----–--ის ბრალდების №--------------- სისხლის სამართლის საქმე.
ჯ--- ჯ----–--ე, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ბ----------------------------–-----–---–------------------ში, მსჯავრდე-ბულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
aRwerilobiTi nawili:
ჯ--- ჯ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-ლი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 15:00 საათზე ქ.ქ-------–--------------------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „გ----------–ის“ წინამდებარე ტერიტორიაზე ჯ--- ჯ----–--ემ მუშტის სახის არეში დარტყმით იძალადა ყოფილ მეუღლეზე ანა ა----–--ე-ზე. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- ხ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჯ--- ჯ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, მის მიერ ჩადენილი იქნა ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც მეტ-ყველებს ჯ--- ჯ----–--ეზე, როგორც მოძალადე პიროვნებაზე. სასამართლოს მიერ სას-ჯელის დანიშვნისას არ მოხდა დანაშაულის სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება ოჯახში ძალადობისათვის.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ჯ--- ჯ----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- თ----------ემ, რომლებიც შესაგებ-ლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ჯ--- ჯ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ--- ჯ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინ-სტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრ-დებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართ-ლევი და ჯ--- ჯ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარის-ხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გაათავისუფლა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი ჯ--- ჯ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ჯ--- ჯ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ--- ჯ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ჯ--- ჯ----–--ე 2019 წლის 28 თებერვლიდან 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით პატიმ-რობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის შე-მდგომი მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ჯ--- ჯ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გა-უქმებულია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili