განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117002219411
№1/ბ-139-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– გ---ს ძე ა---–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წელი, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჩოხატაური, სოფელი კ-------ი,აღწერილობით ნაწილი:
ტ------– ა---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 აგვისტოს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ტ------– ა---–--ემ ჩოხატაურის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საკუთარ სახლში თავისი არასრულწლოვანი შვილების 2008 წელს დაბადებული ქ-------ნე ა---–--ის, 2009 წელს დაბადებული ქ---- ა---–--ისა და 2013 წელს დაბადებული ხ----- ა---–--ის თანდასწრებით ყოველგვარი საბაბის გარეშე სრულიად უმიზეზოდ იძალადა თავის მეუღლეზე, მ-------ა ა---------ეზე, კერძოდ წელის მიდამოში ფეხი ჩაარტყა მ-------ა ა---------ეს, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა ამ უკანასკნელს.
2017 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ტ------– ა---–--ემ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საკუთარ სახლში, თავისი არასრულწლოვანი შვილების: ქ-------ნე ა---–--ის, ქ---- ა---–--ის და ხ----- ა---–--ის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა თავის მეუღლეზე - მ-------ა ა---------ეზე, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუშტი ჩაარტყა მ-------ა ა---------ეს თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა ამ უკანასკნელს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ტ------– ა---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2017 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 23 ნოემბრიდან 2018 წლის 23 იანვრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ემუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ტ------– ა---–--ე გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ-----ე ს--–------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მიღებული შეტყობინებით, დაზარალებულად ცნობის დადგენილებითა და დაზარალებულ მ-------ა ა---------ის ჩვენებებით, ტ------– ა---–--ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, მოწმეების: გოჩა ა---–--ის, დარეჯან ა---–--ის, ლიანა ა---–--ის, ქ---- ა---–--ის, ქ-------ნე ა---–--ის, ხ----- ა---–--ის, რაია ა---–--ის ჩვენებებით, ალკოტესტზე შემოწმების ოქმითა და ქვითრით, სასამართლოს გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება,ოვალეობათა დარღვევის ხასიათი ად ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ-----ე ს--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი ტ------– ა---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ტ------– ა---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2017 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ე ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 23 ნოემბრიდან 2018 წლის 23 იანვრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ემუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ტ------– ა---–--ე გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
გაუქმდეს მსჯავრდებულ ტ------– ა---–--ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და ტ------– ა---–--ე დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე